ak.ge
მოდის ტრენდები
10 ტრენდი ქალის გარდერობში, რომელიც მამაკაცების უმრავლესობას საშინლად აღიზიანებს
10 ტრენდი ქალის გარდერობში, რომელიც მამაკაცების უმრავლესობას საშინლად აღიზიანებს

ბევრი ქალი მოდის დევნაში ერთ მნიშვნელოვან დეტალს ივიწყებს - მამაკაცებს უყვართ თვალებით, ამიტომ ხშირ შემთხვევაში, სულაც არ იზიარებენ ქალების აღფრთოვანებას მოდის ამა თუ იმ, მათი აზრით, უცნაური ტენდენციების შესახებ.

ქალებს, რომელთაც სურთ, ყოველთვის მიმზიდველად გამოიყურებოდნენ, უნდა მიაქციონ ყურადღება იმ 10 ტრენდს, რომელიც მამაკაცთა უმრავლესობას ასე ძალიან არ მოსწონს.

1. უგები

ეს კომფორტული და საყვარელი ფეხსაცმელი, რომელიც ქალთა სქესის წარმომადგენლებისთვის სასურველი და მოსახერხებელია, საშინლად არ მოსწონთ მამაკაცებს. მათი თქმით, ის ქალის ფეხს ფორმას უკარგავს.

2. შაროვარები, ავღანები და ა.შ.

ეს შარვლები უკვე რამდენიმე წელია, ტრენდშია და ძალიან კომფორტულია, განსაკუთრებით, ზაფხულში. თუმცა მამაკაცების უმრავლესობა მათ საშინლად არასექსუალურად მიიჩნევს. მათი თქმით, ასეთი შარვლები ქალის სხეულის მოყვანილობას ამახინჯებს და სულელურ ასოციაციას იწვევს.

3. ხელოვნური ფრჩხილები

ხელოვნური ფრჩხილები ძალიან მოსწონთ ქალებს, მაგრამ საშინლად აღიზიანებთ მამაკაცებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის არაბუნებრივი ფორმისაა.  მათ უმრავლესობას ურჩევნია  რჩეულის თითებზე ნატურალური, თუნდაც არც ისე გრძელი, მაგრამ მოვლილი ფრჩხილი დაინახოს.  

4. ღია ფერის პომადა

ბევრი ვიზაჟისტი კლიენტს ღია და მკვეთრი ფერის პომადის წასმას ურჩევს.  ასეთი პომადის საშუალებით სულ რამდენიმე წუთში ვიზუალს განსაკუთრებული შარმი, ხოლო მაკიაჟს - დასრულებული სახე შეიძლება შესძინონ.  თუმცა ცოტა თუ დაფიქრებულა იმაზე, რომ მამაკაცებს ასეთი პომადები საერთოდ არ მოსწონთ. მათ, უბრალოდ, აცოფებთ, როდესაც პომადა რჩება ბოკალზე, ან ხვდება სახესა თუ ტანსაცმელზე.

5. ანიმალისტური პრინტები

ასეთი პრინტები ძალიან აკურატულად უნდა გამოვიყენოთ, უკეთესი იქნება, თუ მის ელემენტებს პატარა აქსესუარებში შევიტანთ. ხშირად ლეოპარდების, ვეფხვის და ზებრის სტილის პრინტები ძალიან სულელურად და გამომწვევად გამოიყურება. რა გასაკვირია, რომ მამაკაცებს გვერდით მყოფებზე ასეთი სამოსი საერთოდ არ მოსწონთ.

6. საცურაო კოსტიუმები მაღალი წელით რეტროს სტილში

არც ისე დიდი ხნის წინ მოდაში  რეტროს სტილის მაღალწელიანი საცურაო კოსტიუმები შემოვიდა. ბევრ ქალს ის ძალიან მოსწონს, რადგან პრობლემურ ადგილებს საკმაოდ კარგად ფარავს, თუმცა მამაკაცები ასეთ ოპტიმიზმს არ იზიარებენ. უმრავლესობა მათგანს კი ისინი მოხუცი ქალების საბანაო კოსტიუმებს აგონებენ, ხოლო ზოგი  მათ, საერთოდ, პამპერსებსაც ადარებს.

7. ტოპები ბრეტელების გარეშე

ძალიან კომფორტული სამოსი ზაფხულისთვის. ასე ფიქრობს ბევრი ქალი, მაგრამ მამაკაცებს ამ შემთხვევაშიც, განსხვავებული მოსაზრება აქვთ. ბევრ ქალს ასეთ სამოსში მკერდი არ ეტყობა, გარდა ამისა ქალის სხეულის მოყვანილობაც არ იკვეთება, რაც ასე სასიამოვნოა მამაკაცებისთვის.

8. ფეხსაცმელი  პლატფორმაზე

ისევე, როგორც უგები, პლატფორმა ქალის ფეხის ფორმას ამახინჯებს - სწორედ ასე ფიქრობს მამაკაცების უმრავლესობა, თუმცა ამის შესახებ იშვიათდ ესაუბრებიან მეგობარ ქალბატონებს. მამაკაცებს უყვართ ქალის ფეხის ყურება მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე. რა თქმა უნდა, ასეთი ფეხსაცმელი არც ისე მოსახერხებელია, მაგრამ ქალებმა უნდა გადაწყვიტონ, რა ურჩევნიათ, - კომფორტი, თუ მამაკაცებისთვის თავის მოწონების შესაძლებლობა.

9. კამუფლიაჟი

კამუფლიაჟის სახის პრინტები ბევრ ქალს ძალიან მოსწონთ, თუმცა მამაკაცებს ურჩევნიათ, რჩეულ ქალბატონებს უფრო ქალურ ფერებში ხედავდნენ.

 

10. მაისურები სახალისო პრინტებით

მაისურები სასაცილო ანიმაციური ფილმების გმირებით და წარწერებით, პიჟამოები ვარდისფერი დათუნიებით, სასაცილო ფერადი ქუდები პომპონებით - შესაძლოა ახალგაზრდა ბიჭებისთვის ეს ნივთები 18 წლის გოგონას საინტერესოდ მოეჩვენოს, მაგრამ ზრდასრული მამაკაცები ასეთ სამოსს სულელურად თვლიან, მით უმეტეს მაშინ, თუ ქალი სკოლის ასაკს 15 წლის წინ დაემშვიდობა.