განცხადებები

 

“ქართული სიტყვის აკადემია“ აცხადებს მიღებას Public speaking/საჯარო მეტყველების პროგრამაზე. 

პროგრამის მიმდინარეობისას  მსმენელები განივითარებენ ორატორისთვის აუცილებელ  უნარ-ჩვევებს;  გამოიმუშავებენ პრეზენტაციის მომზადებისა, აუდიტორიასთან მუშაობის,  დროის ეფექტურად მართვის, ინფორმაციის შეგროვების, ინტერპრეტაციისა და  დასაბუთებული დასკვნის გაკეთების უნარებს.

 

პროგრამის ხელმძღვანელი:

რამაზ ბლუაშვილი (იხ.  CV)

 

პროგრამის კომპონენტები:

საჯარო მეტყველება - ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია;

პოტენციური აუდიტორიის შესწავლა და გარემოს ანალიზი;

აუდიტორიასთან მუშაობის მეთოდები;

საკუთარი თავის მართვა,  კომუნიკაციის ბარიერები, საუბრის მართვის ტექნიკა

მასალების მოძიების ინსტრუმენტები და პრეზენტაციის სტრუქტურის შემუშავება;

ეფექტური პრეზენტაციის მომზადება;

აუდიტორიის მართვა;

დისკუსიაში მონაწილეობა;

აუდიტორიის კითხვებზე არგუმენტირებული პასუხების გაცემის უნარის გამომუშავება

საჯარო გამომსვლელისათვის    შეკითხვების დასმა, მსჯელობა და დამაჯერებლად არგუმენტირება;

სტრესი და დროის მართვა;

დამოუკიდებლად და ჯგუფურად მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება

 

პროგრამის ხანგრძლივობა  - 4 თვე

 

პროგრამის ღირებულება - 150 ლარი 1 თვე  

 

მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, დღეები და საათები განისაზღვრება ჯგუფთან შეთანხმებით

 

პროგრამის დასასრულს გაიცემა სწავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი

 

პირველ ლექციაზე დასწრება უფასოა!  ჩაწერა წარმოებს წინასწარ!

 

 

კურსზე ჩასაწერად შეავსეთ ონლაინ განაცხადის ფორმა (იხ. ბმული: http://geoword.ge/index.php?menu_id=7) , ან გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr.sazogadoeba.ge@gmail.com

 აუცილებლად მიუთითეთ, რომელ პროგრამაზე აკეთებთ განაცხადს.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:  2 77 95 77; 514 67 17 17