ტექნოლოგიები
"დადასტურებულად თქმა იმისა, ისმინება თუ არა საუბრის მომენტში თქვენი ტელეფონი, შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ირიბი მტკიცებულებები"
"დადასტურებულად თქმა იმისა, ისმინება თუ არა საუბრის მომენტში თქვენი ტელეფონი, შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ირიბი მტკიცებულებები"

სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით  ბევრი მითი და ლეგენდა არსებობს. ჩვენ ვეცდებით ნათელი მოვფინოთ ამ საკითხს, ავხსნათ მუშაობის პრინციპი და რეკომენდაციები მივაწოდოთ უბრალო მოქალაქებს, რათა არასანქცირებული მიყურადებისგან უფრო დაცულები იყვნენ.


არსებობს თქვენი ინფორმაციის მიღების 4 საშუალება (შეგნებულად არ ვწერ "სატელეფონო მოსმენას" , რადგან ეს მოსმენაზე მეტია). აქედან სამი საშუალების განხორციელება სახელმწიფო ორგანოების გარდა სხვასაც შეუძლია. ჩამოვთვალოთ ეს საშუალებები:


1.ინფორმაციის აქტიური მიმღები.(აქტიური მოსმენის საშუალება)
2.ინფორმაციის პასიური მიმღები.(პასიური მოსმენის საშუალება)
3. კიბერ პროგრამა ე. წ. "ტროას ცხენი". (სმარტფონებზე)
4. სახელმწიფო ორგანოების მიერ ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაცია ოპერატორების საბაზო სადგურებიდან.

განვმარტოთ რა არის თითოეული მათგანი:


1."აქტიური მოსმენა" არის სპეციალური ძვირად ღირებული ხელსაწყო,(იხ. ფოტო 1) რომლის შესყიდვაც ევროპის "თეთრ ბაზარზე" (ლეგალურ) შეიძლება მწარმოებლისგან ოფიციალური პროცედურების გავლის შემდეგ ყველა წესების დაცვით.

ამ მოწყობილობის ფასი რამდენიმე ასი ათასი ევროა. მისი მოქმედების რადიუსი კი  500 მეტრის არეალში ვრცელდება. მისი გამოყენება  სპეციალურად მომზადებულ პერსონალს მოითხოვს.
ამ სახეობის აპარატის მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ აპარატს შეუძლია მოისმინოს სატელეფონო საუბრები, მოახდინოს SMS-ბის, MMS-ბის, ასევე ინტერნეტ ტრაფიკის გადაჭერა (" радио перехват") რეალურ დროში. ანუ საუბრის მიმდინარე პროცეში.

მისი მუშაობის მეთოდი ემყარება SIM ბარათზე არასანქცირებულ დისტანციურ წვდომას, ან ოპერეტორის საბაზო სადგურებზე (ანძებზე) არასანქცირებულ დისტანციურ წვდომას. ხოლო თუკი ეს ვერ მოხერხდა დაცულობის მაღალი ხარისხის ან სხვა მიზეზის გამო, საუბრის მოსმენა და სხვა ინფორმაციის მიღება  შეყოვნებით ხდება. ეს დამოკიდებულია ქსელის შიფრის დეშიფრაცის დროდან გამომდინარე.
 

ზუსტად ის დრო, რაც სიგნალის ჩაწერას და შემდეგ მის გატეხვას "დამუშავებას" ჭირდება. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერი შიფრი აქვს დაყენებული ოპერატორს . სისტემა თავის თავში წარმოადგენს პატარა მობილურ კომპლექსს, რომლიც არის მობილური და მისი გადაადგილების პრობლემა არ არსებობს.(სამარშუტო რაფების სტილის მანქანებით.) ეს იმ დროს, როდესაც სათვალთვალო ობიექტი მოძრავია.

2.მეთოდი "პასიური მოსმენა":
მეორე მეთოდი უფრო მარტივი და იაფიანი ხელსაწყოს საშუალებით ხდება. მიუხედავად იმისა, რომ აპარატი წრმოადგენს მოდიფიცირებულ, მოდერნიზებულ, ტელეფონს და კომპიუტერს, მისი ფასი რამდენიმე ათი ათასი ევროდან ასიათას ევრომდე მერყეობს. ის ძირითადად შავ ბაზარზე იყიდება და მოითხოვს  მცოდნე, კვალიფიცირებული პერსონალს არა მარტო ამ სისტემასთან მიმართებაში, არამედ ზოგადად კავშირგაბმულობის სფეროში.(იხ ფოტო 2)

