საზოგადოება
მამა სერაფიმე: სქემარქიმანდრიტ გიორგი სავვას მონასტრული რეცეპტები სულის და ხორცის სიმრთელეს მოგანიჭებთ!
მამა სერაფიმე: სქემარქიმანდრიტ გიორგი სავვას მონასტრული რეცეპტები სულის და ხორცის სიმრთელეს მოგანიჭებთ!

მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მოძღვართან, დეკანოზ სერაფიმესთან ჩემმა ინტერვიუმ სათაურით - "ეს სასწაულმოქმედი ნაყენია, რომელიც ყველა სახის სიმსივნეს ამარცხებს!" (იხ. "ასავალ-დასავალი" 2017 წ. 27 მარტი, N 13 (1167) ) - მკითხველთა დიდი ინტერესი გამოიწვია. მამა სერაფიმეს რეცეპტი 14 წლის წინ რუსეთში, დაბა ტიმოშევსკში მდებარე მამათა მონასტერში აწ განსვენებულმა სქემარქიმანდრიტმა გიორგი სავვამ გადასცა, რაზე დაყრდნობითაც მამა სერაფიმემ მეოთხე სტადიის სიმსივნით ავადმყოფი სიდედრი მოარჩინა. ქალბატონი ახლაც ჯანმრთელად ბრძანდება და ღვთის სადიდებლად მონაზვნად აღიკვეცა! მამა სერაფიმე საუბრის დროს არქიმანდრიტ გიორგი სავვასგან წამოღებული სხვა დაავადებების სამკურნალო ნაყენების რეცეპტების გადმოცემასაც დაგვპირდა. მონასტრული რეცეპტების გამოქვეყნებას მოქალაქეები განუწყვეტლივ ითხოვენ, ამიტომ, მამა სერაფიმე დანელიას კვლავ მივმართე:

- მოხარული ვარ, რომ ადამიანებმა მასობრივად დაიწყეს ამ რეცეპტის გამოყენება. სიხარული იმით არის განპირობებული, რომ პაციენტები რეცეპტის გამოყენებამდე ჩემს რჩევას ითვალისწინებენ - მოძღვართან მიდიან, გენერალურ აღსარებას აბარებენ და ეზიარებიან! ადამიანი ღვთის ქმნილებაა, რომელშიც ხორცი და სული ერთიანდება. ამიტომ, არ შეიძლება, სულიერი მდგომარეობისგან დამოუკიდებლად განვიხილოთ ხორცის ავადმყოფობა. მკურნალობა დადებით შედეგს მხოლოდ მაშინ მოგვცემს, თუ ადამიანი ხორცთან ერთად სულის განკურნებასაც შეეცდება, რაც ეკლესიური ცხოვრებით, ცოდვების მონანიებით, უფლის სისხლსა და ხორცთან ზიარებით არის შესაძლებელი! სიმსივნის სამკურნალო ნაყენი, რომლის მომზადების რეცეპტი "ასავალ-დასავალში" დაიბეჭდა, 16 მცენარისგან შედგება. ისინი ადვილად იშოვება მწვანე აფთიაქებში. მინდა, ნაყენის მომზადების წესი დაგიზუსტოთ, რადგან მკითხველთა ნაწილმა რამდენიმე ეპიზოდი კარგად ვერ გაიგო:

