საზოგადოება
ქართულ-ევროპულ-აზიური კერძების მიქსი იმერულად და სამზარეულო ბოლო სტუმრის წასვლამდე - „ახალი იმერეთი“ გართობის მოყვარულ გურმანებს მცხეთაში ეპატიჟება
ქართულ-ევროპულ-აზიური კერძების მიქსი იმერულად და სამზარეულო ბოლო სტუმრის წასვლამდე - „ახალი იმერეთი“ გართობის მოყვარულ გურმანებს მცხეთაში ეპატიჟება

„ახალი იმერეთი“ მცხეთაში - მათთვის, ვისაც იმერული სტუმართმოყვარეობის ხიბლი ჯერაც არ უგრძვნია,  ან დროის არქონის გამო საქართველოს ამ უთბილესი კუთხის მონახულებას ხშირად ვერ ახერხებს, იმერელმა ახალგაზრდებმა სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებზე მორგებული გასართობი სივრცის მოწყობა გადაწყვიტეს. ჯერ ვიზუალურ კომფორტზე ზრუნვა დაიწყეს,  სამზარეულო იმერელ შეფ-მზარეულს გადააბარეს და პროდუქტებით მომარაგების ვალდებულებაც იმერეთს დააკისრეს. არანაირი ფხვნილით დამზადებული და გაყინული ნაწარმი - ნატურალური რძის ყველი და ახალი ხორცი მზარეული ცოლ-ქმრის კერძების მთავარი ატრიბუტებია.

შეფ-მზარეულის, რევაზ გეწაძის თქმით,  ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც გემრიელი კერძები იზიდავს, მათი ნახელავიც უნდა დააგემოვნოს.  

-ჩვენ ნატურალურ პროდუქტებზე ვმუშაობთ, ყველაფერი იმერეთიდან, უშუალოდ კი ზესტაფონიდან ჩამოგვაქვს. პასუხს ვაგებთ კერძებისა და მისი შემადგენელი კომპონენტების ხარისხზე. თბილისში ნატურალური რძის ყველს ვეღარ იშოვი. თითქმის ყველა ფხვნილისგან ამზადებს. ხორციც რაიონებიდან ჩამოგვაქვს. ჩვენთან ვერ ნახავთ გუშინდელ პროდუქტს. ყველაფერი ახალია. ბუნებრივია, ზედმიწევნითი სიზუსტით ვიცავთ ჰიგიენის ნორმებსაც“- აღნიშნა რევაზ გეწაძემ.         

  

შეფ-მზარეული განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კერძების ვიზუალურ მხარესაც. ამბობს, რომ მას ჯერ თვალი აღიქვამს და დაგემოვნების სურვილი მხოლოდ შემდეგ ჩნდება. ამიტომ მის მიერ მომზადებული ნებისმიერი კერძი ყოველთვის მომხიბვლელად და მადისაღმძვრელად გამოიყურება.  

- მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურება კერძი. აქ მთავარ ფაქტორს სურნელი და ვიზუალური აღქმადობა წარმოადგენს. მხოლოდ ამის შემდეგ უჩნდება მომხმარებელს სურვილი,  დააგემოვნოს ის. გემოს შეგრძნება კი კულმინაცია უნდა იყოს. ნებისმიერი კერძი გამორჩეულად და უნიკალურად უნდა აღიქმებოდეს. ყველა მზარეულს საკუთარი საიდუმლო აქვს და ბუნებრივია, ამ მხრივ, არც მე ვარ გამონაკლისი. გვაქვს საფირმო კერძიც, რომელიც მაქსიმალურად დაბალკალორიული ინგრედიენტებით მზადდება და ვფიქრობ, საკმაოდ შთამბეჭდავი გემო და ვიზუალიც აქვს. სურვილის შემთხვევაში, კერძი მაგიდასთან თვითონ მიმაქვს და კლიენტს პირადად ვემსახურები. ვცდილობთ, ყველას გემოვნება დავაკმაყოფილოთ და ყველას თხოვნა გავითვალისწინოთ. ვფიქრობ, ჯერჯერობით ამ მხრივ ყველაფერი იდეალურად გამოგვდის.

 

მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ჩვენ მხოლოდ იმერულ კერძებზე არ ვაკეთებთ აქცენტს. გვაქვს ევროპული და აზიური სამზარეულოც. ვიღებთ ნებისმიერი სახის შეკვეთებს. ხშირად ვამზადებთ სხვადასხვა ტიპის კერძების მიქსს, ანუ „ვარემიქსებთ“ სტანდარტული ტიპის სამზარეულოს. ვფიქრობ, ესეც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოგვდის. ამიტომ ვურჩევ თქვენს მკითხველს, აუცილებლად მოვიდეს და ჩვენი კერძები ერთხელ მაინც დააგემოვნოს. დარწმუნებული ვარ, შემდეგ აუცილებლად გახდება ჩვენი ხშირი სტუმარი.

