მოქალაქის ტრიბუნა
რუსუდან ხოჯავა: "მიწისძვრა უფლის რისხვის ერთ-ერთი გამოვლინებაა"- "მისი რისხვისაგან ირყევა მიწა, ვერ უძლებენ მის წყრომას ხალხები"
რუსუდან ხოჯავა: "მიწისძვრა უფლის რისხვის ერთ-ერთი გამოვლინებაა"- "მისი რისხვისაგან ირყევა მიწა, ვერ უძლებენ მის წყრომას ხალხები"
  • პორტალზე მასალის განთავსება შეუძლია საზოგადოების ნებისმიერ  წარმომადგენელს. 

  • პუბლიკაცია გამოხატავს ავტორის პირად მოსაზრებებს და სარედაქციო ჯგუფი პასუხისმგებელი არაა მის შინაარსზე.


"მისი რისხვისაგან ირყევა მიწა, ვერ უძლებენ მის წყრომას ხალხები"

იერ. 10,10

 

რამდენჯერ შეგვინდო უფალმა მიწისძვრის დროს, დიდება მის სახელს! მაგრამ ჩვენ მაინც გვეშინია. გვეშინია იმ ბავშვის მსგავსად, რომელმაც ცუდი რაღაც ჩაიდინა და ელოდება, რომ მშობლები დასჯიან... გვეშინია ჩვენი ცოდვებისა გამო, იმის გამო, რომ გადაუხვიეთ ღვთის მიერ ნაჩვენებ გზას.

ვაღიარებთ, რომ ჩვენ, ქართველებმა, ბოლო დროს ბევრი ისეთი რამე ჩავიდინეთ და ჩავდივართ, რაც სიბილწეა ღვთის თვალში, მაგრამ მაინც იმედი გვაქვს, რადგანაც ვიცით, რომ დიდია ღმერთის სიყვარული და მოთმინება.

 

"8. შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე.

9. არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება.

10. არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა.

11. რადგან, რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ."

ფს. 102. 8-11.

ვართ კი ღვთისმოშიშნი? გვახსოვს ის, რომ უფალმა დასჯაც იცის? უფალი ხომ ერებსაც სჯის. იგი ხშირად სჯის იმას, ვინც უყვარს და ვისზეც მეტი წყალობა გაიღო. გავიხსენოთ რამდენჯერ და რა სისასტიკით სჯიდა უფალი თავის რჩეულ ერს, ებრაელებს.

"... უფალი იგრგვინებს სიონიდან და ხმას გამოსცემს იერუსალიმიდან; ატირდებიან მწყემსთა საძოვრები და გახმება ქარმელის მწვერვალი"

ამ. 1, 2

იოსებ ფლავიუსთან აღწერილია მიწისძვრა, რომელზედაც ლაპარაკია ბიბლიაში:

"გაიქცევით ჩემი მთების ხეობაში, რადგან ხეობა მთებს შორის აცალამდე მიაღწეIვს; გაიქცევით, როგორც მიწისძვრისგან გარბოდით იუდას მეფის, ყუზიას დროს."

ზაქ. 14, 5

სხვადასხვანაირია უფლის სასჯელი. არის შემთხვევები, როდესაც ერებმა ისეთი რამ მოიმოქმედეს, რომ უფალმა ისინი ამოძირკვა, _ მაგალითად მოაბი. მოაბელთა ქვეყანა, რომელიც მდიდარი და აყვავებული იყო, დღეს უდაბნოდაა ქცეული და მხოლოდ ნანგრევებიღა მეტყველებენ ბიბლიის წინასწარმეტყველებათა ჭეშმარიტებაზე.

"გაქრება მოაბის სახსენებელი, რადგან გაუმედიდურდა უფალს."

იერ. 48, 42.

მთლიანად განადგურდა ყამალეკი, პალესტინის სამხრეთით მცხოვრები ხალხი.

"უთხრა უფალმა მოსეს: სამახსოვროდ ჩაწერე ეს წიგნში და ჩააგონე იესოს, რომ აღვგვი ყამალეკის სახსენებელს ცისქვეშეთიდან."

გამ. 17, 14.

ყამალეკების უკანასკნელი წარმომადგენელი, პამანი, თავისი წინაპრების მსგავსად დაიღუპა (ესთ. 7).

უფალი ზოგიერთ ერს აღდგენას ჰპირდება.

მიწისძვრა არის ღვთის სასჯელი, რომლის მიზანია გამოცადოს, გამოასწოროს ადამიანები.

"ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი.

