მსოფლიო
„მამუკა მამულაშვილმა აეროპორტში ყველანი ყალბი პასპორტებით გაგვატარა” - როგორ მზადდებოდა „მასობრივი მკვლელობა“ და აქვს თუ არა კავშირი სისხლით დატბორილ მაიდანთან სააკაშვილს - ბოევიკის ბრალდება თუ სკანდალური აღიარება (?!)
„მამუკა მამულაშვილმა აეროპორტში ყველანი ყალბი პასპორტებით გაგვატარა” -  როგორ მზადდებოდა „მასობრივი მკვლელობა“ და აქვს თუ არა კავშირი სისხლით დატბორილ მაიდანთან სააკაშვილს - ბოევიკის ბრალდება თუ სკანდალური აღიარება (?!)

საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ  შეთქმულება სკანდალურად გასკდა! ერთ-ერთი სნაიპერის აღიარებითი ჩვენებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, იკვეთება, რომ 2014 წლის იანვარში მაიდანზე მომიტინგეები და მათთან ერთად ბერკუტელებიც, არც მეტი, არც ნაკლები, მიხეილ სააკაშვილის მითითებით დახოცეს, რომელიც თავის მხრივ, თავისი პატრონების დავალებას ასრულებდა! ამ მიზნით სააკაშვილმა თავისი ერთგულ პირებზე დაყრდნობით კიევში ჩაიყვანა ის მკვლელები და ზონდერები, რომელთაც მანამდე საქართველოში მიტინგების დასრბევად, ოპოზიციონერი ლიდერების დასალეწად და დასაშინებლად იყენებდა. სწორედ ამ ადამიანებმა, მაიდანზე მდებარე სასტუმრო უკრაინის და კონსერვატორიის შენობებიდან ცეცხლი გაუხსნეს ადამიანებს და 20 წუთის განმავლობაში განურჩევლად ხოცავდნენ ყველას. რომ არა ეს ბარბაროსული ქმედება, უკრაინაში გადატრიალება არ მოხდებოდა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ დაიშლებოდა და ხალხი იმ სამოქალაქო ომში არ ჩაებმებოდა, რომელიც უკრაინაში დღემდე მძვინვარებს!

გთავაზობთ ერთ-ერთი ქართველი ზონდერის ჩვენების ნაწილს, რომელმაც მაიდანზე ხალხის დახვრეტაში მიიღო მონაწილეობა იგი პოლკოვნიკმა ტრისტან წითელაშვილმა გადმოგვცა, რომელიც სნაიპერის აღიარებას უშუალოდ ესწრებოდა.

ქართული არმიის ყოფილი ოფიცერი:

არმიის რიგები 2006 წლის სექტემბერში საკუთარი სურვილით დავტოვე. მიზეზი: თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი არაჰუმანური მეთოდებით ამყარებდა დისციპლინას, შემოიღო ჩაშვების პრაქტიკა. მამუკა მამულაშვილი არმიაში მსახურობის პერიოდში გავიცანი, როცა მეგობრის, ბეჟოს დაბადების დღე აღვნიშნეთ.

ყველაფერი ასე დაიწყო:

