მოქალაქის ტრიბუნა
„დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ის მეუფე, რომელსაც ყველაზე მეტი შანსი აქვს მომავალში, კათოლიკოსი გახდეს” - რატომ „ამოირჩიეს“ გიორგი მამალაძე და რა არის რეალურად „ოპერაციის“ მიზანი - ვლადიმერ ხომერიკის ვერსია
„დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ის მეუფე,  რომელსაც ყველაზე მეტი შანსი აქვს მომავალში,  კათოლიკოსი გახდეს” - რატომ „ამოირჩიეს“ გიორგი მამალაძე და რა არის რეალურად „ოპერაციის“ მიზანი - ვლადიმერ ხომერიკის ვერსია
  • პორტალზე მასალის განთავსება შეუძლია საზოგადოების ნებისმიერ  წარმომადგენელს. 

  • პუბლიკაცია გამოხატავს ავტორის პირად მოსაზრებებს და სარედაქციო ჯგუფი პასუხისმგებელი არაა მის შინაარსზე.


 

მოუფრთხილდით პატრიარქს!      

მოუფრთხილდით იმ ბედნიერებას,  რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჰქვია ! სანამ ილია მეორე არის კათოლიკოს პატრიარქი, არის იმედი,  რომ საქართველო აღსდგება, მიუბრუნდება  თავის ღირსეულ ფესვებს, ერის და სულიერების სიწმინდეს!!!  

რაც შეეხება მამა გიორგი მამალაძის დაკავებას და გასულ დღეებში განვითარებულ მოვლენებს, ბევრი გაუგებარი და პასუხგაუცემელი კითხვაა:

1. გიორგი მამალაძე ნამდვილად ახლოს იყო პატრიარქთან და მისი ნდობა ჰქონდა. რაიმე ცუდის გაკეთება რომ სდომებოდა,  ამას ადრეც ადვილად შეძლებდა.  

2. ბოლო პერიოდში  ხმაური და ხმები იყო შესაძლო მოწამვლაზე და პატრიარქის ჩამოშორებაზე. ხალხი აღელვებული იყო, სამართალდამცავი ორგანოები კი - მზადყოფნაში. ასეთ დროს  უგუნური ან დებილი უნდა იყოს ადამიანი,  რომ პატრიარქთან მიემგზავრებოდეს და აეროპორტში ჩემოდნით ციანიდი მიჰქონდეს. აშკარაა რომ გიორგი მამალაძე დებილს არ ჰგავს!

3. ეს ოპერაცია აჟიოტაჟით, გაფრთხილებით  და სხვა მოვლენებით ბევრ შეკითხვას ბადებს  და საეჭვოდ გამოიყურება! ჩაწყობილ, სახელმწიფო ორგანოების ჩათრევით  დადგმულ და კარგად დაგეგმილ საქმეს ჰგავს!

4. არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ მოაზროვნე ადამიანს უნდა გაუკვირდეს და დაფიქრდეს.  ვის ინტერესში შედის, ვის და რატომ დასჭირდა ეს საქმე და ჩვენი უსაყვარლესი კათოლიკოსის მოცილება. არ არის გამორიცხული ისიც.  რომ გიორგი მამალაძეს ნამდვილად მიჰქონდა კათალიკოსთან რეალური პატაკი, ფაქტებით და გვარ-სახელებით, რამაც შეაშინა მიშისტები, ლიბერასტები და ეს ოპერაცია მოაწყვეს. ამავე დროს დღევანდელ მთავრობასაც იყენებენ და ატყუებენ თავიანთი შორს მიმავალი გეგმების გამო. რაშიც შედის: პირველი -ეკლესიის ქონების მითვისების, გაძარცვის და გაფლანგვის ფაქტების დაფარვა და მეორე: ჩარიონ ბინძურ საქმეში  ადამიანის სახელი,რომელიც შესაძლოა რეალური პრეტედენტი  იყოს მომავალში კათოლიკოს პატრიარქობისა და ილია მეორეს მოღვაწეობის ღირსეული გამგრძელებელი. უნდათ ეს პიროვნება მოსპონ და მოიშორონ. მგონია,  თქვენ კარგად იცით ის პიროვნება,  ვისზედაც არის საუბარი,მაგრამ მე ქვემოთ დაგისახელებთ ვინ არის ეს პიროვნება. ვინ არის რეალურად დარტყმის ქვეშ?