მოგეხსენებათ, როგორი სტუმართმოყვარე კუთხეა იმერეთი და ამ კუთხის სტუმართმოყვარეობა ჩვენ დღეს აქ გადმოვიტანეთ - ნატახტარში პატარა იმერეთი შევქმენით. ვფიქრობ, ჩვენი სტუმრები იმერული სტუმართმოყვარეობის ხიბლს ამ პატარა სივრცეშიც იგრძნობენ“ - განმარტა რევაზ გეწაძემ.

კერძების გარდა, „ახალ იმერეთს“ სხვა საინტერესო მხარეც აქვს -  შთამბეჭდავია ეზო და ვერანდაც, რომელიც კარგ ამინდში ჰაერზე დაჯდომისა და სივრცის შეგრძნების საშუალებას იძლევა. იმერელი ბიჭები გაზაფხულამდე ეზოში რამდენიმე პროექტის განხორციელებას გეგმავენ - ისინი ბავშვების კუთხის მოწყობას იწყებენ, რითაც მშობლებს რეალურად დასვენებისა და განტვირთვის საშუალებას მისცემენ. გარდა ამისა, რესტორნის ეზოში ღია სცენის მოწყობაც იგეგმება, სადაც სტუმრები თავს  სასიამოვნო მუსიკის ჰანგებით ღია სივრცეშიც გაინებივრებენ. ზაფხულის ცხელ ამინდში კი ვიზიტორს სრული კომფორტის შეგრძნება ექნება - სასიამოვნო სიგრილე და გემოვნებიანი მუსიკა ფერადი განათების ფონზე სასიამოვნო გარემოში კიდევ უფრო შთამბეჭდავ ელფერს მიიღებს.

რესტორანს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს - მუსიკოსები დარბაზში დღის 3 საათიდან არიან და ბოლო სტუმრის წასვლამდე რჩებიან. ამ დრომდე მუშაობს სამზარეულოც.

თამაზ ცერცვაძე, რესტორნის დირექტორი:  ჩვენთან არ არსებობს ღამის საათებში კერძების დამზადების პრობლემა. რესტორნების უმრავლესობა, მათ შორის 24 საათიან რეჟიმში მუშაობის შემთხვევაშიც კი, 12 საათამდე და უფრო ადრეც კეტავს სამზარეულოს. შესაბამისად, შეკვეთების მიღება, ხშირ შემთხვევაში, 11 საათის შემდეგ შეუძლებელიც ხდება. ჩვენთან ეს პრობლემა არ დგას. სტუმარს ნებისმიერ დროს შეუძლია კერძის დამზადება მოითხოვოს. სამზარეულო ზუსტად ისე მუშაობს, როგორც ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც სტუმარს ემსახურება. მეტიც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტუმარი რესტორანს აღარ ჰყავს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაგვირეკოს დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში  (ტელეფონი მითითებული ჩვენ სოფიციალურ ფეისბუქგვერდზე), მაგიდა დაჯავშნოს და ჩვენ მის მიღებასა და მომსახურებას მისთვის სასურველ დროს სათანადოდ უზრუნველვყოფთ.

გვაქვს რამდენიმე საგაზაფხულო პროექტი, რომლის განხორციელებასაც უახლოეს დღეებში ვგეგმავთ. ვცდილობთ, მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ გარემო. მაგალითად, მოვაწყოთ საბავშვო კუთხე, რომ მშობლებმა სათანადოდ განტვირთვა შეძლონ და ა.შ. ვგეგმავთ ღია სამზარეულოს გაკეთებასაც, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი თვითონ დაინახავს, როგორ გარემოში მზადდება მის მიერ შეკვეთილი კერძი. გვაქვს მოქმედი ბარი, დიდი და პატარა კუპეები, დარბაზი და ა.შ.  

  

 

უახლოესი მომავლისთვის კი გვაქვს საკმაოდ საინტერესო პროექტები, რომელიც უშუალოდ სტუმრის დროის სასიამოვნოდ და მხიარულად გატარებაზეა ორიენტირებული - იგეგმება სხვადასხვა სახის აქციები, გათამაშებები და ა.შ. ვფიქრობთ, კონკრეტული სახალისო აქტივობებით, შევძლებთ და დაუვიწყარ საღამოებს ვაჩუქებთ ჩვენს სტუმრებს.

ასე რომ, ესტუმრეთ ჩვენს ქართუ-ევროპულ რესტორანს, დააგემოვნეთ ჩვენი უგემრიელესი კერძები, გაატარეთ სასიამოვნო საღამო და დაელოდეთ ჩვენგან სიურპრიზებს!

თქვენი იმედები ჩვენთან (გა)მართლდება!

გვენდეთ!