მოქალაქის ტრიბუნა
„ვიცი, ბევრი გამლანძღავს, მაგრამ მიმაჩნია, რომ მართალი ვარ და სჯობს, ზარებს ახლავე შემოვკრა» - ვლადიმერ ხომერიკი
„ვიცი, ბევრი გამლანძღავს, მაგრამ მიმაჩნია, რომ მართალი ვარ და სჯობს, ზარებს ახლავე შემოვკრა» - ვლადიმერ ხომერიკი
  • პორტალზე მასალის განთავსება შეუძლია საზოგადოების ნებისმიერ  წარმომადგენელს. 

  • პუბლიკაცია გამოხატავს ავტორის პირად მოსაზრებებს და სარედაქციო ჯგუფი პასუხისმგებელი არაა მის შინაარსზე.


საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი,

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,

ვლადიმერ ხომერიკი

 

მიმართვა ქართველ ხალხს და ხელისუფლებას!

 

ძვირფასო თანამემაულენო და ძალაუფლების მქონე ჩინოვნიკებო! შეხედეთ რას გიშვებიან ეს ლიბერასტები და დასავლელი მეგობრები ამერიკის მეთაურობით! თქვენ დგახართ ერის განადგურების გზაზე და უკვე კოლონიად ყალიბდებით!

1. სახიფათო ბაქტეროლოგიური ლაბორატორიები თქვენ უკვე გაქვთ.

2. ყველაზე საშიშ ტერორისტებს გუანტანანმოს ტყვეებს თქვენ უკვე გიგზავნიან!

3. ნატოს საწვრთნელი ცენტრები უკვე გაქვთ და ახლა ამერიკის საზღვაო ბაზებსაც აკანონებთ, მითუმეტეს, რომ ეს აკრძალულია "მონტრეს" კონვენციით.

4.ახლა მათ ყველა ლტოლვილის თქვენთან ჩამოყვანა სურთ.

5. თქვენ უკვე დიდი ხანია ოკუპირებული ხართ აშშ-ს საელჩოს მიერ! მათი "სპეცები" სხედან თქვენს ყველა სამინისტროში და მნიშვნელოვან დაწესებულებაში!

6. იანკები გკარნახობენ თქვენ,  როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკას, საქართველოს საზიანოდ და არ ითვალისწინებენ მოსახლეობის აზრს და ქვეყნის ჭეშმარიტ ინტერესებს. ყველა მცდელობა იმისა, რომ გაანადურონ და გააკონტროლონ საართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ძირი გამოუთხარონ ერს, მოდის უნამუსო დასავლეთიდან, რათა მოგწყვიტონ თქვენს რწმენას და ტრადიციებს, და გაქციონ სულიერ მეძავებად და მონებად.

8. თქვენ საუბრობთ თქვენს ტერიტორიაზე რუსეთის ოკუპაციაზე, ხოლო თავად უკვე დიდი ხანია, რაც სრულ ოკუპაციაში იმყოფებით - არა მხოლოდ ტერიტორიულში, არამედ, სულიერ-კულტურულშიც!

9. მათ სურთ, თქვენ გაქციონ გამყიდველი და უნამუსი მეძავების ერად, მათხოვრებად, მოსამსახურეებად და მონებად.

10. სად არის თქვენი ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სააკაშვილის რეჟიმს?

ჩანს, ხალხი მართალს ამბობს, რომ მაშინ ისინი მოისყიდეს, მისცეს თანამდებობები და დეპუტატის მანდატები. ახლა ისინი ჩუმად არიან, ხალხი დაივიწყეს!

