სტუდენტების გვერდი
ღვინის ტურიზმი - წარმატებული ბიზნესი თუ საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებისთვის ბრძოლა
ღვინის ტურიზმი - წარმატებული ბიზნესი თუ საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებისთვის ბრძოლა

ღვინის ტურიზმი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარმატებულ ბიზნესად და საკუთარი კულტურის დემონსტრირების ეფექტურ საშუალებად ითვლება. მაგალითად, ბირმულმა ვენახმა, რომელიც 1997 წელს ბერტ მორსბახმა დაარსა, მიანმას ყოველწლიურად ათასობით ტურისტი შესძინა. ”სტელენბოშის ღვინის გზა” კი სამხრეთ აფრიკაში უამრავ ტურისტს მასპინძლობს.

საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა და ღვინის უნიკალური ჯიშების არსებობა ქვეყანაში ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის შესანიშნავ საფუძველს ქმნის, თუმცა საქართველოში მსგავსი სახის ტურიზმი ფეხს მხოლოდ ახლა იდგამს.

ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინისეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზატორობით, რამდენიმე დღის წინ “თბილისი მარიოტში” კონფერენცია გაიმართა, სადაც ღვინის ტურიზმის განვითარებასა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, თუმცა "ღვინის კლუბი" ამ დარგის განვითარებისთვის აქტივობებს, სხვადასხვა შეხვედრებს და საზოგადოებასთან ურთიერთობას, ისევ აგრძელებს.

1 აპრილს, საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრის მიზანიც სწორედ ღვინის ტურიზმის განვითარების სამომავლო გეგმებზე, პერსპექტივებსა და პრობლემებზე საუბარი გახლდათ.

მალხაზ ხარბედია, ღვინის კლუბის პრეზიდენტი: მინდა გითხრათ, რომ ექსპორტის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით საკმაოდ მაღალია, რასაც ხელი, შარშან რუსეთის ბაზრის დამატებამაც შეუწყო. ჩვენ გვაქვს რაოდენობრივად გაზრდილი ექსპორტი, თუმცა ეს არ მიუთითებს იმას, რომ ღვინის ხარისხი გაუმჯობესდა, ამიტომაც მუშაობას ამ კუთხითაც ვგეგმავთ... ბოლო წლებთან შედარებით, უნდა ითქვას, რომ ქართული ღვინო წინ მიიწევს. იქმნება მცირე თუ დიდი მარნები, ღვინის კომპანიები, რომლებიც, წლებია, აქტიურად მუშაობენ, უფრო ყალიბდებიან და იზრდებიან.

ღვინის ტურიზმი მოიცავს ადგილობრივ ლოკალური კულტურის ცოდნას, ასევე ინფორმაციის გადაცემას. უშუალოდ, ამ დარგის დამკვიდრებულ ტენდენციად ქცევა უამრავ სხვა საკითხებსაც ეხება, თუმცა ეს დარგი არ გულისხმობს მარტო უცხოელების დაინტერესებას, არამედ იგი ქართველების ცნობიერების ამაღლებასა და ღვინის კულტურის უკეთ გაცნობას საჭიროებს.”

- რამდენად დიდია მეღვინების ჩართულობა ღვინის ტურიზმში და როგორია ამ დროისთვის მათ მიერ გაწეული ხარჯები დარგის ასაღორძინბლად?

- “მეღვინები ძალიან დიდი ენთუზმიაზმით ესალმებიან ღვინის ტურიზმის განვითარებას, თუმცა არიან მეღვინეები, რომლებსაც ეს საქმე სრულიად არ აინტერესებთ. რა თქმა უნდა, ესეც ბუნებრივია, რადგან ყველა ვერ დაკავდება ამ იდეის სისრულეში მოყვანით... ამ დროისთვის, ღვინის ტურიზმის თვალსაზრისით, ძალიან კარგი მდგომარეობა გვაქვს კახეთში, ასევე გამოვყოფდი ქართლის ერთ თუ ორ მცირე და დიდი მარნების აქტიურობას, დაინტერესება წამოვიდა იმერეთის, სამეგრელოს, გურიის და აჭარის მცირე მარნებიდანაც. ვფიქრობ, მომავალში ამ კუთხით მუშაობა გამოსწორდება და ღვინის ტურიზმის განვითარებასაც ჩაეყრება საფუძველი.

