საზოგადოება
„საქართველოს ერთი კი არა, ათი თამაზ მეჭიაური სჭირდება“ - თამაზ ჭეიშვილი
„საქართველოს ერთი კი არა, ათი თამაზ მეჭიაური სჭირდება“ - თამაზ ჭეიშვილი

 „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აპრობირებული  და შემდეგ უკვე „ქართული ოცნების“ მიერ კარგად დაცდილი „პოლიტიკური კარუსელის“ იდეა მოახლოებულმა ადგილობრივმა არჩევნებმა  წინა პლანზე კიდევ ერთხელ წამოსწია. ამჯერად ყურადღების ცენტრში თბილისის მერის პოსტი და ქვეყნის მთავარი აუდიტორის პოზიცია მოექცა. როგორც ამბობენ, პირველს მოქმედი მინისტრი, კახა კალაძე დაიკავებს,  ხოლო ყოფილი მინისტრი და დიდი ალბათობით, მომავალში უკვე ყოფილი მერი, დავით ნარმანია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის სავარძელს მოირგებს. 

პოლიტიკური კულუარებიდან რამდენიმე დღის წინ გაჟონილ ინფორმაციას, როგორც მოსალოდნელი იყო, ქართული საზოგადოება ჩვეული არაერთგვაროვნებით შეხვდა. ზოგმა ხელისუფლებას ჯერ „არგანხორციელებული“ არჩევანი მოუწონა, ზოგმა კი ლამის ქვეყნისა და სამყაროს მტრად შერაცხა. აღმოჩდნენ ისეთებიც, რომლებმაც ერის, ქვეყნისა და ხელისუფლების საკეთილდღეოდ მმართველ გუნდს საკუთარი, ანუ მათთვის მისაღები კანდიდატურა შესთავაზეს და სწორი არჩევანის გაკეთებაც ურჩიეს.

განსაკუთრებული აქტიურობით საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, თამარ მეჭიაურის მომხრეები გამოირჩეოდნენ.

“არ უყვართ პიდარასტებს, რესპუბლიკელებს, მართმადიდებლების მტრებსა და ბიუჯეტის ვირთხებს(!!!)... 
 4 987 ფეისბუკის მეგობარსა და მკითხველებს გთხოვთ, ერთი სიტყვით მიპასუხოთ - თანახმა ხართ, თამაზ მეჭიაური გენერალურ აუდიტორად დაამტკიცოს საქართველოს პარლამენტმა? -დიახ, ან-არა... წინასწარ დიდი მადლობა!...”- წერს გაზეთ „შანსის“ ყოფილი რედაქტორი, ბონდო ქურდაძე სოციალურ ქსელში და საზოგადოებას თამაზ მეჭიაურის პიროვნების ხაზგასასმელად, ყოფილი დეპუტატის სიტყვებს ახსენებს. 

-“ყველა საქართველოს მტერია, ვინც არ უფრთხილდება მამულს  - მიწას ყიდის უცხოელებზე, ენას - უპირატესობას არ ანიჭებს მშობლიურს, და სარწმუნოებას - პროპაგანდას უწევს ნებისმიერს ერის გადამრჩენი-მართლმადიდებლობის საზიანოდ...ასევე, ის ქვეყნებიც, ორგანიზაციებიც და პიროვნებებიც, ვინც მათ იცავს... დროა ამ ორგანიზებულ მტრებს დავუპირისპიროთ ჩვენი ერთობა, ვიდრე გვიან არაა...“ - აღნიშნავს თამაზ მეჭიაური.

რამდენიმე დღის წინ sazogadoeba.ge-ს მწერალი თამაზ ჭეიშვილი დაუკავშირდა და ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებასთან ერთად, თანამოქალაქეების აზრის გარკვევა სთხოვა. მისი თქმით, თამაზ მეჭიაური ქვეყანას ერთი კი არა, ათი სჭირდება.

