საზოგადოება
"ესენი სუყველა ფეთჰულა გიულენის აგენტები არიან, ეგ არის სწორედ მათი გამშიფვრელი პოლიტიკა"-გიორგი ანდრიაძე
"ესენი სუყველა ფეთჰულა გიულენის აგენტები არიან, ეგ არის სწორედ მათი გამშიფვრელი პოლიტიკა"-გიორგი ანდრიაძე
"ლაზი „ტერორისტები“ „ციანიდი“, „რესპუბლიკელების“ კლიპი, ტელესერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც ეკლესია და მღვდელი გაშარჟებულია, ერთიანი სცენარია"

საქართველოს ეკლესიასა და  კათოლიკოს-პატრიარქზე თავდასხმების კასკადი გრძელდება. ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომლის უპირველეს სამიზნეს მართლმადიდებლური სამყარო წარმოადგენს, თამაშის ყოველგვარ ბინძურ წესს თანხმდება და ყველა სფეროში შეღწეული შხამიანი საცეცების მეშვეობით საზოგადოებას მიზანმიმართულად წამლავს. ენერგეტკაგამოცლილ „ციანიდის“ საქმეს  ახლა უკვე ლაზი „ტერორისტების“ საქმე ანაცვლებს. რეინკარნირებული ბოლშევიკური ძალების მიერ დამუშავებულ ახალ სერიაში  უწმინდესი თურქი ტერორისტების და მკვლელების მფარველობაში არცთუ ირიბად არის დადანაშაულებული. პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის ჩვენების მიხედვით, ილია მეორის კუთვნილ ბინას ტერორიზმსა და მკვლელობაში ბრალდებული პირები აფარებდნენ თავს. ოხანაშვილისვე მტკიცებით, მათ პატრიარქის მდივანი შორენა თეთრუაშვილი და საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე მფრაველობდნენ.

„თურქი ტერორისტები“ კი გიორგი ანდრიაძის განმარტებით ლაზი, საქართველოზე შეყვარებული პატრიოტები არიან, რომლებიც საქართველოში 2014 წელს ლეგალურად შემოვიდნენ, პრობლემები კი მას შემდეგ შეექმნათ, რაც თურქეთში დემოკრატიული ჯგუფების დევნა დაიწყო.

„სამწუხაროა, რომ ბოლო დროს ეკლესიის წინააღმდეგ განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია...ლაზებო, ფერეიდნელებო, ტაო-კლარჯელნო, ჰერნო, საქართველოს ავბედობის გამო სამშობლოს მოწყვეტილნო საყვარელო ჩვენო ყოველნო შვილნო, არ დაგაბრკოლოთ ზოგიერთთა ზიანის მომტანმა ქმედებებმა; დრო გავა და, იმედი გვაქვს, ისინიც შეინანებენ თავის საქციელს; თქვენ კი გახსოვდეთ: საქართველოს და საქართველოს ეკლესიას უყვარხართ, სადაც არ უნდა იყოთ, თავისად მიაჩნიხართ, გული დიდად შესტკივა თქვენზე და ყოველთვის ეყოლებით მფარველობის ქვეშ,”-ასე ეხმაურება ტერორისტებად გამოცხადებული ლაზების გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს პატრიარქი.

ამავე დროს საქართველოს პროკურატურა ადასტურებს, რომ  აღნიშნულმა პირებმა საზღვარი ოფიციალურად გადმოკვეთეს. „2014 წელს თურქეთის მოქალაქეებმა ოფიციალურად გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი და ლეგალურად ცხოვრობდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. საქართველოში ყოფნის პერიოდში  აღნიშნული პირების ან მათთან კავშირში მყოფი საქართველოში მცხოვრები ადამიანების მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, გამოძიება შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან არ დაწყებულა. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე, ვინაიდან აღნიშნული პირები იძებნებოდნენ შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისათვის, საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა ისინი დააკავეს 2016 წელს და მოახდინეს  სამართლებრივი რეაგირება. ერთი პირი ექტრადირებულ იქნა თურქეთის რესპუბლიკაში, მეორე პირის მიმართ ამჯამადაც გრძელდება საექსტრადაციო პროცედურები,“-ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ის, რომ პატრიარქის კუთვნილ ბინას თავს თურქი ტერორისტები აფარებდნენ? აქვს თუ არა მიზანმიმართული ხასიათი საპატრიარქოს გარშემო აგორებულ სკანდალს? ვინ დგას პროცესების უკან და რას ნიშნავს ე. წ. პროდასავლელების მიერ თურქეთის ხელისუფლების იმ პოლიტიკის მხარდაჭერა, რასაც ევროკავშირი მკაცრად გმობს და ეწინააღმდეგება? ამ საკითხებზე sazogadoeba.ge- საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თეოლოგი გიორგი ანდრიაძე ესაუბრება:

-ბატონო გიორგი, როგორ შეაფასებდით მორიგ თავდასხმას საქართველოს საპატრიარქოზე, რამდენად შეეფერება სინამდვილეს ის, რომ პატრიარქის ბინას  თურქი ტერორისტები აფარებდნენ თავს და ამას თქვენ და შორენა თეთრუაშვილი უწყობდით ხელს?