2007 წელს სააკაშვილის მითითებით თავდაცვის სამინისტროსთან უშიშროების საიდუმლო სამსახური შეიქმნა, სადაც ყოფილი სამხედროები, ყოფილი პოლიციელები და ადრე ნასამართლევი პირები მოიზიდეს. ამ სამსახურში მე ჩემი მეგობრის - ზურაბ ფორჩხიძის ამხანაგების წყალობით მოვეწყე. ამ სამსახურის მოვალეობაში სამხედრო ობიექტების დაცვა შედიოდა, თუმცა არაოფიციალურად, მიტინგებზე სააკაშვილის მომხრე და მოწინააღმდეგე ძალების შეჯახების აღკვეთა დაგვევალა. ნება დამრთეს, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი მეტარებინა, ხოლო მორიგეობის დროს ავტომატურ იარაღსაც გვირიგებდნენ. ჩვენი უშიშროების სამსახურის ყველა თანამშრომელი კრწანისის სასწავლო ცენტრში გავდიოდით მომზადებას, სადაც ბრიტანელი ინსტრუკტორები გვასწავლიდნენ პროტესტის გამომხატველ საზოგადოებასთან მოპყრობას, მათგან ინფორმაციის მოპოვების, კონფლიქტური კერების შექმნის, შესაბამისი ბრძანების შემთხვევაში ხელისუფლების მომხრე ან მისი მოწინააღმდეგე მიტინგების ორგანიზების მეთოდებს. პირადად მე და 5-მა ადამიანმა ასეთი სწავლება 2013 წელს ლიტვაშიც გავიარეთ. ჩვენთან ერთად ცენტრში 30-35 წლამდე ასაკის 15-მდე უკრაინულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანი იმყოფებოდა. სწავლება ინგლისურ ენაზე იყო.
იმ თანამშრომლებს, რომლებიც ობიექტების დაცვაში არ მონაწილეობდნენ, იყენებდნენ საქართველოში მიმდინარე მიტინგების დასარბევად, ოპოზიციონერ ლიდერთა დასაშინებლად, მათ სათვალთვალოდ და გასალახად. როგორც წესი, ასეთ ქმედებებს ნიღბებიანი თანამშრომლები სჩადიოდნენ. ჯგუფის საერთო ხელმძღვანელად მამუკა მამულაშვილი ითვლებოდა, რომელიც ოფიციალურად, თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას მრჩეველი და პრეზიდენტ სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი გახლდათ! მე ამ ჯგუფების მხოლოდ მეთაურებს - გიორგი სარალიძეს, მერაბ კიკაბიძეს, დავით მაყიშვილს ვიცნობდი, რომლებიც ამჟამად უკრაინაში იმყოფებიან. (დავით მაყიშვილი უკრაინიდან ახლახან გამოადეპრტეს-ზ.დ.)ყოველი დავალების შესრულებისთვის მათ ცალკე უხდიდნენ, მაგალითად, ოპოზიციონერი დეპუტატის გალახვისთვის ათას ამერიკულ დოლარს... დანარჩენ თანამშრომლებს კი, ვინც ობიექტებს ვიცავდით, მხოლოდ ოფიციალურ ხელფასს გვაძლევდნენ.

ასე გავემგზავრე კიევში:

