საზოგადოება
„ბედნიერება გადამდებია!“ – თეთრი კაბის დღე, ანუ "ახდენილი ოცნების" ფორმულა „მილანესასგან“ - როგორ იქცა ქორწილი ბიზნესიდეად
„ბედნიერება გადამდებია!“ – თეთრი კაბის დღე, ანუ "ახდენილი ოცნების" ფორმულა „მილანესასგან“ - როგორ იქცა ქორწილი ბიზნესიდეად

 

-„ცოლად გამომყვები?“

სასურველი კითხვა და საოცნებო პასუხი - “კი“... 

ბედნიერი წყვილი განსაკუთრებული მომავლისთვის ემზადება...

გზა, რომელსაც ისინი „სხვა ცხოვრებისკენ“ მიჰყავს,  ყოველდღიურობისგან განსხავებულია, თუმცა...

გარისკვად ღირს...

ქორწილი - უმნიშვნელოვანესი დღე წყვილის ცხოვრებაში,  მოგონებები, რომელსაც მეხსიერებიდან ვერასდროს ამოშლი...

 ამ დღეს ყველა ცდილობს, იყოს განსაკუთრებული და აქციოს დღე განსაკუთრებულად...

საქორწინო მზადებას დროც მიაქვს, ფინანსური რესურსიც და ნერვებიც. ხანდახან გგონია, რომ კონკრეტულ თარიღამდე ვეღარც მიატან. დეკორაციებს არჩევ, გაფორმებაზეც ზრუნავ, ხანდახან ფერზეც ყოყმანობ და ძლივს შეთანხმებული დიზაინიც აღარ მოგწონს არანაირად, მთელ ენერგიას დებ და შედეგით კმაყოფილი მაინც არ ხარ - რაღაც სულ აკლია სრულფასოვნებას.

ყოფილმა ტანმოვარჯიშემ, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრმა და ამჟამად თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა,  თათია დონაძემ ეს გზა ცოტა ხნის წინ თვითონ გაიარა. ბევრიც ინერვიულა და ბევრიც იშრომა, თუმცა საბოლოო შედეგით ყველა აღფრთოვანებული დარჩა. თათიას ორგანიზებით დღის თითოეული მონაკვეთი, ქორწილის თითოეული ეტაპი ზედმიწევნითი სიზუსტით განხორციელდა. გასეირნება სიყვარულის ქალაქში,  ჯვრისწერის ცერემონიალი, ხელმოწერის ულამაზესი სცენა, დარბაზში დადგმული დეკორაციები, ერთ ფერში შემოსილი პატარძლის მეგობრები, რამდენიმე წინასწარ მომზადებული ნომერი და სიურპრიზი ნეფეს - საქორწინო ფლეშმობი - ღონისძიება მოსალოდნელზე ეფექტური აღმოჩნდა. თათიამ შეძლო და დედის დახმარებით დღე არა მარტო მისთვის, არამედ ყველა დაპატიჟებული სტუმრისთვის დაუვიწყარ მოგონებად აქცია. ახლა ახალი პატარძალი სხვების ქორწილების გალამაზებაზე ზრუნავს.

თათია დონაძე: ქორწილი მართლა ძალიან ლამაზი გამოვიდა. საკუთარი ხელით გავაკეთეთ ყველაფერი მე და დედამ. განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო ჯვრისწერის ცერემონია. ვფიქრობ, ყველაფერმა მოსალოდნელზე უკეთესად ჩაიარა. პროცესი დამღლელი იყო, მაგრამ სასიამოვნო. შედეგი კი დაღლად ნამდვილად ღირდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი და მინდა, ეს ბედნიერება სხვებსაც გავუნაწილო. სწორედ ამიტომ შევქმენით „მილანესა“. იდეა ჩემია, მაგრამ ყველაფერს დედაჩემი განახორციელებს. ის იყო ამ ქორწილის ორგანიზატორიც, დამგეგმავიც და შემსრულებელიც. ყველაფერი იდეალურად გამოვიდა. შვილის ქორწილზე გაცილებით მეტად არის ჩართული ნერვები, ვიდრე სხვისი „ივენთის“ ორგანიზებისას. ეს ადამიანს მუშაობაშიც  უშლის ხელს, თუმცა დედამ ყველა ემოციის დაძლევა შეძლო. შედეგმა კი სათქმელი თვითონ თქვა. ეს დღე ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოგონებად შემომრჩა.  

