პოლიტიკა
ტრისტან წითელაშვილი: სააკაშვილის როლი ოდესაში 120 ადამიანის ცოცხლად დაწვის საქმეშიც გამოიკვეთა!
ტრისტან წითელაშვილი: სააკაშვილის როლი ოდესაში 120 ადამიანის ცოცხლად დაწვის საქმეშიც გამოიკვეთა!

"დღეს 12 თებერვალს, კიევის დროით 14 საათსა და 35 წუთზე რესტორან "სულგუნში", მუზეუმის ქუჩის შესახვევის 10 ნომერში, დააკავეს საქართველოს ყოფილი დიქტატორი, მიხეილ სააკაშვილი. როგორც უკრაინელმა ცნობილმა ჟურნალისტებმა მაცნობეს, სააკაშვილს თავზე ტომარა გადააცვეს, უკრაინის ერთ-ერთ აეროპორტში ვერტმფრენით მიიყვანეს, როგორც უკანასკნელი ნაძირალა - თვითმფრინავში ჩააგდეს და პოლონეთში გადააფრინეს, საიდანაც იგი რამდენიმე თვის წინ, ყოველგვარი კანონმდებლობის გვერდის ავლით, უკრაინაში შეიჭრა. უკრაინის ხელისუფლების დამხობის მორიგი სცენარი ჩაფლავდა, თუმცა ამასობაში სააკაშვილის მონაწილეობით უკრაინაში ჩადენილი საზარელი დანაშაულის კვალი გამოიკვეთა! სულ ახლახან, გამოჩნდნენ მოწმეები - ეროვნებით ქართველი ყოფილი ზონდერები, რომლებიც 2014 წელს ოდესაში პროფკავშირების სასახლეში ადამიანების ცოცხლად გამოწვის ერთ-ერთ ორგანიზატორად სწორედ სააკაშვილს ასახელებენ! ამ საზარელ მასობრივ მკვლელობასთან დაკავშირებით ქართველმა ბოევიკებმა ახლახან ფრანგ ჟურნალისტს ტელეკამერის წინ უამბეს, რომელიც უახლოეს მომავალში მსოფლიო საზოგადოებას დოკუმენტურ ფილმს წარუდგენს. ჟურნალისტის მიერ ზონდერებისთვის ჩვენების ჩამორთმევის პროცესს პირადად ვესწრებოდი“ - ამ სკანდალური განცხადებით დაიწყო ჩვენთან საუბარი სამხედრო ექსპერტმა ტრისტან წითელაშვილმა:

- ორიოდე თვის წინ მსოფლიო საზოგადოებამ უკვე იხილა იტალიელი ჟურნალისტის, ჯანი მიკალასენის დოკუმენტური ფილმი, რომელშიც მაიდნის სისხლისღვრაში მონაწილე ქართველმა სნაიპერებმა - კობა ნერგაძემ, ალექსანდრე რევაზიშვილმა და ზალოგი კვარაცხელიამ საზარელი დანაშაულის დამკვეთებად უკრაინის რადას ამჟამინდელი სპიკერი ანდრეი პარუბი, “სახალხო ფრონტის” ლიდერი სერგეი პაშინსკი, რადას მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ პარასიუკი და რაც მთავარია, თავად სააკაშვილი დაასახელეს! მაიდნის სისხლისღვრის გამოძიებას მე ცნობილ უკრაინელ სამხედრო ექსპერტებთან ერთად შევუდექი, პარალელურად, ვთანამშრომლობდი გაზეთ "ასავალ-დასავალთან", სადაც ამ გამოძიების ეტაპობრივი დასკვნები 2014 წლიდან ქრონოლოგიურად შუქდებოდა და ნელ-ნელა იკვეთებოდა საზარელი დანაშაულის კონტურები. ამჟამად, მაიდნის მოვლენებთან დაკავშირებით, ყველა ფაქტი უკვე ხელისგულზეა და ჯერი უკრაინის სამართალდამცველ ორგანოებზეა, რომლებმაც მასობრივი მკვლელობის ყველა ორგანიზატორი მართლმსაჯულებას უნდა წარუდგინონ. სამხედრო ექსპერტების მიერ მაიდნის მოვლენების გამოძიების პროცესში ნელ-ნელა გამოიკვეთა ზემოთ დასახელებული ავანტურისტების და მათ შორის სააკაშვილის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულიც, რომელიც ამჯერად ოდესაში მოხდა - 2014 წლის მაისის დასაწყისში ანტიმაიდნური მიტინგის მონაწილეები ოდესის პროფკავშირების შენობაში ზონდერებმა სწორედ მათი უშუალო დავალებით შერეკეს და 120-მდე ადამიანი ცოცხლად დაწვეს! ამ საზარელმა ფაქტმა მსოფლიო შეძრა, მაგრამ მოთავეები და შემსრულებლებლები აქამდე არ დასჯილან!