ძვირფასო თანამემამულეებო! მალე თქვენ დაკარგავთ იმას, რითაც სხვებისგან განსხვავდებოდით - საკუთარ სიამაყეს და თვითმყოფადობას, რწმენას და უძველეს კულტურას! გთხოვთ მაპატიოთ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მე შემრცხვება საკუთარ თავს ქართველი ვუწოდო და გამყიდველ მონებთან საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოვახდინო! თუ ეს პროცესი გაგრძელდება, იძულებული გავხდები, განგიდგეთ თქვენ და საკუთარ თავს  ძველი, ტრადიციული ქართველი ვუწოდო! დარწმუნებული ვარ, ასე ბევრი მოიქცევა! მე გითანაგრძნობთ თქვენ. შემირცხვენია ყველა, ვისაც უფსკრულისკენ და საკუთარ ფესვებზე და რწმენაზე უარის თქმისკენ მივყავართ! მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს იმაზე, თუ რა გზით მიყავს ქართველი ხალხი და რა შედეგები მოყვება ყოველივე ამას! მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, მოწყდეს ბიზნესს და კვლავ თავის თავზე აიღოს ქართველ ერზე პასუხისმგებლობა, როგორც მან ეს სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის დროს გააკეთა! მან უნდა დაგვიმტკიცოს, რომ შეასრულა არა ამერიკული პროექტი, არამედ საქართველოს პატრიოტი ადამიანის ნება გულწრფელად აღასრულა!

მე მივმართავ ჩემს ქართველ ხალხს, დაფიქრდეს, თუ საით მიდიან! ჩვენ უკვე დაგვცინიან და უხარიათ, რომ ჩვენ დაგვშორდნენ აფხაზებიც და ოსებიც! უწოდებთ რა რუსებს ოკუპანტებს, დაფიქრდით დასავლეთის მხრიდან თქვენს ნამდვილ ოკუპაციაზე,  რომელსაც დასავლეთიდან  ჩანერგილი ადამიანები გიწყობენ. მე მინდოდა მიმეღო საქართველოს მოქალაქეობა, დავბრუნებულიყავი სამშობლოში და გამოვდგომოდი, რადგან მქონდა ჯანმრთელი აზრის გამარჯვების იმედი, მაგრამ მოვლენები ისე ვითარდება, ბოლო საარჩევნო კამპანიის შემდეგ, რომ მიუთითებს საქართველოს შეუქცევად დეგრადაციაზე და ამდენად ვიტოვებ უფლებას, რომ უკან წავიღო ჩემი განცხადება და გავემიჯნო ქართველი ერის გამყიდველ ნაწილს, რომელსაც ქვეყანა მონობისა და დაყოფისკენ მიყავს! რაც მომავალში მონობაგველის, მასთან შედარებით საბჭოთა მონობა რენესანსად და აყვავების საულეთესო პერიოდად მოგვეჩვენება საქართველოს ცხოვრებაში. ოღონდ თქვენ როცა ამას მიხვდებით, უკვე ძალიან გვიანი იქნება. თუ ამაში სასწრაფოდ არ ჩაერევით და პროცესს არ შეაჩერებთ, თქვენ ბევრ რამეს მიხვდებით და მაშინ, როცა რუსეთის მხრიდან საქართველოს დღევანდელ ოკუპაციაზე საუბრობთ, ინანებთ იმას, რომ რუსეთმა 2008 წელს საქართველოს სრული ოკუპაცია არ მოახდინა და არ გაგათავისუფლათ თქვენ იმ საგარეო და საშინაო უმსგავსობისგან, რომელმაც სირცხვილამდე და კრახამდე მიგიყვანათ!

ღმერთმა ინებოს, რომ მე ვცდებოდე. ღმერთმა ინებოს, რომ საქართველო მიხვდეს და ქართველი ეთნოსის პრაქტიკულად  განადგურების  გზიდან უკან შემობრუნდეს.  ვიცი, ბევრი გამლანძღავს, მაგრამ მიმაჩნია, რომ მართალი ვარ და სჯობს, ქვეყანა ახლა გავაფრთხილო, ზარებს ახლავე შემოვკრა, ვიდრე შემდეგ "თითზე კბენა" მოგვიწიოს და საკუთარი თავი სულმოკლეობის გამო დავიწყევლოთ, რადგან შევუშინდით ჩვენზე თავდასხმებს და ღიად არ გამოვხატეთ საკუთარი აზრი!

მაპატიეთ, ნამდვილო ქართველებო, თუ ყველაფერი ისე ვერ გამოვხატე, როგორც საჭირო იყო, ან თუ ვინმეს დაუმსახურებლად ვაწყენინე! რაც შეეხება ქართველი ხალხის შავ და სამარცხვინო ნაწილს, წავიდნენ, ერთი მაგათიც.. იქ, საითკენაც მიდიან, ოღონდ საქართველოს გარეშე!!!