რეცეპტი სიმსივნის სამკურნალოდ

- ვყიდულობთ შემდეგ მცენერეებს: 1. სალბი-35 გრ; 2. ჭინჭარი-25 გრ; 3.ასკილი-20გრ; 4. ნეგო-20 გრ; 5. დათვის კენკრა-20 გრ; 6. ორკბილა-20 გრ; 7. აბზინდა(მწარე)-15 გრ; 8. ფარსმანდუკი-10 გრ; 9. გვირილა-10 გრ; 10. ოქროსცოცხა-10 გრ; 11. ბეგქონდარა-1- 1. სალბი-35 გრ; 2. ჭინჭარი-25 გრ; 3. ასკილი-20 გრ; 4. ნეგო-20 გრ; 5. დათვის კენკრა- 20 0 გრ; 12. ხეჭრელის ქერქი-10 გრ; 13. არაყის ხის კვირტები-10 გრ; 14. წყლის სამყურა-10 გრ; 15. ბერულა-10 გრ; 16. შავბალახა-10 გრ. ეს ყველაფერი კარგად უნდა დავაქუცმაცოთ და ერთმანეთს შევურიოთ. შემდეგ ავიღოთ 6 სუფრის კოვზი, ანუ, დაახლოებით 26 გრამის ოდენობით და ჩავყაროთ ემალირებულ ჭურჭელში, დავასხათ 2,5 ლიტრი ადუღებული წყალი, 3 საათის განმავლობაში დავდგათ ძალიან ნელ ცეცხლზე, 95 გრადუსზე, ისე რომ არ ადუღდეს! შემდეგ გადმოვდგათ, გადავწუროთ, გავაციოთ, რამდენიმე წვეთი ნაკურთხი წყალი დვამატოთ და შევდგათ მაცივარში. მაცივარში ნაყენი დიდხანს ინახება. ყოველდღე 3-ჯერ, ჭამამდე 1 სთ-ით ადრე, თბილი, 1 სუფრის კოვზი უნდა დავლიოთ. მძიმე შემთხვევების დროს 3-3 სუფრის კოვზიც შეიძლება. მკურნალობის კურსი 30 დღეა. შემდეგ საჭიროა 10-12 დღით დასვენება, რის მერეც, კურსს კვლავ ვიმეორებთ და ასე გრძელდება გამომჯობინებამდე. მცენარეთა ეს რაოდენობა მწვანე აფთიაქში 25 ლარზე მეტი არ ეღირება!

- მამაო, კიდევ რა რეცეპტები მოგცათ სქემარქიმანდრიტმა გიორგიმ?


- საკმაოდ ბევრი დაავდების რეცეპტი გადმომცა. მათი ნაწილი საკუთარ თავზე გამოსცადეს ჩემმა ნაცნობებმა და ახლობლებმა, მრავალი განიკურნა კიდეც. არცერთ ნაყენს უკუჩვენება არ გააჩნია, ყველა მცენარეებისგან მზადდება და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ვინმესთვის ევნოს!

გულის არითმიისთვის


ყოველ საღამოს ძილის წინ ტანი ნაკურთხი წყლით უნდა გაიწმინდოთ: აავსეთ ჭურჭელი თბილი წყლით, დაამატეთ ცოტაოდენი ნაკურთხი წყალი. თასში მოათავსეთ უხეში სელის პირსახოცი, კარგად დაასველეთ, გაწურეთ და 5 წუთის განმავლობაში გაიწმინდეთ და შეიზილეთ სიცხოველის შეგრძნებამდე. გასაოცარია, რომ ეს უბრალო პროცედურა კურნავს გულს, მათ შორის არითმიასაც. 
ამასთან ერთად, ყოველ დღე მიიღეთ შავქლიავას კურკის გულის 3 ლებანი. როცა გატეხავთ კურკას, იქ იქნება ღია კრემის ფერი ლებანი, აი ზუსტად ის უნდა მიიღოთ. ეს საშუალება ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, მაგრამ ჩვენი წინაპრები ამით მკურნალობდნენ გულს და მათ შორის არითმიასაც.

ბუასილის სამკურნალოდ

არსებობს ბუასილის მკურნალობის ეფექტური უძველესი მეთოდი:
- მიიღეთ 1 სადილის კოვზი სიმინდის ზეთი დღეში ორჯერ : დილას - უზმოზე და საღ ამოს ვახშმამდე ერთი საათით ადრე. ასე მოიქეცით 40 დღის განმავლობაში.

12 -გოჯა ნაწლავის წყლულის დროს

კუჭისა და ნაწლავების წყლულის სამკურნალოდ არსებობს ძალიან უბრალო და ეფექტური საშუალება. ამისთვის იყენებენ : 
კარაქი - 1 სადილის კოვზი, სამედიცინო სპირტი - 1 სადილის კოვზი, 3 წვეთი იოდი და ნამდვილი ნატურალური თაფლი 1 სადილის კოვზი, მაგრამ არა მაისის, უკეთესია ზაფხულის (მრავალი ბალახის ნექტარიდან შეგროვილი). ასეთის მოძებნა ახლა ძალზედ რთულია,რადაგანაც თაფლის გამყიდველები კვებავენ თავის ფუტკარს შაქრით, ეს კი უკვე აღარ არის სამკურნალო თაფლი. 
აიღეთ 1 სადილის კოვზი თაფლი და 1 სადილის კოვზი ნამდვილი ძროხის კარაქი, გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, მაგრამ ძალიან არ გააცხელოთ - ნაზავი უნდა იყოს ოდნავ თბილი, დაამატეთ 1 სადილის კოვზი სპირტი და 3 წვეთი იოდი. კარგად აურიეთ და მიიღეთ დილას უზმოზე მთლიანი დოზა. ასე გააკეთეთ 30 დღის განმავლობაში.

