მოქალაქის ტრიბუნა
“წადი, შე პუტინის მონა!“ - დიალოგი ნაც გოგონასთან, რომელსაც „სისხლი სწყურია“
“წადი, შე პუტინის მონა!“  - დიალოგი ნაც გოგონასთან, რომელსაც „სისხლი სწყურია“
  • პორტალზე მასალის განთავსება შეუძლია საზოგადოების ნებისმიერ  წარმომადგენელს. 

  • პუბლიკაცია გამოხატავს ავტორის პირად მოსაზრებებს და სარედაქციო ჯგუფი პასუხისმგებელი არაა მის შინაარსზე.


ზაზა დავითაია

ყველა ნაცი სისხლს მოწყურებულია - ამაში დიდი ხანია დავრწმუნდი. რახანია, ნაცმოძრაობა ჩაკეტილ სექტად გადაიქცა, რომლის წევრებს დანარჩენი მოსახლეობა, ვინც მათ მანიაკურ მისწრაფებებს არ იზიარებს, უბრალოდ სძულთ.. ხოლო ვინც სძულთ, ყველას რუსეთის აგენტის იარლიყს აკერებენ. ნაცები თავიანთ ახალგაზრდებსაც სოციუმის სიძულვილს ასწავლიან. ფაქტს, რის შესახებაც ახლა უნდა გიამბოთ, ახლახან წავაწყდი.

შანტაჟი და მუქარა საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია, თუმცა რეგულაცია მხოლოდ ფორმალურად არსებობს. ნაცები ამით სარგებლობენ და სოციალური ქსელის იმ მომხმარებლებს, ვინც მათ პოზიციას ეწინააღმდეგება, ხან პირად ფოსტაში უვარდებიან, ხან კი საჯაროდ ემუქრებიან მოკვლით და წამებით, თუ აქტიურობას მომავალშიც გააგრძელებს. უნდა ითქვას, რომ ასეთი მეთოდით  საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მართლაც მოახერხეს შიშის დათესვა, მაგრამ მადლობა ღმერთს, მოიძებნებიან ისეთებიც, რომლებიც მუქარას არ ეპუებიან და მოძალადეებს ამხელენ.

რამდენიმე დღის წინ, როცა ნაცსექტამ ჩვეული კაკანი უკრაინაში დაკავებულ გია ცერცვაძესთან დაკავშირებით ატეხა, სრულიად შემთხვევით ვნახე მოქალაქის მიერ ატვირთული ასეთი პოსტი:

"კაცს ვიცნობდი, აფხაზეთში იბრძოდა ცამეტი თვე, მაგრამ ჯილდოებს არ იკეთებდა -  წაგებულ ომს გმირები არ ჰყავსო! ეს აგვისტოს დღენახევრიანი "სასტავი" კი, ისე იბრიქება, გეგონება მოსკოვი აიღეს."

ამ პოსტში არანაირი პრორუსული პოზიცია არ არის ჩაქსოვილი, გარდა იმ სამხედრო მეთაურთა მიმართ ირიბი ირონიისა, რომელთა ანგარიშზეც 2008 წლის აგვისტოს წაგებული ომია. ამიტომ განსაკუთრებით აღმაშფოთა აღნიშნულ პოსტზე ახალგაზრდა გოგონას მიწერილმა კომენტარმა:

"მოსკოვს მალე აიღებენ და თქვენც კარანტინში მოხვდებით, სადაც ჯაშუშობისთვის გაწამებენ." 

სხვა საკითხია, რომ ამ გოგონამ კარანტინის დანიშნულების შესახებ არაფერი იცის, მთავარი ის არის, დარწმუნებულია, ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნდებიან და ყველას, ვინც მათ რაიმეში არ ეთანხმებოდა, აუცილებლად აწამებენ..

დიდხანს არ მიფიქრია და ამ გოგონას - მარიკა რუხაძეს - პირად ფოსტაში შესაბამისი კითხვით მივმართე. პასუხს დიდხანს არ დაუყოვნებია. ჩვენს შორის ხანმოკლე, მაგრამ ერთობ საინტერესო  საუბარი გაიმართა:

- მარიკა, გამარჯობა! უფლებადამცველი ზაზა დავითაია ვარ. თქვენი კომენტარი ვნახე. ნუთუ, წამების მომხრე ხართ?

