სამართალი
„ვანო მერაბიშვილი არ უწამებიათ, არ უცემიათ, არ უგინებიათ... როგორც თავად ვანო ამტკიცებს, ის მხოლოდ დასაკითხად წაიყვანეს, მაგრამ ასეთი დამცირება ვერ აიტანა! სტრასბურგ, მალადეც!“- ზაზა დავითაია
„ვანო მერაბიშვილი არ უწამებიათ, არ უცემიათ, არ უგინებიათ...  როგორც თავად ვანო ამტკიცებს, ის მხოლოდ დასაკითხად წაიყვანეს, მაგრამ ასეთი დამცირება ვერ აიტანა! სტრასბურგ, მალადეც!“- ზაზა დავითაია

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 28 ნოემბერს გამოაცხადა. "9 ხმით 8-ის წინააღმდეგ სასამართლო ძალაში ტოვებს, რომ დაირღვა კონვენციის მეთვრამეტე მუხლი და მეხუთე მუხლის პირველი პარაგრაფი, უფლებების გამოყენების შეზღუდვის შესახებ“ - განაცხადა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარემ, გვიდო რაიმონდმა.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 2013 წლის 17 დეკემბერს ვანო მერაბიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა -14 დეკემბერს ღამის საათებში ციხის ადმინისტრაციამ მთავარ პროკურორთან შესახვედრად გამიყვანაო. მისმა ადვოკატებმა მაშინვე ევროპულ სასამართლოში აფრინეს საჩივარი. კაცმა არ იცის, ეს ამბავი მართლა მოხდა თუ არა, თუმცა სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ ეს განცხადება რატომღაც, დადასტურებულ ფაქტად მიიჩნია.


არ უწამებიათ, არ უცემიათ, არ უგინებიათ. მორგში მკვდრებთან ერთად მთელი ღამით არ დაუმწყვდევიათ და წარმოიდგინეთ, უკანალში ცოცხიც კი არ გაურჭიათ... როგორც თავად ვანო ამტკიცებს, ის მხოლოდ დასაკითხად წაიყვანეს, მაგრამ ასეთი დამცირება ვერ აიტანა!


მერაბიშვილი აცხადებდა, დასაკითხად საკნიდან მალულად ღამით გაყვანა მიზნად ისახავდა, ჩემი პატიმრობა მთავარ პროკურორს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოური საბანკო ანგარიშებისა და 2005 წელს ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ზეწოლისთვის გამოეყენებინაო. სტრასბურგის სასამართლოში ვანოს სიტყვაზე ენდნენ. ყურები ცქვიტეს - ეს რა ჩაუდენია საქართველოს ხელისუფლებას, როგორ შეულახია ადამინის უფლებები, რამოდენა განცდები მიუყენებიათ 2 გვამის მაძებარის ფაქიზი ფსიქიკისთვის, სასწრაფოდ თუ ზომები არ მივიღეთ, ესენი ვანოს ღამ-ღამობით ძილს არ დააცლიან, ყველა დანაშაულის შესახებ დააფქვევინებენ ინფორმაციებსო და 9 წლის განმავლობაში ფაშისტური რეჟიმის მიერ დაუნდობლად ნაძარცვ საქართველოს ვანოსთვის მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 4 ათასი ევროს გადახდა დააკისრეს. 
...

