საზოგადოება
10 რამ რაც სამხრეთ აფრიკაში უნდა ნახოთ
10 რამ რაც სამხრეთ აფრიკაში უნდა ნახოთ

ულამაზესი დაისი, მრავალფეროვანი ველური სამყარო და თვალწარმტაცი ხედები - სამხრეთ აფრიკის ბუნების სილამაზის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. თუ გიყვართ თავგადასავლები და მრავალფეროვნება, სამხრეთ აფრიკის შესახებ ტოპ 10 თქვენთვისაა.

1.მაგიდა მთა (ქეიპ თაუნი)

დიდი და ლამაზი მთა, რომელიც თავისი ფორმის გამო „მაგიდა მთის“ სახელითაა ცნობილი ქეიპ თაუნში მდებარეობს. თუ სამხრეთ აფრიკაში იმოგზაურებთ, მთაზე აუცილებლად უნდა ახვიდეთ და საბაგიროს საშუალებით ულამაზესი ხედებით დატკბეთ.

2. რობენ აილენდი

ისტორიული და ინფორმაციული ტური გამოგივათ თუ რობენ აილენდიზე გაემგზავრებით. ეს არის საპატიმრო, სადაც  ანტიაპართეიდის მოძრაობის აქტივისტი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა სასჯელს 18 წელი იხდიდა. ეს არის ადგილი, რომელიც არამარტო სამხრეთ აფრიკელებისთვის არამედ მთელი მსოფლიოსთვის შთაგონების წყარო გახდა.

3.ვეშაპების ყურება

სამხრეთ აფრიკაში ივნისიდან (ამ დროს სამხრეთ აფრიკაში ზამთარია) აგვისტომდე ვეშაპების დათვალიერების დროა. ოკეანეში შეგიძლიათ ვეშაპების ყურებით დატკბეთ, ხოლო ზაფხულში დელფინების მოყვარულები სანაპიროზე თავს იყრიან.

4. თავისუფალი ვარდნა

გიყვართ ექსტრემი, თავისუფალი ვარდნა და ფრენა? ბლოუკრანის ხიდი ამ სპორტისთვის ზედგამოჭრილია. ხიდი 216 მეტრი სიმაღლისაა.

5.პრეტორიის ლურჯი მატარებელი

თუ ქალაქგარეთ მოგზაურობა გსურთ 5 ვარსკვლავიანი მდიდრული სასტუმრო მატარებელი თქვენთვისაა. შეგიძლიათ პრეტორიიდან ქეიპ თაუნშის მიმართულებით იმგზავროთ. 27 საათიანი მგზავრობისას სამხრეთ აფრიკის რამდენიმე პატარა ლამაზ ქალაქსაც დაათვალიერებთ.

6.“კაცობრიობის აკვანი“ (ჯოჰანესბურგი)

„კაცობრიობის აკვანი“ საინტერესო ტურისტული ადგილია. ეს არის ადგილი, სადაც 47 000 ჰექტარზე გამოქვაბულებია გადაჭიმული. ეს ადგილი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშიც არის შეტანილი. ამ ადგილას აღმოჩენილია 2,3 მილიონი წლის წინანდელი წიაღისეული. დაათვალიერებთ ასევე მუზეუმს.

7.დრაკენსბერგის მთები

ქალაქ დურბანში, ულამაზესი მთებია, რომელსაც დრაკენსბერგის მთებს ეძახიან, ინგლისურად ითარგმნება როგორც დრაკონის მთები. ეს არის დიდი და მითიური მთაგრეხილი, რომელიც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. მისი სიმაღლე 3482 მეტრია და სიგრძე კი 1000 კმ. თუ გსურთ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა და სიმშვიდეში ყოფნა, დრაკონის მთებს უნდა ესტუმროთ.

8.გრამსტოუნის ხელოვნების ფესტივალი

ხართ ხელოვნების მოყვარული? ამ შემთხვევაში გრამსტოუნის ხელოვნების ფესტივალში მონაწილეობა უნდა მიიღოთ.

გრამსტოუნის ხელოვნების ფესტივალი 29 ივნისიდან 9 ივლისამდე ტარდება. ფესტივალი ხელოვნების ყველა ასპექტს მოიცავს.

9.ბუს სახლი (გრაფ რენიეტი)

აღმოსავლეთ ქეიპ თაუნში საინტერესო მუზეუმი - ბუს სახლი მდებარეობს. სახლი მხატვარ ელენ მარტინსს ეკუთვნოდა, რომელმაც სახლი ხელოვნების ნიმუშად აქცია. სახლსა და ბაღში განთავსებულია აქლემების, ბუებისა და ადამიანების ასობით ქანდაკება. ბუს სახლს შეგიძლიათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ესტუმროთ და სკულპტურები დაათვალიეროთ.

10.კიმბერლის დიდი ორმო

კიმბერლის დიდი ორმო საინტერესო ადგილი იქნება თქვენთვის თუ ბრილიანტები გაინტერესებთ. დიდ ორმოში დე ბეერების ოჯახი 120 წლის განმავლობაში ბრილიანტს მოიპვებდა და მათმა შთამომავლებმა 2722 კმ ბრილაინტის მოპოვება შეძლეს. თქვენ დიდ ორმოსთან შეგიძლიათ 1800-იან წლებში აგებული სახლები და ეკლესიები ნახოთ, რომელიც ამჟამად დაცულია. 

 

წყარო: https://www.jenreviews.com/best-things-to-do-in-south-africa/