მოდის ტრენდები
ელეგანტური, დახვეწილი, ორიგინალური  - ხელმისაწვდომი მოდა ყველასთვის - ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტრენდი
ელეგანტური, დახვეწილი, ორიგინალური - ხელმისაწვდომი მოდა ყველასთვის - ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტრენდი
ე.წ. „გადადებული“ ქვედაბოლოს გამოჩენა პოდიუმზე სეზონის უნიკალურ და მოულოდნელ გადაწყვეტილებად იქცა. ამ ფასონის გამოყენების დრო და მიზეზი შეუზღუდავია - იქნება ეს საოფისე სამოსი (მკაცრი და შედარებით მოკრძალებული ვარიანტი), თუ პარკში გასასეირნებლად შერჩეული სამოსი (კრეატიული და ნათელი მოდელი)..
გენდერული რევოლუცია პოდიუმზე - შეცვლილი როლები, ანუ ქალები მამაკაცის სამოსში და პირიქით
გენდერული რევოლუცია პოდიუმზე - შეცვლილი როლები, ანუ ქალები მამაკაცის სამოსში და პირიქით
ცვლილებათა ქარმა პოდიუმზეც დაუბერა: მამაკაცებმა ქალების გარდერობიდან ტანსაცმელი „ისესხეს“ და პოდიუმზე უპირატესობა მოიპოვეს - ჟან-პოლ გოტიეს ნამუშევრების პარიზულმა გამოფენამ საფუძველი გენდერული იდენტობის კონცეფციის გადახედვის საჭიროებას ჩაუყარა. შევა თუ არა ანდროგინული ფასონი მასობრივი მოდის არსენალში? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას BBC Culture-ს კორესპონდენტი, ლინდსი ბეიკერი შეეცადა.
დაივიწყეთ ომბრე! ექსპრესიული პიქსელები - ახალი მოდური ტენდენცია (ფოტოკოლაჟი)
დაივიწყეთ ომბრე! ექსპრესიული პიქსელები - ახალი მოდური ტენდენცია (ფოტოკოლაჟი)

სტილისტების ჯგუფმა «X-presion»-მა საზოგადოებას თმის შეღებვის ახალი, უჩვეულო ტექნიკა შესთავაზა, რომელიც ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ტრენდი გახდა. ჯერჯერობით არავინ იცის, როგორი იქნება ახალი ტრენდი მას შემდეგ, რაც ვარცხნილობას დამოუკიდებლად გაიკეთებთ, მაგრამ ამ ეტაპზე ის მართლა მიმზიდველად გამოიყურება.

Cape - 2014 წლის შემოდგომა-ზამთრის ყველაზე მოდური ტრენდი
Cape - 2014 წლის შემოდგომა-ზამთრის ყველაზე მოდური ტრენდი

კეიპი (cape) 2014 წლის შემოდგომა-ზამთრის ყველაზე მოდურ ტრენდს წარმოადგენს. ამ სამოსის რომელიმე მოდელი, სასურველი სიგრძისა და დიზაინის მიხედვით, წელს ყველა იმ ადამიანმა უნდა შეიძინოს, ვისაც მოდის ფეხდაფეხ მიყოლა სურს.

Birkenstock - 2014 წლის ზაფხულის ყველაზე ცხელი ტრენდი
Birkenstock - 2014 წლის ზაფხულის ყველაზე ცხელი ტრენდი

სანდალი-ბირკენშტოკი, რომელსაც ასე მისი გერმანელი მწარმოებლის Birkenstock-ის პატივსაცემად ეწოდა, მოდაში 90-იან წლებში კიმ გორდონმა შემოიტანა. მას შემდეგ რაც Sonic Youth-ის სოლისტმა კონცერტებზე ცეკვა ამ ფეხსაცმლით შეასრულა, ბიკენშტოკი უკვე წამყვანი ჟურნალების ყდებზე და მოდური ბრენდების Miu Miu-ს სარეკლამო რგოლებში მოხვდა. მართალია, რამდენიმე წლის შემდეგ მათ შესახებ ყველამ მიივიწყა, მაგრამ ბირკენშტოკი მოდისგან შორს მყოფი, ხანდაზმული გერმანელი ტურისტებისთვის ყველაზე მოსახერხებელ ფეხის სამოსად დარჩა.

