პოლიტიკა
ტრისტან წითელაშვილი: აი, სააკაშვილის ბანდის სამი ბოევიკის ჩვენებები!
ტრისტან წითელაშვილი: აი, სააკაშვილის ბანდის სამი ბოევიკის ჩვენებები!

თანდათან ირკვევა, რომ ჰუმანურობის წინააღმდეგ სააკაშვილი და მისი ბანდა უკრაინაშიც არანაკლებს სჩადიოდა, ვიდრე საქართველოში. მეტიც, თურმე 2014 წლის მაიდნის მოვლენები და მშვიდობიანი მომიტინგეების დახვრეტა, რასაც უკრაინაში ხელისუფლების ცვლილება, შემდეგ, ამ ერთ დროს ყოველმხრივ ბედნიერი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, ეკონომიკის განადგურება და სამოქალაქო ომი მოყვა, რომელიც დღემდე გრძელდება - უშუალოდ სააკაშვილის ბანდის მიერ არის პროვოცირებული! სააკაშვილს და მის უახლოეს გარემოცვას საზარელ დანაშაულთა ჩადენაში მათივე ბანდის წევრები ამხელენ. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს სამხედრო ექსპერტთან, პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილთან, რომელმაც ახლახან უკრაინიდან და მაკედონიიდან სააკაშვილის ბანდის წევრების სკანდალური ჩვენებები ჩამოიტანა:

- უკრაინაში ამჟამად ძალზე რთული სიტუაციაა. ერთ დროს აყვავებული ეს ევროპული სახელმწიფო სულს ღაფავს, მოვლენებს იქ რახანია, ხელისუფლება კი არა, ოლიგარქები და მათი შეიარაღებული დაჯგუფებები მართავენ. პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უძლურია მათ წინააღმდეგ და დღითიდღე კარგავს სახელმწიფოს მართვის ბერკეტებს, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა უკრაინა კრიმინალთა თარეშის არენად გადააქციეს. ამერიკელთა მთავარი მიზანი გახლდათ უკრაინასა და რუსეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირება, თუმცა პოროშენკომ ამ მეტად სახიფათო დავალების შესრულებაზე უარი განაცხადა. მან უბრალოდ, ვერ გაბედა რუსებთან დაპირისპირება. ასეთ სიტუაციაში, ამერიკულმა რეაქციულმა ძალებმა ასპარეზზე ისევ ცნობილი ავანტიურისტი, პოლიტიკურად ბოლომდე გაკოტრებული მიხეილ სააკაშვილი შემოიყვანეს, რომელმაც ეს მისია უნდა შეასრულოს. თავად სააკაშვილი ახლა თავიდან ბოლომდე სიტუაციის მძევალია. მას შემდეგ, რაც საქართველოსა და უკრაინაში მან თავის პატრონების დავალებით ჩაიდინა, უკან დასახევი გზა უბრალოდ, აღარ დარჩა და ამჯერად იძულებულია, ვაბანკზე წავიდეს, რადგან პატრონების მხრიდან, როგორც ფუნქციაამოწურულს - მას ლიკვიდაცია ემუქრება! ამიტომ სააკაშვილი უკრაინაში ახალი სისხლისღვრის გასაჩაღებლად არაფერს მოერიდება. რა თქმა უნდა, ამერიკელები ამის საფასურად, მას პოროშენკოს ადგილს არ სთავაზობენ. სააკაშვილის ერთადერთი დანიშნულება გახლავთ უკრაინაში სიტუაციის აჭრა, რის შემდეგაც ამერიკელები პრეზიდენტად პოროშენკოზე ერთგულ თავიანთ რეზიდენტს დასვამენ.

- კი მაგრამ, რუსეთსა და უკრაინას შორის ხომ ისედაც არის სამხედრო დაპირისპირება?

- არა, ასე არ გახლავთ. ცხელ წერტილებში - დონბასში, დონეცკში, ლუგანსკში - სადაც ახლა მცირე შეტეკებები ხდება, უკრაინელ სამხედროებს არ მოეპოვებათ ინფორმაცია თუნდაც ერთი რუსი სამხედროს დაღუპვის ან ტყვედ ჩავარდნის შესახებ! იქ თვითონ უკრაინელები არიან ერთმანეთთან დაპირისპირებულნი. ამას გარდა, გავლენის სფეროებისთვის, ქვანახშირის და მარილის საბადოებისთვის ერთმანეთს იარაღით უპირისპირდებიან ოლიგარქები, რომლებიც თავიანთ ბოევიკებს 500 დოლარს უხდიან მაშინ, როცა უკრაინის თავდაცვის სამინისტრო სამხედროებს ხელფასს 150 დოლარზე მეტს ვერ აძლევს. სწორედ ასეთი მდგომარეობა განაპირობებს ოლიგარქების შეიარაღებულ დაჯგუფებებში კრიმინალების მიზიდვის ტენდენციას. მინდა გითხრათ, რომ ვფლობ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეუწყო ხელი სააკაშვილის უკრაინის საზღვარზე არალეგალური გზით გადმოსვლას ხელი თვით უკრაინის შს მინისტრმა, არსენ ავაკოვმა, რომელიც ამ გზით აბალანსებს პრეზიდენტ პოროშენკოსთან საკუთარ დაძაბულ დამოკიდებულებას.

