მოქალაქის ტრიბუნა
„როგორც ჩანს, გარიგება შედგა მიწათმომწყობს, საჯარო რეესტრსა და ჩემს მეზობელს შორის“ - რატომ საუბრობს კორუფციაზე ემიგრანტი ქალბატონი და რატომ ეძებს სამართალს საქართველოში საბერძნეთიდან?
„როგორც ჩანს, გარიგება შედგა მიწათმომწყობს, საჯარო რეესტრსა და ჩემს მეზობელს შორის“ - რატომ საუბრობს კორუფციაზე ემიგრანტი ქალბატონი და რატომ ეძებს სამართალს საქართველოში საბერძნეთიდან?
  • პორტალზე მასალის განთავსება შეუძლია საზოგადოების ნებისმიერ  წარმომადგენელს. 

  • პუბლიკაცია გამოხატავს ავტორის პირად მოსაზრებებს და სარედაქციო ჯგუფი პასუხისმგებელი არაა მის შინაარსზე.

 


საბერძნეთში ცხოვრობს და საქართველოში დაკარგულ სამართალს იქიდან ეძებს. ამბობს, რომ ყვარელში მიწის ნაკვეთის ნაწილი ჩამოაჭრეს და სარწყავი რუც უსამართლოდ წაართვეს. ახლა მოსავალი დარჩენილ ნაწილზეც ვერ მოჰყავს, რადგან მეზობელი მისი კუთვნილი წყლით სარგებლობის საშუალებას არ აძლევს.

ემიგრანტი ქალბატონი საბერძნეთიდან Sazogadoeba.ge-ს დაუკავშირდა და „მოქალაქის ტრიბუნაში“ მისი გულისტკივილის გამოქვეყნება ითხოვა. იმედი აქვს, რომ არსებული მდგომარეობით პროკურატურა ასე უფრო დაინტერესდება, შედეგად, საქმეც წინ წავა და სამართალიც იზეიმებს.

თამილა (ლილი) ბეჟანიშვილი:

(სტილი დაცულია)

