საზოგადოება
9 აპრილი - დიდი ტკივილისა და დიდი სიხარულის თარიღი
9 აპრილი - დიდი ტკივილისა და დიდი სიხარულის თარიღი

9 აპრილი საქართველოს უახლოეს ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. 2 წლის ინრტერვალით ქართველმა ერმა ჯერ დიდი ტკივილი, შემდეგ კი დიდი სიხარული განიცადა. 1989  წლის სისხლიანი და ტრაგიკული 9 აპრილის შემდეგ ქართველმა ხალხმა იმავე დღეს 1991 წელს ნანატრი თავისუფლება დაიბრუნა.

1980-იანი წლების ბოლო პერიოდმა ქვეყნის მომავალი ბედი განსაზღვრა, თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენამდე საქართველომ რთული გზა განვლო. 70 წლიანი ოკუპაციის პერიოდში ქვეყნის ისტორიაში რამდენიმე სისხლიანი თარიღი ჩაიწერა,  დამპყრობლის წინააღმდეგ ერმა რამდენჯერმე ხმაურიანად გაიბრძოლა, ხოლო იატაკქვეშეთ მოძრაობებს არსებობა უდიდესი ტერორისა და რეპრესიების დროსაც არ შეუწყვეტია. 


9 აპრილამდე 
 

1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ საქართველოს ანექსია მოახდინა. ჩრდილოელმა დამპყრობელმა საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებები 12 თებერვალს დაიწყო. მე-11 არმია აზერბაიჯანიდან შემოვიდა და მას წინ  ქართველები მოუძღოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მტრის  თბილისთან მოახლოებისთანავე  თავი დასავლეთ საქართველოს შეაფარა, ხოლო მარტში ემიგრაციაში წავიდა, ქართველები დამპყრობელს უბრძოლველად არც ამჯერად დახვედრიან. დედაქალაქის მისადგომებთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან, იუნკრებმა საბჭოთა ჯარს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და სამშობლოსთვის გმირულად დაეცნენ.

გასაბჭოების შემდეგ კი პარტიზანული ბრძოლა პოლკოვნიკმა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა დაიწყო. ის საქართველოს დამოუკიდებლობის დროს  თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, თუმცა მთავრობის სხვა წევრეებისგან განსხვავებით ემიგრაციაში არ წავიდა. მისმა რაზმის წევრებმა ხევსურეთში საქართველოსთვის ბრძოლის ფიცი საზეიმოდ დადეს. პარტიზანებს შეფიცულთა რამზი ეწოდა, რომელიც დროდადრო თავს ესხმოდა „წითელ არმიას“, ხოლო 1924 წელს მასობრივი აჯანყება მოაწყო. ეს იყო დამოუკიდებლობის დაბრუნების პირველი მცდელობა.

ქაქუცას ემიგრაციაში წასვლისა და მისი რაზმის დაპატიმრებული წევრების  სამაგალითოდ დასჯის შემდეგ საქართველოში პროტესტის ტალღა ჩაცხრა, თუმცა ვინც 20-იან წლებში გადარჩა, ვერ გადარჩა 30-იანებში. სისხლიანი 1937 წლის შემდეგ კი საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის გაჟღერებას ხმამაღლა ვეღარავინ ბედავდა.

თავისუფლებაჩაკლულმა ერმა საშინელი რეპრესიებისა და მსოფლიო ომის გამოვლის შეგდეგ ხმა პირველად 1956 წელს ამოიღო. ყველაფერი კი ხრუშოვის მიერ „სტალინის კულტის“ დაგმობას მოჰყვა. ქართველებმა დიდი ბელადის შეურაცხყოფა ვერ აიტანეს და ქუჩაში გამოვიდნენ, თუმცა ძალიან მალე აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა დამოუკიდებლობის აღდგენა გახდა, რასაც 9 მარტს  რუსეთის მხრიდან აქციის სასტიკი  დარბევა მოჰყვა. ამავე წელს ზვიად გამსახურდიამა და მერაბ კოსტავამ უნგრეთში მომხდარი  სისხლიანი ინტერვენციის დამგმობი პროკლამაციები გამოაკრეს, რაც სსრკ-ს მასშტაბით არნახული აქცია იყო. ყოველივე ამას კი მათი დაპატიმრება მოჰყვა.

მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ სკოლაში დამეგობრებულმა კოსტავამა და გამსახურდიამ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლა მაინც გააგრძელეს: იკრებდნენ თანამოაზრეებს,  ავრცელებდნენ სხვადასხვა სახის პროკლამაციებს, აარსებდნენ იატაკქვეშა თვითგამოცებესა და ბეჭდავდნენ აკრძალულ ლიტერატურას.

 საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული შემდეგი მასობრივი პროტესტი 1978 წელს მოხდა, როდესაც საბჭოთა კონსტიტუციის ცვლილების შემდეგ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი უუქმდებოდა. ამ გადაწყეტილებას ქართველი სტუდენტების მხრიდან აქციების მთელი სერია მოჰყვა. ხალხის რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა. თბილისში  სიტუაცია ნელ-ნელა იძაბებოდა, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად საბჭოთა კავშირმა ჩვეულ პოლიტიკას უღალატა და აქციის სისხლში ჩახშობის ნაცვლათ, მომიტინგეებთან პოზიციები დათმო. ამ დღის აღსანიშნავად 1990 წლიდან  14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება. 