- უკრაინის საზღვრის არალეგალურად გადმოლახვა მართლაც უპრეცედენტო თავხედობაა. ნუთუ სააკაშვილს ეს შერჩება?

- არ შერჩება, თუმცა უკვე ცხადდება, თუ რა მოხდა მაშინ საზღვარზე. ტელევიზიებში გაჟრერდა, თუ როგორ ეუბნება სააკაშვილს ერთ-ერთი სასაზღვრო პუნქტის ხელმძღვანელი - ტერიტორია დანარმულიაო. მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ სააკაშვილის დაკვეთით საზღვრის ნაწილის დანაღმვა მართლაც იყო დაგეგმილი, რაზეც უნდა აფეთქებულიყო მისი გარემოცვის ნაწილი - უბრალო მოქალაქეები, რის საფუძველზეც სააკაშვილი პროტსეტის ტალღის აგორებას შეეცდებოდა, მაგრამ ამ ინფორმაციამ გაჟონა და სპეციალისტებმა ტერიტორია საგულდაგულოდ გაასუფთავეს. რაც ახლა უკრაინასი ხდება, ნურავინ ჩათვლის, რომ ყოველივეს სააკაშვილი აკონტროლებს. სააკაშვილს გარკვეული პოლიტიკური ძალები პოროშენკოს წინააღმდეგ მხოლოდ იყენებენ, როგორც საფრთხობელას, როგორც ლოკომოტივს, მაგრამ კარვებში, რომელიც ახლახან მაიდანზე გაიშალა, იმ რაოდენობის ხალხი ვერ შეიკრიბა, რამდენიც პოლიტიკური დუღილის ტემპერატურას სჭირდება. მაიდანზე გაშლილი კარავი უკრაინაში არარავის უკვირს. იქ კარვები თითქმის მუდმივად , ისედაც გაშლილია. უკრაინელები პოროშენკოს მიმართ უკმაყოფილებით კი არ განწყობილნი, მაგრამ სააკაშვილის გაგონება საერთოდ არ უნდათ. ამას მოწმობს უამრავი ფაქტი, როცა საჯარო გამოსვლების დროს სააკაშვილს თავში ხან საღებავის ქილა ხვდება, ხან კვერცხი თუ პომიდორი. უკრაინელებმა უკვე ზუსტად იციან, რომ სააკაშვილი პოლიტიკოსი კი არა, საერთაშორისო ავანტიურისტია, რომელმაც მძიმე დანაშაულები ჩაიდინა. ამის დამადასტურებელი ახალი ფაქტები მე მინდა "ასავალ-დასავალს" გადავცე!

- რა ფაქტებზე საუბრობთ?

- აი, 3 ქართველი ბოევიკის, სნაიპერთა ჩვენებები, სადაც ისინი , როგორც უშუალოდ ბანდის წევრები - სააკაშვილის უახლოეს გარემოცვას საზარელ დანაშაულში ამხელენ! ამ ჩვენებებიდან ირკვევა, რომ 2014 წელს მაიდანზე თავშეყრილი დემონსტრანტების დახვრეტის ერთ-ერთი მთავარი მოთავე გახლდათ სააკაშვილი! ნება მიბოძეთ, ჩვენების ავტორთა ვინაობა გამოძიების და ამ ადამიანების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ინკოგნიტოდ დავტოვო. ბოევიკები საკუთარი სურვილით ამხელენ ყოფილ პატრონებს - მაიდნის სისხლიანი მოვლენების ორგანიზატორებს, რაც უშუალოდ მოვისმინე, ხოლო სულ მალე საზოგადოება ნახავს დოკუმენტურ ფილმს იმის შესახებ, თუ სააკაშვილმა უკრაინის კრიმინალურ ოპოზიციასთან ერთად მაიდანზე საკუთარი მომხრეების მასობრივად ამოჟლეტით როგორ მოამწიფეს გარემოება, მოაწყვეს პუტჩი და დაამხეს იქაური კანონიერი ხელისუფლება!

- ტრისტან, ჩვენების მიმცემი პირები ამჟამად პატიმრობაში არიან? თქვენ როგორ აღმოჩნდით მათი დაკითხვის ადგილზე?

