საზოგადოება
„გემრიელი მანქანა“, ანუ რა კავშირია „TOYOTA LAND CRUISER PRADO“-სა და ქართულ ტრადიციებს შორის - შთამბეჭდავი პრეზენტაცია და სტარტი ახალი სიმაღლეების დასაპყრობად
„გემრიელი მანქანა“, ანუ რა კავშირია „TOYOTA LAND CRUISER PRADO“-სა და ქართულ ტრადიციებს შორის - შთამბეჭდავი პრეზენტაცია და სტარტი ახალი სიმაღლეების დასაპყრობად

ახალი „TOYOTA LAND CRUISER PRADO“ უკვე საქართველოშია

 

გონგი...

კიდევ ერთი დარტყმა და კიდევ ერთი ტესტ დრაივი...

შთაბეჭდილებებიც ერთმანეთს  ემსგავსება  - ერთის აღფრთოვანება მეორეს ცვლის და ასე რამდენიმე საათის განმავლობაში...

***

- „მეტი ემოციისთვის უფრო სწრაფად იარე“ – ახალგაზრდა ჟურნალისტი ინსტრუქტორის დირექტივებით ახალ „Toyota Land Cruiser Prado“-ს ტესტავს. ჩვენ, უკან მსხდომნი, სიამოვნებით ვადევნებთ თვალ-ყურს შთაბეჭდილებების პირველად ემოციურ გამოვლინებას. აღფრთოვანება, ინტერესი, შემართება, გაბედულება და არავითარ შემთხვევაში, შიში - შედეგად, ინსტრუქტორიც კმაყოფილია და მძღოლიც. 

„გემრიელი მანქანაა. ძალიან რბილად დადის ოღრო-ჩოღრო გზაზე, მანევრი აქვს ისეთი, რომ ... უბრალოდ, უნდა გრძნობდე. სხვა მანქანებსაც ვერ შეადარებ.  ზოგადად, ჩემთვის მანქანის ტარება ისეთი სიამოვნებაა, ვერ აგიღწერთ. ეს არის ავტომობილი, რომლითაც შეიძლება ისიამოვნო როგორც ქალაქში სიარულისას, ისე „off road”-ზე. მანევრირებაში პანორამული კამერები გვეხმარება, ეს მართლა საჭირო და აუცილებელი ფუნქციაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რთულ გზას ადგახარ და ყველაფრის კონტროლის პრობლემა იქმნება“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში „ალიას“ ჟურნალისტმა, ტატა ბრეგვაძემ.

მანქანა „შატო მუხრანის“ არცთუ სახარბიელო გზაზე კიდევ რამდენიმე მსურველმა, მათ შორის, ტელეკომპანია „იმედის“  ჟურნალისტმაც დატესტა. წინა რესპონდენტის მსგავსად, ახალმა მოდელმა მარიამ მჭედლიშვილიც მოხიბლა. დიდი მანქანის “off road”-ზე  მართვის გამოცდილების არქონის მიუხედავად, ავტომობილთან ურთიერთობა არც მას გასჭირვებია. ამბობს, რომ ფუნქციური შესაძლებლობლობებიდან გამომდინარე, მანქანა მძღოლს ადვილად ემორჩილება...

„მოხიბლული ვარ ახალი მოდელით. მიუხედავად იმისა, რომ  მე თვითონ სედანი მყავს და ოფროუდზე სიარულს მიუჩვეველი ვარ, ტარება არ გამჭირვებია. მეტიც, იმდენად გავუთამამდი, რომ ინსტრუქტორისგანაც დავიმსახურე შექება. ძალიან მარტივად დასამორჩილებელი და სამართავი მანქანაა. მოკლედ, ძალიან ემოციური  ტესტ დრაივი გამოვიდა. ძალიან მოსახერხებელია უკანა ხედვის კამერა, რომელიც 360 გრადუსით მთელი პერიმეტრის აღქმაში გეხმარება. ზოგადად, ძალიან მომეწონა სალონიც, ძალიან კომფორტულია. ვფიქრობ, ვიზუალურადაც ძალიან შთამბეჭდავი მანქანაა“ - განგვიცხადა მარიამ მჭედლიშვილმა.

ტესტ დრაივის შედეგები და მონაწილეთა შთაბეჭდილებები  ტოიოტა გავკასიის პროდუქტისა და ფასწარმოქმნის სპეციალისტმა, გაგა კოხრეიძემაც გაგვიზიარა, რომელმაც, სხვა მრავალ ფუნქციასთან ერთად, ერთი დღით ინსტრუქტორობაც შეითავსა. როგორც ბატონმა გაგამ გვიამბო, ახალი მოდელით, გამონაკლისის გარეშე, ყველა აღფრთოვანებული დარჩა.