მონასტრული ჩაი

თუ ამ ჩაის რეგულარულად მიიღებთ, ექიმებთან სიარული აღარ დაგჭირდებათ, რადგან იგი წმენდს და კვებავს ორგანიზმს. ამ ჩაის მიღების შედეგად იზრდება ორგანიზმის იმუნიტეტი და იკურნება სისხლნაკლებობა.
- აიღეთ ½ ჭიქა ასკილი, ½ ჭიქა ნარდის ფესვი ( корня девясила ), დაასხით 5 ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 3 საათის განმავლობაში თავდახურულ ჭურჭელში. დაუმატეთ 1 სადილის კოვზი კრაზანას ბალახი, ერთი სადილის კოვზი მაიორანი (душицы,) 1 გრამი ასკილის ფესვი და 2 ჩაის კოვზი ნებისმიერი ჩაის ფერი ( გარდა მწვანესი), რომელსაც ჩვეულებრივად მიირთმევთ. კიდევ გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 1 საათის განმავლობაში.


ვიღებთ ყველანაირი დოზის და ნორმის გარეშე, როგორც ჩაის. როცა ნაყენი გამოილევა, ძირში დარჩენილ მასას შეგვიძლია კვლავ დავამატოთ ანადუღარი წყალი და დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ 2 საათის განმავლობაში. ასე გავიმეორებთ იმდენჯერ, რამდენ ხანსაც ფერს გამოსცემს ბალახების მასა.

ეგზემა

მედიკოსებისთვის ეს დაავადება უკურნებელად ითვლება. ეგზემით და ფსორიაზით დაავადებული ბევრი ადამიანი წლობით მკურნალობს კლასიკური მედიცინის მეთოდებითა და საშუალებებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად არაეფექტურად. სხვადასხვა მედიკამენტების და მალამოების მიღების გამო ზოგიერთს ავადმყოფობა უფრო უღრმავდება კიდეც. ადამიანებისთის ეგზემას მოაქვს უდიდესი ტანჯვა. მათ აწუხებთ აუტანელი ქავილი, კანი სკდება, ჩნდება წყლულები და სითხით სავსე ბუშტუკები, რომელიც შემდეგ ასევე სკდება და იწებება. ზოგჯერ, ასეთი დაავადებისგან ადამიანები ფსიქიურადაც ავადდებიან..

რეცეპტი :

- აიღეთ 200 გრ ხეჭრელის ქერქი (коры крушины ), 200 გრ. არყის ხის ქერქი (უნდა იყოს ძველი ასაკოვანი ხის ქერქი, სისქით 3 სანტიმეტრი). ამ ნაზავს დაასხით 7 ლიტრი ცივი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და 3 საათი გააჩერეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე (90 გრადუსს არ გადააჭარბოს) თავდახურულ მდგომარეობაში. შემდეგ ვაყრით 300 გრ ქრისტესისხლას (чистотела) მშრალ ბალახს და ვაყოვნებთ კიდევ 1-1,5 საათს. გაციებულ ნაყენს ვწურავთ საწურში.


ვიკეთებთ კომპრესებს და საფენებს. თუ კომპრესი გაშრა, რომ არ გავიხსნათ ნახვევი, ვასხამთ ნაზავს პირდაპირ დაავადებულ უბნებზე და ადგილებზე. კომპრესი და საფენები მუდმივად უნდა გქონდეთ ნოტიო (სველ) მდგომარეობაში 1 დღე-ღამის განმავლობაში (24 საათი). მეორე დღეს, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, კანი სუფთავდება და ჯანმრთელდება!


