საზოგადოება
„როდესაც დასავლურ ცივილიზაციას ვიცავთ, მხედველობაში გვყავს ბეთჰოვენი და არა ბიბერი“ - „ვულგალური, უსარგებლო, ეგოცენტრული” - რას ამბობს ბრიტანელი ჟურნალისტი თანამედროვე პოპკულტურის შესახებ
„როდესაც დასავლურ ცივილიზაციას ვიცავთ,  მხედველობაში გვყავს ბეთჰოვენი და არა ბიბერი“ - „ვულგალური,  უსარგებლო, ეგოცენტრული” - რას ამბობს ბრიტანელი ჟურნალისტი თანამედროვე პოპკულტურის შესახებ

 „ვულგალური,  უსარგებლო, ეგოცენტრული” - ბრიტანელი ჟურნალისტი და ბლოგერი, პოლ ჯოზეფ უოტსონი თანამედროვე პოპულარულ კულტურას აკრიტიკებს. მისი თქმით, მსგავსი ტიპის „შედევრები“ დასავლური ცივილიზაციისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და შესაბამისად, კაცობრიობამ არსებული მსოფლმხედველობის შეცვლაზე უნდა იფიქროს.

იხ. ვიდეო

Eng

Rus

„პოპულარული კულტურა - უფრო ვულგალური,  უსარგებლო, ეგოცენტრული, სიამოვნებას მოწყურებული და არაადამიანურია, ვიდრე ნებისმიერი სხვა კაცობრიობის არსებობის ისტორიის განმავლობაში. კულტურამ  ჩვენი ცხოვრება უნდა ასახოს და ცოდნითა დ სილამაზით შეავსოს. თქვენც შეამჩნევდით, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში, პოპკულტურა, მნიშვნელოვანწილად, უშინაარსო და უცენზურო გახდა. მას დღეს, ყველა მნიშვნელობით,  ცუდი სუნი ასდის.

რატომ არის პოპკულტურა ასეთი ხელოვნური, პლასტმასის, ცარიელი, უშინაარსო, სულელური და დაუჯერებლად გონებასუსტი? იმიტომ, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე პოსტმოდერნიზმისა და მორალური რელატივიზმის საშიშმა თეორიებმა და მარქსისტული ნიჰილიზმის შემეცნებითმა პრინციპებმა საზოგადოებაზე კონტროლი საკუთარ ხელში აიღო.

პოსტმოდერნიზმი   მაღალ კულტურასა და პოპულარულ კულტურას შორის განსხვავების ზღვარის წაშლაზეა მომართული. მათ ყველაფრის თავდაყირა დაყენება სურთ. მარტივად რომ ვთქვათ, პოსტმოდერნისტები  საზოგადოების საკუთარი შეხედულებისამებრ გარდაქმნას ცდილობენ.


აი, რატომაა ყველაფერი ასე საშინლად - დაწყებული არქიტექტურიდან დამთავრებული ხელოვნებით, მუსიკით, გასართობი გადაცემებით. ისინი ყველაფერს ამაზრზენს ხდიან.
 

მიზანი: დასავლური ცივილიზაციის საფუძვლის სრულად შერყევა, ჩვენი მოწყვლად ჯგუფად ჩამოყალიბება და დივერსიული საქმიანობის შედეგად გარდაქმნა შემდგომი კაპიტულაციისთვის.
 

შეხედეთ ტელევიზიას, სადაც მუდმივად აჩვენებენ ღალატს და დანგრეულ ოჯახებს, არამამაკაცურ ინდივიდებს და გარკვეული გადახრების მქონე ახალგაზრდებს.
 

შეხედეთ ე.წ. „რეალითი-შოუს“ ვარსკვლავებს, სიგიჟის ზღვარზე მყოფ, ნარცისიზმით დაავადებულ ამორალურ ადამიანებს. მათ არ აქვთ დადებითი თვისებები. გვინერგავენ იდეას იმის შესახებ, რომ სწორედ ეს არის ფაქტობრივი რეალობა და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. 

