საზოგადოება
მსოფლიოს 7 ქალაქი, რომელსაც 2018 წელს უნდა ესტუმრო - თბილისი შვიდეულშია
მსოფლიოს 7 ქალაქი, რომელსაც 2018 წელს უნდა ესტუმრო - თბილისი შვიდეულშია

CNN-მა თბილისი მსოფლიოს 7 ქალაქს შორის დაასახელა, რომელსაც 2018 წელს უნდა ეწვიო. სტატიის ავტორი, ჟურნალისტი დევიდ ლინჩი საქართველოში 2017 წლის ნოემბერში იმყოფებოდა. ტელეკომპანიამ გამორჩეული დიზაინის ქალაქების სია გამოაქვეყნა. ესენია:

ტორონტო (კანადა)

როდესაც „გუგლის“ დედობილმა კომპანია „ალფაბეტმა“ 2017 წლის ოქტომბერში ტორონტოს პორტში ურბანული ცხოვრების განვითარების მიზნით, ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური უბნის მშენებლობა გამოაცხადა, ტორონტოს მიმართ ინტერესი გაიზარდა.

მუსკატი (ომანი)

„აღმოსავლეთის კარიბჭედ“ წოდებული მუსკატი, სადაც ყოველწლიურად 48 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს, ომანის ყურესთან მდებარეობს. საპორტო ქალაქში მოსახლეობის ნახევარი თანამედროვე სახლებში ცხოვრობს. პორტისა და უდაბნოს სინთეზი, თანამედროვე არქიტექტურა და ზღვის პროდუქტები ტურისტებისთვის მიმზიდველს ხდის.

გასული წლის დეკემბერში იუნესკოს წლიური მეორე კონფერენცია მუსკატში ჩატარდა.

 დუნდე (შოტლანდია)

დუნდეში 1980-იან წლებამდე განვითარებული იყო სალარო აპარატების წარმოება, თუმცა ტრადიციული ინდუსტრიის დაკნინებამ და უმუშევრობის ზრდამ, ქალაქი კულტურულ ცენტრად აქცია. 2001 წელს ქალაქის 1 მილიარდიანი აღდგენითი პროექტის წყალობით, დუნდე 2018 წლისთვის შოტლანდიის სავიზიტო ბარათი გახდება.

პარიზი (საფრანგეთი)

 

ემანუელ მაკრონის პრეზიდენტობის პირველი წლის გავლენამ, მოქნილმა ბიზნეს იჯარამ, ტექნოლოგიებმა და ინოვაციებმა პარიზი განვითრების მაღალ დონეზე აიყვანა.

 ტოკიო (იაპონია)

2020 ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებაში მყოფი ტოკიო ტურისტებისთვის მზადაა. 2018 წელს აუცილებად უნდა ნახოთ 1.6 მილიარდი დოლარის ღირებულების სტადიონი ტოკიოში.

ტოკიო გამოირჩევა პაწაწინა ზომის სახლებით, ინსტალაციებითა და ჰალუცინოგენური სათბურებით.

 თბილისი (საქართველო)

რატომ თბილისი? რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა საქართველოს დედაქალაქის ისტორიაში ბოლო 18 თვის განმავლობაში. თბილისმა „2018 წლის ლისაბონის“ ტიტული დაიმსახურა. თბილისი სწრაფად ხდება მსოფლიო მოდისა და ხელოვნების ერთ-ერთი ცენტრი. კრეატიულობით გამოირჩევა ახლადარჩეული მერი და ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე. დედაქალაქის მერია ინფრასტრუქტურასა და ტრანსპორტის განვითარებაზე 334 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს.

სან მიგელ დე ალენდე (მექსიკა)

სან მიგელ დე ალენდემ 2017 წლის გამოკითხვების თანახმად, პოპულარობით ფლორენციასა და ქეიფ თაუნს გადაუსწრო. ქალაქი გამოირჩევა ფესტივალებით, ფერადი სახლებით, მოკირწყლული ქუჩებითა და არქიტექტურით.

2018 წლის 20 მარტს, გაეროს მსოფლიო ბედნიერების დღესთან დაკავშირებით, სან მიგელ დე ალენდეში მსოფლიო ბედნიერების ფესტივალი ჩატარდება.