წარწერები - სეზონის კიდევ ერთი ტრენდი
წარწერები - სეზონის კიდევ ერთი ტრენდი

ახალი სეზონის ერთ-ერთ ყველაზე კრეატიულ ტრენდს კაბებზე, მაისურებსა და გარდერობის სხვა ელემენტებზე გაკეთებული წარწერა-სლოგანები წარმოადგენს. წარწერები აპლიკაციების, პრინტების, ნაქარგების საშუალებით კეთდება და არა მარტო სიტყვად გარდაქმნილ ასოების ნაკრებს, არამედ ნამდვილ სლოგანებს წარმოადგენენ.

კაბა-პერანგი / გაზაფხული-ზაფხული 2014
კაბა-პერანგი / გაზაფხული-ზაფხული 2014

2014 წლის საკმაოდ თამამი და უჩვეულო კაბა-პერანგი ბევრი სახელოვანი სამოდელი სახლის შემოქმედების ობიექტი გახდა. ნახევარი საუკუნის წინ მოდის ინდუსტრიის ლეგენდის, კოკო შანელის მიერ შექმნილმა უნივერსალურმა ტრენდმა მოდის მოყვარული საზოგადოება უკვე მრავალჯერ აღაფრთოვანა.

იტალიური მოდის გლამურული ჩვენება
იტალიური მოდის გლამურული ჩვენება

ლონდონში ვიქტორია&ალბერტის მუზეუმში იტალიური მოდის საღამო გაიმართა. გამოფენაზე წამყვანი მოდის სახლების ჯორჯიო არმანის, პრადას, გუჩის, ვალენტინოს, ვერსაჩეს და დოლჩე&გაბანას მიერ შექმნილი უნიკალური ნამუშევრებია წარმოდგენილი.

Haute Couture Spring 2014
Haute Couture Spring 2014

პარიზში გასულ კვირას მაღალი მოდის კვირეული დასრულდა. გთავაზობთ ყველაზე შთამბეჭდავ ნიმუშებს მოდის სახლების კოლექციებიდან.

პარიზის მაღალი მოდის კვირეული
პარიზის მაღალი მოდის კვირეული

პარიზში haute couture-ს მაღალი მოდის კვირეული დასრულდა, რომელიც ტრადიციულად, დიზაინერული ფანტაზიის ასპარეზად იქცა. მოდის რა ტრენდები იქნება აქტუალური წლევანდელ სეზონზე და რომელი დიზაინერების პრუდუქციას ანიჭებენ მოდის მიმდევრები უპირატესობას?-ამის შესახებ haute couture-ს წლევანდელი კოლექციებიდან შეიძლება ვიმსჯელოთ.

შემოდგომა-ზამთრის ტენდენცია - შავი ტყავი
შემოდგომა-ზამთრის ტენდენცია - შავი ტყავი

ამ სეზონზე შავმა ტყავმა მოდის მწვერვალები დაიპყრო. ფაქტობრივად, ეს მასალა ჩვენებებისთვის თითქმის ყველა დიზაინერმა გამოიყენა. ტყავის კაბები, ქვედაბოლოები, შარვლები, პერანგები, ქურთუკები შემოდგომა-ზამთრის კოლექციის შემადგენელი ნაწილი იყო.