იწყებთ ფიქრს, რომ ტელევიზია - ეს რეალობაა, თქვენ კი არ ხართ ნამდვილ. აკეთებთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ „ყუთი“. იცვამთ ისე, როგორც გკარნახობენ ყუთით,  ჭამთ, როგორც ამას აკეთებენ ყუთში, შვილებს ზრდით  სწორედ ამ ყუთის მიხედვით, ფიქრობთ ისე, როგორც ყუთი. ეს მასობრივი სიგიჟეა. თქვენ ხართ მანიაკი.  

ბოლო ათწლეულების განმავლობაში  სცენაზე და საზოგადოებაში ვრცელდება ანომალიური ქცევა და ეს ითვლება ლეგიტიმურად, ძირითად კულტურად. პატოლოგია ხდება ფეტიში.


ძირითად საინფორმაციო-გასართობ არხებზე ჩვენ პედოფილიასაც კი ვადევნებთ თვალს. ონლაინჟურნალი „სალონ დოტ კომი“ აძლევს სიტყვას მათ, ვინც მცირეწლოვნებთან ურთიერთობის წინააღმდეგი არაა. ისინი აქვეყნებენ სტატიებს, რომელიც ამართლებს საბავშვო პორნოგრაფიას.  ხოლო სატელევიზიო არხი "Fox show" ექვსი წლის ტრანსგენდერს აჩვენებს, რომელსაც პირი სადომაზოხისტური ალიკაპით აქვს დაფარული. 


როდესაც ჩვენ ამ დეკორატიულ სისულელეს  ვშთანთქავთ, ჩვენი მორალური ფილტრი წყობილებიდან გამოდის. კვლევები ამბობენ, რომ რაც მეტს ვუყურებთ ტელევიზორს,  მით მეტად ვვარდებით დეპრესიაში. ეს რეგულარული სპორტით დაკავებულ აქტიურ ხალხსაც ეხება. უნდა გვიკვირდეს კი ის ფაქტი, რომ გაუკუღმართებული  შეხედულება კაცობრიობის ცხოვრებაში ტელევიზიის დახმარებით მკვიდრდება?  ჩვენ მარტივად გვყოფენ, რომ მერე მონებად გვაქციონ.


პოპულარული კულტურა ჰიპერსექსუალობის პროპაგანდასაც ახდენს. მათი აზრით, სექსუალური სცენების ყურება, რომლითაც ტელევიზიები, უბრალოდ, „ბომბავენ“ ტელემაყურებლებს, სირცხვილი არ უნდა იყოს. ეს სცენები ბევრად უფრო აბსურდულად გამოიყურება, ვიდრე ეს 25 წლის წინ იყო. პორნოგრაფიაც კი უფრო საშინელი და ამაზრზენი გახდა.


დამტკიცებულია, რომ  ჰიპერსექსუალობის პროპაგანდა გვინერგავს აზრს, რომ ღალატი - ეს ნორმალური მოვლენაა. თუ ყველა დანარჩენი აკეთებს ამას - ჩემთვის რატომ არ შეიძლება? ფსიქიკის აგება ჰიპერსექსუალურობაზე - ნიშნავს უიღბლო ქორწინებას და ურთიერთობის ნგრევამდე მიყვანას. პოპკულტურა უსარგებლოდ და მარტოსულად გვაგრძნობინებს თავს.