მაშ, ეშურე და შეინანე"

გამოცხ. 3, 19.

მიწისძვრა უფლის რისხვის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

"25. გაუწმიდურდა მიწა და მე დავხედე მათ უკეთურებებს და ამოანთხია მიწამ თავისი მკვიდრნი.

26. დაიცავით ჩემი წესები და სამართალი, არ ჩაიდინოთ ეს სისაძაგლეები, არც მკვიდრმა და არც მდგმურმა, თქვენს შორის რომ მდგმურობს.

27. რადგან ყველა ამ სისაძაგლეს სჩადის იმ ქვეყნის ხალხი, რომელიც თქვენს წინაშეა; და გააუწმიდურეს მიწა.

28. რომ არ ამოგანთხიოთ მიწამ, როცა გააუწმიდურებთ მას, როგორც ამოანთხია ის ხალხები, რომლებიც თქვენამდე იყვნენ.

29. რადგან ამ სისაძაგლეთა ჩამდენნი თავისი ხალხის წიაღიდან მოიკვეთებიან.

30. შეისმინეთ ჩემი გაფრთხილება და ნუ შეასრულებთ ამ საძაგელ წესებს, რომლებიც თქვენამდე სრულდებოდა, რომ არ გაიუწმიდუროთ თავი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი."

ლევ. 18, 25-30.

მეორე მხრით, მიწისძვრა ღვთის ხალხისათვის ნიშანია იმის, რომ ღმერთს ესმის მისი ლოცვების და ხსნას უგზავნის:

"და რა ილოცეს, შეიძრა ადგილი, სადაც შეკრებილნი იყვნენ, და ყველანი აღივსნენ სულით წმიდით, და იტყოდნენ ღმერთის სიტყვას დაუფარავად."

საქმე 4, 31.

"უცებ საშინლად იძრა მიწა, ისე, რომ საძირკველითურთ შეირყა ყველა კარი, და ბორკილები დასცვივდა ყველას".

საქმე 16, 26.

მიწისძვრა ღმერთის ძლიერებასა და სიდიადეზე, მის განსჯაზე და სასჯელზე მეტყველებს.

"ბოლავდა მთელი სინაის მთა, რადგან უფალი იყო მასზე ჩამოსული ცეცხლის ალში; როგორც ქურას, ისე ასდიოდა კვამლი და ძლიერად ირყეოდა მთა".

გამ. 19,18.

"8. ღმერთო! როცა შენი ხალხის წინაშე გამოხვედი, როცა ფეხი დადგი უდაბნოში, სელა,

9. დედამიწა შეირყა, ცანიც კი წვეთავდნენ ღმერთის პირისაგან; ეს სინაიც _ ღმერთის პირისაგან, ისრაელის ღმერთისა"

ფს. 67, 8-9.

ვარაუდობენ, რომ სოდომი და გომორა მიწისძვრამ დაანგრია.

"მიწამ შთანთქა კორახი და შეთქმულების სხვა მონაწილენი თავისი ნათესავებითა და ავლადიდებით, რადგანაც ისინი წინ აღუდგნენ მოსესა და აარონს (რიცხ.  16).

უდიდესი მიწისძვრაა ნაწინასწარმეტყველები იოანეს გამოცხადებაში, სადაც ლაპარაკია ღვთის მძვინვარების შვიდი თასის გადმოღვრაზე დედამიწაზე, რაც უფლის მოსვლასა და არმაგედონის ბრძოლის დამთავრებას უსწრებს წინ.

"17. და მეშვიდემ დასთხია თასი ჰაერში, და მოისმა ციური ტაძრიდან და ტახტიდან მგრგვინავი ხმა, რომელმაც თქვა: აღსრულდა

18. და იქმნა ელვა და ქუხილი, და გრგვინვა და მიწისძვრა დიდი, რომლის მსგავსიც არ ყოფილა მას აქეთ, რაც კაცნი არიან ქვეყნად;

19. და სამ ნაწილად გაიყო ქალაქი დიდი, და ხალხთა ქალაქნი დაემხნენ, და ბაბილონი მოხსენიებულ იქმნა ღმერთის წინაშე, რათა მიეცეს მას სასმისით ღვინო მძვინვარების მისის რისხვისა.

20. და ყოველი კუნძული გაუჩინარდა, და გაქრნენ მთანი.

21. და სეტყვა, ტალანტის ოდენა, თავს დაატყდა ზეციდან კაცთ, და ჰგმო სეტყვით მოწყლულმა ხალხმა სახელი ღმრთისა, ვინაიდან მძიმე იყო წყლულები მისი".

