საზოგადოება
„ძალიან მოულოდნელი იყო ის ყურადღება და პატივისცემა, რომელიც კომპანიამ ჩვენ მიმართ გამოიჩინა“ - ვინ და რატომ უხდის მადლობას „ახალ ქსელებს“
„ძალიან მოულოდნელი იყო ის ყურადღება და პატივისცემა, რომელიც კომპანიამ ჩვენ მიმართ გამოიჩინა“ - ვინ და რატომ უხდის მადლობას „ახალ ქსელებს“

მოულოდნელი ყურადღება და მომხმარებლების მიმართ გამოჩენილი პატივისცემა - „ახალი ქსელების“ „ძველმა“ აბონენტებმა მადლიერება დღეს ღიად დააფიქსირეს. შთამბეჭდავი საჩუქრები, რომელიც პროვაიდერთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე  მომხმარებლებს ახალი სერვისცენტრის გახსნასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე გადასცეს, კომპანიის წარმომადგენლებმა სიმბოლურად, ერთგული აბონენტებისადმი გამოხატული პატივისცემის დადასტურების ნიშნად შეარჩიეს.

„ახალმა ქსელებმა“ კიდევ ერთხელ გაგვაოცა - ძალიან მოულოდნელი იყო ის ყურადღება და პატივისცემა, რომელიც კომპანიამ ჩვენ მიმართ გამოიჩინა. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა მენეჯმენტს და მომსახურე პერსონალს ასეთი დამოკიდებულებისთვის“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში საზეიმო ღონისძიებაზე მოწვეულმა ერთ-ერთმა აბონენტმა, მარინა ცირეკიძემ.

ცნობისთვის,  თბილისში გამსახურდიას გამზ. N36-ში „ახალი ქსელების“ ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები „უხუცესი“ აბონენტებიც დაესწრნენ. „ახალი ქსელების“ ხელმძღვანელობამ ერთგულ მომხმარებლებს მადლობა გადაუხადა და შთამბეჭდავი საჩუქრებიც გადასცა.

გახსნის ცერემონია 25 იანვარს, 13:00 სთ-ზე გაიმართა.

ოთარ ასანიძე „ახალი ქსელებს“ ახალ ოფისს მეუღლესთან ერთად ეწვია. ამბობს, რომ კომპანიასთან მათაც მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. მომსახურებით კმაყოფილია და სერვისით სარგებლობას სხვა აბონენტებსაც ურჩევს.

„დიდი ხანია „ახალი ქსელების“ აბონენტი ვარ, წლებია, ამ მომსახურებით ვსარგებლობ და ძალიან კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. კარგი იქნება, თუ ქსელს გააფართოვებთ. ჩვენს უბანში არის ადგილები, სადაც თქვენი ინტერნეტი არაა, თუმცა მოთხოვნა ფიქსირდება. ჩვენ რაც შეგვეხება, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.“ - განაცხადა ოთარ ასანიძემ.

ორგანიზაციის მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის, ლევან ედიშერაშვილის თქმით, ადგილი, სადაც ახალი სერვისცენტრი გაიხსნა და მომსახურება, რომელსაც კომპანია პოტენციურ თუ არსებულ აბონენტებს სთავაზობს, მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელზეა ორიენტირებული.

„ვფიქრობ, ადგილი საკმაოდ კომფორტულია, ჩვენი პრიორიტეტი მომხმარებელია და შესაბამისად, მომსახურებაც მასზეა ორიენტირებული. შევეცდებით, გარკვეული აქციებითა და სიახლეებით ხშირად გავანებივროთ ჩვენი აბონენტები. მომხმარებლებთან მუდმივ რეჟიმში კომუნიკაცია, მათთან ურთიერთობა მომსახურების სერვისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. შევეცდებით,  ხშირად მოვუსმინოთ,  მათი მოთხოვნები გავითვალისწინოთ, შეძლებისდაგვარად,  შევქმნათ და შევთავაზოთ ახალი პროდუქტიც, თუ, რა თქმა უნდა, ამის საჭიროება დღის წესრიგში დადგება“ - აღნიშნა ლევან ედიშერაშვილმა.