ჩვენი სამსახური მას შემდეგ დაიშალა, რაც სააკაშვილმა არჩევნები წააგო. მე უმუშევარი დავრჩი. 2013 წლის დეკემბერში მამუკა მამულაშვილმა ყველა თანამშრომელი შეგვკრიბა და განგვიცხადა, რომ კიევში მოპროტესტე საზოგადოებისთვის თანადგომის მიზნით სასწრაფოდ, უკრაინაში უნდა გავმგზავრებულიყავით. ეს განცხადება ჩვენ ბრძანებად შევაფასეთ. ჯგუფის ყველა უფროსს, მათ შორის მეც - 10 ათასი დოლარი გადმოგვცეს, ანუ თითოეულ ადამიანზე 1000 დოლარი. ამას გარდა სემპირდნენ, რომ უკან დაბრუნებისას მთელი ჯგუფისთვის კიდევ 50 ათას დოლარს მივიღებდი. სათითაოდ გვიბრძანეს, პასპორტისთვის სურათი გადაგვეღო და მამუკა მამულაშვილისთვის ჩაგვებარებინა. მამუკა ჩემს ჯგუფთან ერთად მოფრინავდა. თბილისის აეროპორტში მამუკა მამულაშვილმა პასპორტები გამოგვართვა და მესაზღვრეთა გვერდის ავლით გაგვიყვანა ისე, რომ მათგან შენიშვნაც არ მიუღია. თვითმფრინავში სათითაოდ დაგვირიგა პასპორტები, ოღონდ ისინი უკვე უცხო სახელებით და გვარებით იყო გაფორმებული. მაგალითად ჩემს პასპორტში ეწერა, რომ მე ვარ 1977 წელს დაბადებული გიორგი კარუსანიძე. მივხვდი, რომ მამუკა მამულაშვილმა აეროპორტში ყველანი ყალბი პასპორტებით გაგვატარა. ჩარტერული რეისით ვიფრინეთ. კიევის ბორისპოლის აეროპორტში დაგხვდა მამაკაცი, სახელად ანდრეი. მოგვიანებით გავიგე მისი გვარი - პარუბი. მამულაშვილის საქციელიდან აშკარად ჩანდა, რომ პარუბის ახლო იცნობდა. ანდრეიმ ტრანზიტული დერეფნით მესაზღვრეთა გვერდის ავლით გაგვატარა, პასპორტები ჩვენ არავისთვის გვიჩვენებია. აეროპორტის შენობიდან გამოვედით და ცისფერ მიკროავტობუსში ჩავსხედით. მამულაშვილი და პარუბიც ჩვენთან ერთად მგზავრობდნენ. უშინსკის ქუჩაზე (ქუჩის სახელი მოგვიანებით გავიგე) მრავალსართულიან სახლთან მივედით, სადაც 2 ოროთახიან ბინაში შეგვასახლეს. ზუსტად არ მახსოვს,, მაგრამ ეს მოხდა 2013 წლის 10-დან 15 დეკემბრამდე. მამულაშვილთან შეთამხმების თანახმად, მეორე დღეს მაიდანზე მიგვიყვანეს. მამულაშვილიც ჩვენთან იყო, კონკრეტულად არანაირ დავალებას არ იძლეოდა, მხოლოდ ამბობდა, რომ მომიტინგეებს უნდა დავხმარებოდით, მიტინგებზე არ დაგვეშვა ლოთობა და გამოგვევლინა ხელისუფლების მიერ მოგზავნილი პროვოკატორები. ფაქტობრივად, მაიდანზე უსაქმოდ ვიყავით. ბერკუტის თანამშრომლებთან შეჯახებებშიც არ ვმონაწილეობდით. ღამეს ბინებში ვათევდით და დილიდან ისევ მაიდანზე მოვყავდით. ახალი 2014 წელი სასტუმრო უკრაინაში ვიზეიმეთ. ასე გაგრძელდა იანვრის ბოლომდე. ამ დროისთვის უკვე ძირითადად სასტუმრო უკრაინაში ვიმყოფებოდით. ჩემი ჯგუფის გარდა, იქ თავიანთ ჯგუფებთან ერთად იმყოფებოდნენ სხვა მეთაურებიც - ყიფიანი, მაყიშვილი, სარალიძე. ისინი ჩვენგან დამოუკიდებლად ჩამოფრინდნენ კიევში. იქვე იყო რამდენიმე ლიტველი და პოლონელიც. სასტუმრო უკრაინაში ხშირად დაიარებოდნენ იაცენიუკი, კლიჩკო, იაროში - რომელთა ვინაობა შემდგომში ტელევიზორის ეკრანიდან ამოვიცანი. ისინი ანდრეი პარუბს ხვდებოდნენ და ესაუბრებოდნენ.

ასე მზადდებოდა მასობრივი მკვლელობა:

2014 წლის 10 თებერვალს ჩემს ჯგუფთან ერთად სასტუმრო უკრაინას მესამე სართულზე ვიყავი, როცა ჩვენთან შემოვიდნენ მიხეილ სააკაშვილი, ანდრეი პარუბი, მამუკა მამულაშვილი, სერგეი პაშინსკი და კიდევ ერთი - კომუფლიაჟში ჩაცმული კაცი. სააკაშვილი ყველას მოგვესალმა და კომუფლიაჟიანი კაცი წარგვიდგინა, როგორც აშშ-ს არმიის სამხედრო, კრისტოფერ ბრაიანი. მოგვიანებით მამულაშვილისგან გავიგე, რომ ბრაინი სნაიპერი იყო. მამულაშვილს და სააკაშვილს იგი ინგლისურად ესაუბრებოდა.
14 თუ 15 თებერვალი იქნებოდა, როცა მე და ჯგუფების სხვა ხელმძღვანელები - მაყიშვილი, სარალიძე, კიკაბიძე და სხვები - ცალკე ნომერში შეგვიყვანეს, სადაც დაგვხვდნენ ანდრეი პარუბი, სერგეი პაშინსკი, მამუკა მამულაშვილი და კრისტოფერ ბრაიანი. პარუბიმ გვითხრა, რომ მალე ახლა დავალებას მოგვცემდა.
ამ პერიოდში მაიდანზე მომიტინგეებსა და ბერკუტელებს შორის დაძაბულობა მატულობს. მომიტინგეებს შორის შევამჩნიე პისტოლეტით, სანადირო თიფებით და მოლოტოვის კოქტეილებით აჭურვილი ადამიანები. გახშირდა პოლიციელთა მიმართ წინააღმდეგობის, ჯაჭვების გამოყენებით ჩხუბის და მათთვის ქვების დაშენის ფაქტები.
16 თუ 17 თებერვალს სასტუმრო უკრაინაში ჯგუფის მეთაურები კვლავ გვიხმეს თათბირზე. პარუბიმ გვითხრა, რომ უკრაინის პრეზიდენტი იანუკოვიჩი ევროპას ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე მოურიგდა, ხოლო ევროპელი ლიდერები აპირებენ, მაიდანზე თავსეყრილ საზოგადოებას დაშლისკენ მოუწოდონ. პარუბი ამბობდა, რომ ამის დაშვება არ შეიძლება, ამიტომ სასწრაფოდ გეგმა ბ - ზე უნდა გადავიდეთო.