ყვარელში ვცხოვრობ, ზახაშვილის ქუჩა N34-ში,  თქვენი პორტალის  საშუალებით მინდა, მივმართო მთავარ პროკურორს, რომ მიიღოს საქმეში  ჩემი მოხსენება. ამ ეტაპზე  საქართველოში არ ვიმყოფები, საბერძნეთში ვცხოვრობ, ემიგრანტი ვარ.  ჩვენი  საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომელიც ჩემს შვილს, როგორც ჩემი უძრავ-მოძრავი ქონება, გადავეცი,   2557 კვ.მ-ია. ჩვენი ეზოს  ბოლოს  შემოსასვლელი ბილიკი და სარწყავი რუა, რომელიც მოსავლის მორწყვის საშუალებას გვაძლევდა.  მისი გაფორმების დროს ვისარგებლეთ იმ აზომვითი ნახაზით, რომელიც ოჯახში გვქონდა.   ნახაზი  თავდაპირველად 1987 წელს  გავაკეთეთ, 1989-ში, როდესაც სახლი ავაშენეთ  კვლავ ახალი ნახაზის გაკეთება დაგვჭირდა, რომელიც  იმდროინდელი ნოტარიუსითა  და კომისიითა დამტკიცებული  და ბეჭედდარტყმული.   2009 წლის აგვისტოს (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 570652.006)  დაგვიდასტურდა, რომ ჩვენი მიწის ნაკვეთი იყო 2557 კვ.მ,  ეს საკარმიდამო მიწის ნაკვეთის  ნახაზები ჩემმა შვილმა მიუტანა მიწათმომწყობს, ამ ძველი ნახაზის მიხედვით რომ  გაეკეთებინა, თუმცა რა გააკეთა მიწათმომწყობმა, არაფერი გაგვაგებინა, ეს საბუთები  საჯარო რეესტრში   სასწრაფოდ შეგვატანინა,   გადაგვახდევინეს  ფული და მერე ვნახეთ, რომ არასწორად იყო გაკეთებული.  მიწათმომწყობის შესწორების შემდეგ მოგვივიდა იქიდან 2550 კვ.მ. (2009 წლის სექტემბერში).  ამის შემდეგ პროკურატურაში შევიტანე განცხადება, როგორც ჩანს, ჩემმა მეზობელმა ისარგებლა, გარიგება შედგა მიწათმომწყობს, საჯარო რეესტრსა და მეზობელს შორის. ალბათ კორუფციასაც ჰქონდა ადგილი, აბა  რისთვის სჭირდებოდათ ჩვენი მიწის ჩამოჭრა და იმაზე გადაფორმება?!  ამის შემდეგ ვდავობთ  და სამართალი ვერ ვიპოვეთ. პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება 9-ჯერ მაინც, მთავარი  პროკურორი ქალბატონი მაია (გვარი არ მახსოვს)  გვეუბნებოდა, რომ ჩვენ ვიყავით მართლები, თან დასძენდა ხოლმე, პროკურორს მე ვერ ვეტყვი, რომ დროზე გამოგიგზავნონ პასუხიო.    გურჯაანის პროკურორი, თვენახევარი  დამაცადეთო, გვეუბნებოდა და  ყველაფერი კარგად იქნებაო. მერე კი მოხსნეს.  ჩემს მეზობელს გადაუფორმეს სასწრაფოდ ეს ჩვენი ჩამოჭრილი მიწის ნაკვეთი.  ახლა კი,  მე არ მაქვს უფლება, რომ გავიდე ჩემს ყოფილ ნაკვეთზე  და ეზო მოვრწყა. ყველაფერი გვაქვს ეზოში - ვენახი, ხეხილი, ბაღჩეული. ყველაფერი მოგვყავს და სარწყავი რუს უქონლობის გამო მოსავალს ვერ ვიღებთ. ყვარლის მუნიციპალიტეტში შევიტანეთ განცხადება, მათ გამოგვიგზავნეს პასუხი,  რომ სარწყავი რუს საშულებით, რომელიც ჩემს მეზობელს მარინა დოლმაზაშვილს მიაკუთვნეს,  ჩვენ  უნდა გვესარგებლა.  მეზობელმა კი ამის მაგივრად გასასვლელი კარი ჩაგვიცემენტა ,  ფაქტიურად გააუქმა. არავინ  მოვიდა, არც გამგეობა, არც არავინ, მარტო გვიწერდნენ რომ ჩვენ მართლები ვიყავით და რომ   კარის გახსნა აუცილებელი იყო, რითაც ჩვენ უნდა გვესარგებლა. მოვიდოდა პროკურატურა ადგილზე, სურათებს გადაუღებდა,  იტყოდნენ,  რომ არასწორად იყო ეს ყველაფერი, თუმცა  წასვლის შემდეგ  გვიგზავნიდნენ შებრუნებით პასუხს, ვითომ ჩვენ ვიყავით დამნაშავეები. თითქოს იმას მივაყენეთ ზარალი.  წარმოგიდგენიათ? არადა  ჩვენი გაკეთებული კარი აგვიქოლა და უსარგებლო გახადა.

საჯარო რეესტრში ისე გააფუჭეს დისკი,  რომ არაფერი იკითხებოდა. ჩვენ ხელმეორედ ავზომეთ და  ხელმეორედ შევქმენით ეს დისკი. თავიდან დავამტკიცეთ ნოტარიუსთან, ისევ ამზომველი წავიყვანეთ, ამჯერად უკვე  სხვა,  აბა თვითონ ის მიწათმომწყობი ხომ აღარ წამოვიდოდა, თავის გაკეთებულ საქმეს ხომ არ გააფუჭებდა. თუმცა დღევანდლამდე სამართალი ვერ ვიპოვეთ.

