სხვადასხვა
რატომ არ გვიმართლებს ცხოვრებაში - 4 ფაქტორი, რომელიც ადამიანის „იღბლიანობას“ განაპირობებს
რატომ არ გვიმართლებს ცხოვრებაში - 4 ფაქტორი, რომელიც ადამიანის „იღბლიანობას“ განაპირობებს

ნებისმიერ ჩვენგანს გარემოცვაში ჰყავს მეგობარი, ნათესავი, ან უბრალოდ, ნაცნობი მაინც, რომელსაც მუდმივად უმართლებს. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს შორიდან. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ გამართლება - ეს იმდენად წარმატებულად განვითარებული მოვლენებისა და შექმნილი გარემოებების შედეგი არაა, რამდენადაც თავად ადამიანის მზადყოფნა, ისარგებლოს იმ შესაძლებლობებით, რომელსაც ცხოვრება სთავაზობს.

არსებობს 4 ფაქტორი, რომელიც ადამიანის „იღბლიანობას“ განაპირობებს

1. გაანალიზეთ წარმატებები, რომელსაც უკვე მიაღწიეთ

სხვების იმედზე ყოფნა, ან მუდმივად ხელსაყრელი გარემოების ლოდინი, სულ მცირე, არაეფექტური შედეგს იძლევა. წარმატებულმა ადამიანმა იცის, რომ მისი გამარჯვება, ისევე როგორც მარცხი, უმეტესად მისივე ქმედებებზეა დამოკიდებული. გაიხსენეთ თქვენი აღმასვლის მომენტები და დაუსვით თავს კითხვები: რამ გამოიწვია ეს? რა მოვლენა უსწრებდა წინ ამ წარმატებას? როგორი იყო თქვენი რეაქციები და ქმედებები? სწორედ ამ კითხვებზე გაცემული პასუხები დაგეხმარებათ, გაიგოთ, კონკრეტულად რა არის თქვენთვის საუკეთესო მოტივაცია და რა გჭირდებათ მიზნის მიღწევისთვის.

2. ენდეთ საკუთარ ინტუიციას

არცთუ მარტივად ასახსნელია, რატომ ვგრძნობთ ხშირად, რას შეიძლება ველოდოთ კონკრეტული ადამიანებისგან კონკრეტულ სიტუაციაში. ხშირ შემთხვევაში საკუთარ შეგრძნებებზე დაყრდნობა ღირს, ინტუიცია ხომ ფანტასტიკის სფეროდან არ არის, ის ჩვენი ქვეცნობიერის ხმაა. მაგალითად, შესაძლოა, ერთ დღეს ერთ-ერთ კომპანიაში მოლაპარაკებებზე მყოფს დისკოფმორტი შეგექმნათ და ყოველგვარი კონკრეტული მიზეზის გარეშე გაგიჩნდეთ განცდა, რომ დამწრე საზოგადოებასთან თანამშრომლობა არ ღირს. შესაძლოა, მსგავსი შემთხვევა უკვე გქონდათ კიდეც, თან არაერთხელ. რატომ? შესაძლოა, იმიტომ, რომ იქ მყოფი ადამიანები დაძაბულები არიან. შესაძლოა, რამეს მალავენ, მაგალითად ორგანიზაციის ფინანსურ მდგომარეობას, რომელიც არცთუ სახარბიელო ვითარებაშია მოცემულ მომენტში. და თუმცა თქვენ ამის შესახებ ინფორმაცია არ გაქვთ, სხვა ადამიანებთან ემოციურმა კავშირმა, სრულად შესაძლებელია, მაინც გაგრძნობინოთ რაიმე ტიპის შეუსაბამობა.   ასე მუშაობს ინტუიცია. სწორედ ამიტომ ამაზე დაფიქრება ყოველთვის ღირს.

3. კონცენტრირება მოახდინეთ აწმყოზე, ანუ საქმეზე, რომლითაც მოცემულ მომენტში ხართ დაკავებულნი  

როდესაც წარსულ წარმატებებს იხსენებთ, იწყებთ მოქმედებას, როგორც რობოტი: იმეორებთ ძველ შეცდომებს. აკეთებთ იმას, რასაც ადრე და შემდეგ წუწუნებთ მოსაწყენ და უინტერესო ცხოვრებაზე. და პირიქით, როდესაც თქვენ რაიმეთი ხართ გატაცებულები და გრძნობთ სულიერ ამაღლებას, კრისტალურად სუფთად აცნობიერებთ, რაც ხდება გარშემო, სრულფასოვნად ცხოვრობთ და აღიქვამთ ყოველ მომენტს. ასეთ პირობებში ყველა ადამიანს და მოვლენას მოაქვს წარმატება. ამიტომ ისწავლეთ, არ „ჩაიციკლოთ“ ნეგატიურ გრძნობებზე, რადგან ისინი დროებითია! იყავით აქ და ახლა.

4. იყავით იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც თქვენს ღირებულებებს იზიარებენ

მეგობრები, რომელთა გარემოცაშიც უფრო იღბლიანი ხდებით - ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც თქვენი შესაძლებლობების სჯერათ და ყველა თქვენს წამოწყებას უპირობოდ უჭერენ მხარს. მცდარია წარმოდგენა იმაზე, რომ თუ თქვენს გარემოცვაში წარმატებული და მდიდარი ხალხია იმყობა, ან მომავალში იქნება,  ეს თქვენს განვითარებას შეუწყობს ხელს. სინამდვილეში თანამზრახველების თანადგომა გაცილებით მნიშვნელოვანია ფაქტორია. მინიმუმამდე დაიყვანეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ყველაფერში ნეგატივს ეძებენ და ყველა თქვენს ქმედებას აკრიტიკებენ. მთავარია, გახსოვდეთ, რომ ყველაფერი თქვენს ხელთაა! იმოქმედოთ გულწრფელად, კეთილშობილურად და აკეთეთ საქმე საკუთარი იდეების, ღირებულებების რწმენით. მაშინ თქვენ გვერდით აუცილებლად აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თქვენი იღბლის გენერირებაში დაგეხმარებიან.