კულტურა
„ამ ერთი სატელეფონო ზარის შედეგია ის, რომ ჩაკრულო კოსმოსშია“ - საქართველოს NASA-ს ლეგენდები ესტუმრნენ
„ამ ერთი სატელეფონო ზარის შედეგია ის, რომ ჩაკრულო კოსმოსშია“ - საქართველოს NASA-ს ლეგენდები ესტუმრნენ
1977 წელს ლეგენდარული მეცნიერის, კარლ საგანის ინიციატივით, NASA-მ კოსმოსში ე.წ. „ოქროს ჩანაწერი“ გაგზავნა. დისკზე დატანილ 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის ქართული „ჩაკრულოც“ აღმოჩნდა. მაშინ არავინ ფიქრობდა, რომ ამ მოვლენიდან 40 წლის შემდეგ NASA-ს ლეგენდები ისტორიულ კოსმოსურ მისიას უკვე „ჩაკრულოს“ სამშობლოში გაიხსენებდნენ.
მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად შესრულებული სახელმწიფო ჰიმნი და დღე, რომელიც ერთმანეთისგან შორს მყოფ ლიტველებს საქართველოშიც აერთიანებს - Lietuvos valstybės diena paminėta Tbilisyje
მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად შესრულებული სახელმწიფო ჰიმნი და დღე, რომელიც ერთმანეთისგან შორს მყოფ ლიტველებს საქართველოშიც აერთიანებს - Lietuvos valstybės diena paminėta Tbilisyje
შესაშური ერთსულოვნება, რომელიც წელიწადის ერთ კონკრეტულ დღეს ნებისმიერ ქვეყანაში, ერთმანეთისგან შორს მყოფ ლიტვის ყველა მოქალაქეს აერთიანებს, საქართველოსაც შეეხო. ლიტვის სახელმწიფოებრიობის დღე დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის ქართველმა სტუდენტებმაც აღნიშნეს - 6 ივლისს, ზუსტად ცხრა საათზე მსოფლიოს მასშტაბით გაჟღერებულ ლიტვის სახელმწიფო ჰიმნის ჰანგებს 20-მდე ქართველის ნამღერიც შეუერთდა.
„კრიტიკის მოყვარულებს“ ხელჩასაჭიდი მივეცით, თუ საზოგადოება სხვას ვერაფერს იპოვის, ე.ი. პროექტი შედგა“  - „სინესთეზია“, ანუ გვანცა ასათიანის ამბიციური გემგები
„კრიტიკის მოყვარულებს“ ხელჩასაჭიდი მივეცით, თუ საზოგადოება სხვას ვერაფერს იპოვის, ე.ი. პროექტი შედგა“ - „სინესთეზია“, ანუ გვანცა ასათიანის ამბიციური გემგები
„ფრენდები“ და „ვოლუნტერები“ - მოულოდნელად თვალმოკრული წარწერა უბის წიგნაკის ბოლოს და საოცარი იმედგაცრუება, რომელმაც ინოვაციური პროექტის ხიბლი მაშინვე „ჩაკლა“...
„ახლა შემოსავლის გარეშე ვარ, მაგრამ არ ვნანობ, როგორც ჩანს,  მატერიალურზე მეტი ინტერესი მაქვს“ - რატომ მიატოვა ვაჩე რაინდელმა სტაბილური სამსახური თავდაცვის სამინისტროში და რა უნიკალური მასალა წამოიღო აფხაზეთიდან

რამდენიმე თვის წინ სანუკვარი ოცნების ასრულება გადაწყვიტა, აფხაზეთში გადაიპარა, უნიკალური ფოტომასალა მოიპოვა და შინ ნანატრი „საგანძურით“ დაბრუნდა. მერე გამოფენა მოაწყო, საზოგადოებას „წარსულში დარჩენილი“ და უკვე გაუცხოებული ტერიტორიები აწმყოში აჩვენა და ერთიანი საქართველოს ერთ წიგნად გამოცემასაც დაპირდა, თუმცა...
