მოქალაქის ტრიბუნა
“სამშობლო მაქვს და იგი არა მაქვს, ქალაქი მაქვს და იგი ჩემი არ არის - ასეთი აცრემლებული იყო მომღიმარი და სევდიანი ზურაბ სოტკილავაც“ - მანანა ორბელიანი
“სამშობლო მაქვს და იგი არა მაქვს, ქალაქი მაქვს და იგი ჩემი არ არის - ასეთი აცრემლებული იყო მომღიმარი და  სევდიანი ზურაბ სოტკილავაც“  - მანანა ორბელიანი

ზურაბ სოტკილავას სამშობლო დახვდა.... მის გულზე საქართველოს დროშაა. ის საუკეთესოთა შორის ბრწყინავდა მსოფლიო მაშტაბით და მისი "სისა-ტურათი" უძველესი კულტურა დაანახა მსოფლიოს, მოხიბლა და მონუსხა იგი. იგი იყო სამგზის დევნილი, რაც დამანგრეველია ნებისმიერი ადამიანისთვის სადაც და როგორ კარგადაც არ უნდა ცხოვრობდეს იგი, უძლიერესი ტკივილების დასათრგუნად სოხუმს იხსენებდა..........მოსკოვში საქართველო ენატრებოდა........

.........ეხლა ერთ ეპიზოდს გავიხსენებ. სამუშაო საათები დასასრულს უახლოვდებოდა და ახალი წელი დგებოდა. საპროცესო ვადებში ვიჭედებოდი ერთ-ერთ საქმეზე და მოსამართლის ნახვა გადავწყვიტე. ვინც უნდა მენახა აფხაზეთის ყოფილი უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო, გვარს შეგნებულად არ ვასახელებ. მისი კარებზე დავაკაკუნე და უცნაურმა ხმამ მიპასუხა. მობრძანდით. საწერ მაგიდასთან ახოვანი მამაკაცი იჯდა, რომელიც ცრემლებს ყლაპავდა, ვეღარ მალავდა . ცუდად ხომ არ ბრძანდებით, სასწრაფოს გამოუძახებ ვთქვი მე.

- დაბრძანდით. მითხრა მან მშრალად. მე ცუდად ვარ და ამას სასწრაფო არ უშველის. სამშობლო მაქვს და იგი არა მაქვს- თქვა მან და დაწითლებული თვალებიდან ცრემლები ჩამოეღვარა. ქალაქი მაქვს და იგი ჩემი არ არის. ახალი წელი დგება და ჩვენ უბედურები ვართ. ნასვამი, რა თქმა უნდა, არ იყო.სახტად დავრჩი. რა უთხრა, რით ვანუგეშო გავიაზრე ჩემთვის, ვთქვა, რომ თქვენ დაბრუნდებით სოხუმში და ჩვენ დაგეხმარებით-თქო ?? ეს ხომ სიცრუე იქნება დაცინვით..., ღრმად ამოვისუნთქე და შეშფოთებულმა გავიფიქრე,- თუ ამ დღეში 'უზრუნველყოფილი" მოსამართლეა, რას შვებიან დანარჩენი ლტოლვილები?!, კედლისკენ დავიხიე და კაბინეტიდან არ დამჯდარი უკან დახევით გამოვედი. არ არის დღე, ეს ეპიზოდი და განცდა დამვიწყებოდეს.

ასეთი აცრემლებული იყო მომღიმარი და  სევდიანი ზურაბ სოტკილავაც. დიდი ადამიანები უფრო ღრმად განიცდიან სამშობლოს

..... მისი ცხედარი განსვენებული უნდა იქნას, უდაოდ პანთეონში, მინიმუმ ოპერის ეზოში.

 

მანანა ორბელიანი

21.09.2017 წელი. თბილისი.