საზოგადოება
"ლამაზი რეზინა" - „გრაციოზული, დახვეწილი, მოქნილი, გემოვნებიანი, გაწონასწორებული...“ - რას სთავაზობს თათია დონაძის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემია 4-დან 12 წლამდე გოგონებს
"ლამაზი რეზინა" -  „გრაციოზული, დახვეწილი, მოქნილი, გემოვნებიანი, გაწონასწორებული...“ - რას სთავაზობს თათია დონაძის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემია 4-დან 12 წლამდე გოგონებს

„ლამაზი რეზინა“ - ასეთი ეპითეტით შეამკო რამდენიმე წლის წინ „ნიჭიერის“ წამყვანმა, მსახიობმა ვანიკო თარხნიშვილმა, მომხიბვლელი ტანმოვარჯიშე,  როდესაც მის მიერ შესრულებული, სახალხო შოუსთვის მომზადებული ორიგინალური ნომერი პირველად იხილა.  თათია დონაძე ფართო საზოგადოებამ სწორედ ამ პროექტით გაიცნო. პროფესიულ წრეებში კი ლამაზ და ნიჭიერ ქალბატონს ყურადღებით დიდი ხნის განმავლობაში ანებივრებდნენ. 12-წლიანმა სპორტულმა მოღვაწეობამ თათია დონაძეს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ თითქმის ყველა შესაძლო პრიზი მოაპოვებინა. ახლა კი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი კლუბებს შორის მისივე სახელობის აკადემიაში მომავალი თაობის აღზრდისთვის ემზადება.  

თათია დონაძის ტანვარჯიშის აკადემია რეგისტრაციისთვის 4-დან 12 წლამდე გოგონებს ეპატიჟება. პირველი ფილიალის გახსნა კი უახლოეს მომავალში  - 24 იანვარს იგეგმება.

თათია დონაძე: ტანვარჯიში, ზოგადად, ფიზიკური განვითარებისთვის  საუკეთესო ბაზაა, საწყისი ეტაპი, რაც მოზარდს გარკვეული ფიზიკური თუ გონებრივი უნარების გამომუშავებაში ეხმარება. მაგალითად გეტყვით, რომ ასეთი აქტივობებით დაკავებულ მოზარდს კარგად შეუძლია საკუთარი სხეულის ფლობა, უვითარდება კუნთოვანი სისტემა, ხდება უფრო მოქნილი და მობილიზებული, აქვს კარგი კოორდინაციის უნარი, უყალიბდება მუსიკალური გემოვნება, უჩნდება რიტმის შეგრძნება და ა.შ.  იმის თქმა მინდა, რომ აუცილებელი არაა, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს.  როგორც უკვე აღვნიშნე, მხატვრული ტანვარჯიში ადამიანისთვის საჭირო ყველა ფიზიკურ თვისებას ავითარებს, იქნება ეს კოორდინაცია, მოქნილობა, გამძლეობა, ძალა, თუ  წონასწორობისა და ორიენტაციის უნარი… მნიშვნელოვანია ასევე დისციპლინა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგრადობაც, მაგალითად, სტრესების მიმართ, ნებისყოფა და შრომისუნარიანობა, რომლის ჩამოყალიბებასაც ასევე უწყობს ხელს მხატვრული ტანვარჯიში. გარდა ამისა, სპორტის ეს სახეობა ძალიან ლამაზი საყურებელია.  ტანმოვარჯიშეც გრაციოზულად გამოიყურება, ლამაზად მოძრაობს და ა.შ.  მხატვრულ ტანვარჯიშს დადებითი გავლენა აქვს ასევე გოგონების ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მომზადებაზეც. ერთი წინადადებით რომ შევაფასოთ, ის  ნებისმიერი მოზარდისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშემწყობია.

სწორედ ამიტომ 4-დან 12 წლამდე გოგონების მშობლებს ვურჩევთ, შეუწყონ ხელი საკუთარი შვილის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და საკუთარი თვალით იხილონ შედეგი.

აკადემიაში შეისწავლება:

მხატვრული ტანვარჯიში;

გაწელვები;

ქორეოგრაფია;

ფიზიკური მომზადება

საგნებით ვარჯიშები…

პირველი ფილიალის გახსნა 24 იანვარს იგეგმება.

ბავშვებთან მეც ვიმუშავებ და ტრენერიც გვეყოლება, რომ მათ ყურადღება არ მოაკლდეთ. მსურველებს რეგისტრაციის გასავლელად  შეუძლიათ, მოგვწერონ ფეისბუქგვერდზე  პირადი შეტყობინების სახით, ან დაგვირეკონ  ნომერზე 593 21 35 35.

 

ცოტა რამ თათია დონაძის შესახებ

ტანმოვარჯიშე თათია დონაძე მსოფლიო არენაზე საქართველოს სახელით 12 წლის განმავლობაში ასპარეზობდა. აქედან 10 წელი საქართველოს ნაკრების წევრი იყო. შრომისმოყვარეობისა და თავდადების წყალობით,  საქართველოს ჩემპიონის ტიტული მრავალჯერ მოიპოვა და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულიც არაერთხელ გახდა. ბედი სილამაზის კონკურსებშიც სცადა და კონკრეტულ ნომინაციებშიც გაიმარჯვა. მის ცხოვრებაში იყო “მის საქართველო“ და „Miss photomodel of the world“... იყო „ერისიონიც“... პერიოდულად მოდელადაც მუშაობდა.    გარკვეული პერიოდი „პრივატბანკის“ თანამშრომელი და სარეკლამო სახეც გახლდათ. „მაესტროზე“ გადაცემა „მაღვიძარას“ ერთ-ერთი ბლოკის წამყვანი იყო.  აქტიურ სპორტს რამდენიმე ხნის წინ შეეშვა. ახლა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომელია და სპორტულ პროექტებშიც აქტიურად მონაწილეობს.

ცნობისთვის

მხატვრული ტანვარჯიშის, როგორც სპორტის სახეობის, განვითარება საქართველოში გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო. პირველი კონკურსი-შეჯიბრება საქართველოს წარმომადგენლობით ჯგუფურ ვარჯიშებში 1947 წელს ტალინში გაიმართა. 1954 წლიდან მხატვრული ტანვარჯიში  ფიზიკური აღზრდის სახელმწიფო სისტემაში შევიდა. მას შემდეგ  საქართველოსა და სსრკ ჩემპიონატები იმართებოდა.  ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები კი 60-იანი წლებიდან ტარდება.

 

იხ. ბმულები: 

ნიჭიერი 1

ნიჭიერი 2

ვარჯიში თათია დონაძესთან ერთად

ტანვარჯიში, 2007 წ.

ტანმოვარჯიშე ფიფქია - როგორია „სხვანაირი“ თათია დონაძე და რა შეიცვალა მის პირად ცხოვრებაში