- სამივე ქართველი ბოევიკი სრულიად თავისუფალია! ისინი საკუთარი ნებით მივიდნენ ჩემს მეგობარ უკრაინელ მაღალჩინოსან სამხედროებთან, რომლებთან ერთად მე სტუდენტობა მაქვს გატარებული და მათ თანამშრომლობა შესთავაზეს. ეს იყო სრულიად ლოგიკური საქციელი, ვინაიდან თავად ხედავენ, რომ იმ მოვლენებში მონაწილე ბოევიკები ერთიმეორეს მიყოლებით უჩინარდებიან, ხოლო შემდეგ მათ გვამებს პოულობენ... უკვე ეჭვი აღარავის ეპარება, რომ უმძიმესი დანაშაულის ორგანიზატორები თავად ისტუმრებენ საიქიოს მათი დავალებების შემსრულებლებს. ამ სამმა ქართველმა ბოევიკმა სიცოცხლის გადასარჩენად ორიგინალური გზა იპოვა - გადაწყვიტეს, ვიდრე მათაც მოიშორებენ, დაესწროთ და შემკვეთები ემხილებინათ! უკრაინელი სამხედრო ექსპერტები კი, თავის მხრივ მე დამიკავშირდნენ და ამ სკანდალურ პროცესში მონაწილეობა შემომთავაზეს. რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ კიევში გავფრინდი.

- ბოევიკების კიევში დაკითხეთ?

- არა, მათი სიცოცხლის პრევენციის მიზნით, იძულებულები გავხდით , ყველანი ერთად მაკედონიაში გავმგზავრებულიყავით, სადაც ქართველმა ბოევიკებმა აღიარება რამდენიმე ცნობილი ევროპელი ჟურნალისტის კამერების წინ გააკეთეს! ახლა მათი მონათხრობის მიხედვით, დოკუმენტური ფილმს იღებენ, რასაც საზოგადოება სულ მალე იხილავს. აღიარების შემდეგ ბოევიკებს ჩვენ დავეხმარეთ, რათა თავი სიცოცხლისთვის უხიფათო ადგილზე შეეფარებინათ. ისინი მზად არიან, როგორც კი საჭიროება მოითხოვს, უკრაინელ და ქართველ სამართალდამცველებს ჩვენება მისცენ იმ საზარელ დანაშაულთა შესახებ, რისი ჩადენაც სააკაშვილის უახლოესმა გარემოცვამ აიძულა!

- ასეთი მაინც რა წერია ამ ჩვენებებში, რომელიც თქვენ ხელში გიკავიათ?

- ამ ჩვენებებში ბოევიკები დეტალურად აღწერენ, რომ არიან სააკაშვილის და "თავისუფალი ზონის" მხარდამჭერები, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს არბევდნენ ოპოზიციის მიტინგებს და ასახელებენ, თუ ვინ აძლევდათ მათ ასეთ დავალებებს. 2014 წელს მაიდნის მოვლენების წინ ისინი კიევში აღმოჩნდნენ გაყალბებული პასპორტებით, მამუკა მამულაშვილის მიწვევით.

- ვინ არის მამუკა მამულაშვილი?

- მამუკა მაულაშვილი თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას მრჩეველი იყო. არაოფიციალურად, ის ზონდერ ჯგუფებსაც კურირებდა, რომლებიც თბილისში ოპოზიციას არბევდნენ. სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილების სემდეგ იგი უკრაინაში გაემგზავრა და ბატალიონი "ქართული ლეგიონი" შექმნა, რომელშიც საქართველოდან მიწვეული ზონდერ დაჯგუფებები გააერთიანა. მგზავრობის ხარჯი მამულაშვილმა გაიღო, კიევში კონსპირაციული ბინით მანვე უზრუნველყო და ბოევიკებს 1000-1000 დოლარი წინასწარ გადაუხადა, ხოლო ოპერაციის დასრულების შემდეგ თითოეულ სნაიპერს 10 ათას დოლარს და საქართველოში უხიფათოდ დაბრუნებას დაპირდა. სნაიპერები ყვებიან, როგორ ამცნო მათ მამუკა მაულაშვილმა დავალება, რის ფარგლებშიც მათ სასტუმრო "უკრაინის" და კონსერვატორიის შენობებიდან ცეცხლი უნდა გაეხსნათ მაიდანზე შეკრებილი დემონსტრანტებისთვის, რადგან მათივე თქმით, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი იანუკოვიჩი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნას დათანხმდა, რის შედეგადაც კიევში დაძაბულობამ იკლო და მუხტის გასაზრდელად საჭირო იყო საკუთარ მომხრეებში მსხვერპლი, რაც იანუკოვიჩს უნდა დაბრალებოდა! ბოევიკები აღწერენ, ვისი დავალებით და როგორ შეიტანეს იარაღი შენობებში და დეტალურად აღწერენ, თუ 20 წუთის განმავლობაში როგორ უშენდნენ განურჩევლად ბერკუტელებს და მომიტინგეებს ცეცხლს! ისინი ყვებიან მაიდნის მოვლენებში კობა ხაბაზის და გელა ვასაძის მონაწილეობის შესახებ და რაც მთავარია, აღწერენ, რომ ამ სისხლიანი დავალების შესრულებამდე ისინი მოინახულა და გაამხნევა თვით მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც სასტუმრო უკრაინაში მივიდა ამერიკელი ოფიცრის, კრისტოფერ ბრაიანის თანხლებით!

