ეკონომიკა
უნგრულ MOL-ს და ჰოლანდიურ AIMOL-ს საქართველოში პირველი ოფიციალური დისტრიბუტორი ჰყავს
უნგრულ  MOL-ს და ჰოლანდიურ AIMOL-ს  საქართველოში  პირველი ოფიციალური დისტრიბუტორი ჰყავს

ნავთობის ბაზარზე მსოფლიოში წამყვან ბრენდებს, უნგრულ  MOL-ს და ჰოლანდიურ AIMOL-ს საქართველოში  პირველი ოფიციალური დისტრიბუტორი ჰყავს.  ეს გახლავთ კომპანია „ჯეოილი“, რომელმაც ქართულ ბაზარზე უკვე შემოიტანა როგორც მსუბუქი ავტომობილების (მინერალური, სინთეტიკური, სპორტული), ასევე კომერციული ტრანსპორტის, კვების მრეწველობისა და ინდუსტრიული დანიშნულების საცხებ-საპოხი მასალები. „ჯეოილის“ დირექტორის, მედეა ჯინჯიხაძის  თქმით, აღნიშნულ სფეროში კონკურენცია საკმაოდ მაღალია, თუმცა ფიქრობს, რომ „სიახლის დანერგვა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ნებისმიერ ბიზნესში  მნიშვნელოვანია“. 

რას სთავაზობს  ,,ჯეოილი" ქართველ მომხმარებელს?

ჩვენი კომპანია   საცხებ-საპოხი მასალების  მრავალფეროვნებით გამოირჩევა.  მათ შორისაა, როგორც მძიმე სატვირთო  ტექნიკისა  და მსუბუქი ავტომობილებისთვის განკუთვნილი საცხებ-საპოხი მასალები, ასევე  პროდუქცია  სპორტული ხაზისთვის. ამ მიმართულებით მომხმარებელს ვთავაზობთ პრემიუმ კლასის ზეთებს, რომლებიც  სპეციალურად  ფორსირებული, სპორტული  და  მაღალი სიმძლავრის ძრავებისთვისაა შექმნილი.  გამოიყენება მაღალ ტემპერატურულ დიაპაზონში მუშაობისას, რომლის დროსაც საჭიროა სიბლანტის სტაბილურობა.

ჩვენი პროდუქცია საინტერესოა ასევე ფაბრიკების, ქარხნებისა თუ სხვადასხვა მრეწველობის ობიექტებისთვის, რომლებსაც ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის  ინდუსტრიული დანიშნულების ზეთებს.  ეს გახლავთ  ე.წ. თეთრი ზეთები, რომლებიც მთლიანად შეესაბამება NSF–ს  InS H1–ის, 3H–ისა და HX-1–ის კვების სტანდარტებს ,ასევე USP–ს (აშშ), BP–სა (დიდი ბრიტანეთი) და FDA–ს (აშშ) სამედიცინო სტანდარტებს. მათი გამოყენება შესაძლებელია საკვებ პროდუქტებთან უშუალო კონტაქტისას,  საკვები და გასაპოხი ზეთების წარმოებაში,  კოსმეტიკურ მრეწველობაში, საფეიქრო მრეწველობაში (უფერო ზეთი გაპოხვისთვის), კვების მრეწველობასა და სასმელების ჩამოსხმაში,  ლუდის, თუნუქის ქილებისა და ბოთლების წარმოებაში.

აღსანიშნავია, რომ თეთრი  ზეთები  მთლიანად უფეროა, სუნისა და გემოს გარეშე, ახასიათებთ შესანიშნავი ადჰეზიის უნარი,  განსაკუთრებული საპოხი თვისებები.    რაც მთავარია,  უზრუნველყოფენ სუფთა გაპოხვას, ლაქების დატოვებისა და  დაბინძურების გარეშე.

სად შევიძინოთ მოლისა და აიმოლის პროდუქცია?

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ჩვენს მაღაზიაში, ხოშარაულის 30 ნომერში. დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია დაგვიკავშირდეს 557 61 16 44. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე  http://www.geoil.ge/index.php?lng=ge 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიებთან, საქართველოს ყველა რეგიონში ჩვენი პროდუქციის დისტრიბუციის შესახებ.

ასევე ვგეგმავთ ტექნიკური მომსახურების სადგურების გახსნას თბილისის სხვადასხვა უბანში და ვფიქრობთ პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისის დანერგვას.

ბოლო წლებში, საავტომობილო ინდუსტრიაში ეკოლოგიის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. არის თუ არა  თქვენს  პროდუქციაში გათვალისწინებული ეკოლოგიასთან დაკავშირებული რეკომენდაციები?

თამამად შემიძლია გითხრათ,  რომ ჩვენ თავად ვართ ხარისხის გარანტი.  ჩვენი პროდუქცია   სრულად აკმაყოფილებს ACEA-სა და API-ს ბოლო მოთხოვნებს.  მოგეხსენებთ რომ API  არის  ამერიკის ნავთობის ინსტიტუტი, რომელიც ზეთს ანიჭებს ხარისხის სტანდარტს.  API-ს ევროპული ეკვივალენტია ACEA - ევროპის საავტომობილო მწარმოებელთა ასოციაცია. ჩვენი პროდუქციის შესაბამისობას მათ სტანდარტებთან ადასტურებენ ევროპის სხვადასხვა საავტომობილო და საინჟინრო კომპანიები.

უნდა აღინიშნოს, რომ  დღეს, ავტონაწილების მწარმოებელი კომპანიებიც ითვალისწინებენ ბაზრის მოთხოვნებს და სტანდარტებს,  და ასევე,  მანქანის მწარმოებელი კომპანიების რეკომენდაციებს. ცოტა ხნის წინ დაიწყო სამომხმარებლო მოთხოვნის ფორმირება დაბალი სიბლანტის ზეთების მიმართ როგორიცაა: 5W-20 და 0W-20, რადგან CO2- ის გამოფრქვევა ატმოსფეროში ზემოაღნიშნული ზეთით გაცილებით დაბალია, ვიდრე ზეთების გამოყენებით როგორიცაა, მაგალითად: 5W-30 და 5W-40. პოპულარული ავტომანქანების მწარმოებლები, (Toyota Camry, Lexus RX 350, Honda Accord , 2.5 ლიტრიანი ძრავით) რეკომენდაციას უწევენ მხოლოდ 0w-20 სიბლანტის ზეთის გამოყენებას, რომელიც  ამცირებს საწვავის დანახარჯს და ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოფრქვევას.

პროდუქციის დაცვის მიზნით თუ აპირებთ  რაიმე ღონისძიებების გატარებას?

რა თქმა უნდა, როგორც პროდუქციის, ასევე მომხმარებლის დაცვის მიზნით, კომპანია „ჯეოილი“ ავტორიზებულ დილერებთან პროდუქციაზე მუდმივ კონტროლს განახორციელებს  და მათი გაყალბება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება.

 

loading...