„სხვათა შორის, ყველას ვეკითხები, ვინც საჭესთან ჯდება, რა ავტომობილს ფლობს, ეგრევე აღიქმება, რომ უმრავლესობას დიდ ჯიპთან ურთიერთობის გამოცდილება არ აქვს.  ძირითადად მაინც პატარა  მანქანები ჰყავთ. ამიტომ თავიდან, პირველ 100-200 მეტრს, მაინც მორიდებით და გაბარიტშეუჩვევლად გადიან. მაგრამ შემდეგ, როცა  აღიქვამენ, რომ მანქანას ამ უგზოობაზე მგზავრებისთვის დისკომფორტის შეუქმნელად მაღალი სიჩქარით მოძრაობა შეუძლია  და შემდეგ როცა ნახულობენ კამერას 360 გრადუსზე, უკვე დამოკიდებულებას ცვლიან, მათთვის ყველაფერი ძალიან მარტივი და სახალისო ხდება, ყველა აღტაცებული რჩება.  იმიტომ რომ პატარა ზომის მანქანიდან დიდ მანქანაზე გადმოჯდომისას ეს კამერა გაძლევს საშუალებას, რომ ძალიან მარტივად გადაადგილდე და ძალიან მარტივად აღიქვა, რა ხდება შენ ირგვლივ და ეს დიდი კომფორტია“- აღნიშნა გაგა კოხრეიძემ.

ცოტა რამ „Toyota Land Cruiser Prado“-ს შესახებ

 „Toyota Land Cruiser Prado“ თავის სეგმენტში ყველა დროის ერთ-ერთი უნიკალური მოდელია. უგზოობაზე მოძრაობის შეუდარებელმა შესაძლებლობებმა ლენდ კრუიზერს მსოფლიოში ყველაზე გამძლე და სანდო ავტომობილის რეპუტაცია შეუქმნა და ევროპის ათზე მეტ ქვეყანაში ამ სეგმენტის გაყიდვების ლიდერად აქცია.

„Toyota Land Cruiser Prado“ - ს რეპუტაციას კიდევ უფრო ამყარებს მისი ექსტერიერის ახლებური, უფრო თანამედროვე და გამოკვეთილი სტილი, უფრო დახვეწილი, კომფორტული და მაღალი ხარისხის ინტერიერის დიზაინი, გაუმჯობესებული დინამიური მაჩვენებლები და მომხმარებლის კომფორტზე გათვლილი შესაძლებლობები, როგორც ნორმალურ, ასევე უგზოობის პირობებში.

 

„Toyota Land Cruiser Prado“ -ს იღბლიან მფლობელს ავტომობილში დახვდება  ახალი დიზაინის მქონე ინსტრუმენტების პანელი, რომელიც მოიცავს დიდ 8-დიუიმიან Toyota Touch® 2  და „Go“ მულტიმედია სისტემას, მძღოლის ოპტიტრონულ მრიცხველებს და საჭის მოწყობილობათა მექანიზმის მიერ მართულ 4.2-დიუიმიან მულტი-ინფორმაციულ ეკრანს.

წინა სავარძლის გაუმჯობესებული ვენტილაცია, უკანა სავარძლების გათბობა, ავტომატური კლიმატ-კონტროლი და “ჭკვიანი გასაღების“ ახალი დიზაინი - „ტოიოტას“ მძღოლსა და მგზავრებს კიდევ უფრო მეტ კომფორტს უქმნის.

„Toyota Land Cruiser Prado“ უგზოობის პირობებში შეუდარებელია! ამის მიზეზი კი რამდენიმე კომპონენტია: გამძლეობა, დეფორმაციისადმი მედეგობა, ჩარჩოიანი ძარის მეთოდით აგებული უნიკალური კონსტრუქცია და ინსტრუქციებისა და ტექნიკური მხარდაჭერის არაჩვეულებრივი კომბინაცია.

ახალი „Land Cruiser Prado“-ს უგზოობის პირობებში გამავლობის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაზრდილია მისი უკანა დიფერენციალის სამი ვარიანტის წყალობით: ღია, ჩასაკეტი ან ახალი თვითბლოკირებადი დიფერენციალი Torsen Limited Slip (LSD).