 

 

ქორწილის მზადებისას დაგროვილი ემოციები და შედეგის ხიბლი თათიამ ბიზნესიდეად  აქცია. შემდეგ საკუთარი ხედვა დედას გაანდო და შედეგმაც არ დააყოვნა.

- დედა დიზაინერია, ამ სფეროში გამოცდილებაც საკმარისი აქვს. ვინც ჩვენს ქორწილს დაესწრო, დამეთანხმება, რომ ყველაფერი მართლა უნიკალურად გაფორმდა. დღეს „მილანესა“ ასეთ ორგანიზებულ, ლამაზ და ორიგინალურ ქორწილებს სხვებს უწყობს. საოცარი განცდაა, როდესაც ადამიანების აღფრთოვანებულ და ბედნიერ სახეებს ხედავ. ვფიქრობ, ძალიან კარგი პროექტი წამოვიწყეთ - ვცდილობთ ნეფე-პატარძლებს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე საოცარ მოგონებად ვუქციოთ.

- ქორწილის სრულად ორგანიზებას იღებთ საკუთარ თავზე?

- გააჩნია, რა სურს დამკვეთს, პატარძალს. სხვადასხვა პაკეტები გვაქვს და შესაბამისად, ფასებიც სხვადასხვაა. შეგვიძლია, მხოლოდ გაფორმებაზე ვიზრუნოთ, ანუ მის მიერ შერჩეული ადგილი ვაქციოთ საოცარ სივრცედ. მინდა გითხრათ, რომ ყველა ქორწილისთვის ინდივიდუალური დეკორაცია მზადდება. არცერთი არ ჰგავს ერთმანეთს. ვერცერთი წყვილი ვერ იტყვის, რომ კონკრეტული დეკორაცია სხვის ქორწილზეც ნახა. იმის თქმა მინდა, რომ  სრულად ვართ ორიენტირებულები მომხმარებლის გემოვნებაზე. ფასიც საკმაოდ ხელმისაწვდომია. რამდენიმე პაკეტის ერთად აღების შემთხვევაში, მოქმედებს ფასდაკლებაც.

მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ჩვენი მომსახურება მხოლოდ ქორწილების გაფორმება-ორგანიზებით არ შემოიფარგლება.  ჩვენ შეგვიძლია დაუვიწყარი გავხადოთ ნებისმიერი სხვა სახის ღონისძიებაც, იქნება ის დაბადების დღე (ბავშვებისა თუ ზრდასრულების), საიუბილეო საღამო, განსაკუთრებული წვეულება და ა.შ.  და  ფურშეტებით, შოკოლადის შადრევნებით, კონკრეტული თარიღისთვის შექმნილი დეკორაციებით, ხელოვნური ან/და ცოცხალი ყვავილებით და ა.შ.  გავალამაზოთ.

მომხმარებლებს შეუძლიათ უკვე ორგანიზებული საღამოების, მათ შორის, ჩემი ქორწილის ამსახველი ფოტომასალა ჩვენს ფეისბუქგვერდზე იხილოს და გადაწყვეტილებაც ისე მიიღოს. იქვეა მითითებული საკონტაქტო ინფორმაციაც.