- პირველ რიგში, გავარკვიოთ, ვინ არის გენერალური აუდიტორი. ეს არის თანამდებობის პირი, რომელიც ბიუჯეტის, ფინანსების ხარჯვას უწევს კონტროლს.

თამაზ მეჭიაური სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.  კარგად მოგეხსენებათ, რა ხდება დღეს ჩვენს რეალობაში ამ დროს. ნებისმიერ ადამიანზე, ვინც მეტ-ნაკლებად პოპულარულია, არსებობს კომპრომატები, თუმცა თამაზ მეჭიაურზე არაფერი აქვთ. ვერც მოძებნიან,  იმიტომ, რომ ბუნებაში არ არსებობს. იმდენად პატიოსანი კაცია, რომ...

წარმოიდგინეთ, სამი მოწვევის დეპუტატი იყო, იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, გამოდის, რომ  მთელი ქვეყნის ოქრო-ვერცხლი,  ფინანსები და მარგალიტები ებარა, ხომ? ხომ შეეძლო, ცხოვრება  საათივით  აეწყო? მაგრამ იმდენად პატიოსანია, რომ...  ამხელა თანხა მის თვალწინ ტრიალებდა და ერთი თეთრითაც არ უსარგებლია. ვერ გეტყვით ვერცერთი ნაციონალი, ვერცერთი რესპუბლიკელი და ა.შ. საწინააღმდეგოს.  აი, დაუსვით შეკითხვა, სთხოვეთ, გამოამზეურონ კომპრომატები. ვერ შეძლებენ. იცით, რატომ? არ არსებობს ასეთი არაფერი და ამიტომ. თუ არ არსებოს, რას გამოამზეურებენ? და ასეთ პიროვნებას როგორ არ უნდა ვანდოთ ამ გაღატაკებული, გაუბედურებული საქართველოს რომელიმე რგოლი მაინც? ქვეყანაში, სადაც თითოეულ ლარსაც კი მნიშვნელობა აქვს, სადაც ძალიან ბევრი უმწეოა, 400 000 ადამიანი უმუშევარია, ეკონომიკა დანგრეული და გაუბედურებულია და ორ მილიონამდე ქართველი  „გაციმბირებულია“, რომ ლუკმა-პური იშოვოს...  და მაშინ ვინ არის უკეთესი? ვინ უნდა იყოს ქვეყნის გენერალური აუდიტორი?

- მაგრამ ბატონი თამაზი ხომ იყო უკვე ხელისუფლებაში?  მას ხომ უკვე ანდეს  საკმაოდ საპასუხისმგებლო „რგოლი“? მან თვითონვე დათმო თანამდებობა, ხელმძღვანელი პირის პოზიცია...  

- არა, არ დაუთმია. ის „ქართული ოცნებიდან“ წავიდა. მასზე თქვა უარი.  არადა სწორედ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი იყო. ოცნების სახელით მოვიდა ხელისუფლებაში.  და რატომ წავიდა? იმიტომ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა, ხაზი, მათი აზროვნება, ორიენტაცია აღარ მოეწონა. არ მოეწონა ის კოჰაბიტაცია, რომელმაც დაღუპა მთელი ქვეყანა, არ მოსწონდა ეს პირში წყლის ჩაგუბება მაშინ, როცა უნდა ეყვირათ,  ხმა ამოეღოთ.  არ მოსწონდა ის, რომ მეფის ნაცვალი, აშშ-ს ელჩი, ფაქტობრივად საქართველოს პრეზიდენტი იყო. სწორედ  მან, იან კელიმ  დაბლოკა თამაზ მეჭიაური. სწორედ მისი წყალობით ვერ გადალახა ბარიერი შარშანდელ არჩევნებზე.   

