პოლიტიკა
„ჩემი პოზიციის გამო, რა ხანია, ლგბტ ორგანიზაციები მერჩიან“- თათა მურაჩაშვილი
„ჩემი  პოზიციის გამო, რა ხანია, ლგბტ ორგანიზაციები მერჩიან“- თათა მურაჩაშვილი

საქართველოს უახლესი ისტორიიდან ერთი თვალსაჩინო ეპიზოდი ჩამრჩა გონებაში:  1989 წლის 9 აპრილის ღამეა.. რუსთაველის გამზირზე თავისუფლებასმოწყურებული მანიფესტანტებისთვის ანგარიშის გასასწორებლად პირქუში ტანკები ხმაურ-ღჭიალით მოზლაზნებიან, უკან კი, მომწამლავი ნივთიერებებით და ორლესული ნიჩბებით შეიარაღებული სპეცრაზმელები მოყვებიან. საცაა, სისხლისღვრა დაიწყება. ადამიანები აცნობიერებენ, რომ აშკარა სიკვდილი ემუქრებათ, მაგრამ, ადგილიდან ფეხს არ იცვლიან, უილაჯო რისხვით უმზერენ სიკვდილის მთესველ მანქანებს. სწორედ ამ მომენტში, მომიტინგეებს ახალგაზრდა კაცი გამოეყოფა, რომელსაც ხის კეტი უჭირავს და ისე თამამად მიემართება იმ დროისთვის უახლესი საბრძოლო მანქანისკენ, თითქოს მძლავრი იარაღი ეპყრას. ჯიქურ მიიჭრება ტანკთან და გაშმაგებით ურტყამს ამ ჯოხს ლითონის მძიმე ჯავშანს.. დრო გაჩერდა! რა იყო ეს? საკუთარი შიშის ჩახშობა, უმწეობის გამო გაშმაგება და იმავდროულად, შეგნებული თავგანწირვა! ახალგაზრდა კაცი მომენტალურად იქცა გმირის სიმბოლოდ და ასაჩეხად გაწირულ თანამემამულეებს მამაცურ სიკვდილთან შეგებების მაგალითი მისცა!

გაივლის ამ დღიდან 28 წელი და მსგავსი მოვლენა აღმაშენებლის გამზირზე განმეორდება.  

ორი პარალელური აქცია- ერთი „ევროპული საქართველოს“, მეორე - „ქართველთა მარშის“  მიერ ორგანიზებული.  მსვლელობამდე სულ რაღაც ნახევარი საათით პატრიარქი ორივე მხარეს აქციების გადადებისკენ მოუწოდებს.. უკვე ცხადია, რომ მას მხოლოდ ერთი მხარე დაემორჩილება

დემონსტრაცია კიდეც დაიძრა. გამზირს შემორჩენილი კონტრაქციის ორგანიზატორთა  აზრით, ეს იქნება არა მხოლოდ ჩავლა, არამედ - ძლივს აღზევებულ ეროვნულ სულზე გადაბიჯება!  მოულოდნელად მტრის წინ 21 წლის გოგონა „აიტუზა“, რომელსაც მაისურზე წითელი ხაზებით გადახაზული ლგბტ საზოგადოების  სიმბოლო, ცისარტყელას დროშა ეხატა. ამაყად მომღიმარემ, ორივე ხელის შუათითები მაღლა მრავალმნიშვნელოვნად შემართა!  თათა მურაჩაშვილმა  „ევროპული საქართველო“ და მათი თანამოაზრეები  მარტოდმარტომ დაამარცხა!

თათა მურაჩაშვილი:

- გადაწყვეტილება მაშინ მივიღე, როცა მივხვდი, ტროტუარზე მიმწყვდეული მრავალრიცხოვანი საზოგადოება პოლიციის კორდონებს ვერ გაარღვევდა და ფაშისტ ლიბერასტებს ფიზიკურად ვერ გადაეღობებოდა. ჟურნალისტის სტატუსით ვისარგებლე, ტროტუარიდან ქუჩაზე ამგვარად გავაღწიე და სხვა ჟურნალისტების გარემოცვაში მყოფი, ჩემს ოპერატორთან ერთად ლიბერასტების  მანიფესტაციის მოახლოვებას მოთმინებით დაველოდე. მთავარი იყო, განზრახვა შემესრულებინა, წამით არ დავფიქრებულვარ, რომ შეიძლება ეს სიცოცხლის ფასად დამჯდომოდა!

