ak.ge
სხვადასხვა
სხვადასხვა ქვეყნების ახალი წლის უცნაური ტრადიციები
სხვადასხვა ქვეყნების ახალი წლის უცნაური ტრადიციები

ახალი წელი ყველა ადამიანისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ქვეყანას განსხვავებული ტრადიცია აქვს. ადამიანები იმედოვნებენ, რომ ახალი წელი ბედნიერების, ჯანმრთელობის, ხვავის, ბარაქის და სიხარულის მომტანი იქნება.


1.დანიაში ძველ ჭურჭელს ახალი წლისთვის ინახავენ. ახალ წელს ისინი ამ ჭურჭელს საკუთარი სახლის და მეგობრების კარებზე ამსხვრევენ.


2. ეკვადორში ახალი წლის ღამეს ქაღალდებით სავსე საფრთხობელას წვავენ. ამ ქვეყნის მოსახლეობა წინა წელს გადაღებულ სურათებსაც წვავს. მათ სჯერათ. რომ ეს წარმატებული წლის წინაპირობა გახდება.


3. ესპანეთში თუ ახალი წლის ღამეს ვინმე ყურძნის 12 მარცვლის პირში ჩადებას მოახერხებს, მას წარმატებული წელი ელის.


4. სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში ახალ წელს ფერადი საცვლის ჩაცმა მომავალი წლის ბედს განსაზღვრავს. წითელი საცვალი სიყვარულს გაპოვნინებთ, ნარინჯისფერი სიმდიდრეს, ხოლო თეთრი მშვიდობის სიმბოლოა.


5. იაპონიაში, ახალ წელს ზარებს 108-ჯერ რეკენ. ბუდისტური რწმენით, ეს ყველაფერ ცუდს წმენდს. ასევე ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ ახალი წლის დღეს ყველა უნდა იღიმებოდეს, რადგან ეს იღბლის და წარმატების მომტანად მიიჩნევა.


6. პერუს სოფლებში წლის მიწურულს, დეკემბრის ბოლოს „ტაკანაკუის ფესტივალს“ (ტაკანაკუი ქვეჩუას ენაზე „სისხლის დუღილს ნიშნავს“) აღნიშნავენ. ფესტივალზე მუშტებით ჩხუბი სიძნელეების დაძლევის და დაბრკოლებების გადალახვის სიმბოლოა. ისინი მომავალ წელს ცხოვრებას ახალი ფურცლიდან იწყებენ.


7.შვეიცარიაში ახალი წლის აღსანიშნავად იატაკზე ნაყინს აგდებენ.


8.რუმინეთში ახალ წელს მდინარეში მონეტების ჩაყრა წარმატების მომტანად მიაჩნიათ.


9.პუერტო რიკოს ზოგიერთ რეგიონში ავი სულებისგან განსაწმენდად ფანჯრებიდან წყლის ვედროებს ისვრიან.


10.ბელგიაში ფერმერები ახალ წელს პირუტყვებსაც ულოცავენ.


11. ბოლივიაში ნამცხრის ცომში მონეტებს დებენ და ისე აცხობენ. ვინც მონეტიან ნამცხვრის ნაჭერს თეფშზე გადმოიღებს მომავალი წელი წარმატებული ექნება.


12. ახალ წელს კოლუმბიელები მთელი დღის განმავლობაში ჩემოდნებით სახლს გარს უვლიან იმ იმედით, რომ მთელი წელი მოგზაურობა დაებედებათ.


13. ჩილეში ახალის წლის ღამეს სასაფლაოზე ატარებენ.


14. სამხრეთ აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში ძველ ავეჯს ფანჯრიდან ყრიან.


15. ციმბირში მამაკაცები ბულდოზერის ჩამჩაში წყალს აცხელებენ და ბანაობენ.


16. შოტლანდიაში პირველ ადამიანს, რომელიც ოჯახში შევა, თან აუცილებლად საჩუქარი უნდა მიჰქონდეს.


17. ესტონეთში დოვლათის დასაბედებლად ახალი წლის დღეს საჭმელს 7-ჯერ მიირთმევენ.