ამ ყველგანმავალის Multi-terrain Select System (MTS) სისტემა კიდევ უფრო გაუმჯობესდა „AUTO Mode-ის“ (ავტომატური რეჟიმი) დამატებით, რომელიც ავტომატურად მოდის მოქმედებაში და 5-სიჩქარიანი ნელი სვლის მაკონტროლებელი „Crawl Control“ - ე.წ. ცოცვის ფუნქციით. ხოლო „Multi-terrain Monitor“ ეკრანის ფუნქციები გაფართოვდა და ამჟამად მოიცავს არა მარტო იატაკის ქვეშ ხედვისა („Underfloor View“) და წინა ხედვის („Front View Rotation“) როტაციის ფუნქციებს, არამედ პანორამული ხედვისა („Panoramic View“) და ფართო უკანა ხედვის („Wide Rear View“) ეკრანებსაც.

ლენდ კრუიზერ პრადოს მთლიანი სიგრძე 60 მმ-ით არის გაზრდილი 4,840 მმ-მდე. მას განსაკუთრებული მანევრულობა ახასიათებს, რომლის მობრუნების მინიმალური წრე მხოლოდ 5.8 მეტრია.

   

ახლებური დიზაინის მქონე კაპოტით, რადიატორის ცხაურით, განათების ფარებით, წინა ბამპერითა და დამცავი ფარებით, „Toyota Land Cruiser Prado“ -ს წინა მხარე თავისი უნიკალური ისტორიული დიზაინის მრავალ სტრუქტურულ ელემენტს ეფუძნება.

ახალი „Toyota Land Cruiser Prado“ ექსტერიერის ათ სხვადასხვა ფერშია ხელმისაწვდომი. მათგან ორი სრულიად ახალია - Midnight Emerald Blue („შუაღამის ზურმუხტისებრი ლურჯი“) და Avant-Garde Bronze metallic („ავანგარდული ბრინჯაოსფერი მეტალიკი“).

ახალი „Toyota Land Cruiser Prado“ -ს ინტერიერი გვთავაზობს ინსტრუმენტთა პანელის შეცვლილ სტილს მძღოლის ინსტრუმენტთა და ცენტრალური მართვის პულტის ჩათვლით. მისი ფუნქციონირება გაუმჯობესებული, ხოლო მოპირკეთება - უფრო დახვეწილი და ყველგანმავალი მანქანის პრემიუმ ხარისხისათვის შესაფერისია.

უგზოობის პირობებში მოძრაობისას წინა მხარის ხილვადობის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ცენტრალური მართვის პანელის უკიდურესი ზედა ნაწილი დადაბლებული, უფრო გლუვი და დახვეწილი შესახედაობისაა. მართვის პანელზე განთავსებულია ახალი, უფრო დიდი ზომის 8-დიუიმიანი ფერთა სრული დიაპაზონის მქონე მულტიმედია ეკრანი, გლუვი ზედაპირის მქონე კონდიცირების კონტროლის პანელი და გადაცემასთან დაკავშირებული ინსტრუმენტული პანელი.

განახლებულია საჭეც, რომელიც „Toyota Land Cruiser 200 (V8)“ მოდელების საჭეების მსგავსია.

ახალი „Toyota Land Cruiser Prado“-ს ინტერიერი ორ ფერშია გადაწყვეტილი: შავი და „Premium Beige“, რომელიც სრულიად ახალია. სალონის პრემიუმ ხარისხის გაფორმებას აგვირგვინებს - „Silver Hairline“ მეტალისებური ტექსტურით დამუშავებული ზედაპირები, რომლებიც ცენტრალური მართვის პულტის დამუშავებას და სრულიად ახალ მუქ ყავისფერ ხის მსგავს იერს ესადაგება.

   

***

ახალი „Toyota Land Cruiser Prado“-ს პრეზენტაცია 7 ნოემბერს შატო მუხრანის ტერიტორიაზე გაიმართა. ჟურნალისტებს გასვლის წუთიდან შთამბეჭდავი სანახაობის, ტესტ-დრაივის გავლის და ახალი ურთიერთობების შესაძლებლობა მოგვეცა. დილით დაწყებული ღონისძიება საღამომდე საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში გაგრძელდა, თუმცა დამსწრე საზოგადოებას არც დაღლა დატყობია და არც მოწყენის ალბათობის დაშვების შესაძლებლობა ჰქონია.