- თათა, ამ დროს თქვენ გეცვათ მაისური, რომელზეც ლგბტ - ის დროშა წითელი ხაზებით არის გადახაზული.. ამ სამოსმა არ შეგაფერხათ?

- ეს მაისური 17 მაისის ლგბტ - ის აღლუმის გასაპროტესტებლად მოვხატე და მას მერე ყოველდღიურად მაცვია. ქუჩაში ამ ფორმით დავდივარ, რაც სრულიად ჯდება აზრის გამოხატვის თავისუფლების კანონით აღიარებულ ფარგლებში. ვერ ვიტან მათ, ვინც უზნეო ცხოვრების წესის პროპაგანდას ეწევა და უფლება მაქვს, ასე ვფიქრობდე! აქციაზე ამ მაისურით იმიტომ მოვედი, რომ ლგბტ ორგანიზაციები ოფიციალურად შეუერთდნენ იმ მარშს, რომელსაც სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის პერიოდში ადამიანების წამების ორგანიზატორები დირიჟორობდნენ. არ მიკვირს მათი გაერთიანება, ისინი ხომ, ერთი და იგივე ძალებისგან ფინანსდებიან და იმართებიან, აქამდეც პარალელურ რეჟიმში ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს, ეროვნულ ცნობიერებას. ამიტომ მსურდა, ლგბტ-ის და ჯალათების საქმიანობა ერთდროულად გამეპროტესტებინა.  პოლიციელები, რა თქმა უნდა, ხვდებოდნენ, რომ ასეთი ჩაცმულობით მხოლოდ ჟურნალისტის მოვალეობის შერულებას არ დავჯერდებოდი, მაგრამ კანონის ფარგლებში არანაირი საფუძველი არ გააჩნდათ, რომ ჩემთვის კორდონიდან ქუჩის შუაგულში გადანაცვლება აეკტძალათ. აქვე მინდა ვთქვა, იმის მიუხედავად, რომ ისინი ლიბერასტ-ფაშისტების წინააღმდეგ რისხვით განმსჭვალულ  მრავალრიცხოვან საზოგადოებას ეღობებოდნენ, იმავდროულად, დაუფარავად გამოხატავდნენ, რომ ლიბერასტების პოზიციას არ იზიარებდნენ!

- რა მოხდა, როცა ლიბერასტების მსვლელობა მოგიახლოვდათ?

- ვიდრე მოახლოვდებოდნენ, მათგან ზურგით ვიდექი, ვფრთხილობდი, მანამდე არ მიმექცია ყურადღება, ვიდრე განზრახვას განვახორციელებდი, რის გამოც ძალოვნები იძულებულები გახდებოდნენ, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, იმ ადგილიდან გავერიდებინე. როცა ათიოდე მეტრის სიახლოვეს მომიახლოვდნენ, ჯერ ორივე ხელის შუათითები ზემოთ ავწიე, შემდეგ კი მათკენ სახით შევბრუნდი! ქართველ საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი ამ, ცოტა არ იყოს, არაეთიკური ჟესტის გამო, შეიძლებოდა, სხვაგვარადაც მოვქცეულიყავი, მაგალითად, ორივე ხელის ცერა თითები ძირს დამეხარა, მაგრამ მათ მხოლოდ ამ ენაზე ესმით! აღნიშნული ჟესტით პირში მივახალე, რომ ქართველი ერი არასოდეს შეეგუება ფაშიზმის რეანიმაციას და ცხოვრების უზნეო წესს, რის დამკვიდრებასაც ისინი გაშმაგებით ცდილობენ!

- რა რეაქცია ჰქონდათ?

