ინტერვიუ განწყობისთვის
როგორია ქართველი მამაკაცი? - სახალისო შეფასება
 როგორია ქართველი მამაკაცი? - სახალისო შეფასება

„ქართველი მამაკაცის მოკლე დახასიათება“- სოციალურ ქსელებში გავრცელებული სახალისო ტექსტი „ლაიქების“ რაოდენობით რეკორდებს ხსნის.

იუმორისტული შეფასება- როგორია ქართველი მამაკაცი:

ვინაობა- ქართველი ხალხი;

დაბადების ადგილი და დრო- ოდითი (ოდითგანვე არსებობს);

განათლება- ბრძენი;

მოწოდებით- ნაციონალი, ბუნებით- მეოცნებე;

რელიგია- მართლმორწმუნე ფანატიკოსი;

საყვარელი ფერი- შავი (თალხი);

ინტერესი- სხვისი საქმეები;

ჰობი- ამ სიტყვის მნიშვნელობა ზუსტად არ იცის;

დასაქმების სფერო- უმუშევარი;

განათლება- ორი აკადემია (ქუჩის და სუფრის);

იცის ენები- ქართული; რუსული- 37 მანეთად; ინგლისური- კომპიუტერისთვის;

საყვარელი ფრინველი- ჩიტი;

ჰოროსკოპი- რომ ჰკითხოთ, ლომია; სინამდვილეში- ტყუპები; როცა ხმაა ამოსაღები- თევზები

სურს- მეტი სარგებელი;

ელოდება- გაბრწყინებას;

ნაკლი- პრაქტიკულად არ აქვს;

ცხოვრობს- დედასთან, ბებიასთან, ორ დეიდასთან და მამიდასთან... და საერთოდ, ქალებს დიდ პატივს სცემს;

რას ვერ აპატიებდა საყვარელ ადამიანს- წასულებზე გაჩერებას;

საყვარელი წიგნი- ვეფხ-ვ-ისტყაოსანი;

საყვარელი დღე- ხვალე;

საყვარელი პოეტი- გალაქტიონი;

საყვარელი ლექსი- აი, გალაქტიონის ის, აი, ამმ, ის რაა...

იმოგზაურებდა- უბილეთოდ;

დევიზი- რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ;

ბუნება- ჩვენნაირი ბუნება სამყაროში არავის აქვს.