და რატომ ამოირჩიეს გიორგი მამალაძე? (მაგრამ ვერ გამოვრიცხავ ვერც სხვა მიზეზს).

5 რა თქმა უნდა იმ ლიბერალ მაღალჩინოსან იერარქებს,  ვინც იპარავდა და ისაკუთრებდა ეკლესიის ქონებას, ვინც ემსახურებოდა და ემსახურება სააკაშვილს და ამერიკის  სპეცსამსახურებს ფულის გულისთვის. სააკაშვილს სჭირდება რომ ააღელვოს საზოგადოება, გააჩინოს დესტაბილიზაცია, დააყენოს დარტყმის ქვეშ ახალი ხელისუფლება, გააცოცხლოს მისი რევანშისტული გეგმები. ამერიკას და მისგან დაფინანსებულ,გაკონტროლებულ ასე ვთქვათ მსოფლიო ეკლესიას (პატრიარქი ბართლომეოსი) რომლებმაც გააწევრიანეს იმ საბორში ტრადიციულ კონფესიებთან ერთად სექტები,როგორიც არიან; იაღოველები, მორმონები, პაპისტები  და სხვები. ამისთვის გადაუხადეს მიშისტებს და საქართველოს გამყიდველებს, მათ შორის სინოდის წევრებს. რომლებიც დასახელებული არიან პრესაში და საზოგადოებისთვის ცნობილია მათი სახელები. მათ  ლიბერალებს უწოდებენ, უფრო სწორად ლიბერასტებს, რომლებმაც პატრიარქის წინააღმდეგობის მიუხედავად ,ძალით მიიღეს და დააკანონეს  ტრადიციული კონფესიები და სექტები გაათანაბრეს. ძალიან უნდოდათ ქართული ეკლესიის ჩათრევა მსოფლიო საბორში, მაგრამ საქართველოს პატრიარქმა სასტიკი უარი გამოუცხადა და რუსულ ეკლესიას დაუჭირა მხარი, რომელმაც იმ მსოფლიო შეკრებას ბოიკოტი გამოუცხადა! სწორედ მათ ეშინიათ ჩვენი პატრიარქის უდიდესი ავტორიტეტისა მთელს მსოფლიოში. არანაკლებ ეშინიათ  საქართველოს და რუსეთის ეკლესიების ახლო და თბილი კავშირის. მგონი მიზეზები და დაინტერისებული პირები გამოვაჩინეთ!!!

6. სააკაშვილის  დროს იყო პატრიარქის მოწამვლის და  მისი მოცილების რამდენიმე მცდელობა, მას ლანძღავდნენ, სინოდში შეჰყავდათ მისი მტრები და სულ მიდიოდა ბრძოლა იმისთვის, თუ ვინ შეცვლის პატრიარქს. ახლა  იმის გამო რომ ჩვენი საყვარელი პატრიარქი ხანში შევიდა, ავადმყოფობს- ეს ბრძოლა ახალი ძალით გააქტიურდა.მიშისტებს, ლიბერასტებს და მათ პატრონსაც ძალიან უნდათ თავისი მოსამსახურე ლიბერასტი ხელი დააყენონ ქართული ეკლესიის მეთაურად. უნდათ,  დაანგრიონ ეკლესიის ავტორიტეტი და ძალა საზოგადოებაში, რომლისაც ძალიან ეშინიათ. ეშინიათ,  რომ თუ მოვა ჯანსაღი, ილია მეორეს მოღვაწეობის გამგრძელებელი ახალი კათაოლიკოს პატრიარქი,  მათთნაირების ადგილი აღარ იქნება სინოდში და ხალხის მოთხოვნით  აღკვეთს სააკაშვილის ნაგავს და მხარს დაუჭერს მხოლოდ იმ მთავრობას,   რომელიც საქართველოს და ჩვენი ხალხის ინტერესებს მოემსახურება. დღეს ქართული ეკლესიის და კათოლიკოსის გაძლიერება არ აინტერისებს არავის, ქართველი ხალხის გარდა. მიშას ნაგვისგანაც ვერ გაანთავისუფლეს მთავრობა ჯერ და ეკლესიის გაწმენდაზე ჯერ არ მოუცლია არავის  და არც აინტერესებდათ. ამიტომაც ხდება ის საოცრება, რასაც ვხედავთ.

