სხვადასხვა
სამედიცინო მითები - საშიშია თუ არა მთვარეულის გაღვიძება?
სამედიცინო მითები - საშიშია თუ არა მთვარეულის გაღვიძება?

 

ამბობენ, რომ მთვარეულების გაღვიძების მცდელობას ფატალური დასასრული  შეიძლება მოჰყვეს.  BBC Future -ს კორესპონდენტი შეეცადა გაერკვია, რამდენად შეესაბამება ეს მითი სინამდვილეს.

ფაქტები რეალობიდან

ხანდახან შუაღამეს ვდგები ლოგინიდან და  მძინარე მდგომარეობაში დავსეირნობ ოთახში და/ან მთელ სახლში.  

და არა მარტო მე...

ადამიანების  40%-ს ერთხელ მაინც უსეირნია მძინარეს.

სტატისტიკის თანახმად, ყოველი მეხუთე ბავშვი რეგულარულად დადის ძილში. 

წლების მატებასთან ერთად მცირდება ასეთი შემთხვევების რიცხვიც, თუმცა  ზრდასრულების 1-2,5%  ძილში სიარულს მაინც აგრძელებს.

ზოგიერთ მთვარეულს ეჩვენება, თითქოს რაღაც საშინელებისგან გარბის. ზოგიერთი  კი, თითქოს რაღაცას ეძებს, წყნარად „იქექება“  ყუთებსა და კარადებში...  

პატარაობისას ძილის დროს ჩავდიოდი სასტუმრო ოთახში, ვჯდებოდი მშობლებთან ტელევიზორის საყურებლად და ვიყავი იქ მანამ, სანამ თვითონვე არ მიმაბრუნებდნენ ჩემს საძინებელ ოთახში და არ ჩამაწვენდნენ ლოგინში.

ვისაც ერთხელ მაინც უნახავს მთვარეული, დამეთანხმება, რომ საკმაოდ უცნაური მდგომარეობაა. მდგომარეობა, რომელიც თავის თავში ძილის და სიფხიზლის ნიშნებს აერთიანებს.

ამბობენ, ასეთ დროს მთვარეულების გაღვიძება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებაო, ვერც იმ ფაქტს უარვყოფთ, რომ ეს მთვარეულისთვის არასასიამოვნო პროცესი შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა...  ფაქტი ერთია - მითი რეალობას არ შეესაბამება.

ძილის მდგომარეობა

ზუსტად არაა ცნობილი, რატომ აძლევს ადამიანის  ტვინი ბრძანებას სხეულს, ისეირნობს ძილში, თუმცა  ბევრი რამ ვიცით იმის შესახებ,  რაც ხდება ადამიანის თავს მას შემდეგ, რაც ჩაეძინება.

ღამის განმავლობაში ის გადის ძილის სხვადასხვა ფაზას, რომელიც იწყება ზედაპირულიდან და 20 წუთის განმავლობაში მნიშვნელოვად ღრმავდება, შემდეგ ისევ ზედაპირულით ცვლება და  გადადის სწრაფი ძილის ფაზაზე.

ეს ციკლი ღამის განმავლობაში რამდენჯერმე მეორდება და ყოველ ჯერზე სწრაფი ძილის ხანგრძლივობა იზრდება, ასე რომ, დილისთვის ეს ფაზა ყველაზე მეტ დროს იკავებს.

ადამიანი სიზმარს ყველაზე ხშირად სწრაფი ძილის ფაზის დროს ნახულობს. ამ დროს სხეული თითქოს პარალიზებულია იმისთვის, რომ შემთხვევით მან ძილში მოქმედება არ დაიწყოს, მთვარეულობა კი უფრო ღრმა ძილის დროს ვლინდება.

ეს საკმაოდ საინტერესო და პარადოქსული მდგომარეობაა:  ტვინი საკმარისად აქტიურია იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს მოძრაობა, თუმცა არც იმდენად, რომ გაიღვიძოს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასეთ დროს ტვინის ზოგიერთი მონაკვეთი ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება, დანარჩენი კი ღრმა ძილში. ეს მიუთითბს იმაზე, რომ მთვარეულობის მიზეზი არის დისბალანსი ამ ორ მდგომარეობას შორის.

საუბრები იმაზე, თითქოს მთვარეულები დადიან ხელგაშვერილები, ან როგორც ზომბები,  არ შეესაბამება სინამდვილეს, თუმცა ამ ადამიანებს მართლა აქვთ გაყინული მზერა და მათი ყურადღების მიპრყობა ძალიან ძნელია.

