მოქალაქის ტრიბუნა
„2017 წლის 14 აგვისტოს შოთა რუსთველის დაბადებიდან არა 850, არამედ 857 წელი შესრულდება“ - იოსებ გოგატიშვილი
„2017 წლის 14 აგვისტოს  შოთა რუსთველის დაბადებიდან არა 850, არამედ 857 წელი შესრულდება“ - იოსებ გოგატიშვილი
  • პორტალზე მასალის განთავსება შეუძლია საზოგადოების ნებისმიერ  წარმომადგენელს. 

  • პუბლიკაცია გამოხატავს ავტორის პირად მოსაზრებებს და სარედაქციო ჯგუფი პასუხისმგებელი არაა მის შინაარსზე


სურვილი მაქვს,  კიდევ ერთხელ გამოვაქვეყნო ჩემი მოსაზრებები და მტკიცებულებები, მაგრამ ამჟამად შევეცდები, მხოლოდ  შოთა რუსთველის დაბადების თარიღისა და მისი ისტორიული პიროვნების შესახებ  ვისაუბრო.

ჩემი კვლევის მიხედვით შოთა რუსთველი 1160 წლის 14 აგვისტოს დაიბადა, იგი არის ისტორიაში ცნობილი პიროვნება–„ჭიაბერი“.

ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, ბედნიერება მქონდა შევხვედროდი ბატონ, აწ გარდაცვლილ რუთველოლოგ მეცნიერს, გიორგი არაბულს. გულწრფელად გეტყვით, აღფრთოვანება არ გამოუხატავს, მაგრამ საჩუქრად გადმომცა „ვეფისტყაოსანი“– ერთ–ერთი უახლესი გამოცემა და ვეფხისტყაოსნის ელექტრონული ვერსიები, რაზეც დიდ მადლობას მოვახსენებ ღვაწლმოსილ მეცნიერს, ამასთანავე, მაჩუქა ერთ–ერთი მისი გამოცემა „შოთა რუსთველის ბიოგრაფია ქართულ მეცნიერებაში“ (გამომცემლობა „მერანი“ 1992). ჩემი სითამამე ამ გამოცემის შესწავლამ უფრო პერსპექტიული გახადა და დავრწმუნდი, რომ ჩემი მოსაზრებები სწორია და ობიექტური. ყოველივეს გათვალისწინებით მოგახსენებთ შემდეგს:          

შოთა რუსთველის დაბადების თარიღი -1166 წელი ემყარება პავლე ინგოროყვას კვლევებს. (რუსთველოლოგიაში და სხვაგან... ამ ღვაწლმოსილი მეცნიერის შრომები ფასდაუდებელია, განსაკუთრებით ჩემთვის, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ, მაგრამ ამ საკითხში პავლე ინგოროყვა შეცდა).  ვინაიდან  შოთა რუსთველის დაბადების თარიღი დაკავშირებულია თამარ მეფის დაბადების თარიღთან, რომ შოთა რუსთველი 5–6 წლით უფროსია თამარ მეფეზე. თამარ მეფე კი დაიბადა– 1166  წელს. 

მეუფე ანანია ჯაფარიძე ერთ–ერთ თავის გამოცემაში (ცხოვრება და ღვაწლი სავედრებელი პარაკლისი დაუჯდომელი საგალობელი წმინდისა და კეთილმსახურისა  მეფისა თამარისი გვ. 4–თბილისი 2007) წერს, რომ თამარ მეფე დაიბადა 1166 წელს. იქვე გვ. 5 „დიდებულებმა ფიცი დადეს მის ერთგულებაზე და მუხლი მოიყარეს 12 წლის მონარქის წინაშე, რომლისათვისაც განგებას ერის წინამძღოლობისა მძიმე ჯვრი ებოძებინა“.

„დაჯდა ნებითა ღმრთისაითა თამარ მეფედ დასაბამითგანთა წელთა ექვსიათას ექვსას ოთხმოცდაექვსსა.....“ ქართლის ცხოვრება ტომი II (თბილისი 1959) გვ. 116. ანუ თანამედროვე წელთაღრიცხვით ეს თარიღია–1178 წელი. ამ წელს გიორგი III-ემ თანამოსაყდრედ დაისვა თამარი, რომელიც 12 წლისა იყო ე.ი. 1178-12=1166 წელი. 14 მაისი კი მისი დაბადების დღეა. ე.ი. უტყუარი თარიღია, რომ  წმ. თამარ მეფე დაიბადება 1166 წლს 14 მაისს. ამის შემდეგ მარტივი ლოგიკით და ელემენტარული არითმეტიკული ანგარიშით (1166–6=1160)  დაიბადა შოთა რუსთველი 1160 წელს.  