შეხედეთ ვარსკვლავების კულტს. იმისთვის, რომ გახდე ცნობილი, რეალური ნიჭია საჭირო. ასე იყო 20 წლის წინ. ახლა ცნობადობისა და მიღწევების ხარისხი გარყვნილების მსოფლიო მასშტაბით ჩვენების რაოდენობის პირდაპირპროპორციულია.  ვულგარულობამ ნიჭი შეცვალა. რაც მეტია ვულგარულობა და მისი ჩვენებების რაოდენობა, მით უკეთესია შედეგი. სიციალური ქსელების წყალობით ახალგაზრდობას ტვინს ურეცხავენ იდეით, რომპრიორიტეტული უნდა იყოს ნარცისიზმი და არა თვითრეალიზაცია, არა სემანტიკური შინაარსი, არა ორიგინალურობა… ნარცისიზმი, როგორც  თვითკმაყოფილებისა და სერიოზულობის საბოლოო საზომი. ვარსკვლავები მხოლოდ ასახავენ ამას. და რას ვეძებთ ჩვენს ვარსკვლავებში? ნიჭს? სემანტიკურ შინაარსს? ორიგინალურობას? არა, ჩვენ მათში ვეძებთ ნარცისიზმს.

გამოკითხვაში, რომელიც 16 წლის მოზარდეში ჩატარდა, დაისვა კითხვა: ვინ უნდათ, რომ გამოვიდნენ. გამოკითხულთა 54-მა პროცენტმა უპასუხა - „ვარსკვლავი“, მათგან 70%-ს წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ მიაღწევდნენ ამას. არაა გასაკვირი, რომ იმ მომენტიდან, როდესაც ვარკვლავებმა ნარცისიზმის პროპაგანდირება დაიწყეს, ახალგაზრდობა დეპრესიაში ჩავარდა. თვითმკლველობის რიცხვი ათიდან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის 2010 წლიდან ყოველწლიურად იზრდება. რატომაა ყველა ასეთი უბედური? იმიტომ, რომ სიცარიელისკენ მიისწაფვიან - იმისკენ, რაც ადამიანების უმრავლესობისთვის მიუღწეველია.

პოპკულტურა არარაობად გვაქცევს.

შეხედეთ ვარსკვლავებს, რომლებიც კომატოზური მდგომარეობიდან გამოვიდნენ და საკუთარი სცენის გამოყენება დაიწყეს იმისთვის, რომ იკბინონ ხელზე, რომელიც მათ არჩენს. დღეს ისინი კითხულობენ, რის ნაწილს წარმოადგენენ.

როდესაც კენი უესტმა შეწყვიტა ტექსტის წერა და პოპკულტურის გაკრიტიკება დაიწყო, რომელსაც ემსახურება, ის ფსიქიატრიულში გაგზავნეს.

მუსიკა ნაკლებად მრავალფეროვანი გახდა, ხოლო სიმღერები მეტად გაუბრალოებული, ვიდრე ოდესმე. ტექსტში არ არის სიტყვები, თუმცა არის გარითმული სტრიქონები - თქვენ ამაზე უნდა წამოეგოთ და იფიქროთ, რომ მოგწონთ ეს ნაგავი.

ჩვენ დავეჯახეთ აგურის კედელს. ჩვენი საუკუნის ბოლო მეოთხედში არ შექმნილა არანაირი ახალი აუთენტური მუსიკა.


MTV-ზე ადრე ატრიალებდნენ კლიპებს ალტერტნატიული მუსიკით.

 და რას ატრიალებს MTV ახლა? „ფეხმძიმედაა 16 წლის ასაკში“…

იმისთვის,რომ არ დაარღვიონ უნაყოფო სტატუს-კვო, ნიჭიერ და ორიგინალურ მუსიკოსებს, რომლებიც ამ დრომდე არსებობენ, საერთოდ არ უშვებენ სცენაზე.

ამასობაში კი უნიჭოები, ღილაკებზე ხელის დაჭერით ხმაურის გამომწვევი დიჯეები, ლამის ღმერთების სტატუსით სარგებლობენ. თაობა „მილენიუმს“ წაართვეს შესაძლებლობა, გამოხატონ თინეიჯერული რისხვა და იმედგაცრუება მუსიკის ან სუბკულტურის საშუალებით.

