ეკონომიკა
„მსოფლიო დონის ინოვაციური აგროტექნოლოგიები მთავრობის წყალობით ჩიხშია მოქცეული” - ლერი ჯალაბაძე
„მსოფლიო დონის ინოვაციური აგროტექნოლოგიები მთავრობის წყალობით ჩიხშია მოქცეული” - ლერი ჯალაბაძე
  • პორტალზე მასალის განთავსება შეუძლია საზოგადოების ნებისმიერ  წარმომადგენელს. 

  • პუბლიკაციაში გამოხატულია ავტორის პირადი მოსაზრებები და სარედაქციო ჯგუფი პასუხისმგებელი არაა მის შინაარსზე. 


ავტ. ლერი ჯალაბაძე

სამეცნიერო-საწარმოო კავშირ "ეკოსანდოს"  ხელმძღვანელი

ყველაფერი მაინც დაიწყო მაშინ, როცა ბენდუქიძის ნგრევის პერიოდში აგრარული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები უმოწყალოდ დაშალეს და გაანადგურეს. უამრავი მეცნიერი და სპეციალისტი ულუკმაპუროდ დატოვეს, ხოლო  ათეულობით წლების განმავლობაში უზარმაზარი შრომით მიღწეული მათი საქვეყნო წარმატებები, სანაგვეზე ერთი ხელის მოსმით მოისროლეს.   ამ უბინძურეს საქმეში ბევრ დღევანდელ "მოღვაწეს" ურევია ხელი, თავის დროზე მათ სკამებისა თუ ფულის გულისათვის დახუჭეს თვალი და ამ ღალატისათვის დღემდე კარგ თანამდებობებს ინარჩუნებენ. ერთადერთი ორგანიზაცია ვინც რელურად ებრძოდა ამ უმსგავსოებას და მეცნიერებს აქტიურად და უანგაროდ უდგა მხარში - ეს არის ააიპ "აგროეკოსისტემის განვითარების კავშირი-ეკოსანდო"- ორგანიზაციამ შეიკედლა მთავრობა-ბენდუქიძისაგან უარყოფილი მეცნიერები, დაიცვა მათი გამოგონებები და ტექნოლოგიები და დღემდე არ შეუწყვეტია ბრძოლა მათი აღიარებისა და სამართლიანად დამკვიდრებისათვის. სანამ ამ ტექნოლოგიებს გაგაცნობდეთ მინდა გითხრათ, რომ დღეს ეს ინსტიტუტები ვითომ არსებობენ, აგრარულ უნივერსიტეტში ხალხის თვალის ასხვევად, ძველი სახელები  ისევ ქვიათ, სინამდვილეში 1-2 კაციანი მასხარაობებია, რომლებიც ინსტიტუტების ნგრევის "გასაპრავებლად" და სოლიდური გრანტების საყლაპავად სჭირდებათ  მხოლოდ. ჩვენ არა ერთხელ დავაყენეთ აგრარული პროფილის ინსტიტუტების აღდგენი საკითხი, მაგრამ მთავრობა თავს იმით   იმართლებს, რომ   სამეცნიერო- კვლევითი ცენტრი შევქმენითო, რომელიც სინამდვილეში სოფლის სამინისტროს ეკუთვნის და არა საქართველოს, რადგან სამინისტროს დანამატია და მის დაკვეთებს ასრულებს. მოკლედ დღეს საქართველოში სახელმწიფოს დონეზე აგრარულ სფეროში კვლევითი საქმიანობა იმდენად მიზერულია, რომ არც კი ღირს მასზე ლაპარაკი. თუმცა ხსენებული ცენტრი იმაზე მეტ ფულს ხარჯავს რასაც 12 ინსტიტუტი ერთად იღებდა. დღევანდელ მსოფლიოში პრაქტიკულად ძალიან ცოტაა ისეთი პრეპარატები, ან საერთოდ არ არის, რომლებიც ერთდროულად მრავალ ფუნქციას ასრულებდნენ, სამაგიეროდ საქართველოში რამდენიც გინდათ: თუ წაიკითხავთ ეტიკეტებზე მრავლად ნახავთ იმდენ წარწერებს, რომ დაიღლებით მისი წაკითხვით, რომ აღარეფერი ვთქვათ ბუკლეტებზე, რომლებიც სასიკვდილო შხამებს ისეთ რეკლამებს უკეთებენ შეიძლება ჭამა მოგინდეს კაცს. რის სურსათის უვნებლობა, რა მომხმარებელთა უფლებების  დაცვა, ყველაფერი ბიზნესზეა მორგებული და ამას წლების განმავლობაში უპრობლემოდ სათავეში უდგას და "დაუღალავად" ახორციელებს სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახური. მოკლედ ამ მხრივ, როგორც ბევრ სხვა რამეში, სრული "ბარდაკია" ქვეყანაში. 

