სამართალი
„საზოგადოებას ჰგონია, რომ ადვოკატი ყოვლისშემძლეა“ - რატომ იზრდება მოქალაქეთა უკმაყოფილება და როგორ მივიღეთ გადატვირთული, „გაგუდვის პირას“ მისული სასამართლო - ლევან ჭიღლაძის წინასაარჩევნო ინიციატივა
„საზოგადოებას ჰგონია, რომ ადვოკატი ყოვლისშემძლეა“ - რატომ იზრდება მოქალაქეთა უკმაყოფილება და როგორ მივიღეთ გადატვირთული, „გაგუდვის პირას“ მისული სასამართლო - ლევან ჭიღლაძის წინასაარჩევნო ინიციატივა

ერთხელ ცნობილმა იურისტმა სასამართლო პროცესზე ასეთი ფრაზა წარმოთქვა: „მართლმსაჯულებას ჯერ სიმართლე უნდა აინტერესებდეს და მერე სამართალიაო“ მას შემდეგ ეს აზრი ხშირად ამეკვატება ხოლმე. ჩვენს კანონში ამ მხრივ ხარვეზებია,  მაგალითად,  ადამიანი კანონთან, შესაძლოა,  მართალი იყოს, მაგრამ რეალურად დამნაშავის სკამზე აღმოჩნდეს.  რატომ? ხშირად პროცესის არცოდნა უბრალო მოქალაქეებს ხელს გვიშლის, ვამტკიცოთ ჩვენი უდანაშაულობა.  მხოლოდ იმიტომ, რომ მხარემ შუამდგომლობა წერილობით არ წარმოადგინა სხდომაზე, კანონის მიხედვით, მოსამართლეს შეუძლია აღნიშნული, თითქოსდა, ელენტარული უცოდინრობა ან დაუდევრობა ჩვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენოს, - რა ვქნა, ბატონო, მეტის საშუალებას კანონი არ მაძლევსო. სასამართლოს მთლიანობაში ეკრძალება, თავად  გამოითხოვოს მტკიცებულებები და მხარის ინტერესების სასარგებლოდ ჩაატაროს დამოუკიდებელი მოკვლევა . მაშინ რაში მდგომარეობს სამართლიანი სასამართლოს პრონციპი? ანუ მოსამართლე საკანონმდებლო პროცესით გეუბნება, რა მტკიცებულებასაც მომიტან, იმაზე დაყრდნობით მივიღებ გადაწყვეტილებასო. მაგრამ ვინ უნდა უთხრას, რა დოკუმენტი სჭიდება ამათუ იმ დავის დროს კლიენტს,  რომელიც ისედაც დაბნეულია და არ იცის, რა ქნას?  ეს პრობლემა დღეს განსაკუთრებით სამოქალაქო საქმის წარმოების დროს იჩენს ხოლმე თავს, როდესაც არაიურისტები და არაადვოკატები მონაწილეობას ღებულობენ პირველი ინსტანციის სასამართლოებში და წარმომადგენლებად გველინებიან, რადგან მათ ამის უფლებას კანონი აძლევს. ,ფაქტია, რომ  ამ მიზეზთა გამო მდგომარეობა საგანგაშოა, პირდაპირ ხელი ეშლება  სწორი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას და უპირატესად ზიანი ადგება მხარის ინტერესებს. აღნიშნული საკანონმდებლო ბარიერით სასამართლოგან სიმართლეს არ უნდა ველოდოთ! ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ადვოკატთა ასოციაციის მცდელობებიც, რომ საკანონმდებლო დონეზე გამოსწორდეს ეს ხარვეზი. მაგრამ არის კიდევ სხვა პრობლემებიც.