იმედი მაქვს, საქართველო მაინც აღორძინდება და ამაში ძირითად წვლილს უცხოეთში მოღვაწე ქართული დიასპორები, მათ შორის, ქართველი ებრაელებიც შეიტანენ, ანუ ისინი, ვინც ქართულ მენტალიტეტს, ტრადიციას და კულტურას დღემდე პატივს სცემს! მე არც ვფიქრობდი, რომ დამნაშავე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის შემდეგ კვლავ მომიწევდა  ჩემი ერისთვის მიმემართა, მაგრამ ერი ისევ მოატყუეს! ქვეყანა კვლავ უფსკრულისკენ მიმავალ გზას გაუყენეს! იკარგება ქართული სული, ტრადიციები, კულტურა და ეთნოსი. გაიღვიძეთ, ჩემო თანამემამულენო, ქართველებო! დაუსვით ხელისუფლებას კითხვა, თუ საით მიყავხართ.. დაასაბუთებინეთ, რაში გჭირდებათ თქვენ, მათი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიები, გუამტანამოს დამნაშავეები, მთელი მსოფლიოდან დევნილთა ცენტრები, ნატოსა და ამერიკის სამხედრო ბაზები! რით დაგეხმარებიან ისინი საქართველოს გამთლიანების დიად საქმეში?! რუსეთთან ახალი ომით? საქართველოში მცხოვრები აფხაზების და ოსების განადგურებით და გენოციდით და ქვეყნის ტერიტორიების ამგვარად დაბრუნებით?  თუ იმით, რომ თქვენი ღირსების, სინდისის და რწმენის ნარჩენები რეალურად იქნება ამერიკული ჩექმის მიერ გათელილი???

„ყველაფერი კარგადაა, ძვირფასო მარკიზავ! ყველაფერი კარგადაა! ყველაფერი კარგადაა! „

 შევეხოთ საქართველოსთვის ყველაზე სამწუხარო და ტრაგიკულ მოვლენებს!!! ნატოს ფლოტის განთავსებას!

როგორი არაშორსმჭვრეტელნი ხართ! ნუთუ ლუგარის ლაბორატორიის გამო საქართველოში უკვე იბადებიან ტვინგამოცლილი არსებები? ალბათ, საქართველოს მთავრობამ საბოლოოდ თქვა უარი აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე (სამხრეთ ოსეთზე), წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამას არ გააკეთებდნენ. რას ვიზამთ-ამიერიდან საქართველოს ეყოლება 2 საყვარელი - ამერიკა და თურქეთი! ხოლო გრაფიკს, როდის და ვინ მოიხმარს საქართველოს, ისინი ალბათ საქართველოსთან შეუთანხმებლად დააწესებენ! მსუბუქი ყოფაქცევის ქალს არავინ შეეკითხება, მას მხოლოდ ხმარობენ, ზოგი ფულის სანაცვლოდ, ზოგიც-შაბათობაზე!  ბრავო, საქართველო!!! სამწუხაროა, რომ შენ თვითგადარჩენის ინსტინქტი დაკარგე, სიყვარული, საკუთარი ქვეყნისადმი და პატივისცემა-საკუთარი ხალხის მიმართ. საქართველოს ხელისუფლებავ, რატომ არ კითხულობთ საკუთარი ხალხის აზრს? ქვეყანა თქვენი საკუთრება არ გახლავთ! (ან იქნებ უკვე ყველაფერი იყიდეთ და გაყიდეთ?)  რატომ იშველიებთ ნატოში გაწევრიანების თაობაზე რეფერენდუმს, რომელიც 10 წლის წინ გაიმართა სააკაშვილის ტოტალიტარული რეჟიმის დროს, რომელი სააკაშვილიც თქვენ გააძევეთ ქვეყნიდან??? თქვენი საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც არ შეცვლილა-ქართველი ხალხი კვლავ მოატყუეთ და გამოდის რომ ადგილი ჰქონდა თქვენით მიშიკოს ჩანაცვლებას, რაც ამერიკის კონტროლით განხორციელდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რად არ შეასრულეთ იმ ხალხისთვის მიცემული არცერთი დაპირება, ვინც თქვენ მხარი დაგიჭირათ?

1.  აღგედგინათ კავშირები და პარტნიორობა რუსეთის ფედერაციასთან

2. ყველა დამნაშავე ციხეში ჩაგესვათ, რის ნაცვლადაც თქვენ დაიწყეთ კოჰაბიტაცია და დამნაშავეთა გადარჩენა.