ლალი მაისურაძე, სერვისცენტრების ჯგუფის მენეჯერი: ჩვენ გვყავს აბონენტები, რომელთაც ჩვენთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. არიან ისეთებიც, რომელთა ოჯახებშიც მობილურებმა ვერ ჩაანაცვლეს ფიქსირებული ტელეფონები. ეს ადამიანები ჩვენი აბონენტები კომპანიის დაარსების დღიდან არიან. დღეს გამსახურდიას გამზირზე ახალი ფილიალი გავხსენით.  ბუნებრივია, გაგვიჩნდა სურვილი, რომ მოგვეწვია მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ერთგული მომხმარებლები და სიმბოლურად მაინც დაგვედასტურებინა ჩვენი პატივისცემა მათ მიმართ. ღონისძიებაზე მოვიწვიეთ ასევე პირველი ინტერნეტაბონენტი და ორმაგი აბონენტი. მათ სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად მომსახურების კონკრეტული პაკეტებიც გადავეცით და აქციებშიც ჩავრთეთ. მოგეხსენებათ, რომ არსებულ აბონენტებზე აქციები არ მოქმედებს. სამწუხაროდ, ყველა, ჩვენ მიერ დაპატიჟებულმა აბონენტმა, სამუშაო დღიდან გამომდინარე, ღონისძიებაზე მოსვლა ვერ მოახერხა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უსაჩუქროდ დავტოვებთ - სიმბოლურ ნივთებს და მათზე გათვალისწინებულ პაკეტებს მათ მოგვიანებით მივაწვდით.

მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩვენი ორიენტირი მომხმარებელია. ძალიან მნიშვნელოვანია მათი მოთხოვნები და შეხედულებები, რომლებსაც ყოველთვის ვითვალისწინებთ. განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს საპრეტენზიო სამსახური.  ისინი თითოეული აბონენტის პრობლემას ბოლომდე მიყვებიან,  ამოწმებენ მიმდინარე და შესრულებულ სამუშაოებს, განიხილავენ ყველა ხარვეზს და ცდილობენ ყველაფერი დეტალურად აღმოფხვრან. ვფიქრობთ, ამ ეტაპზე ამ ამოცანას თავს ვართმევთ, თუმცა არ ვთვლით, რომ მომავალში მოდუნების უფლება გვაქვს...

ჯულიეტა სარაჯიშვილი ერთ-ერთი იმ აბონენტთაგანია, რომელსაც „ახალ ქსელებთან“ ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება ალაპარაკებს. ის კომპანიის სერვისით 20 წელია, სარგებლობს და უარის თქმას არც მომავალში აპირებს.

-„მომსახურებით ძალიან კმაყოფილი ვარ და ერთგულებასაც აქედან გამომდინარე ვინარჩუნებ. ამ გზას არასდროს გადავუხვევ და სხვა ქსელზე არასდროს გადავალ. დღემდე ვსარგებლობ ე.წ. ხაზის ტელეფონითაც. იმის თქმა მინდა, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიუხედავად, ძველი სისტემაც გამართულად მუშაობს და არათუ გაუქმებაზე, არამედ მის შეცვლაზეც არასდროს ვიფიქრებ“...  

ფიქსირებულ ტელეფონს, სხვა სერვისებთან ერთად, დღემდე აქტიურად იყენებს  მარინა ცირეკიძეც. „ახალი ქსელების“ კიდევ ერთი ერთგული აბონენტი თვლის, რომ სიახლეების დანერგვასთან ერთად ეს „ტრადიციული“ მომსახურება ოჯახში დამატებით კომფორტს ქმნის. მისივე მტკიცებით, მობილური კომუნიკაციების საშუალებების დახვეწა-განვითარების მიუხედავად, „ხაზის ტელეფონი“ მაინც ყველა ოჯახში უნდა ფუნქციონირებდეს.