„ქალბატონმა ვიოლეტამ  გამაოგნა, მან საკუთარ თავზე უმძიმესი ტვირთი აიღო  და თუთაშხია ლიტვურ ენაზე თარგმნა“ - გურანდა გაბუნია
„ქალბატონმა ვიოლეტამ გამაოგნა, მან საკუთარ თავზე უმძიმესი ტვირთი აიღო და თუთაშხია ლიტვურ ენაზე თარგმნა“ - გურანდა გაბუნია
„თბილისის სკვერი“ ვილნიუსში და ქართული ენის შემსწავლელი კურსი უნივერსიტეტში - ლიტვასა და საქართველოს შორის გაბმული უხილავი ძაფი მათ მომავალსა და სტრატეგიულ ურთიერთობებზე აისახება.
„ფრესკა  სულიწმინდის მადლით კეთდება, რომელიც  გადმოდის, მხატვრის ხელში, როგორც გამტარი, ისე გადის  და  გადადის კედელზე“  - გიორგი ვართაგავა
„ფრესკა სულიწმინდის მადლით კეთდება, რომელიც გადმოდის, მხატვრის ხელში, როგორც გამტარი, ისე გადის და გადადის კედელზე“ - გიორგი ვართაგავა
„ხელოვნებაა თავად უკვდავება, მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევაო სიკვდილი“. იყო მხატვარი, ნიშნავს, იმეგობრო მუზასთან, მერე მხატვრის იარაღით ფურცელზე გადმოსცე. რისი დაწერაც და თქმაც შეუძლებელია და იქცე უკვდავად.... მთაწმინდა... იტალიური ეზო... მიხვეულ-მოხვეული კიბე, მაღალჭერიანი სახლი და ნახატებით დაფარული კედლები; ჩარჩოების მიღმა მომზირალი სხვადასხვა სახე და უსიტყვო ენით გადმოცემული სამყარო, რომელიც არც ბუნების პეიზაჟია და არც ყვავილების კონა... ნახატები სიურეალისტურ-ფსიქოლოგიურ ენაზე მეტყველებენ და გაცილებით მეტს ამბობენ ... ეს სახლი მხატვარ გიორგი ვართაგავას ბავშვობასთან აკავშირებს.
“სადილი საქართველოს ყველა პრეზიდენტისთვის მომიმზადებია, მაგრამ შანსი რომ მქონდეს, ვახტანგ გორგასალთან ვივახშმებდი“- გურამ ბაღდოშვილი
“სადილი საქართველოს ყველა პრეზიდენტისთვის მომიმზადებია, მაგრამ შანსი რომ მქონდეს, ვახტანგ გორგასალთან ვივახშმებდი“- გურამ ბაღდოშვილი
მის სახელს პორტუგალიაში უფრო კარგად იცნობენ, ვიდრე სამშობლოში, თუმცა საზღვრებს მიღმა მყოფი ცნობილი შეფმზარეული კულინარიული სკოლების საქართველოში გახსნაზე მაინც ოცნებობს. 8 ენის ცოდნა, შთამბეჭდავი თავგადასავლები და პროფესიული წარმატება თავბრუს ვერ ახვევს.
ჯემალ ჭკუასელი: სრულყოფილი მხოლოდ ისეთი ლხინია, სადაც სუფრის წევრები ერთმანეთს სასიმღერო ხმებს უწყობენ!
ჯემალ ჭკუასელი: სრულყოფილი მხოლოდ ისეთი ლხინია, სადაც სუფრის წევრები ერთმანეთს სასიმღერო ხმებს უწყობენ!
ქართული სუფრა სახელმწიფოს მართვის მოდელს წარმოადგენს. ეს არის ხელისუფალის, ანუ, თამადის მიმართ ნებაყოფლობითი ისეთი მორჩილების უნიკალური მაგალითი, რომელიც საზოგადოებას სიამოვნებას ანიჭებს!
გივი სიხარულიძე: თამადობა პროფესიად მექცა!
გივი სიხარულიძე: თამადობა პროფესიად მექცა!