3. რად  არ დაუბრუნეთ მოპარული ქონება ხალხს, რაც ძალადობით და დანაშაულებრივად წაართვეს მათ? რად არ ჩამოაწერეთ ხალხს საკრედიტო  ვალები, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება ძალადობრივად აფორმებდა რა სხვა ადამიანებზე, თავად ითვისებდა მათ? ამგვარად ადამიანებს ვალები და უბედურება რჩებოდათ!

4. რატომ მუშაობენ სასამართლო და ხელისუფლება ძველებური სისტემით და რატომ არის სასამართლო კვლავ ხელისუფლებაზე დამოკიდებული? რად აგრძელებთ სააკაშვილის ტოტალიტარული სისტემის შესაბამისად მუშაობას?

5. რად არ აბარებთ ანგარიშს ამომრჩევლებს საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ???

6. რად არ ატარებთ რეფერენდუმს იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით ხედავს საკუთარი ქვეყნის განვითარებას ხალხი?

7. რად დაიწყეთ კონსტიტუციის ცვლა, როგორც ამას თავის დროზე მიშიკო აკეთებდა და რად ითვისებთ ძალაუფლებას, მაშინ როცა თავად შექმენით კოალიცია და ასე მოხვედით ხელისუფლებაში. ახლა კი კრძალავთ ბლოკების შექმნას და გამოდის, რომ 300 ქართული პოლიტიკური პარტია ცალ-ცალკე უნდა წავიდეს არჩევნებზე. ასეთ შემთხვევაში თქვენი ხელისუფლება "უკვდავ კაშჩეად" ხომ არ გადაიქცევა? ამის მოტივაციად ფინანსური რესურსების არამიზნობრივ გამოყენებას ასახელებთ?  გახსოვთ, როგორ და  ვისი ფულით მოხვედით თავად ხელისუფლებაში?

8. ახლა აპირებთ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, რომელიც პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმებას ეხება. რატომ??? რადგან გეშინიათ სახალხო არჩევანის, ან იმის, რომ ხალხი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე არჩევნებზე ხმას აღარ მისცემს "ხათრის გულისთვის" და "შანტაჟური განცხადებით" იმ მარიონეტს, რომელიც შემდგომში პლასტელინიდან ვაზელინად გადაიქცევა და ყველა ხვრელში პატრონის ნებართვის გარეშე შეძვრება.

რა თქმა უნდა, თქვენს მიმართ ბევრი კითხვა დაგროვდა, მაგრამ ჯერ ამ შეკითხვებს უპასუხეთ. პირველ რიგში კი, უპასუხეთ კითხვას რეფერენდუმის შესახებ და თუ რატომ არ ასრულებთ თქვენს წინასაარჩევნო დაპირებებს ზემოთ აღნიშნული პუნქტების შესაბამისად.

თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია გააჩნია. რატომ ხსნით კიდევ ნატოს (ამერიკის) ბაზას ანაკლიაში, რად ატყუებდით ხალხს და რა წაართვით ჩინეთს პროექტი, რომლის მიხედვითაც ის აპირებდა აეშენებინა რეალურად სავაჭრო პორტი, რომელიც დატვირთული იქნებოდა და გაიხსნებოდა სამუშაო ადგილები.. ამის ნაცვლად იგი ამერიკას გადაეცით, ამერიკული სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის მშენებლობისთვის. რატომ არ განალაგებთ ამ ბაზას ბათუმში. აჭარას მაინც დაიცავდა თურქეთისგან, რომელიც თურქეთის ისედაც თურქულ მიწად არის დატანილი და თურქეთი ყარსის ხელშეკრულების ვადის ამოწურვას ელოდება.

ან იქნებ, უკვე გადაწყვეტილია, რომ აჭარას თურქეთს უთმობთ? გთხოვთ გაითვალისწინოთ, ყველა ჩემი ნააზრევი საქართველოს კეთილდღეობისკენ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ და თურქეთის მიერ აჭარის დაპყრობის ასარიდებლად არის მიმართული. თქვენი საგარეო პოლიტიკა არ პასუხობს არც ჩემს და არც საქართველოს მოსახლეობის 80 %-ის მოსაზრებებს!

 

loading...