თუ ეგზემა გავრცელებულია მთელ ტანზე, მაშინ აიღეთ ნატურალური ნაჭრის ზეწარი მთლიანად მოათავსეთ ნაყენში და ძალიან არ გაწუროთ, შემდეგ განათავსეთ ცელოფანზე, რომ არ დაასველოთ ლოგინი, შემოიხვიეთ და ჩაწექით ლოგინში არანაკლებ 17 საათისა. ასე გაიმეორეთ 3-4 ჯერ. გაფართოებული ეგზემის დროს ამ მეთოდით მკურნალობის შედეგად ეგზემა მთლიანად იკურნება. 
თუ ეგზემა ძალიან არის მიშვებული და გადავიდა გაკოჟრების სტადიაში, მაშინ ადამიანს თევზის მსგავსად სცვივა ფარფლებივით კანის ნაჭრები - ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გამოიყენოთ სხვა მეთოდი. ეს მალამაა, რომელიც მთლიანად აქრობს ნაკოჟარ ადგილებს.

მამა გიორგი სავვა იხსენებდა:

,,იყო ერთი მამაკაცი, 20 წლის განმავლობაში დაავადებული იყო ეგზემით და უკვე გაკოჟრების სტადიაში ჰქონდა გადასული. ამ დაავადების გამო, მასზე უარი თქვეს ცოლმა და შვილებმა. კაცმა გადაწყვიტა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა. ამ განზრახვით, საღამოს სახლიდან გამოვიდა და სოფლის განაპირა ტყეს მიაშურა. გზაში შეხვდა ერთი მორწმუნე ქალი, რომელმაც იგრძნო, რომ ამ კაცს ყველაფერი კარგად არ ჰქონდა და უკან გაყვა. როდესაც კაცმა თავის ჩამოხრჩობა დააპირა, ქალმა შეაჩერა და მე მომიყვანა. მე გავუმზადე მალამო, რომელმაც სრულიად გამოაჯანმრთელა. ახლაც, ის მამაკაცი სრულიად ჯანმრთელია.“

მალამოს რეცეპტი:

- აიღეთ ღორის მუცლის ქონი, სიმინდის მტვერი (ყვავილობის პერიოდში) და საწვავი გოგირდი (ადრე მებაღეები მას იყენებდნენ მავნე მწერებისაგან ხეეების დასამუშავებლად).
მალამოს მომზადების წესი: 


- თუჯის ჭურჭელში 1 ლიტრი ღორის მუცლის ქონი (და არა უბრალო ქონი ) გავადნოთ, ჩავამატოთ 700 გრ საწვავი გოგირდი და ვაცხელოთ დიდხანს, სანამ ნაზავი არ გაცხელდება და გადაიქცევა თხევად ემულსიად (დაახლოებით 120 გრადუსი ცელსიუსი). გაითვალსწინეთ, რომ გაცხელებული ქონი და გოგირდის ნაერთი ძალზედ იშხეფება, ამიტომაც იყავით ძალიან ფრთხილად, რომ არ დაიწვათ. ხუფის დახურვა არ შეიძლება. ასეთი ემულსია ძალიან ქაფდება,ამიტომაც საჭიროა მისი მუდმივი მორევა შესქელებამდე. შემდეგ, ჩამოვდგათ ცეცხლიდან და დავდგათ ცოტა ხნით გასაგრილებლად - 100 გრადუსამდე. დავამატოთ სიმინდის მტვერი ზუსტად 2 გრამი (1 სადილის სავსე კოვზი). კარგად მოურიეთ. 


ამ მალამოთი დაიმუშავეთ დაზიანებული ადგილები. მკურნალობისას არ იბანაოთ და არ დაასველოთ კანი წყლით. მალამო წაისვით დილას და საღამოს 3 დღის განმავლობაში. 
თუ ამ მალამოთი მხოლოდ 2 -ჯერ დაამუშავებთ გაკოჟრებულ ეგზემურ უბნებს, მთლიანი კოჟრები მოშორდება კანს!


ამ რეცეპტის მომზადების სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ არ უნდა გადაადუღოთ გოგირდი, რადგან უმალვე კარგავს თავის სამკურნალო თვისებებს. არადა, თუ არ გააცხელებთ საკმარისად, არ იმოქმედებს დაავადებაზე. ასე რომ, საჭიროა სპეციალისტი-აფთიაქარი (ფარმაცევტი), რომელსაც მიანდობთ ამ რეცეპტს, ის კი სააფთიაქო პირობებში შეძლებს დამზადებას.