რაც შეეხება, მეღვინების მიერ გაწეულ თანხებს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდ ხარჯებთან გვაქვს საქმე. თუმცა ვფიქრობთ, რომ ღვინის ტურიზმი მალე დიდ ინდუსტრიად იქცევა. ამ დროისთვის რაღაც გარკვეული შემოსავალი მოაქვს, მაგრამ ჯერ საქმე საამაყოდ არ გვაქვს. ნამდვილად არ შეიძლება, მარნის მფლობელიბი ერთმანეთის კონკურენტებად ჩაითვალოს, რადგან მოთხოვნა და დაინტერესება ქართული ღვინით ინვესტორებიდან მაინც იქნება. თუმცა განმეორდები და ვიტყვი, რომ ღვინის ტურიზმით ბევრი მარანი უნდა დაკავდეს, დამერწმუნეთ ეს მათ საერთაშორისო ბაზარზე სამუდამოდ ადგილის დამკვიდრებაში შეუწყობს ხელს”.

-სამომავლოდ რა პროექტების განხორციელებას აპირებთ ქართული ღვინის პოპულარიზაცისთვის და რა პრობლემებს გამოყოფდით?

- ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოვიპოვოთ და გავცეთ. ზოგადად პრობლემა ჩვენს ხალხშია, რადგან ის მომხარებელი მაინც გამოჩნდება და იტყვის – “აბა გამასინჯეთ ქართული ღვინო”, მაგრამ ხშირად ესეც შეუძლებელია, რადგან ხშირად ჩამოსულ სტუმარს ერთ და იგევე ღვინის კომპანიასა თუ მარანში ვერ წაიყვან, საჭიროა სრული მზადყოფნა იმისთვის, რომ ჩვენმა მეღვინეებმა ყოველთვის სათანადო მასპინძლობა გაუწიონ უცხოურ კომპანიებს.

პრობლემა ძალიან ბევრია, ყველაზე დიდი პრობლემა კი ჩვენი ხალხის უცოდინრობა და გაუწაფაობაა ღვინის მიმართულებით, რაც გარკვეულ დაბრკოლებებს ქმნის.

ქართულმა ღვინომ საერთაშორისო ბაზარზე გასვლა მოახერხა. ამაში, გარკვეულწილად, რუსულმა ემბარგომაც შეგვიწყო ხელი. ქართველი მეღვინეები რუსულ ბაზარს იყვნენ მიჩვეულები, რადგან იქ ყველაფრის გაყიდვა შეიძლებოდა, იყო თუ არ ეს ხარისხიან ღვინო მაინც გაჰქონდათ და იყიდებოდა, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი ღვინის შეტანამ თვითონ პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება გამოიწვია. ასე, რომ რუსულმა ემბარგომ ამ კუთხით ხელი შეგვიწყო“.

ირაკლი ჩოლობარგია, ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი:

უცხოელებს, რომლებიც ჩვენი ღვინით ინტერესდებიან, შეუძლიათ თანამედროვე ქართულ რეალობას, კულტურას და სხვა ღირშესანიშნავობებს უფრო ახლოდან გაეცნონ. რა თქმა უნდა, ესეც გააზრებული და წინ გადადგმული ნაბიჯია ღვინის ტურიზმის ასაღორძინებლად.

ღვინის ტურიზმი მზარდი პროცესია. წინასწარ იმის თქმა, რომ ეს მიმართულება ჩვენთან განვითარებულია, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. მიუხედავათ მრავალი მცდელობისას, ჯერ კიდევ გვაკლია ცნობადობა და უცხოელების დაინტერესება. ჩემთვის და ალბათ ყველასთვის მისასალმებელია ღვინის კლუბის მიერ წამოწყებული პროექტი ტურიზმის ამ მიმართულებით მისასალმებელია, თუმცა ვაღიარებ, უფრო მეტი შრომა და ცნობიერების ამაღლება გვმართებს... ვფიქრობ, ყველაფერი გამოვა.”

თემურ ბერიშვილი, ღვინის კლუბის წევრი: “ღვინის კლუბის წევრები ხშირად ვიკრიბებით, გვყავს არაჩვეულებრივი პრეზიდენტი, რომლის ინიციატივით ღვინის კლუბი შეიქმნა. აქ შეკრებილ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ღვინის სიყვარული, ცოდნა, მისი მართვა და შექმნა გვაერთიანებს. ხშირად ვატარებთ ლექციებს. ვიწვევთ სპეციალისტებს და ვატარებთ დეგუსტაციებს. გვაქვს შეჯიბრის სახის სემინარებიც, ვატარებთ შედარებით დეგუსტაციებსაც. ჩვენთვის ერთ-ერთი დიდი მოვლენა ღვინის ფესტივალია.

რაც შეეხება ღვინის ტურიზმს, ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა მოუმზადებელი დაგხვდით. გულახდილად რომ გითხრათ, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჯერ კვლევა და გარკვეული ტიპის სამუშაოები არ ჩამიტარებია. ზოგადად, ტურიზმის განვითარებას რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუ ღვინით შევძლებთ და უცხოელების ქართული კულტურით, ტრადიციების, სტუმარტმასპინძლობით დავაინტერესებთ, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მისასალმებელი იქნება.”