1980-იანი წლებიდან  დამოუკიდებლობისთვის ნიადაგი ნელ-ნელა მზადდება . ეს ათწლეული საქართველოში დიდი ხმაურით დაიწყო. პირველ პროტესტს არნახულ რეზონანსთან  ერთად საბჭოთა კავშირისთვის ჩვეული სისატიკე მოჰყვა. საუბარია „თვითმფრინავის ბიჭებზე“ , რომლებსაც საბჭოთა წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა ქვეყნიდან გაქცევით სურდათ. თვითმფრინავის გატაცება წარუმატებელი აღმოჩნდა, გამტაცებლების წინააღმდეგ გამოტანილი სასჯელი კი უკმაცრესი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირმა მეამბოხე  „ტერორისტები“ სამაგალითოდ დასაჯა, მისი ძლიერებისა და დასუსტების წინაპირობად სწორედ ეს ფაქტი იქცა. „თვითმფრინავის ბიჭებმა“ თავიანთი რადიკალიზმით „ბოროტების იმპერიის“ საძირკვლის შერყევა შეძლეს.


შემდგომი, და საქართველოს ისტორიაში მასშტაბით უდიდესი, პროტესტი 1989 წელს მოხდა, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის მოთხოვნით ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვიდა. აქციების ტალღას წინ ანტისაბჭოთა კამპანიის გააქტიურება, გაფიცვები და მიტინგები უძღოდა. მდგომარეობა განსაკუთრებულათ აფხაზების მხრიდან საქართველოდან გამოყოფის მოთხოვნამ დაძაბა , რასაც თბილისში აქციების სერია მოჰყვა. გამოსვლები 4 აპრილს დაიწყო. მას სათავეში ეროვნული მოძრაობის ლიდერები ზვიად გამსახურია და მერაბ კოსტავა ედგნენ. პროტესტის ტალღა დღითიდღე იზრდებოდა და ძლიერდებოდა.  სიტუაცია ნელ-ნელა უმართავი ხდებოდა. არც აქციის მონაწილეები და არც საბჭოთა ხელისუფლება დათმობას არ აპირებდა. პროტესტის ორგანიზატორები და თითოეული მონაწილე ხვდებოდა, რომ სამშობლოსთვის მნიშვნელოვანი მომენტი იდგა, მომენტი, როდესაც ქვეყნის მომავალი წყდებოდა. საბჭოთა ხელისუფლებაც მიხვდა, რომ პოზიციების დათმობა დიდ დამარცხებას ნიშნავდა, შესაბამისად, 9 აპრილის თბილისში ტანკები გამოჩნდა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ დემონსტრანტებს ნიჩბებით ჩეხდნენ და  მომწავლავი აირი გაუშვეს. შედეგად დაიღუპა 21, დასახიჩრდა და მოიწამლა ასობით ადამიანი.

მიუხედავად გამოჩენელი სისასტიკისა, საბჭოთა ხელისუფლებამ შესუსტებული პოზიციების გაძლიერება ვეღარ შეძლო. ეროვნული მოძრაობა უფრო გაძლიერდა.პროტესტის ჩაკვლა ვერც მერაბ კოსტავას საეჭვო ვითარებაში სიკვდილმა შეძლო.  საქართველოს სსრ-ის უზენაიესი საბჭო იძულებული გახდა 1990 წლის 9 მარტსა და 20 ივნისს მიეღო დადგენილებები, რომლითაც, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებას, ფაქტობრივად, უკანონოდ აცხადებდა.  გაუქმდა და ბათილად გამოცხადდა ყველა აქტი, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გაუქმებას ადასტურებდა. 

საქართველოს სსრ-ის უზენაესმა საბჭომ აღიარა მრავალპარტიული არჩევნები და მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა დაკანონებული იქნებოდა არა როგორც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ფორმალური გამგრძელებელი, არამედ როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე. არჩევნები დაინიშნა 28 ოქტომბერს, რომელშიც კომუნისტური პარტია დამარცხდა და პარტიამ - „მრგვალი მაგიდა- თავისუფალი საქართველო“  გაიმარჯვა. პარტიას სათავეში ზვიად გამსახურდია ედგა. მან 1991 წლის 31 მარტს ჩაატარა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მონაწილეთა 98,9 პროცენტმა კითხვას დადებითად უპასუხა. ამის საფუძველზე  1991 წლის 9 აპრილს 12 საათსა 30 წუთზე მიღებულ იქნა დადგენილება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე. თუმცა მსოფლიოს ქვეყნებმა და გაერომ საქართველო არა 1918-1921 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ, არამედ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ აღიარა.

„ძმანო და დანო, საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი, არის ერთ-ერთი უდიდებულესი! როდესაც ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში პირველად ასე შეკრული, ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე!''-მერაბ კოსტავა 1989 წლის 9 აპრილი. 
 

„ძვირფასო მეგობრებო, სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა - გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!" - ზვიად გამსახურდია 1991 წლის 9 აპრილი.