-„დიდი ხანია, „ახალი ქსელების“ მომსახურებით ვსარგებლობ და ინტერნეტის, მობილურის და ყველა სხვა კომფორტის არსებობის მიუხედავად, სხვა სერვისების შეძენის პარალელურად, ფიქსირებულ ტელეფონსაც დღემდე ვინარჩუნებ. ვფიქრობ, ეს ტრადიციაა, თბილისური ტრადიცია. ზოგადად, ყველაფერს აქვს თავისი დატვირთვა. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველაფერი ელექტრონულ ფორმატში გადავიდა, წიგნი (ბეჭდური ფორმით) მაინც სხვა განზომილებად დარჩა - სულ სხვაა გონებისთვის. ვფიქრობ, ასეა ე.წ. „ხაზის“ ტელეფონიც“...

 „ახალი ქსელების“ გენერალური დირექტორს, ნანა შარაშენიძეს, ძველი აბონენტების მხრიდან ფიქსირებული ტელეფონებისადმი შენარჩუნებული ინტერესი არ უკვირს. თვლის, რომ ეს აბსოლუტურად ბუნებრივი და შეიძლება ითქვას, ტრადიციული დამოკიდებულებაა. მისივე თქმით, თუ საზოგადოებაში ამ სერვისის მიმართ გარკვეული ინტერესი არსებობს, კომპანიამ მისი მიწოდების უზრუნველყოფა არ უნდა შეწყვიტოს.

- ჩვენ გვესმის, რომ ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ფიქსირებული ტელეფონი იმდენად მოთხოვნადი აღარ ხდება, მაგრამ არსებობს ინგლისის მაგალითი, როდესაც «e-mail”-მა ვერ შეძლო ფოსტის ჩანაცვლება, იმიტომ რომ ეს მათი კულტურის ნაწილია. ვფიქრობ, ფიქსირებული ტელეფონი ჩვენთან ერთგვარი ტრადიციაა. ძველ თაობას ჯერ კიდევ აქვს მოთხოვნა, ჩაჯდეს სავარძელში, აიღოს ყურმილი და მოიკითხოს ახლობელი. და რადგან ეს მოთხოვნა არსებობს, ჩვენ ვალდებულები ვართ, მივაწოდოთ.

ზოგადად, ჩვენ მუდმივად ვართ ორიენტირებულები იმაზე, რომ არსებულ აბონენტებს, ჩვენს მომხმარებლებს, შეძლებისდაგვარად, ყველა მოთხოვნა დავუკმაყოფილოთ, მადლობა გადავუხადოთ და წავახალისოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მუდმივად ვცდილობთ, ტექნოლოგიური სიახლეები შემოვიტანოთ, დავნერგოთ, არსებული დავხვეწოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროდუქტის ხარისხი, მნიშვნელოვანია თანამედროვეობის მოთხოვნა. ვცდილობთ, ფეხდაფეხ მივყვეთ პროგრესს და შესაბამისად, არ გვაქვს შიში, რომ სადღაც რაღაც „გაიჭედება“.

სასიამოვნო ფაქტია ისიც, რომ სადაც ჩვენ არ ვართ და არიან ჩვენი კონკურენტები, იქიდან შემოდის ბევრი განცხადება და ფიქსირდება ჩვენი ქსელის გაყვანის მოთხოვნა. ბუნებრივია, ეს ძალიან სასიხარულოა. ცხადია, მომენტალურად, ერთი ხელის მოსმით, ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ ხდება, რადგან ამას დამატებითი ინვესტიციები სჭირდება, თუმცა ეტაპობრივად, შეძლებისდაგვარად, ყველაფრის განხორციელება ხერხდება.

დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კომპანია აბონენტებზე ნამდვილად ზრუნავს. ბედნიერებაა, როდესაც გახარებულ, მადლიერ მომხმარებელს ხედავ. კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა, როდესაც მადლობას გიხდის 20 წლის აბონენტი - ეს ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია...

 

ცნობისთვის, შპს "ახალი ქსელები", ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კერძო ოპერატორი საქართველოში,  1996 წლის 2 აგვისტოს დარსდა. მისი ძირითადი პრიორიტეტია მაღალი ხარისხი და მომსახურების ფართო სპექტრი. კომპანია  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს.

„ახალ ქსელებში“ 700-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.