    

ღონისძიება ტოიოტა კავკასიის ეზოში დრამერების შოუს თანხლებით დაიწყო. საკმაოდ შთამბეჭდავი სტარტი კი უკვე შატო მუხრანის ტერიტორიაზე ასევე შთამბეჭდავად გაგრძელდა. ე.წ. "Coffe break"-ის შემდეგ ტოიოტას წარმომადენლობამ დღის მთავარ თემაზე ილაპარაკა და დამსწრე საზოგადოებას ახალი მოდელის შესაძლებლობები დაწვრილებით აუხსნა. თუმცა ღონისძიება ამით არ დასრულებულა. ჟურნალისტებმა ღია სივრცეში გადმოინაცვლეს, ხოლო კომპანიის წარმომადგენლებმა დრამერებისა და საჰაერო აკრობატული ნომრების თანხლებით ორი ახალი პრადო წარადგინეს. ამ ლოკაციამდე  ცოცხალი „ოქროს ქანდაკებების“ გრძელი დერეფანი გაიარეს. ქუჩის თეატრის მსახიობებმა შემოდგომის ფერებში შემოსული ქანდაკებების როლიც შთამბეჭდავად, პირდაპირი მნიშვნელობით, თვალის დაუხამხამებლად ითამაშეს. საინტერესო სანახაობა დაგვხვდა ტესტ დრაივის ლოკაციაზეც:  მონაწილეობის მსურველთა გრძელი რიგი რეგისტრაციის კუთხეში, თონე, რომელშიც ცხვება პური, ადგილი, სადაც იწვება მწვადი, ჩაის და ყავის კუთხე მსუბუქად წახემსების შესაძლებლობით, სცენა, რომელზეც მღერის "yellow band" და წითელი „პუფები“ დასვენების მსურველთათვის. ორგანიზატორებს არც საჩუქრები დავიწყებიათ - ანიმატორებმა ის თითოეულ ჟურნალისტს გადასცეს. დამსწრე საზოგადოებას ერგო იქვე გადაღებული და დაბეჭდილი სამახსოვრო ფოტოებიც. თეატრალური შოუმ განწყობა კიდევ რამდენჯერმე გაგვიხალისა. პერიოდულად შთამბეჭდავი სიმღერებით გვანებივრებდა "yellow band"-იც. დღის კულმინაცია კი ცეცხლოვანი შოუ და ქართულ-ტრადიციული  სუფრა გახდა. ტრადიციისამებრ გაიჭრა საპრეზენტაციო ტორტიც.

   

  

 

***

- ქართული ტრადიციული ელემენტები...  თონის პური და მწვადი...  შატო მუხრანის ტერიტორია... არის რაიმე კავშირი ტოიოტასა და ქართულ ტრადიციებს შორის?

ანა იოვიძე, ტოიოტა კავკასიის გაყიდვების ტრენერი:  რა თქმა უნდა, სიმბოლური დატვირთვა ყველაფერს შეიძლება მივცეთ. ამ შემთხვევაში, ეს ელემენტებიც სიმბოლურად და ასევე,  ქართველი ხალხის პატივსაცემად იყო გამოყენებული. საქართველო ტრადიციული ქვეყანაა და ხალხი ამ ტრადიციებს პატივს სცემს. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი უნდა მოვერგოთ იმ ადგილს, სადაც ვცხოვრობთ და ვარსებობთ, უნდა ვცეთ პატივი იმ კულტურას, რომლითაც საზოგადოება ასე ამაყობს. გარდა ამისა, ეს ტერიტორიაც  ტრადიციებთან ასოცირდება. როდესაც ივენთს ვგეგმავდით, სხვადასხვა ტერიტორიებს განვიხილავდით, საბოლოოდ შატო მუხრანზე შევჩერდით.  მას საინტერესო ისტორია აქვს. მეცხრამეტე საუკუნიდან არსებობს, მუხრან ბატონის მფლობელობის ქვეშ იყო. აქ არის მარანი, რომელსაც ძალიან დიდი ტევადობა აქვს, დაახლოებით, მილიონამდე ბოთლს იტევს. ღვინო კი ქართული კულტურის,  ქართული ტრადიციების განუყოფელი ნაწილია. ბუნებრივია, აქ ვერაფერი ჩაივლიდა იმ ტრადიციული კომპონენტების გარეშე, რომელიც ჩვენ შემოგთავაზეთ. პარალელი ხარისხზეც უნდა გავავლოთ. შატო მუხრანი სწორედ რომ ხარისხზეა ორიენტირებული და ერთგულია მომხმარებლების მიმართ. ასევეა ტოიოტაც. ხარისხი, საიმედოობა და გამძლეობა - ესაა პრადოს და სხვა მოდელების სლოგანი... აი, ამ ნიუანსების გამო შევარჩიეთ ეს ადგილიც და დავამატეთ ქართული ტრადიციული კომპონენტებიც.  ვფიქრობ, საბოლოოდ, საკმაოდ შთამბეჭდავი სანახაობა მივიღეთ.