შემოდგომა-ზამთრის ტენდენცია - ფერადი ქურქი
შემოდგომა-ზამთრის ტენდენცია - ფერადი ქურქი

ბუმბული, როგორც ტანსაცმლის დეკორის ნაწილი, უძველესი დროიდან არსებობს. ამ ატრიბუტით ალამაზებდნენ კაბებს, საკარნავალო კოსტიუმებს და ქუდებს. თანამედროვე სამყაროში ეს ატრიბუტი ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდა. 2013-14 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონზე კი, დიზაინერების მტკიცებით, ჰაეროვანი ბუმბულები არა მხოლოდ საღამოს სამოსის, არამედ ყოველდღიური იმიჯის ნაწილად შეიძლება იქცეს.

შემოდგომა-ზამთრის ტენდენცია - ნიანგის ტყავი
შემოდგომა-ზამთრის ტენდენცია - ნიანგის ტყავი

ნიანგის ტყავი, იქნება ის ნატურალური თუ იმიტაცია, ყოველთვის მდიდრულად გამოიყურება. ახალ სეზონზე დიზაინერებმა ამ მასალისგან შექმნილი მნიშვნელოვანი რაოდენობის მოდელები წარმოადგინეს. ქვედაბოლოები, ჟაკეტები, პალტო - ეს ყველაფერი განუმეორებელ შთაბეჭდილებას ქმნის.

შემოდგომა-ზამთრის ტენდენცია - რძისფერი/თეთრი
შემოდგომა-ზამთრის ტენდენცია - რძისფერი/თეთრი

შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ზოგიერთ ჩვენებაზე იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ტანსაცმელი შექმნილი იყო არა ტექსტილისგან, არამედ ქაღალდის ფურცლებისგან: ოდნავ რძისფერი, თეთრი, იდეალურად სწორი ბოლოებით, სადა, აქსესუარების გარეშე.

Resort 2014
Resort 2014

კრუიზული კოლექცია - ეს ტანსაცმლის მოდური კოლექციაა, რომელიც სეზონურ, ანუ ძირითად კოლექციებს შორის პერიოდში იქმნება და მიგვანიშნებს, რა იქნება მოდაში მომავალ სეზონზე.

Haute Couture Fall 2014
Haute Couture Fall 2014

პარიზში მაღალი მოდის კვირეული დასრულდა. დროა, შევაჯამოთ შედეგები. ჩვენ შევარჩიეთ ჩვენი შეხედულებით ყველაზე საინტერესო სამოსი, რომელიც Haute Couture fall 2014-ის კვირეულზე გამოჩნდა.

ასიმეტრია
ასიმეტრია

ამ სეზონზე მსოფლიო დიზაინერებმა ჩვეული, კლასიკური ნივთების მოდური ასიმეტრიით გამრავალფეროვნება გადაწყვიტეს. მსგავსი მოდელი თითქმის ყველა დიზაინერის კოლექციაში იქნა წარმოდგენილი.

 კაბა კომბინაცია
კაბა კომბინაცია

XX საუკუნის 80-იან წლებამდე მანდილოსნები იყენებდნენ კომბინაციას, როგორც შეუცვლელ ნივთს, რომელიც აუმჯობესებდა კაბის დგომას. მაგრამ დღეს მსოფლიო დონის დიზაინერები და ისეთი ბრენდები, როგორიცაა Roberto Cavalli, Versace, Valentino, Alberta Ferretti და ა.შ. გვთავაზობენ კაბა-კომბინაციას, როგორც დამოუკიდებელ სამოსს, რომელიც ნებისმიერ მანდილოსანს უფრო მომხიბვლელს ხდის.

მზის  სათვალეები 2013
მზის სათვალეები 2013

მოდური მზის სათვალეები არა მარტო გვიცავს მზის მავნე სხივებისგან, არამედ წარმოადგენს ნათელ აქსესუარს, რომელიც სრულყოფს და ხაზს უსვამს ქალის სტილს. Sazogadoeba.ge მკითხველებს 2013 წლის ყველაზე საინტერესო მოდური მზისდამცავი სათვალეების მიმოხილვას სთავაზობს.