- ოდესის გუბერნატორის პოსტზე სააკაშვილმა გზა ასეთი მსხვერპლით გაიკვლია?

- სააკაშვილი პოლიტიკოსი კი არა, სისხლიან შავ ბიზნესებსა და კონტრაბანდაში მონაწილე ფულს დახარბებული არამზადაა, რომელიც გამდიდრების მიზნით ილტვის პოლიტიკური თამდებობებისკენ. ოდესის პორტი მუდამ უკრაინის ეკონომიკის ერთ-ერთ ღერძად ითვლებოდა, ამიტომაც, ამ კრიმინალმა ოდესის ოლქს თავიდანვე თვალი დაადგა და ასეთი მსხვერპლის ფასად გუბერნატორადაც მოევლინა. ამჯერად იგი გარდაუვალ პასუხისმგებლობას ვერ აცდება, რადგან მასობრივი მკვლელობის დაკვეთაში მისივე ბანდის წევრები ამხელენ.

- რა მოტივით ამხელენ დამკვეთს დანაშაულის თანამონაწილეები?

- ხელთ მაქვს და უახლოეს მომავალში "ასავალ-დასავალში" დასაბეჭდად პირადად გადმოგცემთ კიევის შემდეგ ამჯერად უკვე ოდესის სისხლიანი მოვლენების მონაწილე 3 პირის ჩვენებებს, რომლებმაც ოდესაში 120-მდე ადამიანის ცოცხლად დაწვის ბრძანების გაცემაში ამხილეს სააკაშვილი! ფრანგი ჟურნალისტის გარდა, რომელიც მათ ჩვენებებზე დაყრდნობით მალე დოკუმენტურ ფილმს წარუდგენს მსოფლიო საზოგადოებას, ამ პირებმა საკუთარი ნებით ჩვენებები უკვე მისცეს ცნობილ ადვოკატ ალექსანდრე გოროშინსკისაც, რომელიც ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის და მაიდნის მოვლენებში აქამდე ბრალდებულებად ცნობილი ბერკუტელების ინტერესს იცავს. ამ სამი ადამიანის მთავარი მოტივაცია გახლავთ სიცოცხლის გადარჩენა. ირწმუნებიან, რომ სააკაშვილი შეუდგა კიევსა და ოდესაში მისი დანაშაულებრივი დავალებების შემსრულებელთა ლიკვიდაციას. ჩვენებაში კიდეც ჩამოთვალეს გვარები, ვინც სააკაშვილმა უკვე გაისტუმრა საიქიოს. დამკვეთების დასახელებით ბოევიკები თავიანთი წილი პასუხისმგებლობის შემსუბუქებასაც იმედოვნებენ. სხვათაშორის, ამ სამიდან ორი ბოევიკი კიევის და ოდესის მოვლენებამდე ოპოზიციის თითქმის ყველა მიტინგის დარბევაში საქართველოშიც იღებდა მონაწილეობას.

- რა მოხდა მაშინ ოდესაში?

- უკრაინაში ხელისუფლების დამხობას მოსახლეობის ყველა ფენა სიხარულით არ შეხვედრია. 2014 წლის გაზაფხულზე ოდესა მასშტაბურმა ანტიმაიდნურმა გამოსვლებმა მოიცვა. მომიტინგეები ქვეყანაში გამეფებულ განუკითხაობას აპროტესტებდნენ. მაისის პირველ დღეებში ოდესაში სახალხო გამოსვლების დასრბევად კიევიდან ბანდები ჩავიდნენ. მათ ალყაში მოაქციეს აქციის მონაწილეები, ცეცხლი წაუკიდეს კარვებს, ბიტებით დაუნდობლად სცემეს მომიტინგეები და აიძულეს ისინი, თავი მახლობლად მდებარე პროფკავშირების შენობისთვის შეეფარებინათ, საითკენაც მიზანმიმართულად გაუკეთეს კორიდორი. როგორც კი შენობაში დაიგულეს მოწინააღმდეგეები, ზონდერებმა შენობის ფანჯრებისკენ მოლოტოვის კოქტეილების სროლა დაიწყეს. გაჩნდა დიდი ხანძარი. ზონდერებმა გზა გადაუღობეს სახანძრო მანქანებს და ჩაქრობის საშუალება არ მისცეს. ამასობაში, შენობაში მომწყვდეულები ცდილობდნენ, ხანძრისთვის თავი ფანჯრებიდან გადმოხტომით დაეღწიათ, მაგრამ იქ უკვე წინასწარ შემზადებული სნაიპერები იყვნენ ჩასაფრებულნი და ვინც ფანჯარას მიუახლოვდებოდა - დამიზნებით ესროდნენ და კლავდნენ! ხანძრის და სროლის შედეგად, იქ 120 მოქალქაემდე დაიღუპა, უმეტესობა ცოცხლად დაიწვა, მათ შორის იყვნენ ქალები და მოხუცები. იყვნენ ბავშვებიც. ოდესის ხოცვა-ჟლეტა გაცილებით მასშტაბური ტრაგედია იყო, ვიდრე მაიდანზე მომიტინგეებისთვის ცეცხლის გახსნა, როცა მხოლოდ 54 ადამიანი დაიღუპა.