თერმული დამწვრობით გამოწვეული ლპობისას

- უნდა აიღოთ ახალი ძროხის ხორცი (უკეთესია ახალგაზრდა დეკეული) დაჭრათ თხელ ნაჭრებად. დაამუშავეთ ჭრილობა კალიუმის პერმანგანატის (მარგანცოვკის) მუქი ფერის ხსნარით, შემდეგ დაალაგეთ ხორცის ნაჭრები და გადაახვიეთ სახვევით. გააჩერეთ 24 საათის განმავლობაში, შემდეგ შეცვალეთ ახალი ხორცით. გააკეთეთ ასე სრულ გამოჯანმრთელებამდე. ვენი წინაპრები ადრე ასეთი მძიმე და საშინელ ჭრილობებს ახალდაკლული ღორის სისხლით ამუშავებდნენ, შეხორცება მიდიოდა ძალზედ სწრაფად, ყველანაირი გართულებების გარეშე.

შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მრავალი ხალხური მეთოდი არსებობს. წარმოგიდგენთ ყველაზე ეფექტურებს :

1) ბერძნული კაკლის ფოთლები -20 გრ, ოროვანდას ფესვი (корень лопуха) 45 გრ, კუნელის კენკრა - 50 გრ, შროშანას ( ландыша) ბალახი და ყვავილები -15 გრ, საწამლე ვერონიკას ბალახი (трава вероники лекарственной )– 25 გრ, სპორიშა ( трава спорыша ) -30 გრ; ყველაფერი წვრილად დავჭრათ და ავურიოთ. 1 სადილის კოვზ ნაზავს დავასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ამოვადუღოთ 5 წუთი და გავაჩეროთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 4 საათის განმავლობაში. გავწუროთ და მივიღოთ ნახევარი ჭიქა (100 გრ) 2 საათით ადრე ჭამამდე.

2) ძირტკბილას (с горкой ) გადავსებულ 1 ჩაის კოვზს დავამატოთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დავაყენოთ ორთქლის აბაზანაზე 30 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. მივიღოთ ჭიქის 1/3 3-4 ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე და ძილის წინ, 2 საათით ადრე.

3) შაქრიან დიაბეტს და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებას კარგად კურნავს აგრიმონა (репяшок) ათასფურცელასთან ( Achilléa millefólium) ერთად. უნდა აიღოთ ამ მცენარეების ნაზავი - 1 სადილის კოვზი, დაამატოთ 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი და ძალიან დაბალ ცეცხლზე გააჩეროთ 1 საათის განმავლობაში. გაწურეთ და ცხლად მიიღეთ მთელი ჭიქა. ასე გააკეთეთ განუწყვეტლივ ხანგრძლივი დროის განმავლობაში 3 ჯერ დღეში, 40 წუთით ადრე ჭამამდე. გაითვალისწინეთ, რომ ათასფურცელა ადედებს სისხლს, ამიტომ, ვისაც აწუხებს თრომბოზები, ამ ნაზავის გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავოს და ათასფურცელას ნაცვლად გამოიყენოს მწარე აბზინდა. შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ აგრიმონას ნაყენი.

4) სელი( Лён) ასევე კარგად კურნავს დიაბეტს. სელის თესლი 22 სადილის კოვზი დაფქვით, ემალის ჭურჭელში ჩაყრილს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი და დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. გააციეთ თავსახურის მოუხდელად, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოიქმნება წებოვანი აპკი. გაციების პროცესში თესლისაგან მიღებული ქატო დაილექება ძირზე. მიღებული ნაყენი მიიღეთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში დილ-დილობით, თბილ მდგომარეობაში, 30 წუთით ადრე საუზმემდე. ნაყენი კარგად მოქმედებს კუჭქვეშა ჯირკვალზე და გარკვეული დროის შემდეგ, ადამიანს შეუძლია აღარ გამოიყენოს ინსულინის ინექცია. ინსულინისთვის თავის დანებების შემდეგ კიდევ 1 წლის განმავლობაში ყოველდღიურად ეს ნაყენი 2-3 - ჯერ მიიღეთ.

5) აიღეთ ვარდკაჭაჭას დაქუცმაცებულ ფესვები ( корней цикория) - 2,5 სადილის კოვზი. დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი და დააყენეთ წყლის აბაზანაზე 30 წუთის განმავლობაში. მიიღეთ ჭიქის ½ 3 -ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. ვარდკაჭკაჭა ასევე კურნავს ღვიძლის დაავადებას.