ახლა წარმოიდგინეთ, რამხელა ენერგიის და შემიძლია გითხრათ, თანხის დაზოგვაც იქნება შესაძლებელი ჩვენი მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში. დავსვათ კითხვა ასე?  რა სჭირდება პატარძალს? დრო, ენერგია და ფული.  ის დარბის, ეძებს, კარგავს დროს, ხანდახან აბსოლუტურად უშედეგოდ, გზაში ხარჯავს ძალიან დიდ ფინანსურ რესურს, ყიდულობს ნივთებს ან დეკორაციებს, რომელიც, შესაძლოა, ვერც გამოიყენოს და ა.შ.  ამ დროს ჩვენ ვთავაზობთ ამ ყველაფრის გაკეთებას უდანაკარგოდ. უფრო რომ დავკონკრეტდეთ, ვთავაზობთ ივენთის ორგანიზებას სრულად ან კონკრეტულ პაკეტებს ცალ-ცალკე, მაგალითად, მხოლოდ დეკორაციების მომზადებას, შერჩეული ადგილის გაფორმებას და ა.შ. რეალურად, თუ გავითვალისწინებთ ზემოთქმულს, საერთო ჯამში ფინანსურად ეს მართლა ძალიან მიზერულ განსხვავებას იძლევა. სამაგიეროდ, ადამიანს რჩება დროც და ნერვებიც, რომ  საკუთარ თავს მიხედოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საღამოს გმირი იმ დღეს კარგად გამოიყურებოდეს. ჩვენ ამის წინაპირობასაც ვქმნით და საქმესაც ვაკეთებთ.

- და როგორ ხერხდება ინდივიდუალურად ყველას გემოვნების დაკმაყოფილება? ხომ არის შესაძლებელი, რომ თქვენი და დამკვეთის ხედვა არ დაემთხვეს ერთმანეთს, დაიწუნოს ნამუშევარი და ა.შ.?

- რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ამის პრევენციაც ადვილად ხერხდება. ქორწილის შემთხვევაში,  პირველ რიგში, ვეცნობით პატარძლის ზოგად გემოვნებას - რა ფერები მოსწონს, დაახლოებით, როგორი წარმოუდგენია ქორწილი, კონკრეტულად, რა სურს, როგორი ტიპის ადამიანია, რა უყვარს და ა.შ. შემდეგ კონკრეტულ წინადადებებს ვაცნობთ, ვფიქრობთ, ვგეგმავთ, ბუნებრივია, ყველაფერს ვათანხმებთ დამკვეთთან. ის სრულად არის ჩართული საკუთარი ქორწილის ორგანიზებაში, მაგრამ არა ფიზიკურად. ის არ დარბის, არ ყიდულობს, არ ამზადებს, ანუ დროს არ კარგავს და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ჩართულობის დონე მაღალია, საბოლოო ჯამში, ყველაფერი მისთვისაც დიდი სიურპრიზი ხდება. სიურპრიზი კი მოსალოდნელზე მაღალი შედეგი და კმაყოფილი სახეებია.   საბოლოოდ,  დეკორაციები ზუსტად ჯდება კლიენტის ხასიათში, სრულად აკმაყოფილებს მის გემოვნებას. ვფიქრობ, ქორწილი ცხოვრებაში ერთხელაა, ყოველ შემთხვევაში, კონკრეტული წყვილისთვის ნამდვილად ასეა და ის  მხოლოდ მათ, ანუ ამ ერთ წყვილს უნდა ეკუთვნოდეს.  ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გავიმეოროთ დიზაინი, არ გავმეორდეთ დეკორაციებში, იდეებში, ორგანიზებაში. თითოეული დღე ნამდვილად უნდა იყოს ორიგინალური და კონკრეტული წყვილისთვის განკუთვნილი. ეს, შეიძლება, ჩვენთვის მეტი შრომის საფუძველი გახდეს, მაგრამ, მერწმუნეთ, შედეგი ამად ღირს.