ამის ნაცვლად მათ სვამენ  საკუთარი გენდერული კუთვნილების გააზრების გეტოში. ამას კი ჯერ არაფერი მოუტანია კარგი.

და ჩვენ რა წვლილი შევიტანეთ ამაში? შეგიძლიათ რაიმე დადებითი მაინც დაასახელოთ? განგსტერული რეპმოძრაობა შევქმენით? თუ მოძრაობა, რომელმაც უბიძგა მილიონობით ახალგაზრდას, მოიქცნენ ისე, როგორც დეგენერატები - სისხლის სამართლის დამნაშავეები და ბანდიტები? საოცარი შედეგი მივიღეთ, არა?

ახლა შეხედეთ რეპერ Hopsin-ს. ის რეპის კითხვისას გვიყვება, თუ რამდენად სულელური და დამანგრეველია განგსტერული ცხოვრების სტილი. ეს ბიჭი ეუბნება ახალგაზრდებს, გადააგდონ ნარკოტიკები და იცხოვრონ სუფთად და თავისუფლად. . 


და რა ემართებათ ასეთ მუსიკოსებს, როგორიც Hopsin-ია? ზოგიერთ მათგანს დიდი სტუდიები  უფორმებენ კონტრაქტს, შემდეგ სამი წლით “ყინავენ“, ხოლო მათ ალბომებს შეგნებულად  არ აძლევენ გასაქანს.

შეხედეთ ახალგაზრდულ კონტრკულტურას. ადრე მის სათავეში სტუდენტები იდგნენ.   მათ შექმნეს კონტრკულტურა, რომელმაც შემდეგ მცირე რაოდენობით პოპკულტურაში გაჟონა. და რით არიან დაკავებულები ჩვენი სტუდენტები დღეს? ისინი გამოდიან საზოგადოების უსაფრთხოების დაცვისთვის, პოლიტკორექტულობისთვის, სხვისი ღირებულეების გაზიარებისთვის და გენდერული სწავლების განვითარებისთვის. როდის აქეთ ნიშნავს,  „იყო მაგარი“ სხვისი აზრების თუთიყუშივით გამეორებას?  ან ფეისბუქზე რთული პოსტების წერას იმის შესახებ, თუ რამდენად პროგრესული ადამიანი ხარ.

ყველანი შეპრყობილები არიან იმით, რომ მათი ინფორმაცია სოციალურ ქსელებში მუდმივად ნახონ მათმა თანატოლებმა.

ჩვენ ვაიძულებთ თავს, გადავყლაპოთ ეს დამპალი კულტურა, რომ ვიგრძნოთ სიახლოვე თანატოლებთან და შევერიოთ მათ საზოგადოებას.

დღეს ადამიანები ისე ერთობიან, რომ არ რჩებათ დრო ან ინტერესი, წინ აღუდგენ იმ კულტურას, რომელიც მათ არჩენს. არ არის დრო, საკუთარი შეხედულებების ფორმირებისთვის. არ არის მიდრეკილება, შექმნან საკუთარი იდეები ამ სამყაროში. ამიტომ გაცილებით მარტივია, ამოაფრქვიონ ის, რასაც ამბობს რასელ ბრენდი ან მერილ სტრიპი. ეს ეხება მოდასა და ხელოვნებას, ლიტერატურას, მუსიკას, იუმორს. კულტურა სრულად დაუქვემდებარეს საკუთარ ცენზურას. აი, რატომ გამოიყურება ყველა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ერთნაირად.


ერთნაირი ვარცხნილობები, წვერები, ტანსაცმელი. ერთნაირი უაზრო ტატუები, ერთნაირი ცინიზმი, ერთნაირი პოლიტიკური შეხედულებები, ერთნაირი მსოფლმხედველობა. არ არსებობს ორიგინალურობა, სითმამე, ინდივიდუალურობა.