ამ დღეებში ერთ-ერთმა მომხმარებელმა მომწერა, - ბატონო თამაზ, თქვენ ცნობადი სახე ხართ, ავტორიტეტი ხართ  და იქნებ, თამაზ მეჭიაურის კანდიდატურა წამოაყენოთ გენერალური აუდიტორის პოსტზეო, განიხილება ეს საკითხიო. ამაზე მეც დავფიქრდი. მერე ხმამაღლაც განვაცხადე. აიტაცეს სააგენტოებმა, უამრავი ნახვა ჰქონდა პოსტებს. შემდეგ ბონდო ქურდაძეც გამოეხმაურა პარიზიდან... „შანსის“ პოლიტიკური დევნილი რედაქტორი.  აი, ახლა თქვენ თუ ჩაატარებთ გამოკითხვას, უკვე გვექნება რეალური სურათი. გვეცოდინება, რას ფიქრობს საზოგადოება.

ეს საკმაოდ წონადი თანამდებობაა. გენერალურ აუდიტორს პარლამენტი ირჩევს, ხოლო მისი გადაყენება იმპიჩმენტით ხდება. თუ ამ თანამდებობაზე, ან ქართული ოცნებიდან, ან ნაციონალური მოძრაობიდან დანიშნეს ვინმე, ჩათვალეთ, რომ არაფერი შეიცვლება. ქართული ოცნებაც და ნაციონალური მოძრაობაც უკვე ერთი და იგივე ძალაა. ერთმანეთს ჩახუტებულები არიან და თავსაც გადასარევად გრძნობენ ერთ ბუდეში. ეს „ევროპული საქართველოც“ „ნაციონალური მოძრაობაა“, უბრალოდ, სხვა სახელი დაირქვეს... მგელმა რომ  კრავის ქურქი მოისხას, კრავი გახდება? ის მაინც მგელია.  ჩვენი პოსტების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, დაახლოებით, 20 000-მდე კაცს მაინც სურს, რომ თამაზ მეჭიაური იყოს ქვეყნის გენერალური აუდიტორი. ვფიქრობ, საზოგადოება ანგარიშგასაწევი ძალაა.

თამაზ მეჭიაურს კომაროვის სკოლა აქვს დამთავრებული სულ ხუთებზე. ერთი ოთხიანიც არ გამორევია. ეკონომიკის ფაკულტეტიც წითელ დიპლომზე დაამთავრა. კარგად ესმის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკა. კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი მასთან ჩაწერილ ბოლო ინტერვიუს... თქვენთან გამოქვეყნდა, სხვათა შორის...  ძალიან ღრმა და საინტერესო ანალიზია. როგორ შეიძლება ამ კაცის არდანახვა? ეს ელექტორატის სულში ჩაფურთხებაა, იმ ელექტორატის, ოთხ წელიწადში ერთხელ წინასაარჩევნოდ რომ ახსენდებათ. აბა მერე ვიღას ახსოვს ელექტორატი? თამაზ მეჭიაური რომ გვყავდეს ერთი ათი კაცი,  ასე არ ვიქნებოდით ნამდვილად.

- ბატონი თამაზის მიმართ კრიტიკის ქარ-ცეცხლი მაშინ წამოვიდა,  როდესაც მან ლგბტ საზოგადოება გააკრიტიკა, როდესაც ხელისუფლებას საგარეო ორიენტაცია დაუწუნა, როდესაც რაღაც ისეთი თქვა, რომელიც პროევროპული კურსის საწინააღმდეგოდ ჩაითვალა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს საკითხიც ანალოგიურ, ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს წარმოქმნის?

- იცით, რას გიპასუხებთ?  სადაც წვრილია, იქ გაწყდეს,  ასე სჯობს...  სჯობს, დაფიქსირდეს უმრავლესობის აზრი. თამაზ მეჭიაურს არაფერი დააკლდება ამით.