-თხუთმეტი წლის წინ მე დავიწყე ”ლაზური პროექტი“, პატრიარქის სახლი ჩვენ წლების განმავლობაში გვქონდა გადმოცემული.   ამ სახლში სისტემატურად ჩამოდიოდნენ ლაზეთიდან სტუმრები, ასევე თურქეთის ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლები. დასამალი არაფერი გვაქვს, ჩვენი საქმიანობა მხოლოდ საამაყოა.   ჩასაფრებული მტრები და ინტრიგნებიც მიხვდნენ უკვე, რომ საპატრიარქოს ტერორისტები ვერ ეწეპება, ჩემთან თუ ექნებათ პრობლემა, მე მათთან ოპონირებას და საზოგადოების წინაშე ახსნა-განმარტებას გავაგრძელებ.

საპატრიარქო გამოირიცხა, არ ჩაეტიათ ფეხი ამ ამბავში.  ის თემაც გამოირიცხა, რომ  ტერორისტები თითქოს პატრიარქის სახლიდან აიყვანეს. მუსტაფა ზორლუჯანი სომხეთის საზღვარზე დაიჭირეს, მისი მეგობარი ალი -თავის მშობლიურ ბათუმში.  მუსტაფა საქართველოდან წასვლას იმიტომ აპირებდა, რომ მისი მეგობარი დააკავეს.   ასე რომ, საპატრიარქო ამ ბრალდების ადრესატი არ არის. მცხეთის ქუჩას და ქალაქ თბილისს საერთოდ შეხება არ ჰქონია ამ საქმესთან. ამ ხალხს საკუთარი სახლი ჰქონდა, თორემ ღამეს ნამდვილად გავათენებინებდი. სულ არ ვიცოდი,  ამ ადამიანების ასეთი პრობლემა, რომელიც ემრე ჩაბუქის პრობლემის ანალოგიურია. ემრე ჩაბუქზე კი სახალხო დამცველი და ნახევარი ტელევიზიები ვენებს იჭრიან და სულაც არ აპირებენ გადასცენ თურქეთს. 

-ოფიციალურ ანკარას საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს ევროკავშირთან. მოგეხსენებათ, რომ ევროჩინოვნიკები თურქეთის ხელისუფლებას ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევაში ადანაშაულებენ. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ერდოღანმა ევროპელი პოლიტიკოსები ფაშისტებად მოიხსენია. ამგვარ ვითარებაში რას ნიშნავს  ე.წ. პროდასავლური ორიენტაციის ულტრალიბერალების მიერ ამგვარი მხარდაჭერა თურქეთის ხელისუფლების იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც ევროკავშირი და ზოგადად დასავლეთი მკაცრად გმობს?

-ჰოდა, ეგ არის სწორედ მაგათი გამშიფვრელი პოლიტიკა, ესენი სუყველა ფეთჰულა გიულენის აგენტები არიან. მათ ერთი ხელით ლაზი მუსტაფა გაწირეს, ცალმხრივად ტერორისტად გამოაცხადეს, მეორე ხელით საქართველოში გიულენის უნუვერსიტეტის ხელმძღვანელს, ემრე ჩაბუქს იცავენ. პირდაპირ გაშიფრულები არიან, ყველა ხვდება, ვისაც თვალები და ყურები აქვს, თორემ სექტანტებს მე ვერაფერს ავუხსნი.

-ულტრალიბერალები ემრე ჩაბუქის ადვოკატობისას ხშირად აპელირებენ იმ თემით, რომ თურქეთში მისი, როგორც პატიმრის უფლებები არ იქნება დაცული და რომ ჩაბუქი თურქეთისთვის გადაცემის შემთხვევაში წამების მსხვერპლი გახდება. თურქეთში მიმდინარე არადემოკრატიული პროცესების ფონზე ვინ დაიცავს და ვინ აგებს პასუხს მუსტაფა ზორლუჯანზე?

-ვინ უნდა აგოს, როგორც უნდათ საქმეს ისე ჭრიან და კერავენ, გააგდეს საქართველოდან. აფერისტია ყველა, ვინც ჩაბუქს იცავს და ამას ტერორისტად აცხადებს. მუსტაფა გააგდეს და აქედან წიხლებს აყოლებენ, როდესაც ემრე ჩაბუქს კბილებით იცავენ. ახლა გამოხტა ომბუდსმენი და ეს ბანდა და კნავილი დაიწყეს. როდესაც საქართველოს ეროვნული ხელისუფლება ეღირსება, მუსტაფა ზორლუჯანს არათუ საქართველოს მოქალაქეობას მისცემენ, არამედ მას მადლობასაც გადაუხდიან და დააჯილდოებენ კიდეც. მე ვარ ორგანიზატორი ქალაქ მცხეთის და ქალაქ ფინდიკლის დაძმობილების, რომლის მკვიდრიც არის მუსტაფა ზორლუჯანი. ამ ორ ქალაქს შორის ღრმა მეგობრობა მიდის, უბრალოდ ამ ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ოპოზიციურად განწყობილი და დემოკრატიულად მოაზროვნე, რის გამოც ბევრ ლაზს პრობლემა შეექმნა.