სისხლიანი გეგმის განხორციელება იწყება:

18 თებერვალს სასტუმროში პაშინსკი მოვიდა, რომელსაც რამდენიმე დიდჩანთიანი ახალგაზრდა მოყვა. ჩანთებიდან კალაშნიკოვის სისტემის ავტომატები და ოპტიკურსამიზნეებიანი კარაბინები ამოიღეს ყოველ იარაღზე თითო შეკვრა ვაზნებიც დაარიგეს. პაშინსკიმ გვითხრა, რომ იარაღს თავდაცვის მიზნით გვაძლევდა. ჩემი კითხვა, თუ ვისგან უნდა დაგვეცვა თავი - პაშინსკიმ უპასუხოდ დატოვა და გავიდა. მამულაშვილმა კი, მრავალმნიშვნელოვნად გაგვიმარტა ამოცანა - არ უნდა დაგვეშვა უკრაინის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარება და მაიდანზე შეკრებილი მომიტინგეების დაშლა! იარაღი ჯგუფებს შორის ოთახებში გადაანაწილეს, თუმცა, ჩემმა ჯგუფმა არ აიღო.
19 თებერვალს მამულაშვილი მომიახლოვდა და მითხრა: "კობა, ხვალ რთული დღე გვექნება. ეს მთავარი ამოცანაა, რაც აუცილებლად უნდა შევასრულოთ - მაიდანზე ქაოსის შესაქმნელად იარაღი უნდა გამოვიყენოთ და ვესროლოთ ყველა მონაწილეს, როგორც მომიტინგეებს, ისე პოლიციას. მთავარია, ვესროლოთ ცოცხალ მიზანს 15-20 წუთის განმავლობაში! ამის შემდეგ მე ჩემს ხალხს შევკრებ და თბილისში დაგაბრუნებთ. შევიშმუშნე, რადგან თავიდან თბილისში ამაზე მოლაპარაკებულები არ ვიყავით. მამულაშვილმა მიპასუხა - გუშინ მივიღეთ ბ გეგმაზე გადასვლის გადაწყვეტილება, ბრძანება ასეთიაო. მე ვკითხე - თუ სროლის მერე დაუყოვნებლივ უნდა დავბრუნდეთ თბილისში, 50 ათასი დოლარის გამოსართმევად სად გიპოვო მეთქი? - მიპასუხა, რომ ამოცანის შესრულებისთანავე გადაგვიხდიდა. ამ საუბარს ესწრებოდნენ პარუბი და ბრაიანი.
მე ვესწრებოდი სხვა ჯგუფის ხელმძღვანელებისთვის ბრაიანის მიერ ჩატარებულ ინსტრუქტაჟს, რომელსაც ქართულად მამულაშვილი თარგმნიდა. მოქმედებათა თანმიმდევრობა შემდეგნაირად განისაზღვრა: პაშინსკი თავის ჯგუფთან ერთად, რომელსაც უკრაინელები, ქართველები, პოლონელები და ლიტველები შეადგენენ, კონსერვატორიის შენობაში გადადიან და იქიდან უნდა დაიწყონ სროლა მომიტინგეების მიმართულებით. 3-4 წუთის მერე სროლა სასტუმრო უკრაინიდან უნდა გაგრძელდეს. ჯგუფებმა რიგ-რიგობით, 2 წუთის ინტერვალით უნდა გაისროლონ და თითო მსროლელი გაისვრის რა არაუმეტეს სამჯერ, იარაღს დატოვებს და გაეცლება. გეგმის მიხედვით სროლა უნდა გრძელდებოდეს 20 წუთის განმავლობაში, რათა პოლიციამ ვერ მოასწროს მსროლელთა ადგილმდებარეობის განსაზღვრა, რათა ისინი ტყვედ არ ჩაიგდოს. პარუბის იმდენად ეშინოდა პოლიციელთა იერიშის, რომ ავტომატს ატარებდა, დამატებით, მას 3 კომუფლიაჟიანი ადამიანი იცავდა.
მამულაშვილმა მსროლელთა ჯგუფების წევრებს თეთრი სამკლაურები დაურიგა, რათა ერთმანეთი უცხოებისგან გაერჩიათ. ჩემს ჯგუფს დაევალა, როცა სროლა დაიწყებოდა, სასტუმროს ფოიე დერეფნები და სართულები დაეცვა.