მისი მუშაობის პრინციპი შემდეგნაირია. "მსხვერპლზე შეტევა" (იგულისხმება სათვალთვალო ობიექტი) ხორციელდება ობიექტიდან ახლო, 500 მეტრამდე მანძილზე (თუმცა სასურველია ბევრად უფრო ახლო მანძილი). კომპლექსი ახდენს ინფორმაციის გადაჭერას (" радио перехват") აბონენტსა და ოპერატორის უახლოეს საბაზო სადგურს (ანძას) შორის. ფაქტიურად კომპლექსი ხდება ინფორმაციის გამტარი(ე. წ. ხაბი)
აბონენტს და საბაზო სადგურს შორის. (ამიტომაც არის ხშირად ხმის გაორება, sms, mms, Internet ტრაფიკის დაგვიანბული მიღება) როგორც კი კომპლექსი დაიჭერს შესაბამის აბონენტს, ფაქტიურად ის ხდება ამ აბონენტის სიგნალის მმართველი და არამარტო სიგნალის, არამედ სატელეფონო ფუნქციის. ანუ, მას შეუძლია თქვენგან დამოუკიდებლად თქვენი ნომრიდან დარეკოს ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის ფასიან ნომერზე დაგიხარჯოთ ანგარიში, დააყენოს სხვა უფრო "სუსტი კრიპტო ალგორითმული შიფრი" (საოპერატორო დამცავი შიფრი) ან საერთოდ გააუქმოს ის და სხვა მრავალი ფუნქცია… მაგალითად შეიძლება გამოდგეს შემთხვევა, რაც მოხდა კიევში მეიდანზე. აქცების დროს მომიტინგეებმა შეიპყრეს მანქანა, რომელშიც მსგავსი მოწყობილობის მეშვეობით სბუს სამსახურები ახდენდნენ მომიტინგეების მოსმენას, მათი ინფორმაციების მიღებას, ყალბი ზარების განხორციელებას და სხვ.
 

3) მეთოდი. კიბერ პროგრამა "ტროას ცხენი" არის ყველაზე საშიში, მას დისტანცია არ გააჩნია.  აქ მთავარი, რომ "მსხვერპლის" სმარტფონზე შესაძლებელი გახდეს სპეციალური პროგრამის ჩაწერა. ამის  შემდეგ შეიძლება მოთვალთვალე იყოს არხეინად მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. სმარტფონზე ამ პროგრამის საშუალებით ხდება აბსოლიტურად ყველა ინფორმაციის ჩაწერა, ზარების, sms, mms, Internet ტრაფიკის, სქრინშოტის გაკეთება და ა.შ. პროგრამა "დაბუდებული გველივით შეუმჩნევლად არის ჩანერილი ტელეფონში და თხუნელასავით ახდენს ყველაფრი მიწისქვეშა ქსელების გაბმას" ხოლო ინტერნეტთან წვდომის შემთხვევაში მითითებულ მეილზე ფარულად აგზავნის თქვენს ყველა საჭირო ინფორმაციას. ამასთან ერთად ის არის შეუმჩნეველი და მუშაობს 7/24 რეჟიმში (განუწყვეტლივ) მოთვალთვალე კი არხეინად ზის კომპიუტერთან და ღებულობს მეილზე ყველა საჭირო ინფორმაციას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, რასაც ვერც თქვენ, ვერც ოპერატორი, ვერც პოლიცა და ა.შ ვერ ხვდება.
 

4) მეთოდი-სახელმწიფო ორგანოები. აქ საქმე მარტივადაა, შესაბამისი ორგანოები ოპერატორთან შეთანხმებით საბაზო სადგურებიდან იღებენ თქვენს ყველა ინფორმაციას, როგორც უნდა და როდისაც უნდათ და მას ვერასოდეს ვერ გაიგებ!

 

 რაც შეეხება დაცვის მექანიზმებს. შეგვიძლია კი ჩვენ, "პატიოსანმა ხალხმა" მოვახდინოთ თავის დაცვა სახელმწიფო თუ თაღლითი პირებისგან? დიახ, არსებობს! არ ისარგებლო ტელეფონით! ეს 100% დაცვაა.
 

გახსოვდეთ რომ ელექტრონულ და კიბერ სივრცეში 100% დაცვა არ არსებობს და არც იარსებებს. თუმცა, ამით გულის გახეთქვა არ ღირს. არსებობს საშუალებები, რომლის გაითვალისწინეთ რისკს შეამცირებთ, თუმცა სრულად ვერ დაგიცავთ.      