სხვათაშორის, მუსტაფა ზორლუჯანი და მისი მეგობარი სოზარ სუბარის უწყებაში დადიოდნენ და ევროსაბჭოს მიერ საქართველოსთვის დაკისრებული მოვალეობის შესაბამისად, ითხოვდნენ დევნილის სტატუსს.

ამ პროცესების განვითარების შემდეგ ლაზები სპეციალურად  ჩამოვიდნენ საქართველოში, შეხვდნენ პატრიარქს, ძველი ლაზური სიმღერები იმღერეს და თავიანთი პოზიციის დასაფიქსირებლად ეს კადრები „ფეისბუქზე“ ატვირთეს.

-როგორ ფიქრობთ, რამდენად მიზანმიმართული და გამიზნული ხასიათი აქვს საპატრიარქოსა და ეკლესიის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?

-რა თქმა უნდა, სრულიად გამიზნული ხასიათი აქვს, ამას ვიძახი თებერვლიდან მოყოლებული, ე.წ. „ციანიდის“ საქმე თავისი ყველა განშტოებებით ეკლესიის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ამ ყველაფრის უკან  გლობალისტური ძალები დგანან, რომლებიც არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში მრავლად არიან. მათი მიზანი ყველა ქვეყანაში ტრადიციული ინსტიტუტების მოსპობა და ერთიანი გლობალისტური სამყაროს ღირებულებების შექმნაა. საქართველოში ამას თავისუფლების ინსტიტუტი ახორციელებს თავისი ლევან რამიშვილით.

-ეკლესიის წინააღმდეგ მართულ კამპანიაზე ვსაუბრობთ და არ შემიძლია არ ვახსენო „რესპუბლიკელთა“ წინასაარჩევო კლიპი, სადაც პირდაპირი და დაუფარავი ზიზღია საქართველოს ეკლესიის მიმართ. კორუფციასთან ერთად იქ რუსულ გავლენებზეცაა საუბარი... შესაზლოა, რომ ეს ყველაფერი  ერთი სცენარის ნაწილი იყოს?

-დიახ, რა თქმა უნდა, ლაზი „ტერორისტები“ „რესპუბლიკელების“ კლიპი, „ციანიდი“, ტელესერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც  ეპისკოპოსი, მღვდელი, ეკლესია, გაშარჟებულები არიან და კიდევ ბევრი სხვა რამ, ერთიანი სცენარია, ძალიან მარტივია ამის დანახვა...ამ ყველაფრის მიზანი ეკლესიის დისკრედიტაციააა.

- თქვენი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა ორმაგი მოქალაქეობა საქართველოს დაუძინებელ მტერს, ეროვნებით თურქს მიანიჭა, რომელიც აცხადებს, რომ ლაზი და მეგრელი ქართველი არ არის. ვინ არის ეს პიროვნება?

-ახლა არ დავასახელებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ პიროვნებას აქვს თავისი ორგანიზაცია, ვებ-გვერდი და 20 წლიანი „მოღვაწეობის“ ისტორია, რომელიც მთლიანად ანტიქართული პროპაგანდით არის გამსჭვალული. საქართველოს პრეზიდენტს არ უნდა მიენიჭებინა ორმაგი მოქალაქეობა იმ კაცისთვის, რომელიც საქართველოს და ქართველი ერის მთლიანობას  ეჭვქვეშ აყენებს და ანტიქართულ პროპაგანდას ახორციელებს. მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობას, გამოაქვეყნონ ადამიანების სახელები და გვარები, ვისაც საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა მისცეს. თუ ის კაცი სიაში არ აღმოჩნდებოდა, მაშინ  მე ვიქნები შერცხვენილი. მინდა გითხრათ, რომ ორმაგ მოქალაქეობას 17 პატრიოტი ლაზი ითხოვდა, რაზედაც მათ უარი მიიღეს. ბევრი მათგანი ამ ლაზებიდან ქრისტიანულად არის მონათლული.

-რა მოტივით უთხრეს უარი?

-არანაირი მოტივი, გასაუბრებაზეც არ დაუბარებიათა, ისე მიუხურეს საქართველოს კარები.

-სხვათაშორის, "დემოგრაფიული საზოგადოების" ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეციალურმა კომისიამ ფერეიდნელ ქართველებს მოქალაქეობაზე უარი უთხრა. რა პოლიტიკა ეს, როდესაც ეთნიკურ ქართველებს საქართველოსთან ინტეგრაციაზე უარს ეუბნებიან?

-ეს არის ქართველებისთვის ხელისკვრის პოლიტიკა, მაშინ, როდესაც ათასი რჯულის ანტიქართულ ელემენტებს მოქალაქეობას აძლევენ და ყველანაირად ეხმარებიან, რომ აქ დამკვირდნენ. ეს დაიწყო სააკაშვილმა და ახლა ამ პროცესს მისი სულიერი ძმა, მარგველაშვილი წარმატებით აგრძელებს...

 

loading...