სტუდენტების გვერდი
არასასურველი ფეხმძიმობის შეწყვეტა და მისგან გამოწვეული საფრთხეები- უნდა აიკრძალოს თუ არა კანონით აბორტი?
არასასურველი ფეხმძიმობის შეწყვეტა და მისგან გამოწვეული საფრთხეები- უნდა აიკრძალოს თუ არა კანონით აბორტი?

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი კლება 1990 წლიდან  იწყება. ამის მიზეზი კი მიგრაციისა და სიკვდილიანობის მაღალი, ხოლო შობადობის დაბალი  მაჩვენებელია. საქართველო შობადობის  რაოდენობის   მხრივ მსოფლიოში 167-ე ადგილს იკავებს. ასევე მაღალია ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის რიცხვიც. 2004-2012 წლებში საქართველოში ჩატარებული აბორტების შესახებ მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ცხრა წლის განმავლობაში ორსულობის შეწყვეტის ფაქტები საგანგაშო ციფრი - 221 160 შეადგინა.

2012 წლის მონაცემებით ყველაზე დიდი რაოდენობის აბორტი - 48,2%,   20-29 წლის ასაკის ქალბატონებში დაფიქსირდა .  

აბორტი გაკეთებამ, განსაკუთრებით კი მოზადრობის პერიოდში, შესაძლოა, ქალის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად დააზიანოს. კონკრეტულად რა საფრთხეებს შეიცავს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა, ამის შესახებ გინეკოლოგ მაია კიკოლაშვილს ვესაუბრეთ.

-აბორტის გაკეთება ჯანმრთელობისთვის, რა თქმა უნდა, საზიანოა. მას შესაძლოა, უამრავი გართულება მოჰყვეს. პირველ რიგში, ინფექცია, რას ხშირ შემთხვევაში საფრთხეს ქალის სიცოცხლესაც უქმნის.                 

- პირველი ფეხმძიმობის შეწყვეტის შემთხვევაში, არსებობს თუ არა საფრთხე, რომ შემდგომი ორსულობა აღარ დადგეს?

- კი, შესაძლოა , რადგან არსებობს საფრთხე, რომ საშვილოსნო დაზიანდეს. გარდა ამისა, პირველი ფეხმძიმობის შეწყვეტის შემდეგ, შემდგომ ორსულობას, შესაძლოა, გართულებებიც მოჰყვეს, თუმცა ძალიან ბევრი რამ თავად პაციენტის ორგანიზმზეცაა დამოკიდებული.

- როგორ ფიქრობთ, უნდა აიკრძალოს თუ არა აბორტი კანონით?                                                                      

 -ზოგჯერ არის ისეთი სამედიცინო ჩვენებები, რომ აბორტის გაკეთება აუცილებელია. ასეთ შემთხვევაში, ის უნდა გაკეთდეს და არ შეიძლება მას კანონი კრძალავდეს, მაგრამ როდესაც საქმე უბრალოდ არასასურველ ფეხმძიმობასთან გვაქვს, ასეთ დროს, ალბათ, უნდა იკრძალებოდეს. აქ სხვა საფრთხეცაა: შესაძლოა, ქალმა მაინც მოინდომოს გაკეთება, მიუხედავად იმისა,  დასჯადი იქნება თუ არა ეს ქმედება. ასეთ შემთხვევაში, მინიმუმ,  სანიტარული ნორმების დაცვა აუცილებელია. ამიტომ ისევ სჯობს საავადმყოფოში, პროფესიონალების მიერ გაკეთდეს, რადგან არ მივიღოთ უარესი შედეგი.

-სანამ გადაწყდება აბორტის აკრძალვის, ან არაკრძალვის საკითხი,  როგორ შეიძლება აიცილონ არასასურველი ორსულობა?                                                                                                                                    

-შეიძლება მაგის დაგეგმვა. არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება არანაირ პრობლემასთან არაა დაკავშირებული. რამდენიმე სახის კონტრაცეპტივი არსებობს, მაგალითად  სპირალი, აბები, კონდომი და მათი სწორად გამოყენების შემთხვევაში ორსულობისგან თავის დაცვა 100 % არის შესაძლებელი.

აღნიშნულ საკითხზე პრინციპული პოზიცია აქვს ეკლესიას. სასულიერო პირები მიიჩნევენ, რომ აბორტი კანონით აუცილებლად უნდა იკრძალებოდეს.

მამა დავით ლომიძე:  ეკლესია კრძალავს აბორტის გაკეთებას და ნაყოფის მოშორება ცოდვაში ეთვლება დედასაც და იმ ექიმსაც,  რომელიც  აკეთებს. აბორტი მკვლელობის ტოლფასია. ბავშვი ხომ უნდა დაიბადოს?! შეგიძლიათ ერთი კვირის ბავშვი მოკლათ? ეს ხომ არ შეიძლება. ის უკვე ერთი კვირის დაბადებულია და ეს ხომ უკვე მკვლელობაა? ჩვენ,  სასულიერო პირები ასე ვთვლით და ვინც არ გვეთანხმება,  ეს მათი პრობლემაა.                                                                                                                           

-  არის თუ არა საჭირო კანონში ცვლილების შეტანა?                                                                                          

- კი, რა თქმა უნდა, აბორტი უნდა აიკრძალოს კანონით, უნდა იყოს საჭირო ზომები მიღებული მაგასთან დაკავშირებით, ეს აუცილებელია.         

-იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფის მოშორება კანონის ძალით  აიკრძალება, ჩნდება დიდი ალბათობა, რომ აბორტის გაკეთებამ  იატაკქვეშეთში გადაინაცვლოს, რასაც შეიძლება არამარტო ნაყოფის სიცოცხლე, არამედ დედის სიცოცხლეც  შეეწიროს. ამ შემთხვევაში ორ სიცოცხლეს ვკარგავთ ...

- არა, ეს ასე არ უნდა მოხდეს.  რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მუშაობა უნდა ჩატარდეს ფსიქოლოგიურად , განსაკუთრებით ახალგაზრდებში,  ძირითადად,  მათთანაა ეს პრობლემა. რად გვინდა, ერთ უკიდურესობას მეორე მოჰყვეს და გაუარესდეს მდგომარეობა?                                                                                                    

- ყოფილა თუ არა ფეხმძიმე ქალბატონი თქვენთან რჩევის მისაღებად და უთხოვია თუ არა, დახმარებოდით არჩევანის გაკეთებაში?    

- ნაკლებად…  გამომდინარე იქიდან, რომ ყველამ იცის ეკლესიის აზრი ამასთან დაკავშირებით.  რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავრთავთ ნებას რომ აბორტი გაიკეთოს. უფრო მოდიან იმ შემთხვევაში, როცა უკვე ჩადენილი აქვთ ეს ცოდვა , თითქოს მოსანანიებლად.        

აბორტის გაკეთება ქალმა უამრავი მიზეზითა თუ საბაბით შეიძლება გადაწყვიტოს, ჩვენმა შემდგომმა რესპოდენტმა, რომელსაც უკვე ორი შვილი ჰყავს, ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.                                                                                                                                                  

-ავად  ვიყავი ფილტვების ანთება  გადავიტანე.  ანტიბიოტიკები მქონდა მიღებული და  შემეშინდა, ბავშვი დეფექტიანი არ ყოფილიყო, ამიტომ გავიკეთე აბორტი.  სხვა შემთხვევაში აბორტს არ გავიკეთებდი. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.                                                                    

-ექიმმა გითხრათ, რომ ბავშვს,  შეიძლებოდა,  ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონოდა?                                    

 -კი,  ექიმები არ გამორიცხავდნენ, რომ ბავშვი დეფექტიანი იქნებოდა . ამ გადაწყვეტილებამდე ბევრი ვიფიქრე, მაგრამ მაინც აბორტის გაკეთება ვამჯობინე.                                                                                          

 -ეს გადაწყვეტილება, მეუღლესთან კოსულტაციის შემდეგ მიიღეთ?

-თავიდან მე გამოვთქვი სურვილი, როდესაც მეუღლეს ვუთხარი და ავუხსენი, რატომაც გადავწყვიტე აბორტის გაკეთება , მას უარი არ უთქვამს.                                                                

- როგორ ფიქრობთ, უნდა კრძალავდეს, თუ არა აბორტს კანონი?

- ეკლესიური კუთხით თუ ვიმსჯელებთ, უნდა აიკრძალოს ნაყოფის მოშორება.  მეც ასე ვფიქრობ. აუცილებელია კანონში ცვლილების შეტანა, მაგრამ ამან უარესობისკენ რომ არ წაგვიყვანოს, ექიმებმა რჩევები უნდა მისცენ ახალგაზრდებს, აბორტი კი მხოლოდ იმას უნდა გაუკეთონ, ვისაც ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა აქვს.

იდენტური დამოკიდებულება აქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის უმრავლესობას.  

იხ. ვიდეო

იმ ფაქტს, რომ კანონის ძალით აბორტის აკრძალვა, ქალთა სიკვდილიანობას ზრდის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც ადასტურებს, რომლის თანახმადაც, ყოველ საათში 8 ქალი  არარეგალური აბორტის შედეგად კვდება. წლიურად კი ეს მაჩვენებელი 68 000 გარდაცვლილ ქალს უდრის. განვითარებულ ქვეყნებში 100 000 არალეგარული აბორტი 367 სიკვდილით მთავრდება, ეს ციფრი კი რამდენიმე ასეულით აღემატება  განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს,  სადაც აბორტი ლეგარიზებული და შედარებით უსაფრთხოა. 

მიუხედავად იმისა, რომ აბორტის კანონით აკრძალვას საქართველოში ყველაზე რეიტინგული ინსტიტუტი - მართმადიდებლური ეკლესია, წლებია ითხოვს, ქართველი კანონმდებლები აღნიშნულ ცვლილებას ამ ეტაპზე არ განიხილავენ, თუმცა დისკუსია და აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხის გარშემო მუდმივად არსებობს და, სავარაუდოდ, კონსესუსი ძალიან ძნელი იქნება,  ესაა საკითხი, რომლზეც აზრთა სხვდასხვაობა ყოველთვის იქნება და ყველა მხარეს თავისი, არცთუ უსაფუძვლო არგუმენტები მუდმივად ექნება. ეკლესია, არა მხოლოდ ჩასახული ნაყოფის მოსპობას, არამედ ჩასახვისთვის ხელის შეშლასაც ცოდვად მიიჩნევს, თუმცა ერთადერთი გზა, რომლის საშუალებითაც არასასურველი ორსულობისგან და შესაბამისად, აბორტისგანაც თავის დაცვაა შესაძლებელი, ადამიანის მხრიდან საკუთარი ცხოვრების დაგეგმვაა, რის საშუალებას თანამედროვე მედიცინა იძლევა. 

 

ავტ. მარიამ ლომიძე

ოპერატორი: ბექა უნგიაძე

 

 

loading...