6) ნაკრები: პიტნის (3 წილი) და ბაბუაწვერას ფესვის (1წილი) ნარევს დაასხით მდუღარე ქაფქაფა წყალი, წყლის აბაზანაზე დააყენეთ 10 წუთი . მიიღეთ ჭიქის ½ 3 ჯერ დღეში, ჭამამდე15 წუთით ადრე.

7) ოროვანდას (лопух) ნაყენი თანაბარი პროპორციებით : ფოთოლი, ფესვი და ლობიოს პარკი წვრილად დააქუცმაცეთ. აიღეთ 1 სადილის კოვზი ნარევი, დაამატეთ 1 ჭიქა მდუღარე და ნელ ცეცხლზე დავაყოვნოთ წყლის აბაზანაზე 30 წუთის განმავლობაში, გადმოდგით ცეცხლიდან და დააყენეთ 3 საათის განმავლობაში. გაწურეთ და მიიღეთ 2-2 სადილის კოვზი 4-5 ჯერ დღეში ჭამამდე და ძილის წინ.

8) ქერის (овса) ეფექტური ნაყენი: 100 გრ ქერს დაასხით 0,5 ლიტრი წყალი. წამოადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. გადმოდგით ცეცხლიდან და დააყენეთ 2 საათი. მიიღეთ ჭიქის ½ 3- ჯერ დღეში ჭამამდე.

9) ინულა, ჩვეულებრივი მზიურა (Корни девясила ) შეიცავს ბუნებრივ ინსულინს, რომელიც უზრუნველყოფს შაქრის დონის დაწევას. 10 გრ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 100 გრ. მდუღარე წყალი, დააყენეთ წყლის აბაზანაზე 10 წუთის განმავლობაში. ნარევს ხშირად ურიეთ. გააციეთ, გაწურეთ და გადაავსეთ ადუღებული წყლით 100 მილილიტრამდე. მიიღეთ 3-4 სადილის კოვზი 4 -ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე.

10) ალუბლის ფოთლებს, შავი მოცხარის ფოთლებთან და ბერძნული კაკლის ფოთლებთან ერთად, აქვთ ძლიერი სამკურნალო თვისებები შაქრიანი დიაბეტის დროს: აიღეთ 50 -50 გრ. თითოეული კომპონენტისა და დაამატეთ 3 ლიტრი მდუღარე წყალი. შეფუთეთ 3 საათის განმავლობაში, გაწურეთ და მიიღეთ ჭიქის ½ 3-ჯერ დღეში 30 წუთით ადრე, ჭამამდე ზუსტად 3 თვის განმავლობაში. ამ ნაყენის თვისებები უფრო გაძლიერდება, თუ მასში ჩავამატებთ ლობიოს პარკის 50 გრამს, რომელიც წინასწარ უნდა იყოს კარგად დაფქვილი ან დაქუცმაცებული.

11) ეს ნაყენი მთლიანად სპობს შაქრიანი დიაბეტის გართულებებს : ფეხების შეშუპებას, კენჭების გაჩენას თირკმელებში და ა.შ.
კუნელის ნაყოფი (Плоды боярышника) - 3 წილი, შავი ანწლის ყვავილები ( цветки бузины чёрной) -2 წილი, პიტნის ფოთოლი -2 წილი, მრავალძარღვას ფოთოლი - 3 წილი, შავი მოცხარის ფოთოლი - 3 წილი, ლობიოს პარკის -7 წილი. 
გამოყენების წესი: 3 სადილის კოვზ ნარევს დავამატოთ ძალიან მდუღარე 0,5 ლიტრი წყალი, დავაყენოთ წყლის აბაზანაზე 5 წუთი, გავწუროთ და 1 საათის მერე მივიღოთ 150 მილილიტრი 3-4 ჯერ დღეში ჭამამდე და ძილის წინ.

იმკურნალეთ რწმენით ! დაგიფაროთ უფალმა თქვენი კეთილი საქმეებისთვის და მოსიყვარულე გულებისთვის, დაგიფაროთ უფალმა თქვენ და თქვენი ახლობლები!

                                                                                                                            ესაუბრა ზაზა დავითაია 

                                                                                                                            წყარო: "ასავალ-დასავალი"