კულტურა
მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად შესრულებული სახელმწიფო ჰიმნი და დღე, რომელიც ერთმანეთისგან შორს მყოფ ლიტველებს საქართველოშიც აერთიანებს - Lietuvos valstybės diena paminėta Tbilisyje
მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად შესრულებული სახელმწიფო ჰიმნი და დღე, რომელიც ერთმანეთისგან შორს მყოფ ლიტველებს საქართველოშიც აერთიანებს - Lietuvos valstybės diena paminėta Tbilisyje

მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად შესრულებული სახელმწიფო ჰიმნი და დღე, რომელიც ერთმანეთისგან შორს მყოფ ლიტველებს საქართველოშიც აერთიანებს


 

Lietuvos valstybės diena paminėta Tbilisyje

 


 

შესაშური ერთსულოვნება, რომელიც წელიწადის ერთ კონკრეტულ დღეს ნებისმიერ ქვეყანაში, ერთმანეთისგან შორს მყოფ ლიტვის ყველა მოქალაქეს აერთიანებს, საქართველოსაც შეეხო. ლიტვის სახელმწიფოებრიობის დღე დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის ქართველმა სტუდენტებმაც აღნიშნეს - 6 ივლისს, ზუსტად ცხრა საათზე მსოფლიოს მასშტაბით გაჟღერებულ ლიტვის სახელმწიფო ჰიმნის ჰანგებს 20-მდე ქართველის სიმღერაც შეუერთდა.  

Lietuvos didysis kunigaikštis Mindaugas, priėmęs katalikybę, Romos popiežiaus palaimintas, 1253 m. liepos 6 d. tapo Lietuvos karaliumi. Lietuva tapo pripažinta Europos valstybe. Todėl Lietuva labai iškilmingai pažymi šią dieną, ją vadina Lietuvos valstybės diena.

 

 

 

 

 

სოფიო ტაბატაძე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის სტუდენტი: ყოველი წლის 6 ივლისს 21:00 საათზე მთელი მსოფლიოს გარშემო, მათ შორის საქართველოშიც, ლიტვის სახელმწიფო ჰანგები ტრიალებს. ამ დღეს ლიტვის ყველა ქალაქსა თუ სოფელში, სახლსა თუ ეზოში, ხალხი დიდ და პატარა ჯგუფებად იკრიბება და სახელმწიფო ჰიმნს ერთდროულად ასრულებს. ეს თარიღი რომის პაპის კურთხევით 1253 წელს  ლიტვის დიდი თავადის,  მინდაუგასის ლიტვის მეფედ გახდომის ფაქტს უკავშირდება. ამ დღეს ქვეყანა  ევროპის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.  ამიტომაც არის, რომ ლიტვის რესპუბლიკა თარიღს ყოველწლიურად საზეიმოდ აღნიშნავს და  მას სახელმწიფოებრიობის დღეს უწოდებს.

ეს ტრადიცია 2009 წლიდან არსებობს  და საინტერესოა იმით, რომ მასში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა ის ქვეყანაა ჩართული, სადაც ლიტვის დიასპორა არსებობს. ამგვარად, ამ დღეს - 6 ივლისს, ლიტვის სახელმწიფო ჰიმნის ჰანგები  მთელი მსოფლიოს გარშემო, მათ შორის საქართველოშიც ტრიალებს.

ინიციატივა, შექმნილიყო მსგავსი ლიტვური იდენტობის განმსაზღვრელი აქცია, უაღრესად უნიკალურია, რადგან ერთ მუშტად კრავს ერთმანეთისგან შორს მყოფ ლიტველებს. ამ აქციაში აქტიურად არიან ჩაბმულნი ლიტვის უცხოელი მეგობრებიც.

თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრი, სადაც ქართველი სტუდენტები (მათ შორიც მეც) ლიტვურ ენას ვსწავლობთ. თუმცა ჩვენ ვსწავლობთ არამხოლოდ ენას, არამედ ვეცნობით კულტურასაც, ვიცით საკმაოდ ბევრი ლიტვური სიმღერა და ამასთანავე, ვმღერით ლიტვის სახელმწიფო ჰიმნსაც. ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორის ვიდას კავალიაუსკასის დახმარებით, ცენტრის სტუდენტები ყოველწლიურად ვერთვებით ამ ულამაზეს აქციაში - ლიტველებთან ერთად ვმღერით ლიტვის სახელმწიფო ჰიმნს. ორი წლის წინ ჰიმნი შევასრულეთ ნარიყალაზე, გასულ წელს ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს ეზოში, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, ხოლო წელს მოგვეცა საშუალება ტკბილი ჰანგებით დაგვეტკბო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

ჩვენს გეგმებს, ჰიმნი შეგვესრულებინა ბუნებაში, ხელი შეუშალა ძლიერმა წვიმამ და ქარმა. აქციაში მონაწილეობა 20-ზე მეტმა ქართველმა სტუდენტმა მიიღო. ლიტვის სახელმწიფოებრიობის დღის აღნიშვნა თითოეული ჩვენგანისთვის სასიამოვნო ემოციების მომგვრელია, ხოლო სახელმწიფო ჰიმნის ერთდროულად შესრულება ყველას ერთ დიდ ოჯახად გვაქცევს და თავს  იმ თბილი და მეგობრული ქვეყნის ნაწილად ვგაგრძნობინებს, რომელსაც ლიტვა ჰქვია.

 

Liepos 6 d. Lietuvos miestuose, miesteliuose ir kaimuose žmonės renkasi į grupes, didesnes ar mažesnes, ir lygiai 21 valandą gieda Lietuvos himną. Ši tradicija pradėjo gyvuoti 2009 m. Įdomu tai, kad prie jos jungiasi visos pasaulio šalys, kuriose gyvena ar svečiuojasi lietuviai. Taigi Lietuvos himnas apskrieja tą dieną visą Žemės rutulį.

Ši unikali lietuvių iniciatyva tapo Lietuvos identiteto dalimi pasaulyje, jungianti lietuvius į vieną tautą ir skatinanti pasididžiavimą Lietuva. Prie šios akcijos prie lietuvių jungiasi ir Lietuvos draugai užsieniečiai.

Gruzijos technikos universitete veikia Lietuvių kalbos ir kultūros centras, kuriame studentai gruzinai (aš taip pat) studijuoja lietuvių kalbą. Mes ne tik studijuojame lietuvių kalbą, bet ir susipažįstame su lietuvių papročiais ir tradicijomis, mokame dainuoti daug lietuviškų dainų, mokame giedoti Lietuvos himną. Centro vadovo profesoriaus Vido Kavaliausko paskatinti mes kiekvienais metais jungiamės prie Lietuvos gražios akcijos – kartu giedoti Lietuvos himną. Prieš dvejus metus mes himną giedojome Narikaloje, pernai himną giedojome Lietuvos Respublikos ambasados kieme kartu su lietuviais, o šiais metais himną giedojome Gruzijos technikos universitete.              

Planus sugiedoti himną ant kalno sutrukdė stiprus vėjas ir lietus. Į Lietuvos himno giedojimo akciją susirinko daugiau kaip 20 gruzinų studentų. Giedodami himną mes jautėmės kaip viena šeima, jautėmės viena dalimi su Lietuva, su ypatingai draugiška ir broliška Gruzijai šalimi. Su Valstybės diena, Lietuva.

 

Sophio Tabatadze, Gruzijos technikos universiteto Lietuvių kalbos ir kultūros centro studentė

 

loading...