 რატომღაც ჩვენს საზოგადოებას ჰგონია, რომ  დამცველი ყოვლისშემძლეა. ხშირად კლიენტი მხოლოდ მის მიერ გაღებული თანხის მიხედვით ზომავს ყველაფერს, რატომღაც ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს ავიწყდებათ, რომ ადვოკატის საქმე იწყება ფიქრიდან, საქმის მასალების წაკითხვა- მსჯელობა , აღარაფერს ვამბობთ  გამოყოფილ დროსა და ენერგიაზე, რაც  ადამიანის ტიტანურ ნებისყოფასთან არის დაკავშირებული. წარსულს ჩაბარდა ის დრო,  როდესაც  არსებობდნენ ე.წ. საქმოსანი ადვოკატები, რომელთაც ერთი კონიაკის ფასად გამოჰქონდათ სასამართლო გადაწყვეტილებები მართლმსაჯულების კაბინეტებიდან. საილუსტრაციოდ ერთმანეთს რომ შევადაროთ ძველი და ახალი სასამართლო გადაწყვეტილებები, ალბათ, მთელი წელი ვიცინებთ ფურცლების რაოდენობის მიხედვით  . ძველი, არაფრისმთქმელი ერთგვერდიანი გადაწყვეტილებები შეცვალა სქელტანიანმა დასკვნებმა. ჩვენი საზოგადოება ვერ ეგუება ამ ფაქტს, განსაკუთრებით ძველი თაობები, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ კორუფციულ გარიგებებს  და ხონჩით მორთმეულ გადაწყვტილებებს და რა თქმა უნდა, გროშების ფასად. მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ დღეს ჩვენ ადვოკატებს მოსამართლეებთან კონტაქტიც კი გვეკრძალება, არათუ საქმესთან დაკავშირებული ურთიერთობა. უდავოდ, დიდია ბ-ნ ზაზა ხატიაშვილის წვლილი  საქართველოს ადვოკატთა კორპუსის, როგორც მძლავრი ინსტიტუტის გაძლიერებაში. ჩვენ ხშირად პრობლემა გვაქვს კლიენტის ეგრეთ წოდებულ მენტალობასთან, მეტწილად,  პრაქტიკაში გვთხოვენ იმაზე მეტს,  ვიდრე ჩვენ კანონის მიხედვით შეგვიძლია .

ჩვენი კანონმდებლები ხშირად ისეთ პროცესუალურ კანონებს იღებენ, მგონია, მხოლოდ  ერთი ინსტიტუტის სასამართლოს გაძლიერებაზე მუშაობენ. აი, მაგალითად, ერთ-ერთი რეგულაციის მიხედვით, სამოქალაქო წარმოების დროს ადვოკატს ევალება მხოლოდ ფოსტის მეშვეობით ჩააბაროს მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლო გზავნილი მაშინ,  როდესაც  სასამართლო არცთუ დიდი ხნის წინ ამას თავად აკეთებდა.  ხშირად ფოსტის მეშვეობით რამდენჯერმე გვიწევს ერთი და იგივე გზავნილის ჩაბარება მეორე  მხარესთან,  რაც ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გამოდის ის, რომ მდიდრდება ერთი სუბიექტი-ფოსტა, ხოლო  ღარიბდება უბრალო მოქალაქე, რომელსაც ამის გამო პრეტენზიები აქვს ადვოკატთანაც. ან კიდევ , შეურაცხმყოფელია კიდევ ერთი საკანონმდებლო რეგულაცია - სამოქალაქო საქმეზე მოსამართლე ხარვეზს აღარ ადგენს, პირდაპირ გეუბნება უარს. მართალია, კვლავ გაქვს უფლება იმავე საკითხით მიმართო სასამართლოს, მაგრამ მოქალაქეს ხელახლა ისევ უწვს  ძნელი და რთული გზის გავლა. ბატონებო, არსებობდა შესანიშნავი  პროცესუალური ნორმა, მოსამართლე წერილობით გიდგენდა ხარვეზს, მიგითითებდა საკითხებს, რაც დაზუსტება-დამატებას საჭიროებდა, აღარ გიწევდა საქმის მასალების გამოთხოვა, როგორც ახლა  და ამით გვარდებოდა პრობლემა. კლიენტიც კმაყოფილი იყო და ადვოკატიც. როგორც შემდგომ ახსნეს,  თურმე ეს ყოველივე სასამართლო განტვირთვას მოემსახურაო, თუმცა სადავოა ...