ჭაბუკობიდან მჯეროდა ევროპული სამართალის ობიექტურობის. მოგვიანებით, როცა სწორედ ვანო მერაბიშვილის უშუალო მონაწილეობით 12 მეგობართან ერთად ბუნებაში არარსებული შეიარაღებული გადატრიალების ბრალდებით დამაპატიმრეს, დავრწმუნდი, რომ ეს სამართალი ფუტურო და ფარდობითია: წინასწარი პატიმრობის გასახანგრძლივებლად, ელემენტარული მტკიცებულებებიც არ ჰყოფნიდათ. ერთხელაც, ღამის პირველ საათზე საკანში მძინარეები წამოგვყარეს, ეტაპის მანქანაში ჩაგვტენეს და გაურკვეველი მიმართულებით წაგვიყვანეს. 2006 წელი იდგა. იმ დროს ადამიანები ციხის საკნებიდან კი არა, საკუთარი სახლებიდანაც უკვალოდ ქრებოდნენ და ეჭვი არ შეგვპარვია, რომ სადმე უდაბურ ადგილზე დასახვრეტად მივყავდით! სადღაც ჯურღმულში ჩაგვიყვანეს, იქ ერთი საათი გვამყოფეს და შემდეგ, გაოგნებულები, ისევ რუსთავის მე-6 ციხეში დაგვაბრუნეს. თურმე იმ ღამით სასამართლო პროცესი ჩვენი ადვოკატებისთვის შეუტყობინებლად ჩაატარეს და წინასწარი პატიმრობა შეთითხნილი არგუმენტებით გაგვიხანგრძლივეს. აღშფოთებულები ავყვირდით - სტრასბურგ, გვიშველე! საჩივარიც გავგზავნეთ, იმედით, რომ ჩვენი ხმა სტრასბურგამდე ჩააღწევდა, მაგრამ ამაოდ!
...

მახსენდება: საკანში მომაკვდავები ვყრივართ მე, ვახო ტალახაძე და აწ გარდაცვლილი თემურ ჟორჟოლიანი. შიმშილობის 43-ე დღეა! ილაჯგამოცლილს მიკავია კალამი და ფურცლის ნაგლეჯზე ევროპის პარალამენტში გასაგზავნად წერილს ვწერ, სადაც რამდენიმე დღეში თაღლითი სააკაშვილი დემოკრატიის სფეროში საკუთარ მიღწევებზე მოხსენებით უნდა წარსდგეს... წერილი ამ სიტყვებით მთავრდება: "ევროპარლამენტის წევრებო! ნუ დაუკრავთ ტაშს დიქტატორს, ვინაიდან შესაძლოა თქვენმა ოვაციებმა ამ დიქტატორის დილეგიდან გამომავალი უდანაშაულო პოლიტპატიმრების კვნესის ხმა ჩაახშოს!" ამას ვწერ მართლაც ისეთ ფონზე, როცა კვნესა და წამებით დატანჯული პატიმრების ბღავილის ხმა არ წყდება. ყოველდღე ვიღაც იღუპება! ვითხოვ, წერილის ასლი სტრასბურგის სასამართლოსაც გადაეცეს. მოგვიანებით ვიგებ, რომ ევროპარლამენტში დიქტატორ სააკაშვილს მქუხარე ოვაციები გაუმართეს, სტრასბურგს კი, პატიმართა კვნესის ხმა არ გაუგონია!
...

ამასობაში, დაუსჯელობით გათამამებული რეჟიმი ქუჩაში ადამიანებს ხოცავს! ვანო მერაბიშვილი ჩართული ტელეკამერების წინ მოურიდებლად, ორ გვამს ითხოვს! მელიქიშვილის დაღმართზე წვრილ ნაკადულებად მიედინება ხალხის თვალწინ საჯაროდ დახვრეტილი პროფესორ გურამ შარაძის სისხლი. უგაზო ოთახში გაზით იგუდება პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია. ამასობაში პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე ყოველ ღამე გაურკვევლი მიმართულებით მიყავთ და უკან არაადამიანურად ნაცემს აბრუნებენ, ხოლო ერთ არცთუ მშვენიერ ღამეს ციხეს შეძრავს მისი ბღავილის ხმა, რასაც სიკვდილისმაუწყებელი დუმილი მოყვება... ამასობაში, პატიმრები გისოსებიდან ხედავენ, კვირაში რამდენჯერმე როგორ გააქვს მომსახურე პერსონალს თეთრზეწარგადაფარებული მათი თანამოსაკნეების ნაწამები ცხედრები... ამასობაში, სადისტური ცემა-ტყეპით შლიან კარანტინებს, ამასობაში ასობით პატიმარი ჭლექდება, ელემენტარული სამედიცინო მომსახურების გაუწევლობის გამო უბრალო დაავადებები ურთულდებათ და იღუპებიან, ხოლო ოჯახებს შინაგანოორგანოებამოცლილ მათ ცხედრებს უგზავნიან და დატირებასაც უკრძალავენ! ამასობაში მოქალაქეებს ყაჩაღურად ართმევენ ოფლით და შრომით შეძენილ ბინებს, ქუჩაში უმიზეზოდ აპატიმრებენ, ჯიბეში ნარკოტიკს ან იარაღას უტენიან, რათა შემდეგ ყალბი აღიარებით ჩვენება გამოსძალონ მათივე მეგობრების და ახლობლების წინააღმდეგ... ამ სიგიჟეს თავისი დირიჟორი ჰყავს. უმეტეს შემთხვევაში ეს დირიჟორი ვანო მერაბიშვილია. ამ სიტუაციაში პროკურორთან დასაკითხად ღამით გაყვანა ვის უკვირს? - სტრასბურგ, გვიშველე! - ერთხმად ღაღადებს ასობით ადვოკატი, რომლებიც მოქალაქეთა და პატიმრების უფლებადარღვევების გამო ევროსასამართლოში ყოველდღე გზავნიან ელვა-შეტყობინებებს. სტრასბურგი ისევ დუმს... მხოლოდ თითოოროლა საქმეზე დგება არაადამიანური მოპყრობით დაზარალებული მოქალაქის სასარგებლო განაჩენი!
...