გამოცხ. 16, 17-21.

ქალაქ ნინევეს ბედი მაგალითია იმის, რომ როდესაც უფალი ხედავს, რომ ადამიანებმა მიატოვებს ბოროტები გზა, მოინანიეს, იგი შეიწყალებს მათ და აღარ დასჯის.

"4. იარა იონამ ერთი დღე ქალაქში, ქადაგებდა და ამბობდა: კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევე.

5. იწამეს ნინეველებმა ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა და დიდიან-პატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ.

6. შეიტყო ეს ამბავი ნინევის მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამოსელი; ჯვალო ჩაიცვა და ნაცარზე დაჯდა.

7. გამოაცხადებინა ნინევეში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს, არც წყალი დალიოს.

8. ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გარეული.

9. ვინძლო კიდევ შეინანოს ღმერთმა, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ!

10. შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ და აღარ უყო."

იონ. 3, 4-10.

"უფალი ერებს გადარჩენის გზას უჩვენებს:

`12. ახლაც ამბობს უფალი: მოიქეცით ჩემკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით.

13. გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი,  დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი, და ნანობს ბოროტის ქმნას.

14. ვინ იცის, კიდევ შეინანოს და მოიტოვოს კურთხევა, შესაწირავი და საღვრელი უფლისთვის, თქვენი ღვთისთვის.

15. ჩაბერეთ საყვირს სიონზე, დათქვით მარხვა და გამოაცხადეთ ჯარობა.

16. შეჰყარეთ ერი, მოიწვიეთ საკრებულო, შეკრიბეთ უხუცესობა, შეყარეთ ჭაბუკები და ძუძუთა ბავშვები! გამოვიდეს სიძე თავისი პალატიდან და პატარძალი _ სანთიობოდან!

17. ატირდებიან კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის მღვდლები, უფლის მსახურნი, და იტყვიან: შეიწყალე, უფალო, შენი ერი! ნუ გახდი სასირცხვოოდ შენს სამკვიდროს, ნუ ჩააგდებ ხალხების ყბაში! რატომ უნდა ილაპარაკონ: აბა, სად არისო მათი ღმერთი?

18. გამოესარჩლება უფალი თავის ქვეყანას და დაინდობს თავის ერს.

19. მიუგებს უფალი და ეტყვის თავის ერს: აჰა, გიგზავნი პურს, ღვინოსა და ზეთს, და გაძეხით ამით; სასირცხოდ აღარ გაგხდით ხალხების თვალში.

20. ამ ჩრდილოელსაც მოგაშორებთ და შევყრი ურწყავ და უკაცრიელ ქვეყანაში, მის წინა რიგებს _ აღმოსავლეთის ზღვაში, უკანა რიგებს _ დასავლეთის ზღვაში. აუვა სუნი და ამყრალდება, რადგან ცუდი საქმეები აქვთ ჩადენილი."

იოვ. 2, 12-20.

საღვთო წერილი მრავალგზის აფრთხილებს ადამიანებს:

"8. მეუფება ხალხიდან ხალხზე გადადის უსამართლობათა, თავხედობათა და ანგარებათა გამო.

9. რად ქედმაღლობს მტვერი და ფერფლი? ხომ სიცოცხლეშივე იხრწნება მისი შიგნეული.

10. ხანგრძლივი ავადობა მკურნალს საგონებელში აგდებს; დღეს მეფეა ხვალ კი აღესრულება."

ზირ. 10, 8-10.

უფალს სურს ადამიანები ვიყოთ ღვთის მოშიშნი და მისი მცნებების შემსრულებელნი.

"პატიოსანი მოდგმა რომელია? მოდგმა კაცისა. პატიოსანი მოდგმა რომელია? მოშიშნი უფლისა. უპატიოსნო მოდგმა რომელია? მოდგმა კაცისა. უპატიოსნო მოდგმა რომელია? დამრღვევნი მცნებათა".

ზირ. 10, 19.

ღვთის მოყვარულთ და მცნებების შემსრულებლებს უფალი სიკეთეს პირდება:

`18. შეასრულეთ ჩემი წესები და ჩემი სამართალი დაიცავით, შეასრულეთ ისინი და მშვიდად იცხოვრებთ ქვეყანაში.

19. მოგცემთ მიწა თავის ნაყოფს, მაძღარისად შეჭამთ და მშვიდათ იცხოვრებთ იქ.

"ლევ. 25, 18-19.

loading...