დაბადების დღე კი „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით: „მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი“. ლოგიკური მოსაზრებით 1166 წლის 14 მაისს გამოვაკლოთ 5 წელი და ცხრა თვე,  1160 წლის 14 აგვისტოა.  (2017 – 1160 =857).

ასე რომ,  2017 წლის 14 აგვისტოს შესრულდება შოთა რუსთველის დაბადებიდან არა 850, არამედ 857 წელი.

შოთა რუსთველის “ვეფხისტყაოსანი ისტორიულ ფაქტებზე და მოვლენებზე შექმნილი ნაწარმოები _ პოემაა: ფარსადანი, ტარიელი და ნესტან-დარეჯანი - გიორგი III, შოთა რუსთველი და თამარ მეფეა. დავარი კი გიორგი III-ის და - დედოფალი რუსუდანი. როსტევანი-დავით III კურაპალატი, ავთანდილი კი ბაგრატ III და სხვა მრავალი, მოვლენა, ფაქტი და პიროვნება.

შოთა რუსთველი კი ისტორიულ სინამდვილეზე დაყრდნობით, თავისი შემომქმედებითი ნიჭითა და უნარით ამდიდრებს და ხელოვნების უმაღლეს დონეზე აჰყავს ყველა მოვლენა.

ზემოთ აღნიშნულისა და სხვათა მოსაზრებების გათვალისწინებით,  შევეცადე,  დამედგინა შოთა რუსთველის ისტორიული პიროვნება.  “ჭიაბერი” არის_შოთა რუსთველი, იგივე შოთა ივანეს-ძე ორბელი – ბაგრატიონი. წარმოშობით არის მესხეთიდან, დიდი აშოტ I კურაპალატის (კლარჯ ხელმწიფეთა)  შთამომავალი. . სუმბატის შვილი ბაგრატი, არადა,   სავარაუდოა, ის არის შოთა რუსთველის უშუალო წინაპარი . . . (გამოსაკვლევია 1012 წლიდან 1100 წლამდე პერიოდი, აგრეთვე ბაღვაშებისა და ორბელების ნათესაური კავშირი. ჩემი კვლევების მიხედვით ისინი ორბელები არიან (იხ. გეორგიკა მე–5 და მე–6 ტომი ლიპარიტ ორბერლიანი–ლიპარიტ ერისთავი. აქვე აღნიშნულია მისი სამეფო წარმოშობა (ბაღვივაში კი _ სახლი მწვალებელთა გასაგებია რატომ?. . . .). 1100 წლის შემდეგ ისტორიაში ოფიციალურად მოიხსენებიან ორბელების გვარით ივანე ლიპარიტის ძე ორბელი _ მანდატურთუხუცესი და ამირსპსალარი, შემდეგი _ სუმბატი ივანეს ძე და ივანე სუმბატის ძე 1178 წლამდე.

მოგახსენებთ სხვა არგუმენტებსაც: 1. პავლე ინგოროყვას მოსაზრებით ისტორიული პიროვნება შოთა რუსთველი არის– „ჭიაბერი“–ს შვილი–მეცნიერის ეს მოსაზრებაც მცდარია, რადგან შოთა რუსთველი  “ჭიაბერი”–ს შვილი კი არ არის, არამედ თვითონაა „ჭიაბერი“, რომელიც ქართლის ცხოვრების მიხედვით  გაზრდილია გიორგი მეფის–გიორგი III-ს მიერ. ისმის კითხვა რატომ?–უფლისწულად ხომ არა? ახლა შევქმნათ გიორგი III-ის ფსიქოლოგიური პორტრეტი და დავწმუნდებით, რომ “ჭიაბერი” იზრდებოდა მეფის სასახლეში. როდის? 1162 წლიდან (მეფემ ბრძანა შვილად გავზრდი), როდესაც ის იყო 2-3 წლის.