საქართველოში თამადის ინსტიტუტს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და თამადობა ხელოვნების რანგშია აყვანილი. ყველა მასპინძელი ცდილობს, სუფრის წინამძღოლად ცნობილი და საზოგადოებისთვის საპატივსაცემო ადამიანი დაასახელოს, თუმცა თამადობა განსაკუთრებული ნიჭია, რომელიც მხოლოდ გამორჩეულ ადამიანებს აქვთ მიმადლებული. ვესაუბრებით მწერალსა და კინომსახიობს, ცნობილ თამადა გივი სიხარულიძეს, რომელსაც ამ სფეროში ისე გაუვარდა სახელი, ცნობილი ოლიგარქები და პოლიტიკოსები სადღესასწაულო სუფრების გასაძღოლად უცხოეთშიც იწვევენ:
“თეატრის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, ის ჩემი ნაწილია, ჩემი "მეორე სახლია"
“თეატრის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, ის ჩემი ნაწილია, ჩემი "მეორე სახლია"
„მეორე სახლი“ საქართველოში ერთადერთი თეატრია, სადაც ბავშვები ბავშვებისთვის თამაშობენ. ისინი განსაკუთრებულები არიან - ერთი კი არა, ორი სახლი აქვთ. ის სახლი, რომელიც მათ ჩვეულებრივი ბავშვებიდან საოცნებო გმირებად გადაქცევაში ეხმარება.
„ჩვენ შუმერები ვიყავით და ამის დამადასტურებელი ნიშნები სვანურ და სხვა ქართველურ ენებში მრავლადაა შემორჩენილი“
„ჩვენ შუმერები ვიყავით და ამის დამადასტურებელი ნიშნები სვანურ და სხვა ქართველურ ენებში მრავლადაა შემორჩენილი“
მსოფლიო წარღვნის შემდეგ ადამიანებმა შუამდინარეთში, მესოპოტამიის მიწაზე, ცათამბჯენი კოშკის, „ბაბილონის გოდოლის“ აშენება გადაწყვიტეს. ადამიანის თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა მათ „ენა აღურია“ და მთელ დედამიწაზე გაფანტა.
ჩურჩხელა ქარქაშში - ბიზნესი სამშვიდობო მისიით, ანუ როგორ იქცა „გურული დღიურები“ და ჯანჯუხა-ჩურჩხელები ორიგინალურ იდეად
ჩურჩხელა ქარქაშში - ბიზნესი სამშვიდობო მისიით, ანუ როგორ იქცა „გურული დღიურები“ და ჯანჯუხა-ჩურჩხელები ორიგინალურ იდეად
ხანჯლის ჩანაცვლება უგემრიელესი ქართული ნუგბარით მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის არ გადაუწყვეტია - NS Studio-ს ხელმძღვანელი მეზობელ ქვეყნებში ქართველი ერის სათქმელს ამ ფორმით გაიტანს.
"ასე შორს ქართული კულტურა არავის გაუტანია" -  რამაზ ბლუაშვილი
"ასე შორს ქართული კულტურა არავის გაუტანია" - რამაზ ბლუაშვილი
ერთი მათგანი ცოცხალია, მეორე სიცოცხლეს უკვე დაემშვიდობა. ახლა ერთი მეორის საფლავს ყვავილის თაიგულებით ამკობს. ბილიკს, რომელსაც აქ დარჩენილი როსტომ საგინაშვილი ილია ზაქაიძის „სამოსახლომდე“ მიჰყავს, ის ახლა კამერის თანხლებით გადის. ლეგენდარული მომღერალი მათ მიერ შესრულებულ, მოგვიანებით კი დისკზე გადატანილ და კოსმიურ სივრცეში გაშვებულ „ჩაკრულოს“ დიდი სიამაყით იხსენებს.
