მოქალაქის ტრიბუნა
„ტყუილად გადავიხადე 3 ლარი - ასე ატყავებს "საქართველოს ბანკი" მოსახლეობას”- ბექა მხიარულაშვილი
„ტყუილად გადავიხადე 3 ლარი - ასე ატყავებს "საქართველოს ბანკი" მოსახლეობას”- ბექა მხიარულაშვილი
  • პორტალზე მასალის განთავსება შეუძლია საზოგადოების ნებისმიერ  წარმომადგენელს. 

  • პუბლიკაციაში გამოხატულია ავტორის პირადი მოსაზრებები და სარედაქციო ჯგუფი პასუხისმგებელი არაა მის შინაარსზე.


„ეს არის თაღლითური სქემა და ასე ატყავებს „საქართველოს ბანკი“ მოსახლეობას“- sazogadoeba.ge-ს ბექა მხიარულაშვილი დაუკავშირდა და პორტალზე,  სპეციალური რუბრიკის - „მოქალაქის ტრიბუნის“ ქვეშ,  ბანკთან შექმნილი გაუგებრობის შესახებ მისი მონათხრობის  განთავსება ითხოვა.

„საქართველოს ბანკში მაქვს 500 ლარიანი სესხი 25 ლარს ვიხდი გადავადებაზე, ეს 25 ლარი ვადაზე ადრე გადავიხადე. ხოლო დღეს სმს მივიღე ბანკიდან, რომ 3 ლარი ჯარიმა დამაკისრეს, როცა 25 ლარს ვიხდიდი. წარმომადგენელს 4-ჯერ ვკითხე, საკმარისია თუ არა 25 ლარი-მეთქი,  მან მითხრა, - კი, საკმარისი არისო. ხოლო ბარათის ღირებულება ყოფილა 1 ლარი,  რაც წარმომადგენელმა არ მითხრა და ამის გულიზე დამაკისრეს ჯარიმა 3 ლარი. ბანკის წარმომადგენელმა არასწორად მომაწოდა ინფორმაცია,  რის გამოს დავზარალდი და გადავიხადე ტყულიად 3 ლარი, ჩემი ვარაუდით,  ეს არის თაღლითური სქემა და ასე ატყავებს საქართველოს ბანკი მოსახლეობას.“- განმარტა ბექა მხიარულაშვილმა  (სტილი დაცულია)

ბექამ ასევე აღნიშნა, რომ საუბარი ჰქონდა რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე მდებარე ექსპრესბანკზე. მან დაადასტურა, რომ ხელშეკრულებაში ამ პირობების შესახებ ინფორმაცია ნამდვილად არსებობდა, თუმცა რადგან იმ დროს დოკუმენტის ყველა პუნქტი ზეპირად არ ახსოვდა, გადაწყვიტა, კონსულტაციისთვის ბანკის წარმომადგენლისთვის მიემართა. ბექას თქმით, შეკითხვა ზუსტად 4-ჯერ გაუმეორა და პასუხიც ოთხჯერვე ერთი და იგივე მიიღო. სწორედ ამიტომ გადაიხადა ზუსტად ის თანხა, რაც კონსულტანტმა მას დაუსახელა.

„საქართველოს ბანკი ამას შეგნებულად აკეთებს, შეუძლებელია ყველა მომხმარებელს ზეპირად ახსოვდეს ხელშეკრულებით გაწერილი ყველანაირი პირობა. შედეგად, ბანკის მიერ დაწესებული სანქციებით ზარალდებიან ის მოქალაქეები, რომლებიც სწორედ ამ ბანკის წარმომადგენლებს ენდობიან”- განმარტა ბექა მხიარულაშვილმა.

აღნიშნულის შესახებ კომენტარისთვის Sazogadoeba.ge-მ   „საქართველოს ბანკსაც“ მიმართა. 

"მომხმარებელმა (ბატონმა  ბექა მხიარულაშვილმა ) საქართველოს  ბანკს უკვე მიმართა აღნიშნული პრეტენზიით.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს  მოკვლევა  და როგორც კი საკითხი გაირკვევა, ბატონი ბექა იქნება ინფორმირებული"- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ საპასუხო წერილში. 

როგორც "საქართველოს ბანკში" განმარტეს, მსგავს შემთხვევებში, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია დააფიქსიროს ნებისმიერი სახის პრეტენზია  ელექტრონულად, სატელეფონო რეჟიმში ან საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

loading...