დახმარება | რეკლამა | საიტის რუკა Sazogadoeba.Ge - RSS
პაროლის აღდგენა | რეგისტრაცია
ვიდეო
ბავშვის სახალისო პოზები
ყველაზე სახალისო 100 ვიდეო 3 წუთში
თავის ტკივილის აფრიკული მკურნალობა
სხვადასხვა
რა ვჭამოთ, რომ გავხდეთ
რა ვჭამოთ, რომ გავხდეთ

დიეტოლოგების უმრავლესობა გვირჩევს, უარი ვთქვათ საკვებზე, თუმცა... როგორც ჩანს, შესაძლებელია სრულფასოვნად კვებაც და იმავდროულად, ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებაც - ზოგიერთი პროდუქტის მიღების შემთხვევაში გემრიელი ჭამა წონის შენარჩუნების ეფექტური საშუალებაც შეიძლება აღმოჩნდეს.

და მაინც, რა შეიძლება ვჭამოთ იმისთვის, რომ გავხდეთ?

ასეთი უამრავი პროდუქტი არსებობს. დღეს ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ.

მაგალითად, კვერცხი - აჩქარებს ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლების პროცესს. ის 65%-ით უფრო სწრაფად გვეხმარება გახდომაში, ვიდრე ანალოგიური რაოდენობის კალორიების შემცველი პროდუქტები.

მასში შემავალი პროტეინების წყალობით კვერცხი დიდი ხნით გვათავისუფლებს შიმშილის გრძნობისგან. კვერცხის გულის შემადგენლობაში კი შედის რკინა და ვიტამინი Е, რომელიც დაღლილობის მოხსნასა და განწყობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

გასახდომად რეკომენდირებულია 2 ცალი მოხარშული კვერცხის მიღება ბოსტნეულთან ერთად კვირაში 3-4-ჯერ.

მწვანე ჩაი -არომატული ცხელი სასმელი, ცნობილია, როგორც შარდმდენი საშუალება, რომელიცორგანიზმს სითხის გამოდევნაში ეხმარება. ეფექტის გაძლიერებისთვის რეკომენდირებულია ჩაიში მცირე რაოდენობის უცხიმო რძის დამატება.

მწვანე ჩაი შიმშილსაც კლავს და წყურვილსაც. ის სისხლში შაქრის დონეს აკონტროლებს. ჭამამდე მწვანე ჩაის მიღების შემთხვევაში საკვების რაოდენობას თვითონვე საკუთარი სურვილით შეზღუდავთ.

მწვანე ჩაი ანელებს სიბერეს და ებრძვის ორგანიზმში არსებულ ანთებით პროცესებს.

გასახდომად რეკომენდირებულია დღეში 3-4 ფინჯანი მწვანე ჩაის მიღება. უფრო მეტმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს უძილობა. მწვანე ჩაი იმაზე მეტ კოფეინს შეიცავს, ვიდრე შავი ჩაი.

პომიდორიც, ისევე როგორც სხვა ბოსტნეული, შეგვიძლია გასახდომ საშუალებად გამოვიყენოთ. მართალია, ის დაბალკალორიულია (23 კკ 100 გრამზე), მაგრამ აქვს უნარი, მოკლას შიმშილის გრძნობა მისი მცირე რაოდენობით მიღების დროსაც კი.

პომიდორი შეიცავს ლიკოპენს, ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომელიც ებრძვის მრავალ ავადმყოფობას, როგორიცაა, მაგალითად, სიმსივნე, გულის დაავადებები და ა.შ.

პომიდორი ბრწყინვალე ანტიდეპრესანტია. მისი გამოყენება გვეხმარება ხასიათის გაუმჯობესებასა და სტრესთან ბრძოლაში, რომელიც ხშირად წარმოადგენენ ჭარბწონიანი ადამიანების პრობლემას.

კიტრი - ათავისუფლებს ორგანიზმს შხამისა და შლაკებისგან. დიეტოლოგები გვირჩევენ ერთი კიტრის მიღებას ყოველი კვების წინ. აი, 6 საათის შემდეგ კი, როდესაც სხვები ყველანაირ საკვებს იკრძალავენ, თქვენ კიტრით შეგიძლიათ გაინებივროთ თავი.

ამ სასარგებლო ბოსნტნეულის კვების რაციონში შეტანა რეკომენდირებულია ზაფხულში, როდესაც ის უკვე ხელმისაწვდომია და ყველა საჭირო ვიტამინს და სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.

შვრიის ფაფა - გასახდომად საკმარისია საუზმეზე ერთი პორცია ფაფის მირთმევა.

შვრიას ამზადებენ წყალზე ან რძეზე. როგორც კი წამოდუღდება (წყალი ან რძე) უნდა ჩავყაროთ შვრია და ვადუღოთ დაახლოებით 10 წუთი. შემდეგ გადმოვდგამთ, დავამატებთ ჩირს, ან ხილს, ცოტა თაფლს და ვაჩერებთ 5-7 წუთს.

გრეიფრუტი - დაბალკალორიული, სასარგებლო ციტრუსი.

გრეიფრუტში შემავალი ანტიოქიდანტები სისხლში ქოლესტერინის დონეს აქვეითებს. გასახდომად რეკომენდირებულია ნახევარი გრეიფრუტის მიღება ნახევარი საათით ადრე ჭამამდე. თუ ამას ერთი წლის განმავლობაში გააკეთებთ, ყოველგვარი დიეტების გარეშე მინიმუმ 8 კგ-ს დაიკლებთ.