7. რა თქმა უნდა ქართულ ეკლესიას ჰყავს ისეთი უდიდესი მეუფე როგორიცაა იობი და სხვებიც. მაგრამ ამ შემთხვევაში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ის მეუფე,  რომელსაც ყველაზე მეტი შანსი აქვს მომავალში კათოლიკოსი გახდეს. რომელიც არის ილია მეორეს ნათესავი,მისი სისხლი და ხორცი.რომელსაც ძალიან ენდობა ჩვენი უნეტარესი.რომელსაც სახითაც და საქმითაც ჰგავს უნეტარესს, რომელსაც უკვე აქვს საკმაო ავტორიტეტი ეკლესიაში და მრევლში, .რომელიც არის განათლებული და შეგნებული, რომელსაც მსოფლიო უკვე იცნობს  და რომელიც რუსეთის ეკლესიაშიც დიდად მიღებული იქნება და რაც მთავარია, ჯანმრთელი და ვაჟკაცური ადამიანია, რომელსაც შეუძლია საქართველოს და მისი ინტერესებისთვის ყველაფერზე მოითხოვოს და გასცეს პასუხი და თუ დასჭირდა წინააღმდეგობაც გაუწიოს .სწორედ ასეთი პიროვნებაა მეუფე დიმიტრი.

8. რატომ ამოირჩიეს გ. მამალაძე? მამალაძე ქობულეთიდანაა და ახლოს არის მეუფე დიმიტრისთან. აი,  ეს არის „ოპერაციის“ მიზანი. ცდილობენ,  მოსპონ, როგორც იტყვიან, „ორი კურდღელი ერთად“.

9. ვილოცოთ ყველამ ჩვენი უნეტარესი და უწმინდესი კათოლიკოს პატრიარქის ჯანმრთელობაზე. მოვერიდოთ ამ საშინელი ამბების და ჭორების მის ყურთან მიტანას. ამოვუდგეთ გვერდში, მოვაშოროთ მტრები,  თუ არ გვინდა დავკარგოთ ის ბედნიერება,  რასაც საქართველოს კათოლიკოს პატრარქი ილია მეორე ჰქვია!

10. ვთხოვ ქართველ ხალხს,  არ იჩქარონ განაჩენის გამოტანისას. დაფიქრდით, დააკვირდით გამოძიების ჩატარებას და შედეგებს. პროკურატურასაც და სპეციალურ სამსახურებს ვთხოვთ გაითვალისწინოთ ყველა ვერსია და გაარკვიოთ,  რატომ მოხდა ეს უბედურება.

მე კი ბოდიშს მოვუხდი თუ ვინმეს უსაფუძვლოდ და შემთხვევით ვაწყენინე .მე არ ვთვლი რომ მხოლოდ ჩემი ვერსია არის მისაღები,მაგრამ აღნიშნულ ფაქტებს ნამდვილად აქვს ადგილი ჩვენს ეკლესიაში და ამ ვერსიას აქვს განსაკუთრებული ადგილი! 

 

პატივისცემით, პროფესორი ვლადიმერ ხომერიკი                                        

 

 

loading...