ხევსურული საგა, ანუ „ინსტრუქცია მომავლისთვის“ - ექსპერიმენტული მოდელი, რომელიც ბაღათერ არაბულმა ლექს-ანდრეზების სახით შემოგვთავაზა
ხევსურული საგა, ანუ „ინსტრუქცია მომავლისთვის“ - ექსპერიმენტული მოდელი, რომელიც ბაღათერ არაბულმა ლექს-ანდრეზების სახით შემოგვთავაზა
ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ქალაქებს მიღმა არსებულ წარსულს და აწმყოს აერთიანებს, ერთი კუთხის მაგალითზე ერთ წიგნად შეიკრა. ბაღათერ არაბულის მეხსიერებაში დალექილი მოგონებები დღევანდელ რეალობაში ალაპარაკდა - დაგროვილმა ტკივილმა გამოსავალი მოძებნა და ისტორიის დაწერა გადაწყვიტა. სათქმელი ლამაზად შეიფუთა, კუთხური დიალექტი მოირგო, ლექს-ანდრეზებად შეიკრა და ხევსურულ საგად იქცა.
„სრული მხარდაჭერა პარლამენტისგან და ამბიციური მიზანი“ - გიორგი კეკელიძემ ეროვნული ბიბლიოთეკა ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად უნდა აქციოს
„სრული მხარდაჭერა პარლამენტისგან და ამბიციური მიზანი“ - გიორგი კეკელიძემ ეროვნული ბიბლიოთეკა ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად უნდა აქციოს
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოს პარლამენტის სრული მხარდაჭერა ექნება, - განაცხადი, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ გააკეთა, დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში თანამშრომლებთან შეხვედრის დროსაც გაიმეორა. ინიციატივები და განხორციელებული პროექტები, რომელზეც ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად გიორგი კეკელიძის დანიშვნიდან უკვე რამდენიმე თვეში მთელი საზოგადოება ალაპარაკდა, ახლა ახალი პარლამენტის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.
მე-19 საუკუნის სვანეთი - უნიკალური კადრები, რომელიც ფირზე იტალიელმა ფოტოხელოვანმა აღბეჭდა
მე-19 საუკუნის სვანეთი - უნიკალური კადრები, რომელიც ფირზე იტალიელმა ფოტოხელოვანმა აღბეჭდა
იტალიელი ფოტოგრაფი ვიტორიო სელლა, რომელმაც მე-19 საუკუნის სვანეთის უნიკალური კადრები შემოგვინახა, 1859 წელს მეწარმის ოჯახში დაიბადა. ექსპედიციის დროს გადაღებული უნიკალური კადრებისთვის რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მეორე ვიტორიო სელლას წმინდა ანას ორდენით აჯილდოვებს.
მანანა ორბელიანი: "იუნესკოს 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად არ გამოუცხადებია - თქვენ სიცრუის ტირაჟირებას ახდენთ"
მანანა ორბელიანი: "იუნესკოს 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად არ გამოუცხადებია - თქვენ სიცრუის ტირაჟირებას ახდენთ"
ეს არის სიცრუე და თქვენ მის ტირაჟირებას ახდენთ... თუ ამ ინფორმაციას არ აიღებთ, მე თქვენ გიჩივლებთ" - უფლებადამცავი კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლებრივი სახელმწიფო - სამოქალაქო საზოგადოების" თავმჯდომარე, მანანა ორბელიანი sazogadoeba.ge-ს მიერ მომზადებულმა პუბლიკაციამ გააღიზიანა.
“შენ აფრენ”, ანუ რატომ ვერ გაუგეს “მეფეს” - ხელოვნება, რომელიც ისტორიას დარჩება
“შენ აფრენ”, ანუ რატომ ვერ გაუგეს “მეფეს” - ხელოვნება, რომელიც ისტორიას დარჩება

„ხელოვანი, რომელიც გგონია, რომ მღერის, მაგრამ ლექსს გიკითხავს, გგონია, რომ ტექსტს გიყვება, მაგრამ სინამდვილეში მუსიკას ქმნის, გგონია, რომ “მეფე” იყო, მაგრამ სინამდვლეში კი “პატარ-პატარა მეფეებს” დასცინოდა, გგონია, რომ სიყვარულზე მღერის და თურმე ჰიმნს წერს, გგონია, რომ საყვარელ ქალს ეფერება და სინამდვილეში სამშობლოზე მღერის”-ასე შეაფასა ირაკლი ჩარკვიანი, კულტუროლოგმა და პუბლიცისტმა, ნათია მეგრელიშვილმა.