- ტროტუარზე შეკრებილ საზოგადოებაში აღფრთოვანების ოვაციებმა იხუვლა, არ დამავიწყდება ჩემს გარშემო მყოფი ჟურნალისტების და პოლიციელების გაბრწყინებული სახეები! ზოგმა ხმამაღლა გამოხატა თანადგომა. ფაშისტ-ლიბერასტები კი, ჯერ გაოგნდნენ, შემდეგ აგრესიით, გინებით და მუქარის შეძახილებით მიპასუხეს. ამის მიუხედავად, ადგილიდან ფეხი არ მომიცვლია, რამდენიმე წუთი დავრჩი ამ მდგომარეობაში. შემდეგ კი, ჟურნალისტური მოვალეობის შესრულება გავაგრძელე. ფიზიკურად ჩემზე ძალადობა ვერ გაბედეს, შეიძლება, ტროტუარზე მყოფი საზოგადოების სიმრავლემაც შეაშინა, შეხვდნენ, შესაძლოა, მიხვდნენ, რამე რომ დაეშავებინათ ჩემთვის, ხალხი მათ არ აპატიებდა და პოლიციის კორდონებს ჩემს დასაცავად გამოარღვევდა. მინდა გითხრათ, რომ  ევროპული საქართველოს ერთი მუჭა ცნობადი ფიგურების და ლგბტ მოძრაობის ლიდერების გარდა, მათ მსვლელობაში მონაწილეობდნენ ძირითადად, ისეთი ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ რას აპროტესტებდნენ და აშკარად, მატერიალური ანაზღაურების სანაცვლოდ იმყოფებოდნენ აქციაზე.

- ნაცების და ლიბერასტების სამიზნედ იქეცით. არ გეშინიათ?

- აქამდეც ვიყავი მათი სამიზნე. 17 წლის გახლდით, როდესაც ფეისბუქზე სტალინის გვერდი გავაკეთე, ამჟამად ამ გვერდს 60 ათასი მოწონება აქვს! სტალინს პატივს ვცემ იმიტომ, რომ  დაამარცხა ფაშიზმი, აბორტი და ჰომოსექსუალიზმი კი, კრიმინალად გამოაცხადა! ჩემი  პოზიციის გამო რა ხანია, ლგბტ ორგანიზაციები მერჩიან, 24 ივლისის შემდეგ ნაცებიც შეუერთდნენ კამპანიას, არაორაზროვნად მემუქრებიან, რომ ქუჩაში დამხვდებიან და ფიზიკურად გამისწორდებიან. არ მეშინია! ვიცი, რომ სიმართლე და ქართველი ერი ჩემს მხარეს არიან! ჩემს მხარეს არიან ის არაქართველებიც, რომლებსაც საქართველოში ფაშიზმის და უზნეობის აღორძინების საფრთხე ჩემნაირად აშფოთებთ!

- რა მიზნები აქვს თათა მურაჩაშვილს?

- ტრადიციულ  ოჯახში გავიზარდე.  ბავშვობიდან მასწავლიდნენ სამშობლოს, სარწმუნოების და ზნეობის სიყვარულს. მინდა ქართველ ახალგაზრდებს მაგალითი მივცე და ეროვნული იდეალებისკენ შემოვაბრუნო. პოლიტიკაში გადანაცვლებას არ ვაპირებ.  თეატრალური უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე ვსწავლობ, პარალელურად, ჟურნალისტი გახლავართ და მინდა, არჩეული პროფესიებით ვემსახურო სამშობლოს. განვიცდი ტერიტორიული მთლიანობის რღვევას, იმას, რომ საოკუპაციო საზღვარი ქვეყნის გულთან არის გავლებული და თავადაც არაერთხელ საჯაროდ გავაპროტესტე, მაგრამ ოკუპაცია სააკაშვილის ლიბერასტულ-ფაშისტური რეჟიმის წინასწარგანზრახულ  შედეგად მიმაჩნია. ამიტომ, მთელი არსებით შევეწინააღმდეგები ხელისუფლებაში ამ რეჟიმის გადმონაშთების დაბრუნებას! ამას გარდა, გული მტკივა, რომ ცნება "ქართველი ერი" სალაპარაკო ლექსიკიდან ამოვარდა. მე ვამაყობ, რომ ვარ ქართველი! ერი, რომელიც კარგავს ეროვნული იდენტობის განცდას, გადაგვარებისთვის არის განწირული! მომავალში, აუცილებლად ვიბრძოლებ, რათა პირადობის მოწმობებში ეროვნების აღმნიშვნელი გრაფა აღდგეს. პატივს ვცემ ყველა ერს, საქართველოს გულწრფელ პატრიოტ თითოეულ მოქალაქეს, მაგრამ ნურავინ დამძრახავს სურვილისთვის - საკუთარ სამშობლოში ქართველი ერი იყოს დომინანტი!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: ასავალ-დასავალი

                                                                                                                                    

 

 

 

loading...