 

ცნობისთვის

ტანმოვარჯიშე თათია დონაძე მსოფლიო არენაზე საქართველოს სახელით 12 წლის განმავლობაში ასპარეზობდა. შრომისმოყვარეობისა და თავდადების წყალობით,  რამდენჯერმე ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ბედი სილამაზის კონკურსებშიც სცადა და კონკრეტულ ნომინაციებშიც გაიმარჯვა. მის ცხოვრებაში იყო “მის საქართველო“ და „Miss photomodel of the world“... იყო „ერისიონიც“... პერიოდულად მოდელადაც მუშაობდა.    გარკვეული პერიოდი „პრივატბანკის“ თანამშრომელი და სარეკლამო სახეც გახლდათ. „მაესტროზე“ გადაცემა „მაღვიძარას“ ერთ-ერთი ბლოკის წამყვანი იყო და ყოველ დილით 3 წუთს მაყურებელთან ერთად ვარჯიშში ატარებდა. ეს სამსახური ძალიან მოსწონდა. მართალია, აქტიურ სპორტს რამდენიმე ხნის წინ შეეშვა, მაგრამ ახლა თბილისის მერიაში სწორედ ამ განხრით მუშაობს - ის სპორტის პროგრამების განყოფილებაშია.

- თითქმის ყველა პროექტში ვარ ჩართული, რაც დედაქალაქში კეთდება, იქნება ეს სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა, თუ ორგანიზება-გამართვა. ზოგადად, ჩვენი სამსახური ყველაფერს აკეთებს სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის. ამ ეტაპზე პრიორიტეტულია მასობრივი სპორტის განვითარება, რაშიც ასევე აქტიურად ვმონაწილეობ. ძალიან მომწონს ის, რასაც ვაკეთებ.  ზოგადად, ჩემი ყველა საქმე რაღაცით მაინც არის დაკავშირებული ერთმანეთთან, რაღაც კონკრეტული აერთიანებს, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროდ მოიაზრება. მაგალითად, ტანმოვარჯიშე ვიყავი, წარმატებებს მივაღწიე, პროექტ „ნიჭიერშიც“ სპორტული ნომრით წარვდექი და ნახევარფინალშიც მოვხვდი. მაესტროზეც დილის გამამხნევებელ ვარჯიშებს ვამზადებდი და მაყურებელთან ერთად თვითონაც ვვარჯიშობდი. ანუ აქაც სპორტი იყო კავშირში. მხატვრული ტანვარჯიში მარტო სპორტი ხომ არაა, ეს შემოქმედებაა, ცეკვაა. ამიტომ თავი „ერისიონშიც“ კომფორტულად ვიგრძენი. შემდეგ იყო ბანკი, ეს აბსოლუტურად განსხვავებული სფეროა, მაგრამ ჩემს პროფესიასთან არის კავშირში - ილიას უნივერსიტეტის მაგისტრატურა მაქვს დამთავრებული. თუმცა მოდელად მუშაობის გამოცდილება აქაც გამომადგა და „პრივატბანკის“ სარეკლამო სახე ამიტომაც გავხდი. ახლა მერიაში ვარ, ისევ სპორტთან ახლოს. დედას კონსულტაციების დონეზე „მილანესას“ საქმეების ორგანიზებაშიც ვეხმარები. მოკლედ, სპორტი და შემოქმედება - ეს ჩემი სფეროებია. ორივე მათგანი უხალისებს ადამიანს ცხოვრებას და მე მაქვს შანსი, ამ ყველაფრის თანამონაწილე ვიყო. მერწმუნეთ, ეს მართლა უდიდესი პატივი და ბედნიერებაა.

ასე რომ, გოგოებო, თამამად შექმენით ოჯახები, თამამად დაგვირეკეთ, თამამად შეგვიკვეთეთ  და...  ჩვენ თქვენ გამოცდილებას გაგიზიარებთ და მნიშვნელოვან თარიღს საოცრებად გიქცევთ!  ბედნიერება გადამდებია!  ვეცდები, ჩემი ბედნიერება თქვენ სრულად გადმოგცეთ!!!

 

 

რეკლამა

 

 

 

 

 

 

 

loading...