რაც შეეხება ლგბტ-ს,  ეს პრობლემა საქართველოში არ არსებობს, ხელოვნურად ქმნიან. ვინ რას უშლით, ამიხსენით ერთი.  არ მაინტერესებს ვახტანგი, ჯონდო, თუ ბონდო თავის საძილე ოთახში რას აკეთებს.  აი, ამის პროპაგანდას არ უნდა ეწეოდეს გარეთ. ჩვენ სამნახევარი მილიონიც არ ვართ და ჩვენი გენოფოდი თუ შეიცვალა, ჩვენი სექსუალური ორიენტაცია შეიცვალა და გახდა ლგბტ, მაშინ ვინღა გაამრავლებს საქართველოს? ჩამოსული თურქები? სირიელები? ირანელები? სომხები? აი, რისი წინააღმდეგია თამაზ მეჭიაური. ის წინააღმდეგია ლგბტ მიმდინარეობის პროპაგანდის. ეს კაცი ამბობს, - რაც უნდათ,  ის უქნიათ, რა ჩემი საქმეა, მე ნუ გამაგებინებთო...  როდესაც მე, ტრადიციული ორიენტაციის კაცი, არ გამოვდივარ და არ ვყვირი ამაზე, შენ რატომ მახვევ თავს შენს ორიენტაციას? ყველაფერზე ლაპარაკი ხომ არ შეიძლება? არის რაღაც, რაც საძინებლის კარს მიღმა უნდა დარჩეს.

ახლა რაც შეეხება მის დამოკიდებულებას გნებავთ რუსეთთან, გნებავთ, თურქეთთან, გნებავთ აშშ-სთან და ევროპასთან. თამაზ მეჭიაური იმას კი არ ამბობს, ჩვენ ნატო არ გვინდაო, თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ახლა ასეთი სიტუაციაა -  აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსეთს ბაზები აქვს,  ანუ  ჩრდილოელმა მეზობელმა მიიღო ის, რაც უნდოდა  - შექმნა ბუფერული ზონა  ახლო აღმოსავლეთთან. თუ დასჭირდება, უფრო გააფართოებს, გამოიყენებს სომხეთს და ა.შ. ყველა უწევს ანგარიშს რუსეთს - ამერიკაც და ევროპაც...  და ჩვენ,  სამნახევარი მილიონიც რომ აღარ ვართ, როგორ ვაპირებთ რუსეთთან ბრძოლას? რა ფორმებით? იარაღით? ეს ხომ სასაცილოა. რომ მოინდომოს, გადაგვყლაპავს. 40 წუთში გაჩნდება პუტინი თავისუფლების მოედანზე ტანკებით და შვეულმფრენებით. არ უნდა ეს მას, აღარ სჭირდება, სამაგიეროდ თურქეთია დაინტერესებული. ნიკოფსიიდან დარუბანდამდეო, რომ ვამბობთ, სად იყო ან ნიკოფსია ან დარუბანდი? ერთი კასპიის ზღვა და მეორე სოჭია, ხომ? აი, ეს ჩვენი იყო დავით აღმაშენებლის დროს.  უპრეცედენტო მოვლენა იყო, საქართველოს იმპერია შეიქმნა დაპყრობითი ომების გარეშე. ანუ კავკასიის ხალხებმა თხოვნით მიმართეს დავით აღმაშენებელს, - თქვენს ქვეშევრდომად მიგვიღეთო. და შემოვიდნენ საქართველოს იმპერიაში იმ დროს , როდესაც საქართველო იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.  ჩვენმა ხელგაშლილმა ქართველებმა კი ასე დაანიავეს. 

