მოქალაქის ტრიბუნა
“ბაქო-თბილისი-ყარსი უნდა გახდეს ყველაზე უსაფრთხო ტრანზიტი მსოფლიოში” - ირაკლი ლატარია
“ბაქო-თბილისი-ყარსი  უნდა გახდეს ყველაზე უსაფრთხო ტრანზიტი მსოფლიოში” - ირაკლი ლატარია

ბაქო-თბილისი-ყარსი, ეს უნდა გახდეს ყველაზე უსაფრთხო ტრანზიტი მსოფლიოში, რომლის დამტკიცებაც ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს.

ზემოაღნიშნულ მაგისტრალს ყველაზე დიდი კონკურენტი ჰყავს რუსეთი, კერძოდ: ყაზახეთისა და რუსეთის გავლით ევროპამდე გზა.

ასევე შეიძლება ნაწილობრივ კონკურენტად ჩავთვალოთ ირანიც, მაგრამ ირანშიც რუსეთის უდედესი ინტერესებია, რომელიც დღითი დღე ბევრად საჯარო და ღია ხდება.

პროექტის მთავარი შინაარსი არის რუსეთის გვერდის ავლით ევროპისა და აზიის დაკავშირება, რომელიც ყველაზე მოკლე მარშუტად ითვლება ევროპისკენ მიმავალი, მაგრამ გარდა მარშუტისა, აუცილებელი მოთხოვნაა უსაფრთხოებაც, რომლის დარღვევასაც რუსეთი მაქსიმალულრად შეეცდება.

რისი თქმა მინდა ამ ყველაფრით? 


ნებისმიერი არეულობა, ნებისმიერი დეტაბილიზაცია, რომელიც გამოიხატება ხალხის ქუჩაში გამოსვლებით, მიტინგებით, მანიფესტაციებით და ა.შ (არეულობის იმიტაცია) ხელს აძლევს მხოლოდ რუსეთს, რათა სალაპარაკო ჰქონდეს ევროპაში, რომ საქართველოში არ არის უსაფრთხოების ნორმები დაცულიო და თავიანთი გზა გაიკვალონ, რომელიც ძალიან დიდი ეკონომიკური დანაკლისია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო.

დავუფიქრდეთ ყველანი, რა შეიძლება მოხდეს ხვალ და რით შეიძლება ,,ხელი შევუწყოთ" საკუთარ სამშობლოს. რომელსაც არ გააჩნია არც ნავთობი და არც სხვა ისეთი ბუნებრივი საბადო, რომელზეც დგას მსოფლიოს ეკონომიკა!!!

 

ავტ. ირაკლი ლატარია

 

 

loading...