მოსამართლე მიკერძოებული იყო.  მიუხედავად იმისა, რომ   ჩემმა მეზობლებმა სასამართლოზე ჩვენება მისცეს, რომ  ამ კარიდან ვსარგებლობდი და ვრწყავდი, რომ ჩემს მეზობელსაც,  სურვილისამებრ, შეეძლო სარგებლობა და მორწყვა, მაგრამ მოსამართლემ გააჩერა ჩემი მოწმე, , რადგან დოლმაზაშვილს  მოწმე არ ჰყოლია.  ის  ჩემს შვილს შეურაცხყოფას აყენებდა, მაშინ სააკაშვილის პერიოდი იყო. მოგეხსენებათ, რა ხდებოდა იმ დროს და ელოდებოდა, რომ ჩემს შვილსაც გაეცა პასუხი,  რომ მერე გამოეძახა პატრული და დაეჭირათ. ჩემი შვილი კი არ არის მებრძოლი ადამიანი, ხათრიანია და არ  აყვა მას.   გამომძიებელ ეკა აკუნტაშვილს (თუ არ ვცდები)   არცერთხელ არ დაუძახია არც მიწათმომწყობისთვის, არც საჯარო რეესტრში ვინც მუშაობდა, იმისთვის, თუ რატომ მოახდინეს ასე უჩუმრად ხელოვნურად ეს ყველაფერი. ჩემი შვილის გულუბრყვილობით ისარგებლეს, მიწის ნაკვეთის ჩამოგვაჭრეს და სარწყავი რუ დაგვაკარგინეს. განა შეიძლებოდა 2557 კვ.მ მიწის ნაკვეთის სარწყავის გარეშე დატოვება?

იმ  ჩემს მეზობელს კი, რომელსაც 2001 წელს ჰქონდა 1021 კვ.მ მიწა , 2009 წლისთვის გაუხადეს 1029 კვ.მ და ამასთანავე ჩვენი რუც მიაკუთვნეს. მას   არაფერი უთქვამს,  საქმის კურსშიც კი არ  ჩაგვაყენა, რას სჩადიოდნენ და რას აკეთებდნენ. ეს ყველაფერი კორუფციის ნაწილია. აი,  ამიტომ მივმართავ პროკურატურას, აღძრას სისხლის სამართლის საქმე ყვარლის მიწათმომწყობის,  ყვარლის მაშინდელ საპროექტოს ხელმძღვანელის,  საჯარო რეესტრის და მეზობელ დოლმაზაშვილის წინააღმდეგ!

მათ დანაშაულად ვთვლი, სასწრაფო წესით  დოლმაზაშვილისთვის მიწის ნაკვეთის გადაფორმებას.  აქ თუ კორუფცია არ არის, რა მნიშვნელობა ჰქონდა, ჩემი იქნებოდა ის სარწყავი რუ, თუ მაგისი, ჩემი კუთვნილება მე რატომ   ჩამომაჭრეს?! სარწყავი რუ ხომ ყველასია, მაგას ხომ ყველა უნდა იყენებდეს, ეგ ხომ არაა კუთვნილების საგანი, სანამ  ჩვენ გვეწერა,   ხუთი  მეზობელი ვრწყავდით ღამით, მათ ჩვენს ეზოზე უნდა გაევლოთ,   ღამე რომ  არ გავეღვიძებინეთ ,  ჩემმა მეუღლემ ჩამოსწია კარი  ქვევით, თავისუფლად რომ ემოქმედათ ღამის საათებში. ამ მეზობელმა კი, კარი ჩვენ ჩაგვიცემენტა,  „სეტკა“ გადმოაგდო, ამოიღო  რკინა ღობიანად და  ჯართში ჩააბარა.   მე მინდა, მივმართო პროკურატურას, რომ აღძრას სისხლის სამართლის საქმე და გამოიძიოს.  

ამ ეტაპზე მიწათმომწყობი თვითონ სხვა ადგილზეა სამსახურში.  თავისი შვილი  მუშაობს ახლა მის ადგილზე. მე საბერძნეთში ვარ, ჩამოსვლა არ შემიძლია, რომ თავი მოვაბა და აღვკვეთო უსამართლობა. ჩემს შვილი კი  ვერ პოულობს სამართალს. 

loading...