მოქალაქის ტრიბუნა
„გამოდის, მიშას უნდა მიუსაჯონ მაქსიმუმ 10 წელი, შემდეგ გათავისუფლდეს და სუფთად, ცოდვებმიტევებულად გამოგვეცხადოს ისევ პოლიტიკაში?!“ - გიორგი მუხიგულაშვილი
„გამოდის, მიშას უნდა მიუსაჯონ მაქსიმუმ 10 წელი, შემდეგ გათავისუფლდეს და სუფთად, ცოდვებმიტევებულად  გამოგვეცხადოს ისევ პოლიტიკაში?!“ - გიორგი მუხიგულაშვილი
  • პორტალზე მასალის განთავსება შეუძლია საზოგადოების ნებისმიერ  წარმომადგენელს. 

  • პუბლიკაცია გამოხატავს ავტორის პირად მოსაზრებებს და სარედაქციო ჯგუფი პასუხისმგებელი არაა მის შინაარსზე


 

მოსაზრება მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებისა და მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარის შესახებ

 

ავტ. გიორგი მუხიგულაშვილი (უფლებადამცველი)

 

(სტილი დაცულია)

რუსებს სააკაშვილის დასჯასთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ ის იმედი აქვთ, რომ იგი დაისაჯოს საკუთარ ქვეყანაში.

გამომდინარე იქიდან, რომ  სააკაშვილი ქვეყნიდან წავიდა და არცერთმა სახელმწიფომ არ დასაჯა , გაჩნდა ბოლო იმედი – საქართველოში მომხდარიყო მისი ექსტრადირება და აქ გასამართლებულიყო.

რა გამოდის? მიშას დასჯით და მისთვის დამტკიცებული ბრალდებებით მიშა აქ უნდა ჩამოათრიონ, მიუსაჯონ მაქსიმუმ 10 წელი და 10 წლის შემდეგ გათავისუფლდეს და სუფთად, ცოდვებმიტევებულად უნდა გამოგვეცხადოს ისევ პოლიტიკაში?

ამ ყველაფერს ფონზე დაიგეგმა სპეცოპერაცია და გუშინ ვიხილეთ აღნიშნული ვიდეო, რათა ისევ გაემწვავებინათ სააკაშვილის ექსტრადიციის საქმე, რათა რუსეთის ხელისუფლებას სხვა მხრივ არანაირი ბერკეტი არ დარჩენია მიშასთან ანგარიშწორების .

რატომ მაინცდამაინც მღებრიშვილი?

თუ ლიდერებს აგებენ ანკესზე, რატომ სხვა არ შეარჩიეს ? იმიტომ, რომ მღებრიშვილის კისერზე გადაიარა Visa Free  ევრო ძალოვნებთან ურთიერთობის დალაგებამ და ქართული ძალოვნების დამოუკიდებლობის მოპოვებამ, რაც ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს და ზოგ-ზოგიერთ ძალებს ძალიან აღიზიანებთ.


მღებრიშვილი თან საკმაოდ მიუღებელი პერსონაა ლუჟკოვის და პუტინის ღამის მგლების შემდეგ, მაგრამ გათვლა, რომ მას მიაყენებდა დარტყმას – “ვერ მოგართვით”

ეს სისულელე ორ სამ დღეში ყველას მიავიწყდება და ისევ შემართებით გააგრძელებს მინისტრი მუშაობას, პოლიციელი დამნაშავის დაკავებას, მაშველი ხალხის გადარჩენას და თქვენ ისევ იმ სულელური ცხოვრებით გააგრძელებთ ცხოვრებას, რა სულელური ცხოვრებითაც ახლა ცხოვრობთ!

 

 

loading...