სერგო ელბაქიანი, ტოიოტა კავკასიის  წარმომადგენელი ერევანში, მთავარი მენეჯერი: შატო მუხრანი ის ადგილია, სადაც ტრადიციები გრძელდება. ისევე, როგორც ლენდ კრუიზერ პრადოა  ლენდ კრუიზერის ტრადიციების გაგრძელება.   ყველაფერი ძალიან სწორად იყო შერჩეული, შეიძლება ითქვას, რომ ეს ზუსტად ის იყო, ანუ „მიზანში მოარტყეს“... ძალიან კარგი ღონისძიება გამოვიდა. კარგი იქნება, მსგავსი ღონისძიებები ხშირად ტარდებოდეს. რაც შეეხება პრადოს ახალ მოდელს, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მოსახერხებელი მანქანაა და ნებისმიერი მძღოლისთვის ქმნის კომფორტს ნებისმიერ ვითარებაში.  რაც მთავარია, ადვილად სამართავია ნებისმიერი ახალბედასთვისაც კი. გარდა იმისა, რომ აქცენტი დიზაინზეა გაკეთებული, ვფიქრობ, რომ ფუნქციური დატვირთვაც საკმაოდ მრავალფეროვანია.  ჩვენ ვართ ოფიციალური დილერები ერევანში და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ პრადო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია ჩვენს ქვეყანაში.

კოხრეიძე გაგა, ტოიოტა კავკასიის პროდუქტის და ფასწარმოქმნის სპეციალისტი: წინა მოდელთან შედარებით, ახალ „Toyota Land Cruiser Prado“  აღჭურვილია დამატებითი, როგორც „ონროუდ“, ასევე „ოფროუდ“,  ანუ ქართულად რომ ვთქვათ, „უგზოობისა“ და „საგზაო“ ოფციებით, რომელიც პრადოს მფლობელს რთულად სავალ გზებზე გადაადგილებასა და დაბრკოლებების გადალახვას უადვილებს. თქვენ შეგიძლიათ ჩაურთოთ მას ცოცვის რეჟიმი, რომელიც ინტეგრირებულია მულტი რელიეფის სელექციასთან. ამ ოფციების საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ხუთი სხვადასხვა რელიეფის (როგორიცაა ქვიშა, თოვლი, ტალახი, ქვა-ღორღი და ა.შ. )  შესაბამისი მოჭიდება და გაუდგეს გზას, ანუ ამ რეჟიმების საშუალებით ნებისმიერ მძღოლმა თავი შეიძლება იგრძნოს პროფესიონალ ოფროუდერად. დამატებით ოფციას რაც შეეხება,  ეს არის 360 გრადუსიანი კამერა, რომელიც გაძლევთ საშუალებას,  აკონტროლოთ ავტომობილის ირგვლივ პერიმეტრი და ძალიან მოხერხებულია ქალაქის პირობებში პარკინგის დროს, საცობებში სიარულისას , ნებისმიერ ვიწრო ადგილას“. ასევე ეს ფუნქცია გვეხმარება, მაგალითად, ციცაბო კლდესთან და სხვა სახიფათო სიტუაციებში ყოფნისას,  მოკლედ რომ ვთქვათ,  ხელს გვიწყობს რთულ და უგზოობის პირობებში ყველა დაბრკოლების გადალახვაში. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ მანქანა აღჭურვილია ქვედა რელიეფის მონიტორის ფუნქციით, რომელიც გაძლევთ საშუალებას, დაინახოთ, რა ხდება მანქანის ძარის ქვეშ. ეს არის უნიკალური ოფცია. ამ კამერის მეშვეობით თქვენ ხედავთ ტრაექტორიას, თუ სად წავა ავტომობილი. პრინციპში, თქვენ აკონტროლებთ ყველაფერს და იცილებთ თავიდან ყველა წინაღობას, რომელსაც შეიძლება გზაზე გადააწყდეთ  და ამას დიდი ძალისხმევის გარეშე აკეთებთ.

P.S. ბევრჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი (ამ შემთხვევაში, ალბათ, ერთხელ გამოცდილი) სჯობსო და... 

ამ ლეგენდარული მანქანის თაყვანისმცემლებს  შეუძლიათ,  ტოიოტას ოფიციალურ დილერებს - ტოიოტა ცენტრ თბილისსა და ტოიოტა ცენტრ თეგეტას - მიმართონ და თავად გამოსცადონ ახალი „პრადოს“ ახალი შესაძლებლობები. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ავტომობილის ფასებისა და კომპლექტაციის შესახებ, ეწვიეთ ტოიოტას ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.toyota.ge.

   

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

loading...