- ვინ ჩაიდინა ეს საშინელება?

- პირადად ვესაუბრე ამ საზარელი ხოცვა-ჟლეტის მონაწილე ც.ბ-ს. დავესწარი ჟურნალისტის ტელეკამერის წინ კიდევ ორი ბოევიკის, ა.რ-ს და გ.ბ-ს ინტერვიუს, სადაც არანაკლებ ამაზრზენი მონოლოგები მოვისმინე! ისინი ამ ხოცვა-ჟლეტის ბრძანების გამცემებად ასახელებენ ანდრეი პარუბის, სერგეი პაშინსკის, ვლადიმერ პარასიუკს და მიხეილ სააკაშვილს! ვიდრე ფრანგი ჟურნალისტის მიერ გადაღებულ ფილმს იხილავს საზოგადოება, მე ამ ადამიანის ვინაობის სრულად დასახელებას მისვიე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოვერიდები. 


აი, ნაწყვეტი ც.ბ-ს ჩვენებიდან, რომელიც უშუალოდ სააკაშვილის მითითებით პარუბის განკარგულებაში მოქმედებდა: 


"პროფკავშირების შენობასთან იყო 6-8 კარავი. ჩვენ კარვებთან მივირბინეთ და აშლა დავიწყეთ. ვიღაცებმა ცეცხლიც წაუკიდეს.. ბრძანებებს პარუბი იძლეოდა. ჩვენსკენ დაიძრა ხალხის მასა, თუმცა ჩვენ ბიტების ცემით შევძელით ეს ხალხი პროფკავშირების შენობასთან მიგვემწყვდია და შიგნით შეგვერეკა. ვისაც შესვლა არ სურდა - უმოწყალოდ ვუსწორდებოდით. მახლობლად მყოფი მილიციელები უმოქმედოდ იდგნენ, ხელს არ გვიშლიდნენ. როგორც კი ანტიმაიდნელები შენობაში შეიკეტნენ, პარუბის მითითებით ჩვენი ჯგუფის წევრები, რომელთაც ხელში "მოლოტოვის კოქტეილები" ეკავათ, სახანძრო კიბით სახურავზე ავიდნენ და ცეცხლიანი ბოთლები მთავარ შესასვლელს დაუშინეს. ასეთ ბოთლებს ჩვენი აქტივისტები ქუჩიდანაც ისროდნენ შენობის ფანჯრებში. ხანძარმა იფეთქა, მაგრამ სახანძრო მანქანებს გზა გადაუკეტეს და ცეცხლის ჩაქრობის საშუალება არ მისცეს..."
აღსანიშნავია, რომ მსგავს ჩვენებებს იძლევიან ოდესის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე სხვა ეროვნების ბოევიკებიც.

- რამდენად სარწმუნოა მათი ჩვენებები?

- მე მიჩვენეს პროფკავშირების შენობასთან მიმდინარე მოვლენების ამსახველი ვიდეომასალა და ამ ბოევიკების მონათხრობი ზუსტად ასახავს მოვლენებს, რომელიც ვიდოკადრებში ჩანს.

- ამჟამად სად იმყოფებიან ჩვენების მომცემი ბოევიკები?

- მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ზუსტ სამყოფელს ვერ დაგისახელებთ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ სამივე ევროპის ერთ-ერთ ქალაქში, ევროპელი უფლებადამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მათი სიცოცხლის უსაფრთხოებაზე ისინი იზრუნებენ, ვიდრე ფრანგი ჟურნალისტის ფილმს საზოგადოება უახლოესმომავალში იხილავს, ხოლო შემდეგ ჩვენებების გამეორება მათ უკრაინელი სამართალდამცველების წინაშე მოუწევთ! როგორც კი ფილმი ეთერში გავა, მათ ჩვენებებს "ასავალ-დასავალს" მე ექსკლუზიურად გადავცემ!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: "ასავალ-დასავალი"

იხ. ფოტოკოლაჟი