ბოლო სამიტზე, რომელიც აქ ჩატარდა, ნატოს ეგიდით, ნატოს ხელმღვანელობამ განაცხადა,  საქართველოს მივიღებთ ნატოშიო. ამას მოჰყვა რამდენიმე დიპლომატიური ტირადა.  ანუ მესიჯი გაკეთდა, რომ საქართველო უნდა მიიღონ ნატოში.  ვთქვათ, საქართველო გახდა ნატოს წევრი. რა თქმა უნდა, საქართველოში  შეიქმნება რამდენიმე სამხედრო ბაზა, იქნება ეს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემება, სამხედრო ავიაცია თუ სხვა.  მეტიც, მეზობელი სახელმწიფო ნატოს წევრი ქვეყნიდან საქართველოში შემოვა ნატოს ჯარი. ასეთი ქვეყანაა თურქეთი...ამერიკიდან გადმოისვრიან ერთი 30 კაცს, მაგრამ, ზოგადად, რატომ უნდა ჩამოიყვანონ ასე შორიდან, როდესაც  არის შესაძლებელი, გადმოვიდნენ  თურქეთიდან  და იყონ საქართველოში სულ 15 წუთში?!

ახლა ის გავიხსენოთ, ამ ეტაპზე  როგორ იქცევა თურქეთი. თურქებმა დავით აღმაშენებლის გამზირი უკვე აიღეს. ერთი გაისეირნეთ ამ ტერიტორიაზე  და თქვენ უკვე თურქეთში იქნებით. დავით აღმაშებებელმა, ხაზს ვუსვამ, დააჩოქა ოსმალეთი, ირანი და მთელი მუსლიმანური სამყარო, ესენი კი ადგნენ და  შეგნებულად , ხაზგასმულად  დავით აღმაშენებლის გამზირზე შექმნეს „პატარა თურქეთი».  

ახლა აიღეთ ეს კინომატოგრაფიის პროპაგანდა. ხელოვნებითაც გვიტევენ, პოლიტიკითაც. ფსიქოლოგიურადაც,  მორალურადაც, ჩართულები არიან მთელი ინსტიტუტები...

ავიღოთ სერიალი „შესანიშნავი საუკუნე“. გენიალური სერიალია.  მთელი საქართველო დგას და სულთან სულეიმანის ბედზე ტირის, რომელსაც განზრახული ჰქონდა საართველოს განადგურება. “გასაჭურისება“ უნდოდა აჭარის. არ გამოუვიდა სულთან სულეიმანს, თავის იმპერიაში ვერ შეიყვანა საქართველო. სხვებმა გააკეთეს ეს. გავსებულია აჭარა მეჩეთებით. ეს სამი საუკუნის უბედურებაა. ხედავთ, რა ხდება?!

რატომ დუმს რუსთავი ორი ამ დროს? რატომ დუმს,  როდესაც ლანძღავენ პატრიარქს? თუ შეეხებიან მუსლიმანურ სარწმუნოებას, ისეთი პანიკა ატყდება ხოლმე, თითქოს ნიკა გვარამია მუსლიმანი იყოს...

ახლა დავუბრუნდეთ ზემოთქმულს და ნატოს წევრი ქვეყნის ჯარის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში.  თუ თურქეთი შემოვა საქართველოში, მოხდება აჭარის ანექსია. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ  2021 წელი გვიახლოვდება. გავიხსენოთ ყარსის ხელშეკრულება, რომელიც  100 წლის წინათ დაიდო. ნატოს ბლოკში მოხვედრით ჩვენ დავკარგავთ არა მაროტ აჭარას, არამედ მთელ დასავლეთ საქართველოს. აი, რის წინააღმდეგია თამაზ მეჭიაური. იმის წინააღმდეგი კი არა არის, რომ ნატოს წევრები გავხდეთ, ამის წინააღმდეგი არც არავინაა,  უბრალოდ, ამ ეტაპზე ამის გაკეთება არ შეძლება. ამ ეტაპზე, ვინც ამას მხარს დაუჭერს, საქართველოს მტერი იქნება. მეჭიაურს კი ქვეყანა უყვარს. ამიტომაც არ ერიდება იმის თქმას, რაც მისთვის მიუღებელია. ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი აზრი, რადგან ქვეყნის რეალური ხელისუფლება მაინც ისაა.