ახლა გაგაცნობთ ტექნოლოგიებს, რომელთა ნაწილი მსოფლიო დონისაა და აღიარებულია სხვადასხვა ქვეყნების მიერ. ასევე არსებობს დასკვნები ბიძინა ივანიშვილის მეურნეობებიდან 3 წლის მონაცემების საფუძველზე, საქართველოს და ყოფილი კავშირის თითქმის ყველა ინსტიტუტების დასკვნები და ტომები მათი გამოყენების აუცილებლობის შესახებ, მაგრამ  მთავრობის გულგრილობის თუ ძალადობის წყალობით დღემდე ჩრდილშია მოქცეული: 

 "ლილე"     მრავალპროფილიანი სასუქ- პრეპარატი. 42 წლის ისტორიით, ზვიადის დროს მუშაობდა ქარხანა, იყო საკავშირო დაკვეთა, გადიოდა მსოფლიოს 6 ქვეყანაში. მათ შორის, რუსეთის 7 ოლქში. აღიარებულია ევროგაერთიანების საბჭოს მიერ. მხოლოდ ლიბიაში 5 მილიონი მანეთის სასუქ-პრეპარატი იქნა გაგზავნილი. ლილე არ არის უბრალოდ სასუქი, იგი არის უპირველსად იმუნური სისტემის გამაძლიერებელი, სწრაფი და ძლიერი აღმდგენი სეტყვის, გვალვის, ქარის, წაყინვების და სხვა სტრესების დროს. იგი გამოიყენება როგორც სოფ.მეურნეობაში, ასევე სატყეო მეურნეობაში, დეკორატიულ მემცენარეობაში, მეყვავილეობაში და გეოლოგიური ბურღვების დროსაც კი. ამავე დროს უდიდესი ენერგო დამზოგველი საშუალებაა. ადვილად რომ გაგარკვიოთ გეტყვით, რომ აგრონორმებით 1 ჰექტარზე გამოკვებისათვის საჭიროა 60-70 ტონა ტორფი, ხოლო ამ რაოდენობით მზადდება 1 750 000 ლიტრი ლილე, რომელიც საკმარისია არა ერთი ჰექტრის, არამედ   200 000 ჰექტრის გამოსაკვებად, თანაც არ ტოვებს გრამ ბალასტს, შეიწოვება ნიადაგის და მცენარეების მიერ და სასიკეთოდ მოქმედებს მათზე, ამავე დროს იაფია და ყველასათვის ხელმისაწვდომი.

"ბიოლი" რომელმაც აჯობა ქიმიურ სასუქებს და სარეკორდო მოსავალს იძლევა თვით სამინისტროს მონაცემებითაც კი, ჭორვილაში მან საოცრებაც კი მოახდინა, როცა იგი დავასხით თითქმის გამხმარ ფიჭვს და ნაძვს და მათივე აგრონომის მონაცემებით 35 დღის შემდეგ გამხმარ ტოტებზეც კი წამოიღო ყლორტები. ალექსინი-ფხვნილისებრი სტიმულატორია, სულ 5 გრამია საჭირო 100 ლიტრა წყალზე, რომ მოსავლიანობა მინიმუმ გაიზარდოს 20-30 პროცენტით. ამავე დროს ძალიან იაფია და ხელმისაწვდომი ყველასათვის.

 კოლოიდური ვერცხლი- რომელიც საქართველოში ჩვენ შევისწავლეთ და სამინისტროს მონაცემებით მოსავლინობის ზრდით არ ჩამოუვარდება ქიმიურ და ბიოლოგიურ სასუქებს, რაც საოცრებაა, მაგრამ აიხსნება იმით, რომ იგი უარყოფით მიკროფლორას ანადგურებს და ამით უხსნის გზას მცენარეს სრული მობილიზაცია მოახდინოს თავისი სასიცოცხლო ძალებისა და ხარისხიანი და მაღალი მოსავალი მივიღოთ.

გრანდი-თხევადი სტიმულატორია, რომელიც 0,5 -1 პროცენტიანი ხსნარით მოსავლიანობას ზრდის 30-45 პროცენტით და მეტად. ასევე ძალიან იაფია და ხელმისაწვდომია ყველასათვის

ლიბინი- უნიკალური სასუქ-სტიმულატორია ,რომელიც სწრაფად შეითვისება მცენარის მიერ და მოსავლიანობის  მნიშვნელოვანი ზრდა და ძლიერი იმუნიტეტი მცენარისათვის გარანტირებულია.

ბიოსუპერი ეს პრეპარატი ნამდვილად შეესატყვისება თავის სახელს და ასრულებს თავის ფუნქციას, იგი არის სასუქი, სტიმულატორი და ამავე დროს მცენარეთა დაცვის საშუალება მავნებელ-დაავადებების ფართო სპექტრისაგან.