- მომხრე ვარ, რომ მიღალატეები დაისაჯონ უმკაცრესი სასჯელით.  პოსტზე ასეთი კომენტარი იმიტომ დავუწერე, რომ ავტორი მასხრად იგდებდა ქართველ ხალხს და ჯარისკაცებს. თქვენ კი პუტინის დავალებებს ასრულებთ!

- მარიკა, კონკრეტულად გეკითხებით:  მომხრე ხართ, რომ თუნდაც დამნაშავე  ვინმემ აწამოს?

- რა თქმა უნდა, არა, იმიტომ, რომ არ დავემსგავსოთ რუსებს .მაგრამ უნდა დაისაჯონ უმკაცრესი სასჯელით! თქვენ ვისაც იცავთ, ის ადამიანი გია ცერცვაძეს მკვლელს უწოდებს, ანუ ეთანხმებით მას?

- მე არ ვეთანხმები წამებას! და თუ არც თქვენ ეთანხმებით, ბოდიში მოუხადეთ საზოგადოებას აგრესიის გამო. სააკაშვილის რეჟიმიც რუსეთის წაბაძვით აწამებდა ადამიანებს?

- წადი შენ პუტინის მონა!

 - გამართლებულია თუ არა წამება? მიპასუხეთ!

 - მხოლოდ მოღალატეების მიმართ! ისტორიას თუ გადავხედავთ, ასე სჯიდნენ. წამება კი არა, თქვენნაირები თავისუფლები რომ ხართ, იქ დასრულებულია სამართალი! მაგალითად, თქვენ და თქვნი თანამოაზრეები ცნობილები ხართ რუსებთან დაალოგით, ქართველი ჯარისკაცის გაყიდვით, გაზპრომთან ხელშეკრულების დადებით და ასე შემდეგ.

- კონკრეტული მტკიცებულებები გაგაჩნიათ, რასაც ამბობთ?

- მოვა დრო და დაგიმტკიცებთ ყველაფერს. თქვენ ხართ რუსეთის აგენტი და ეს დამტკიცდება როცა ეს ხელისუფლება წავა, თან აუცილებლად! ახლა კი ნახვამდის, პუტინისტებთან არაფერი მესაქმება.

- დავუშვათ, მე და ჩემი თანამოაზრეები მოღალატეები ვართ. უნდა გვაწამონ?

- წამებით არა, რომ რუსებს არ დავემსგავსოთ. დაჭერით კი, აუცილებლად უნდა დაგიჭიროთ!

- მარიკა, რა დამიშავებია, რისთვის უნდა დამიჭირონ?  აბა, ეს კადრები ნახე (ვუგზავნი 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის ვიდეოკადრებს) - ამბობენ, რომ ამ სპეცრაზმს, რომელიც მანიფესტანტებს თავებს უჩეხავს, გია ცერცვაძე ხელმძღვანელობდა. მოგწონთ ადამიანების ასეთი ტანჯვა, რასაც აქ ხედავთ?

- გია ცერცვაძე გმირია. თქვენ კი მოღალატე!

- ჩემზე ცალკე ვილაპარაკოთ. ნუთუ, ასე უნდა მოექცეს ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს?

 - ვისაც რუსეთი დროშა უკავია, იმათ - კი! მე ვფიქრობ, ისინი რუსეთში უნდა გავყაროთ სამუდამოდ და ეს იქნება მათი წამება!

- რომელი კანონის საფუძველზე უნდა მოგვექცეთ ასე? თქვენი ოჯახის წევრს  რომ ისე მოგეპყრათ ვინმე, როგორც  დარბევის კადრებშია, რა  ხასიათზე დადგებით?

- შევატყობინებ თქვენს აზრებს საპარლამენტო უმცირესობას, ცერცვაძეზე ასე რომ საუბრობთ!

-კი მაგრამ, რატომ უნდა შეატყობინოთ?

 -  იმიტომ, რომ ახალი ბრალდებები გაქვთ და იმიტომ რომ ჯარისკაცებს ამცირებთ! ასე ფიქრობს ყველა ქართველი! ანუ, გამოდის, რუსეთის ხალხი ხართ! 

-   ჩემთვის ისედაც ცნობილია, რომ ყველა ნაცი შენნაირად ფიქრობს. გმადლობთ საუბრისთვის.

 

loading...