სისხლით დატბორილი მაიდანი:

დილით ადრე, 8 საათზე, კონსერვატორიის მხრიდან სროლის ხმები გავიგონე. 3-4 წუთში ამ სროლას მამულაშვილის ხალხი სასტუმრო უკრაინიდანაც აყვა. მე ამ დროს სასტუმროს მესამე სართულზე, დერეფანში ვიდექი და ვხედავდი, მაიდანზე გამავალი სასტუმროს ნომრების ფანჯრებიდან როგორ ესროდნენ ხალხს წყვილები - ერთი აღებდა ფანჯარას და მაშინვე კეტავდა, როგორც კი მეორე გაისროდა, შემდეგ კი წყვილები სხვა ნომერში გადადიოდნენ და იმავეს აკეთებდნენ. შემიძლია გითხრათ, რომ თითოეულმა წყვილმა 20 წუთის განმავლობაში 4-5-ჯერ მოასწრო გასროლა.
ამის მერე ყველაფერი გეგმის მიხედვით ხდებოდა - მსროლელები იარაღს ნომრებში ტოვებდნენ და სასტუმროდან გადიოდნენ. აღარ მინახავს, დატოვებული იარაღი ვინ შეაგროვა. მე და ბეჟო სართულზე დავრჩით, მაგრამ მამულაშვილი რომ ვერ ვიპოვეთ, ქვემოთ ჰოლში ჩამოვედით, სადაც პაშინსკის და პარუბის დაჯგუფების წევრ უკრაინელს წავაწყდით. მან ბეჟოს უთხრა - აქედან გაეცალეთ, თორემ პრობლემები გექნებათო. სასწრაფოდ გავემართეთ კონსპირაციული ბინისკენ, ჩავალაგეთ ნივთები და ბეჟოსთან ერთად თბილისში გამოვფრინდი. ბილეთების ყიდვა საკუთარი ხარჯით იმ ფულიდან მოგვიწია, რომელიც მამულაშვილმა თბილისში მოგვცა. ჩემი ჯგუფის დანარჩენი წევრებიც, თბილისამდე საკუთარი ხარჯებით გამოფრინდნენ.
თბილისში დაბრუნებისთანავე დავწვი პასპორტი, რომელიც მამულაშვილმა უკრაინაში გამგზავრებისას გადმომცა. ამჟამად ჩემს ნამდვილ პასპორტს ვიყენებ.
არ მინდა მსროლელთა ვინაობები ჩამოვთვალო, რათა საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე არ შევუქმნა, თუმცა, მე ისინი მეცოდებიან, რამეთუ მოტყუეს და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა აიძულეს!

ბოლოთქმა:

ჩვენ კიდევ რამდენიმე ბოევიკის აღიარებითი მსგავსი ჩვენებები მოვიპოვეთ, ისინი ერთნაირად აღწერენ ფაქტებს, რაც მაიდანზე ხდებოდა და აქცენტს აკეთებენ იმ სისხლიან დანაშაულზე, რომელიც უშუალოდ სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ ჩაიდინეს.

 

მოამზადა ზაზა დავითაიამ.

წყარო: "ასავალ-დასავალი"

 

1. კიევი, მაიდანი. კონსერვატორია და სასტუმრო "უკრაინა," საიდანაც სნაიპერებმა მომიტინგეები ჩახოცეს.

 

2. კიკაბიძე, მაყიშვილი, სააკაშვილი - მაიდნის სისხლისღვრამდე.


3. მესამე სურათზე - მამუკა მამულაშვილი


3. მეოთხე სურათზე: აშშ-ს არმიის ოფიცერი კრისტოფერ ბრაიანი, რომელიც მაიდნის ხოცვა-ჟლეტის წინ სნაიპერებს ინსტრუქტაჟს უტარებდა.

loading...