სტუდენტების გვერდი
VIDEO: ბარათაშვილის სახლ-მუზეუმმა საფრანგეთში მოღვაწე მწერალს უმასპინძლა
VIDEO: ბარათაშვილის სახლ-მუზეუმმა საფრანგეთში მოღვაწე მწერალს უმასპინძლა

2014 წლის წიგნის საერთაშორისო წლად გამოცხადება სხვადასხვა ღონისძიებით უკვე აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში საღამო გაიმართა, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მწერალი და მთარგმნელი გასტონ ბუაჩიძე ეწვია.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყო ყველასათვის საყვარელი მომღერალი და მაესტრო ნაირა ნაჩხატაშვილი, რომლის მიერ შესრულებულმა ნომერმა საღამოს განსაკუთრებული ელფერი შესძინა. ღონისძიებაში სხვა ცნობილ შემსრულებლებთან ერთად მე-8 სამუსიკო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.

ავტ. თეონა მჟავანაძე, აკაკი გოგოლაური