მოქალაქის ტრიბუნა
მედლის მეორე მხარე, ანუ (არ)ასრულებული „ქართული ოცნება“ და „ვიზალიბერალიზებული“ ერი
მედლის მეორე მხარე, ანუ (არ)ასრულებული „ქართული ოცნება“ და „ვიზალიბერალიზებული“ ერი
  • პორტალზე მასალის განთავსება შეუძლია საზოგადოების ნებისმიერ  წარმომადგენელს. 

  • პუბლიკაცია გამოხატავს ავტორის პირად მოსაზრებებს და სარედაქციო ჯგუფი პასუხისმგებელი არაა მის შინაარსზე.


 

ვიზალიბერალიზაცია...

ქართველი - ევროპაში!!!

საზღვრები გახსნილია!!!

ზეიმობს ერი...

აღარავინ ელოდება ვიზას...

თბილისის „ზმანი“ რაა?! აწი ევროპაში ვიყიდით „არმანს“ და „გუჩის“- იქ უფრო „სვეცკურია“.

კონცერტებით აღნიშნავს ხელისუფლებაც!!!  ჩვენ ხომ სიმღერით უკეთ გამოვხატავთ სათქმელს და...

არადა, სად იყო „ვიზალიბერალიზაცია“, ქართული ხმა ევროპას კი არა,  დედამიწას რომ გასცდა...

ის, რაც მოხდა, კარგია, მაგრამ...  

მედალს მეორე მხარეც აქვს...

ამ მხარეს ბევრი კითხვაა,  პასუხი კი - ცოტა.

მდიდარი და შეძლებული ადამიანი ხომ ისედაც ახერხებდა ევროპაში წასვლას?!  მაგრამ უფრო გაუადვილდა ახლა... ვინ იცის, იქნებ სამუშაოს მსურველი ქართველების გადინებაც გაადვილდეს საზღვარგარეთ და ისედაც დემოგრაფიული გადაშენების პირას მდგარი ქვეყანა კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს? ან იქნებ ეს პოლიტიკური გათვლა  და ფარული გეგმის ის ნაწილია, ლტოლვილების ჩამოსახლებას რომ ეხება. საქართველო უქართველებოდ! ანუ რაღაცა რაღაცის სანაცვლოდ!

ზოგისთვის კი ეს ვიზალიბერალიზაცია საერთოდ უცხო და უინტერესო თემაა...  ან რატომ უნდა აინტერესებდეს, მაგალითად, მარო ბებოს?! არც იცის მისი მნიშვნელობა. ყური მოკრა ტელევიზორში გუშინ და „უცხოური“ სიტყვა ეგონა. აი, პენსიას თუ ვინმე ახსენებს,  იმაზე კი დაცქვეტს ყურს. მისი ერთადერთი შემოსავალი ხომ პენსიაა, დიდი ხანია კაპიკ-კაპიკ აგროვებს, რომ ძვირადღირებული წამლები იყიდოს. ისევ ჩირს თუ გაყიდის,  ზაფხულში რომ დაჩირა,  იმას. ჩურჩხელა აღარ აქვს, ამოიწურა - რა ცოტა ყოფილა ეს ოხერი.

დილით ნაჭრის პარკში ჩაალაგებს ქლიავის ჩირს და თბილისში ჩავა. იქ რომელიმე მეტროსადგურთან ჩამოჯდება, გაყიდის. იქიდან მომავალი, გზად მინდორში მინდვრის ფხალს დაკრეფს - უფასოა, „შეეფარება“. სხვა გზა არაა, უნდა იბრძოლოს! ცხოვრებასთან ბრძოლა ბევრად რთული ყოფილა თურმე. ეს  ბრძოლაა უიარაღოდ, საკუთარი ნერვების ფასად! -„ბრძოლა არსებობისთვის“!

დილით ავტობუსს უნდა მიუსწროს - იაფია სამარშუტო ტაქსთან შედარებით. ცოტა ასეც დაზოგავს თანხას და თბილისში ჩავა. როგორი ადვილია, მას არც ვიზა უნდა და არც ნებართვა!

საგარეჯო-თბილისი დილით 7 საათზე გავა.

ყურადღება!!! ყურადღება!!! საქართველოს ავიახაზები გატყობინებთ, რეისის  "თბილისი - პრაღა"  ფრენის დრო 4 საათია.

 

loading...