მთვარეულები ჩვეულებისამებრ, არ ანთებენ სინათლეს და ოთახებში მეხსერებით გადაადგილდებიან.

იმყოფებია თუ არა მთვარეულები საფრთხის ქვეშ?

ამბობენ, რომ ძილში სიარულისას ადამიანს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება არ შეუძლია, არც ეს მითი შეესაბამება სიმართლეს. მთვარეულმა, მაგალითად, გადაადგილებისას, შეიძლება, ფეხი წამოკრას რამეს. განსაკუთრებით ეს საშიშია მაშინ, თუ   მისთვის უცნობ ადგილზე აღმოჩნდება, ასეთ დროს მას ნამდვილად ემუქრება საფრთხე.  მთვარეული შეიძლება დაიკარგოს, მაგალითად,  გააღოს შემოსასვლელი კარი და გავიდეს ქუჩაში უმისამართოდ.

იყო შემთხვევა, როდესაც პაციენტი გასცდა სახლს,  ჩაჯდა მანქანაში და გაემგზავრა უცნობი მიმართულებით.

ერთმა 15 წლის გოგონამ კი ძილში 40 მეტრ სიმაღლეზე ამწეს კაბინაში ასვლა მოახერხა და იქ გააგრძელა ძილი.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შემთხვევები იშვიათია. პერიოდული სიარული ძილში სერიოზულ პრობლემებამდე თითქმის არასდროს მიდის და ბავშვების უმრავლესობა, როგორც წესი, ამ მდგომარეობის გადალახვას ადვილად ახერხებს.   

 თუ ვითარება არ იცვლება და უფრო მეტიც,  ყოველ ღამით მეორდება, ძილის პათოლოგიების სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდნენ, დაახლოებით, რა დროს იწყებენ მათი შვილები სიარულს და ფრთხილად გააღვიძონ ამ მომენტის დადგომამდე 15 წუთით ადრე. ეს მათ ძილში სიარულის ციკლის შეწყვეტაში დაეხმარება.

რა შეიძლება მოვიმოქმედოთ,  თუ რომელიმე ჩვენი ახლობელი მთვარეული აღმოჩნდება?

დავიწყოთ იქიდან, რომ მთვარეულს იმდენად ღრმად სძინავს, რომ სავარაუდოდ, საერთოდ ვერ შეგამჩნევთ თქვენ მაშინაც კი, თუ  მის გაღვიძებას შეეცდებით.

და თუ მაინც გაიღვიძებს, თქვენ შეიძლება მისი დეზორიენტირება მოახდინოთ ისე, რომ ადამიანმა  სტრესი განიცადოს.

ყველასთვის არის ცნობილი სრული დაბნეულობის შეგრძნება, როდესაც, მაგალითად, მაღვიძარას ხმა გვესმის ღრმა  და არა ზედაპირული ძილის ფაზის დროს. არადა, სწორედ ზედაპირული ძილის დროს ვიმყოფებით ფაზაში, როდესაც უკვე გაღვიძების დროა. 

ერთხელ საშინელი სტრესი განვიცადე, როდესაც ხმაურისგან გავიღვიძე და აღმოვაჩინე, რომ სამზარეულოში დამსხვრეულ მინებს შორის ვიდექი ფეხშიშველი.

როგორც ჩანს, მაშინ ძილში სიარულის დროს წყლის დასხმას ვცდილობდი, მაგრამ როგორც მთვარეულების უმრავლესობას სჩვევია, სინათლე არ ჩავრთე, სიბნელეში ჭიქა წყლის მილს მივარტყი და გავტეხე.

გული შეტევა არ მომსვლია, თუმცა გვარიანად შევშინდი. ასეთ დროს ბევრად უფრო ჰუმანურია, არ გააღვიძოთ მთვარეული და უბრალოდ, მიაბრუნოთ საწოლში იმ მიზეზით, რომ საკუთარ თავს უნებურად რაიმე ზიანი არ მიაყენოს.

ასე ის ღრმა ძილს გააგრძელებს და დილით ღამის გასეირნებაზე აღარაფერი ემახსოვრება.

 

P.S. ბიბისის ინფორმაციით, სტატიაში მოყვანილი ფაქტები ზოგად,  ინფორმაციულ ხასიათს ატარებს და არავითარ შემთხვევაში არ განიხილება, როგორც  სამედიცინო მუშაკის მიერ გაცემული რეკომენდაციების ალტერნატივა. ბიბისი  ყველას, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს,  კონსულტაციისთვის საკუთარ თერაპევტთან მისვლას ურჩევს.  

 

სტატიის ორიგინალის წაკითხვა ინგლისურ ენაზე  შესაძლებელია საიტზე  BBC Future.