 სასამართლო  განტვირთვის  საკითხი მარტივი მოსაგვარებელია, ჩვენ ისევ საკანონმდებლო რეგულაციიდან უნდა გამოვიდეთ. მკითხველმა რომ ადვილად გაიგოს, ვიტყვი, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდესში არის ასეთი ჩანაწერი: მოპასუხეს სარჩელი ბარდება მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.  მიაქციეთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ ფაქტობრივად მთელი საქართველო თბილისში ცხოვრობს, ამიტომაც მივიღეთ გადატვირთული, გაგუდვის პირას მისული სასამართლო, რომელსაც მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა ვერ უშველის, მათ შორის ვერც დარბაზების დამატება. გამოსავალი სწორ საკანონმდებლო რეგულაციებშია. წარმოიდგინეთ მოსამართლე, რომელსაც თვეში ასობით საქმის განხილვა ევალება. მივიღებთ სწორ, ეფექტურ მართლმსაჯულებას ?

 ერთი ასეთი ფაქტი მასხენდება:  მოსამართლეს ერთ-ერთმა მოსარჩელემ წერილი მიწერა, - ბატონო, თქვენთან სარჩელის შემოტანისას ფეხმძიმედ ვიყავი, ახლა ეს ბავშვი გაჩნდა და მალე ალბათ სკოლაშიც მივა. ერთი ნატვრა მაინც ამისრულეთ,  სახეზე მაინც გნახოთ, რა ფერისაა ჩემი ვირტუალური  ბედის გადამწყვეტიო. დიახ, ბატონებო, დროში გაწელილი პროცესები სერიოზული პრობლემაა დედაქალაქში, რომლის გამოც კლიენტები ჩვენც გვატარებენ კრიტიკის ქარ-ცეცხლში. რა ქნან, აქ, დაბალ ღობესთან მაინც იყარონ გულის ჯავრი, ხოლო ე.წ. ვირტუალურ მოსამართლემდე უმწეოთა ხმა ვერ აღწევს.

 თითქოს არ არის პრობლემა, მაგრამ დღემდე არ არსებობს საზოგადოებრივი  ტრანსპორტი, რომელიც უბრალო მოქალაქეებს თბილისის საქალაქო სასამართლოდან გლდანის  სასჯელაღსრულებამდე  ტრანსპორტირებაში დაეხმარება, მითუმტეს მაშინ, როდესაც დაკავებულ ბრალდებულებს პირდაპირ ციხეში მოსამართლის ბრძანებით  სწორედ  ამ გზით ამწესებენ . ამიტომაცაა, რომ იზრდება განაწყენებულ მოქალაქეთა რიგები. ამბობენ, მერიამ ამ მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპრტის დანიშვნაზე უარი იმიტომ თქვა, რომ ბიზნეს თვალსაზრისით, მომგებიაბნი არ იქნებაო. თუმცა ამის ირგვლივ მათ არც კვლევა ჩაუტარებიათ და არც საკითხი შეუსწავლიათ . სხვათა შორის, უბრალო მოქალაქეების გარდა, ამ პრობლემას საკუთარი ავტომობილის გარეშე მყოფი ადვოკატებიც უჩივიან . ახლოვდება რა არჩევნები,  ფიქრობ, პირდაპირ კარგი ინიციატივაა ამ მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნა.

 ბატონო პარლამენტის წევრებო , ვის ვის და თქვენ უკეთესად ხელეგეწიფებათ  სასამართლოს განტვირთვა , ეფექტური მართლმსაჯულებისათვის ხელის შეწყობა.   სწორი, საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე საკანონმდებლო რეგულაციების  შემუშავება... ეს არის ხსნებული პრობლემების გადაწყვეტის სათავე.