მაშ ასე, ვინაიდან ისტორიულ საბუთებში გიორგი III-ის დაბადების წელი არ მოიპოვება, ჩვენ ვიცით სხვა ფაქტები, რომლებიც საფუძველს გვაძლევს ვთქვათ, რომ გიორგი III დაიბადა არაუგვიანეს 1127 წლისა. გიორგი III დაქორწინდა 1155 წელს და მეფედ აკურთხეს 1156 წელს. ისტორიაში ისიც ცნობილია, რომ მას ათეული წლის  განმავლობაში შვილი არ ჰყავდა. ბუნებრივია და გასაკვირიც არ არის, რომ მემკვიდრეზე ეფიქრა და შვილის აყვანაზე ეზრუნა სავარაუდოდ 7-8 წლის შემდეგ მაინც ე.ი. 1162-63 წლებში. ამ დროს კი “ჭიაბერი” მეფის კარზეა ლოგიკური თვალსაზრისით 2-3 წლის ასაკში. ამის შემდეგ გადის დრო და 1166 წელს იბადება წმ. თამარ მეფე: სიტუაცია შეიცვალა ... რა მივიღეთ? “ჭიაბერი” მეფის გაზრდილი დაბადებული 1160 წელს, თამარი მასზე 5-6 წლით უმცროსია. “ჭიაბერი” არის უდაოდ სამეფო გვარის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, ისე სამეფოდ არავინ გაზრდიდა.  უფრო მეტიც–უფლისწულად, რაც ლოგიკურია და უდავო ფაქტია.

იყო თუ არა “ჭიაბერი”  შოთა რუსთველი და ერთადერთი პიროვნება, რომელსაც უფლება ჰქონდა, ეთქვა, - ინდოეთი (საქართველო) ჩემი არისო, - რა თქმა უნდა იყო, რადგან დემნა უფლისწულის დასჯით და გარდაცვალებით დამთავრდა სამეფო დინასტიის ეს შტო. ”ჭიაბერი” კი არის კლარჯ ხელმწიფეთა ერთადერთი შთამომავალი, ვინაიდან მისი ბიძაშვილი, ვახტანგი, ჯერ იბრძოდა საქართვლოს წინააღმდეგ ბიზანტიის მხარეს, ხოლო შემდეგში “დაიღუპა” 1032–1052 წლებში.

 

ჭიაბერი” – შოთა

ვინ არის „ჭიაბერი“? – „ჭიაბერი“ არც გვარია და არც სახელი. ის შერქმეული ზედსახელია, რომელიც უდიდეს საიდუმლოს მალავდა გარკვეული დროის განმავლობაში. „ჭიაბერი“ არის გაზრდილი გიორგი მეფისა, „ჭიაბერი“ გიორგი მესამემ დანიშნა მეჯინიბეთუხუცესად, ანუ სამეფო გვარდიის სარდლად 1177–1184 წლებში, „ჭიაბერი“ თამარ მეფემ დანიშნა 1184 წელს მანდატურთუხუცესად 1205 წლამდე  და უბოძა სამფლობელოდ ჟინვანი მრავალი (შვიდ) მთიულეთით, ამასთანავე „ჭიაბერი“ 1189–1191 წლებში იყო ამირსპასალარიც. ეს ყველა ისტორიული ფაქტებია. მანდატურთუხუცესი ეს დიდი თანამდებობაა, ჩემი შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში, უფრო მეტი ვიდრე დღეს პრემიერმინისტრია. იგი მეფესთან შეთანხმებით მართავდა ქვეყანას. არსებობს მოსაზრება, რომ „ჭიაბერს“ ჟინვანი სამკვიდროდაც მიეცა 1205 წლის შემდეგ 1208 წლამდე. (გაიოზ იმედაშვილი რუსთველოლოგიური ლიტერატურა–13–584ბ. გიორგი საძაგლიშვილი – „ავტორი აღნიშნავს, რომ ყოფილი ქალაქი ჟინვანი, რომელიც მურვან ყრუმ დაანგრია VII საუკუნეში, ამჟამად პატარა დასახლებაა და შედის სამთავისის ეპარქიაში. აქ, როგორც  ირწმუნებიან, იყო „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი შოთა რუსთაველის მამული, რომელიც მან გადასცა შიო მღვიმის ლავრას. . . ). საინტერესოა, „ჭიაბერი“ თუ – შოთა რუსთველი არ იყო, როგორ გადასცემდა „ჭიაბერი“–ს ქონებას შოთა რუსთველი შიომღვიმის ლავრას? ამის მტკიცებულება არის ერთი ისტორიულ საბუთში “დაწერილი ჭიაბერისა შიო მღვიმის  მონასტრიადმი”,  რომელსაც  ამტკიცებს თამარ მეფე, თვით მანდატურთუხუცესი–“ჭიაბერი”, ქართლის კათალიკოსი თევდორე, შოთაი და ორბელები. რატომ ორბელები? (ესეც საგულისხმო ფაქტია). ეს საბუთი საკმაოდ შესწავლილია და აქ ახალს ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ “ჭიაბერი” არის ქონების მეპატრონე, როგორც შოთაი და ისინი არიან ერთი და იმავე ასაკის. ვინაიდან ეს წერილი დაწერილია 1189-91 წელს. მაშინ “ჭიაბერი” 29-31 წლისაა, როგორც შოთა (პ. ინგოროყვა რუსთაველიანა ტომი 1–2).  ეს კი ჩემი ვარაუდით ერთი და იგივე პიროვნებები არიან.