დადასტურებულად თქმა იმისა, ისმინება თუ არა საუბრის მომენტში თქვენი ტელეფონი, შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ირიბი მტკიცებულებები, ესენია ხმის გაორება, sms, mms, Internet დაგვიანებები ( თუ რათქმა უნდა, ქსელის ინდიკატორი კარგ მიღებას გიჩვენებთ) და რჩევების ჩამონათვალის 3 პუნქტი ძველი მოდელის ტელეფონებზე.


1. თუ ფლობთ სმარტფონს. (არაქვს მნიშვნელობა რა სისტემის, android, symbian,Iso...) აუცილებლად დააყენეთ მასზე ანტივირუსი და დაადეთ კოდი. მოერიდეთ მის გადაცემას უცხო და საეჭვო პირზე, ვისაც შეუძლია ჩაგიწეროთ მავნე პროგრამა.
 

2. დააყენეთ სმარტფონზე. EAGLE Security პროგრამა. რომელიც ახდენს საეჭვო სადგურების აღმოჩენას და მის მოქმედების ზონაში ყოფნის დროის აღრიცხვას. პროგრამა ხელს ვერ უშლის მოსმენას, მაგრამ უბრალო სახიფათო ზონაში ყოფნისას არ ისაუბრებ ან იქნები ინფორმირებული, რომ საეჭვო ზონაში ხარ.

3. ვისაც ძველი ტელეფონი გაგაჩნიათ და მასზე ვერ ახერხებთ საჭირო პროგრამის დაყენებას, საქმე რთულადაა,თუმცა ზოგ მოდელზე პირიქით უფრო მარტივადაც. 
ძველი ტელეფონების ზოგიერთ მოდელებს. რომლებსაც ფოსფოროვანი ეკრანები ჰქონდათ, ეკრანის კუთხეში ეხატა ბოქლომის ნიშანი. ეს ნიშანი აღნიშნავდა ოპერატორის მიერ GSM ქსელის შიფრირებას. დაკეტილი ბოქლომი ნიშნავდა, რომ ტელეფონის ქსელი შიფრირებული იყო და მისი მოსმენა არ ხდებოდა. ღია ბოქლომი აჩვენებდა ქსელის დეშიფრაციას ან იმას, რომ ოპერატორისგან დაცული არ იყო.

4.  შედარებით ყველაზე ძლიერი დაცვას იყენებენ ისინი, ვინც განსაკუთრებით ფრთხილობს, არავინ მოუსმინოს.  ამის ერთადერთი საშუალებაა ხშირად შეცვალო SIM ბარათი და მასთან ერთად ყოველ შეცვლაზე ცვალო ტელეფონის (IMEI) იდენტიფიკატორი. დაიმახსოვრეთ, რომ ოპერატორი თქვენს ტელეფონს არამარტო სიმით, არამედ (IMEI) თი აფიქსირებს, რაც აბსოლიტურად ყველა ტელეფონს განსხვავებული და უნიკალური აქვს (მისი ნახვა *#06#). ამ შემთხვევაში  სამართალდამცავებსაც უჭირთ აღმოაჩინონ მოსასმენი ობიექტი.

რაც შეეხება ვიბერს და გავრცელებულ ჭორს იმის შესახებ, რომ ვიბერი არ ისმინება.
აქტიურად დადიოდა ხმები იმის შესახებ, რომ ვიბერის მოსმენა შეუძებელი იყო. ეს ბლეფი ძალიან ბევრმა დაიჯერა. ისინი, ვინც დაშინებულები იყვნენ GSM-ქსელში გახშირებული მოსმენების სიხშირით, აქტიურად დაიწყეს Viber-ის გამოყენება. სინამდვილეში კი ვიბერი 6,0 ვერსიამდე, რომელიც 2016 წელს შემოვიდა ხმარებაში, პრაქტიკულად არ ახდენდა  end-to-end encryption ტექნოლოგის გამოყენებას. ანუ ტექნოლოგია, რომელიც ახდენს ინფორმაცის დაშიფვრას და გადაცემას ინფორმაცის დაცვის უზრუნველსაყოფად.  ბლეფი ვიბერთან დაკავშირებით ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. ვიბერის დაუშიფრავი კოდის წყალობით მარტივად ხდებოდა არა მარტო საჭირო საუბრების მოსმენა, არამედ ფოტო, ვიდეო და ტექსტური ფაილების გამჟღავნებააც, რაც მოსარგებლე პირის უტყუარ იდენტიფიცირებას ახდენდა.

p.s. პუბლიკაციის მიზანია მოქალაქეების ინფორმირება, რათა ისინი არ აღმოჩდნენ არასანქცირებული თვალთვალის და მიყურადების მსხვერპლნი. 

წყარო: www.itexpress.ge