ტექნოლოგიები
კიბერსაფრთხეებზე რეაგირების უკრაინულმა ჯგუფმა იმ პროცესორების სია გამოქვეყნა, რომელიც Meltdown-ისა და Spectre-ს მიმართ მოწყვლადი აღმოჩნდა
კიბერსაფრთხეებზე რეაგირების უკრაინულმა ჯგუფმა იმ პროცესორების სია გამოქვეყნა, რომელიც Meltdown-ისა და Spectre-ს მიმართ მოწყვლადი აღმოჩნდა

კიბერსაფრთხეებზე რეაგირების უკრაინულმა ჯგუფმა Cert-ua-მ იმ პროცესორების სია გამოქვეყნა, რომელიც Meltdown და Spectre-ის მიმართ მოწყვლადი აღმოჩნდა. ხარვეზი თითქმის ყველა იმ მიკროჩიპში დააფიქსირეს, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში გაიყიდა. ეს პროცესორებია:

Intel® Core™ i3 processor (45nm and 32nm)

Intel® Core™ i5 processor (45nm and 32nm)
Intel® Core™ i7 processor (45nm and 32nm)
Intel® Core™ M processor family (45nm and 32nm)
2nd generation Intel® Core™ processors
3rd generation Intel® Core™ processors
4th generation Intel® Core™ processors
5th generation Intel® Core™ processors
6th generation Intel® Core™ processors
7th generation Intel® Core™ processors
8th generation Intel® Core™ processors
Intel® Core™ X-series Processor Family for Intel® X99 platforms
Intel® Core™ X-series Processor Family for Intel® X299 platforms
Intel® Xeon® processor 3400 series
Intel® Xeon® processor 3600 series
Intel® Xeon® processor 5500 series
Intel® Xeon® processor 5600 series
Intel® Xeon® processor 6500 series
Intel® Xeon® processor 7500 series
Intel® Xeon® Processor E3 Family
Intel® Xeon® Processor E3 v2 Family
Intel® Xeon® Processor E3 v3 Family
Intel® Xeon® Processor E3 v4 Family
Intel® Xeon® Processor E3 v5 Family
Intel® Xeon® Processor E3 v6 Family
Intel® Xeon® Processor E5 Family
Intel® Xeon® Processor E5 v2 Family
Intel® Xeon® Processor E5 v3 Family
Intel® Xeon® Processor E5 v4 Family
Intel® Xeon® Processor E7 Family
Intel® Xeon® Processor E7 v2 Family
Intel® Xeon® Processor E7 v3 Family
Intel® Xeon® Processor E7 v4 Family
Intel® Xeon® Processor Scalable Family
Intel® Xeon Phi™ Processor 3200, 5200, 7200 Series
Intel® Atom™ Processor C Series
Intel® Atom™ Processor E Series
Intel® Atom™ Processor A Series
Intel® Atom™ Processor x3 Series
Intel® Atom™ Processor Z Series
Intel® Celeron® Processor J Series
Intel® Celeron® Processor N Series
Intel® Pentium® Processor J Series
Intel® Pentium® Processor N Series

კომპანიაში ზემოაღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრას ცდილობენ. ამჟამად განახლებაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი შეფასების თანახმად, კომპიუტერზე მოქმედი აქტიური პროგრამების გათვალისწინებით, ეს მოწყობილობის პროდუქტიულობას 5-დან 30%-მდე შეამცირებს.  

პროდუქტიულობის შემცირების შესახებ ინფორმაციას არ უარყოფს Intel-იც, თუმცა ამტკიცებს, რომ ჩვეულებრივი მომხმარებელი ამას ვერ იგრძნობს. რამდენადად იმოქმედებს ეს მსხვილ კორპორაციებზე, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზული ხარვეზები  Intel Corp-ის, Advanced Micro Devices Inc-ისა და ARM Holdings-ის პროცესორებში რამდენიმე ხნის წინ აღმოაჩინეს. ამბობდნენ იმასაც, რომ Intel-ის ხელმძღვანელმა ბრაიან კრჟანიჩმა საკუთარი აქციების მნიშვნელოვანი ნაწილი მას შემდეგ გაყიდა, რაც კომპანიის პროცესორებში უსაფრთხოების თვალსაზრისით ხარვეზების არსებობის შესახებ გახდა ცნობილი.