- ეს ბრაიანი ვინღაა?

- აშშ-ს შეიარაღებული ძალების ოფიცერია, რომელიც მაიდნის მოვლენებში მონაწილეობდა. ეს საერთაშორისო სკანდალია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბრაიანმა ამის შესახებ მედიაში საჯაროდ აღიარა! ის უშუალოდ უტარებდა ინსტრუქტაჟს სნაიპერებს, ვინც მაიდანზე მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს, ხოლო მოგვიანებით, სხვა ოპერაციებშიც მონაწილეობდა. ქართველი სნაიპერები, რომლებმაც ახლახან ჩვენებები მოგვცეს, დეტალურად ისაუბრეს ბრაიანის წვლილის შესახებ! მამუკა მამულაშვილის გარდა, უკრაინაში სისხლისღვრის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები, მისი რეჟიმის მაღალჩინოსანი სამხედროები: დავით მაყიშვილი, გიგი კალანდაძე, მერაბ კიკაბიძე. ისინი დღემდე უკრაინაში არიან და სააკაშვილისგან ღებულობენ ახალ-ახალ დავალებებს. ამ დამნაშაავეებთან ერთად ძალიან ხშირად ჩნდება საზოგადოებაში ნაცების ადვოკატი რომეო საჯაია. ქართველი ბოევიკები თავიანთ ჩვენებებში წერენ, რომ მაიდნის მოვლენებში ამერიკელის გარდა, ინგლისელი ინსტრუქტორიც მონაწილეობდა, ხოლო ქართველ სნაიპერებთან ერთად მომიტინგეებსა და ბერკუტელებს ხოცავდნენ ლიტველი, ესტონელი და პოლონელი სნაიპერებიც! ეს მტკიცებულებები სრულიად საკმარისია, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც მასობრივი სისხლისღვრის ორგანიზატორი - საერთაშორისო სასამართლომ გაასამართლოს! მოპოვებული მასალები აუცილებლად გადაეგზავნებათ ევროპარლამენტარებს, რათა მათ საერთაშორისო მკვლელის მხარდაჭერა ვეღარ გაბედონ!

- ამასობაში, კიევში დღითიდღე იძაბება სიტუაცია...

- მოვლენებში სააკაშვილის ჩართვა უკრაინაში უკუეფექტს იწვევს. პრეზიდენტ პოროშენკოთი უკმაყოფილო საზოგადოება ერიდება პროტესტის გამოხატვას იქ, სადაც სააკაშვილი აქტიურობს. სააკაშვილის წინააღმდეგ უკვე უამრავი სამხილი არსებობს. მაქვს ახალი სამხილებიც, რომელიც ახლა დამუშავების პროცესშია და უახლოეს მომავალში ამ დოკუმენტებსაც მივაწვდი "ასავალ-დასავალს". გაგიმხელთ, რომ საუბარია ოდესაში, პროფკავშირების შენობაში ადამიანების ცოცხლად გამოწვის ფაქტზე, რომლის კვალიც პირდაპირ სააკაშვილამდე მიდის!

- საქართველოს კანომდებლობით რა სასჯელი ელით ამ ჩვენებების მიმცემ ქართველ სნაიპერებს?

- საქართველოს კანონმდებლობით, ისინი ისედაც ექვემდებარებიან სასჯელს, რადგან უცხო ქვეყანის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა აკრძალულია. მათ უფრო მძიმე დანაშულიც ჰქონიათ ჩადენილი, თუმცა სასჯელის შემსუბუქებს დამკვეთების მხილებით მოახერხებენ. რაც ყველაზე მთავარია, ამ ჩვენებებით მათ სიცოცხლე გადაირჩინეს, აღიარებამდე ხომ, თავიანთი ყოფილი პატრონების სამიზნედ იყვნენ ქცეულნი. რაც შეეხება მთავარ დამნაშავეს, სააკაშვილს - მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ მისმა პატრონებმა ასეთი სახიფათო მოწმე ცოცხლად დატოვონ. იმდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული, რომ სააკაშვილის ამ ძლევამოსილ პატრონებზე არავინ მიიტანს ვინმე ეჭვს, თუ სადმე ამ ნაძირალას ვინმე ღორივით ჩაკლავს!

ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: "ასავალ-დასავალი"

 

loading...