და გადავიდეთ ფაროსანის და (არა მარტო) საწინაღმდეგო საშუალებებზე:

ბიოფაროციდი-მთლიანად მცენარეული ბიოპრეპარატია, რომელიც მავნებელზე მოხვედრისას თითქმის არ ტოვებს შანსს მავნებლის გადარჩენისათვის. მავნებელი პარალიზდება კიდურებიდან და საწუწნი აპარატიდან და ადრე თუ გვიან მაინც იღუპება.

ფაროციდი-ორგანულ მინერალური პრეპარატია, რომელიც მავნებელზე შეხებისთანავე ანადგურებს მას, საჭიროა რამდენიმე წუთი, რომ ფაროსანა გათიშოს და ადგილზევე მოკლას.

ანტისემიპტერა-ბაღლინჯოების მ. შ. ფაროსანას, ბუზების, ხოჭოების, მატლების, კალიების და სხვა მავნებლების განადგურების ეფექტური საშუალება, რომლის გამოყენებაც შეიძლება ყველგან მ. შ. სამზარეულოებში. მავნებლებს ანადგურებს მოძრავი ნაწილების და ნერვიული სისტემის  პარალიზებით რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათის განმავლობაში.

აღარაფერს ვამბობ ბიოჰუმუსზე და თხევად ბიოჰუმუსზე, რომლებიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი და რომლებსაც ჩვენ 10 წელია ვაწარმოებთ. ეს სასუქ-პრეპარატები თითქმის მთლიანად ბიოლოგიურია, რომლის წარმოებისათვის საქართველოში ულევი ნედლეულია, მ.შ. ძირითადად გამოუყენებელი. უფრო მეტიც ვიყენებთ და სასუქად ვაქცევთ ისეთ საშუალებებს, (რომლებითაც ანაგვიანებენ გარემოს და ხშირად ანტისანიტარია იქმნება,) როგორიცაა საყოფაცხოვრებო ანარჩენები და გადაყრილი ხილ-ბოსტნეული, ნაკელი და სხვა.

ჩვენივე ორგანიზაციაშია გაერთიანებული თითქმის ყველა პროფესიონალი მეცნიერი და მკვლევარი, რომლებსაც ათეულობით გამოგონებები და მიღწევები აქვთ. ჩვენი გუნდი იბრძვის ყველა ფრონტზე, სადაც კი ჩვენი კომპეტენცია და ძალა გვყოფნის. მიღწევები გვაქვს ბიო ჰერბიციდების სფეროშიც კი, მაგრამ ამ მთავრობას და მაპატიეთ, სოფლის საზოგადოების უდიდეს ნაწილს შხამების მეტი არაფერი აინტერესებთ, რადგან ან არ იციან, ან არ უნდათ სიახლე, მიჩვეული ჭირი ურჩევნიათ, ამით კი სარგებლობენ შინაური თუ გარეული მტრები, ფულზე გაღორებული ფუნქციონერები და საქართველო არნახულად გავსებულია ათასგვარი მომაკვდინებელი შხამებით. ინდეფერენტული საზოგადოების დიდი დამსახურებაა, რომ ჩვენი გუნდის თავდაუზოგავი და უკომპრომისო ბრძოლა ნაყოფს ვერ იღებს და მიუხედავად ჩვენს მიერ მთავრობის მრავალგზის გაფრთხილებისა, ბიოპროგრამების მიწოდებისა და ბიოსაშუალებების ხონჩით მირთმევისა, ვითომც არაფერი მომხდარაო მაინც თავისას უბერავენ.

წელს მთავრობა ფაროსანას სახელით აპირებს სიკვდილის ორთქლში გაახვიოს მთელი ქვეყანა, მ. შ. ეკოლოგიური ზონები, თუ ბიოფართობები, რაც წლების განმავლობაში უმძიმესი შრომის შედეგად და საკუთარი ჯანმრთელობის და ოჯახის ხარჯზე შევქმენით. რა არის ეს თუ არა გამოწვევა, იმისა რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლოთ და მათაც კი ვისაც ხალხის გამოკვება გვავალია შრომის იარაღი დავყაროთ და სახლად ქუჩა ვაქციოთ? 

სანამ საბოლოოდ ჩაგვახრჩობენ შხამებში "ფულოსანა-ფაროსანას" სახელით, იქნებ მანამ მაინც გამიღვიძოს სერიალებით დაღლილმა, "სხვისი ჭირის" გამო ცრემლების ღვრით და მოთქმა-ტირილით  გულშემუსვრილმა ქართულმა  "მრავალტანჯულმა" საზოგადოებამ.