განცხადებები

სწავლება

ცხადდება მიღება ტელეჟურნალისტიკის (+მონტაჟი) პრაქტიკულ კურსზე

წინამდებარე პროგრამა ითვალისწინებს ტელეჟურნალისტიკის და მონტაჟის სინთეზურ კურსს. პროგრამის სამივე ეტაპის დასრულების შემდეგ კურსდამათვრებული შეძლებს როგორც სიუჟეტის მომზადებას, ასევე მის დამუშავება-მონტაჟსაც.

ლექტორები: გოდერძი შარაშია (ტელეჟურნალისტიკა) და მიშა ხაჩატუროვი (მონტაჟი)

კურსის მიზანია ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწეობისთვის აუცილებელი ცოდნის მიცემა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება: საკუთარი აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება, მისი არგუმენტირებული გადმოცემა (წრილობით თუ ზეპირად) ინფორმაციის მოპოვება და გაანალიზება, ლიტერატურაზე მუშაობა, წერის დაგეგმვა და სტილისტური გასწორება.

კურსის ფარგლებში შესასწავლი საკითხები:

  • თემების მოძებნის მეთოდები, კითხვების დასმა და პრობლემების განსაზღვრა. პრობლემის ჩამოყალიბება.
  • რეპორტიორი, საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტი, ჯგუფური მუშაობა და ინფორმაციის მოძიების გზები (პრესა, სააგენტოები, ინტერნეტი, არქივი,)
  • წყაროებზე მუშაობა. მეორადი წყაროების გამოყენება. კრიტიკული შეკითხვა. როგორ დავამუშავოთ ბევრი ინფორმაცია, სწრაფი კითხვა.
  • რა დროს გამოვიყენოთ და როგორ უნდა მივუთითოთ სხვისი ნაშრომი. წყაროების, გამოცემების მითითება, არქივი და მისი გამოყენების სპეციფიკა.
  • მოვლენისთვის სახელის დარქმევა, ინფორმაცის შემცირება და დასათაურება.
  • თემის პირდაპირ ეთერში წარდგენა. აუდიტორიისთვის მოვლენის აქცენტირებულად მიწოდება.
  • თემის მოძებნა და მისი წარდგენა დილის პრეზენტაციაზე, კითხვების შედგენა და პრობლემების განსაზღვრა. გადასაღები მასალის ჯგუფზე გადანაწილება, ვინ უნდა იმუშაოს სიუჟეტზე: (ინფორმატორი, ოპერატორი, პროდიუსერი, არქივი, რეგიონალური კორესპონდენტი)
  • დიდი მოვლენის მოკლედ გაშუქების სპეციფიკა, სენსაცია- სკანდალი და მათი გამოყენება მთავარ ამბებში
  • ინტერვიუს ჩაწერის ფორმები და ხანგრძლივობა. გად-სინქრონი, სთენდაფი.
  • ინფორმაციის წყაროების გადამოწმება, შეზღუდვები და აკრძალვები ინფორმაციის მიღება გავრცელებისას, არგუმენტები საკუთარი უსაფრთხოებისთვის.
  • აუდიტორიის გათვალისწინება ტექსტის წერის დროს და მისი ჩართვა მოვლენებში.
  • ვიზუალური აზროვნება, მოვლენის ამსახველი მთავარი აზრი და სიტყვა სიუჟეტისთვის, საინფ. გამოშვების დაგეგმვა ეწ. (ვიორსტკა)
  • რესპოდენტის შერჩევა, შეკითხვები თემატური და მოვლენითი სიუჟეტებისთვის ჩასაწერ რესპოდენტებთან.
  • უკომენტარო მასალა, ექსკლუზიური და სკანდალური კადრები, რომელიც ეთერში არ უნდა გავიდეს (არაეთიკური მასალა)
  • მოვლენის ეპიცენტრის აღწერის საშუალებები ( კადრები, რესპოდენტები, რუქა და გრაფიკა)
  • კონფიდენციალური ამბების გაშუქება, სასამართლოს და ექსპერტიზის დასკვნების პასუხების და სოცილოგიური კვლევების გამოყენება.
  • ქვეყნისთვის ისტორიული და ტრადიცული ამბების გაშუქება
  • სახეობები და მისი დანიშნულება.
  • “ლაივ სინქრონი“ „პერეგონი-გადაგორება“
  • ტელეწამყვანის ოსტატობა
  • პრაქტიკული ვარჯიშები

მონტაჟი

  • Adobe Premiere Pro პროგრამის გაცნობა (File – Help menu)
  • პროექტის გახსნა, მასალის შეყვანა და პროექტის დამახსოვრება (Save)
  • Timeline – ის გახსნა და პარამეტრების ახსნა
  • ზოგადი მონტაჟის ახსნა პრაქტიკაზე (C; V;)
  • შეყვანილი მასალის პარამეტრების ახსნა (Motion, opacity, Volume)
  • უდიო და ვიდეო ეფექტები და გადაყვანა (Audio transition, Audio effect, Video transition, Video effect)
  • ტიტრები და მათი პარამეტრები
  • კადრის აჩქარება – შენელება (Speed duration)
  • ხმის დონის ბალანსი (Audio gain)
  • სტოპკადრი (Frame hold)
  • გამოსახულების პარამეტრებში ჩასმა (Scale to frame size)
  • Render

 

კურსისღირებულება - 180 ლარი თვეში (16 საათი)

სრული კურსის ხანგრძლივობა: 9 თვე

კურსი შედგება III საფეხურისგან. თითო საფეხური გრძელდება 3 თვე. მსმენელსშეუძლია ყოველი საფეხურის ბოლოს მოითხოვოს შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

კურსის ფარგლებში მომზადებული მასალა აიტვირთება პორტალზე "sazogadoeba.ge"

სწავლების მესამე საფეხური მსმენელს ჩაეთვლება სამუშაო სტაჟში.

კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი

 

მონტაჟის კურსის ღირებულება ტელეჟურნალისტიკის თეორიული და პრაქტიკული კურსის გარეშე შეადგენს 120 ლარს (16 სთ)

 

ჯგუფებში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!!!

 

მიღება წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 2 77 95 77; 577 65 19 09

 

კურსზე ჩასაწერად შეავსეთ ონლაინ განაცხადის ფორმა, ან გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები ელექტრონული ფოსტის მისამართზე:info@geoword.ge