ლოგიკური აზროვნების თვალსაზრისით და ზემოთ მოყვანილი ისტორიული საბუთების მიხედვით “ჭიაბერი” არის შოთა რუსთველი და ყველაფრის გათვალისწინებით, ის იყო ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე მეფობისა, რა თქმა უნდა, იმის შემდეგ, როცა დემნა უფლისწული “გარდაცვლილი” იყო. ვინაიდან ის არის უფროსი შვილის, ადარნესე ბევრელის, შთამომავალი, აშოტ I დიდი კუროპალატისა, შემდეგში კანონიერი მემკვიდრეები ყოველთვის უფროსი შვილია და პრინციპი არასდროს არ დარღვეულა.

ბორის კანდელაკის ნაწარმოების „ათონი ჯვარი პეტრიწონი“ ვრწმუნდებით, რომ შოთა რუსთველი იყო პირველი კალამშიც და ხმალშიც – ხმალში გვირგინოსნები კი საქართველოში ბაგრატიონები იყვნენ.

შოთა რუსთველი რომ გვირგვინოსანია კალამში, რა თქმა უნდა, საეჭვო არ არის, რაც შეეხება გვირგვინოსანს  ხმალში, თამარ მეფის ეპოქაში ასეთები ბევრნი იყვნენ, თუმცა ყველა მათგანი გაშიფრულია, მაგრამ ორივეში ერთად შეიძლება იყოს მხოლოდ „ჭიაბერი“, ვინაიდან იგი იყო 1177 _ 1184/85 წ.წ. _  მეჯინიბეთ-უხუცესი–სამეფო გვარდიის სარდალი; 1184/85 _ 1205 წლებში_ არის მანდატურთ-უხუცესი; 1189–1191 წ. _ მანდატურთ-უხუცესი და ამირსპასალარი და იბრძოდა ყველა დიდ ომებში მოწინავეთა რიგებში. 1245 _ 1250 წ.წ. _ მეჭურჭლეთ-უხუცესი.

 შოთა რუსთველი, იგივე – „ჭიაბერი“–ს  სახელით 1177–1205 წლებში, შეაძლოა 1208 წლამდეც კი. შემდეგ–შოთაი. . .

 

პატივისცემით იოსებ (სოსო) გოგატიშვილი.

 28.06.2017 წელი

 

იხ. აგრეთვე:  

როგორ გამოთვალა იოსებ გოგატიშვილმა შოთა რუსთაველის დაბადების თარიღი და ვინ არის „ჭიაბერი“ - განსხვავებული აზრი

„ჭიაბერი“-ს ხელრთვა და შოთას ხელრთვა ერთი და იმავე პიროვნების მიერაა შესრულებული“ – „შოთა რუსთაველი „ჭიაბერია“ - პალეოგრაფიული კვლევის შედეგები

"ვაცხადებ, რომ შოთა რუსთაველი არის "ჭიაბერი" - იოსებ გოგატიშვილი "ზედსახელში" დამალულ საიდუმლოზე საუბრობს

 

 

 

 

 

loading...