დიახ, რეჟიმი მძვინვარებდა. ოფიციალურად ქვეყანას ჰყავდა 270-მდე პოლიტიკური პატიმარი, რომელთაგან თითოეულმა სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს რეაბილიტაციის მიზნით მიმართა, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ მათ შორის მხოლოდ რამდენიმეს მიმართ აღიარა პოლიტიკური რეპრესია. უმრავლესობამ უარყოფითი პასუხი მიიღო. მათ შორის მეც გახლავარ, ძვირფასო მკითხველო. - სტრასბურგ, გვიშველე! - სამართლიანობის აღდგენის ამ უკანასკნელ იმედს დღემდე შეჰღაღადებენ ფაშისტური რეჟიმის მიერ დაზარალებული და ნაწამები ის ადამიანები, რომელთა ცოცხლად გადარჩენა ღვთის სასწაულად შეიძლება ჩაითვალოს! მათ მიმართ უშუალო დანაშაული ვანო მერაბიშვილმა და მისმა სადისტურმა უწყებამ ჩაიდინა, მაგრამ სტრასბურგი დუმს...
...

დიახ, იმისთვის, რომ სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში სარჩელი დაგიკმაყოფილონ, ან ნაცების ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენელი უნდა იყო, ან ცრუდემოკრატიული ფასეულობების მიმდევარი, ანუ ლიბერასტი, ან სულაც პედერასტი! მცირედი გამონაკლისის გარდა, სტრასბურგის სასამართლო დისკრიმინაციას ახდენს და მხოლოდ ასეთ ადამიანებს წყალობს!


დიახ, ნორმალურ და მოწესრიგებულ სახელმწიფოში არც პროკურორთან უკანონოდ დასაკითხად და არც საწამებლად არავინ არ უნდა გაყავდეთ! ხოლო ობიექტური სასამართლო ნებისმიერი ადამიანის სარჩელს და ტკივილს - იმის მიუხედავად, ის რიგითია თუ ნაფაშისტარი - თანაბარი ყურადღებით უნდა ეკიდებოდეს!


სტრასბურგის სასამართლომ გვამმაძიებელ ვანოს სასარგებლოდ საქართველოს 4 ათასი ევროს გადახდა დააკისრა, რადგან მას სიტყვაზე ენდო და დაასკვნა, რომ ღამით დასაკითხად გაყავანამ მის ფაქიზ ბუნებაზე გამანადგურებლად იმოქმედა!
ღამით ვანოს გაღვიძება სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ 4 ათასი ევრო დაგვისვა, ხოლო იმავე ვანოს მიერ ათეულათასობით ადამიანის დატანჯვა გროშადაც არ შეაფასა! 


აიტ, მალადეც! 
სტრასბურგ, მალადეც!
სტრასბურგ, მოკითხვას გითვლის ჩემი ერი!

 

ზაზა დავითაია

წყარო: "ასავალ-დასავალი"