შეხედეთ თანამედროვე კონცეპტუალურ ხელოვნებას. ეს პოსმოდერნისტული ომია აბსოლუტურური სიმართლის წინააღმდეგ,  რომელმაც გაახანგრძლივა ავადმყოფური რწმენა იმის შესახებ, რომ ყველაფერი შეიძლება ჩაითვალოს ხელოვნებად...  სულერთია, რაც...  

რატომ ხდება ისე, რომ თანამედროვე ხელოვნება, რომელიც ნამდვილად ითხოვს უნარს,  რეალურად გამოხატოს სილამაზე, იგნორირებულია, ამის ნაცვლად კი პატივს სცემენ საშინელებას,  ნაგავს? ოდესმე ყოფილხართ გალერე „თეით მოდერნში" ლონდონში? ეს გიგანტური შენობაა, რომელიც გადატვირთულია ჯართით, ბეტონის ბლოკებით და უნიტაზებით... და ამას ეწოდება ხელოვნების გალერეა,  თუმცა ის უფრო მეტად ჰგავს ნაგავსაყრელს.
 

როგორ ფიქრობთ, რა არის ეს? ძაღლის განავალი? არა, ეს კონცეპტუალური ხელოვნებაა. პოსტმოდერნისტები ამტკიცებენ, რომ ყველაფერი სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის ნაწილად ითვლება.  
 

ამან ფემინისტები შთააგონა. ისინი საკუთარი ორგანიზმის ფუნქციებს ხელოვნებად წარმოადგენენ.


გიგანტური უკანალი ტერნერის პრემიაზე იყო ნომინირებული. ეს უკვე გონებრივი ჩამორჩენილობა და სრული იდიოკრატიაა.  

წარმოიდგინეთ, რომ ნომერ პირველ ფილმს ქვეყანაში დაარქვეს „უკანალი“. ეს ყველაფერია, რაც აჩვენეს 90 წუთის განმავლობაში. იმ წელს მან 8 ოსკარი მიიღო.

და რას სცემენ თაყვანს ადამიანები? ექვსფუტიან დაშორებას დუნდულებს შორის? ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებს სახელები შეუცვალეს, რადგან მათი ორიგინალური სახელწოდებები, შესაძლოა, შეურაცმხყოფელი ყოფილყო ადამიანების განსაზღვრული კატეგორებისთვის.

შეხედეთ თანამედროვე თეატრს. ჩვენ გავექეცით შექსპირს და ოსკარ უაილდს და მოვედით აქამდე (ნაჩვენებია მასტურბაციის კადრები)

ისინი გარდაქმნიან, ამახინჯებენ ყველაფერს, რაც უნდა იყოს დახვეწილი.

ის, რამაც უნდა შთაგვაგონოს, დღეს არაადამიანურს გვხდის. როდესაც სიმახინჯე სილამაზესთან არის გათანაბრებული,  ჩვენ ვხვდებით, რომ ცივილიზაციის დასასრულამდე მივედით.

პოპკულტურა იმდენად აგრესიულად ვულგარულია, რომ მას ხშირად უსვამენ  ხაზს, როგორც ერთ-ერთ ფაქტორს ისლამური ტერორისტების  რადიკალიზაციის. ჯიჰადისტები დასავლეთში ხშირად ერთვებიან ამ კულტურაში და ამის შემდეგ საკუთარი ცოდვების გამოსასყიდად ხდებიან ტერორისტი- თვითმკვლელები. აი, ამდენად ცუდადაა ყველაფერი.

ჯერსი შორსა და მაილი საირუსსაც უყურებენ ტერორისტები და მათში ისინი ხედავენ კანონიერ მიზეზს დასავლეთზე შეტევისთვის. მიდი ახლა და შეედავე...

როდესაც ჩვენ  დასავლურ ცივილიზაციას ვიცავთ, პოპკულტურა არ გვაქვს მხედველობაში. მხედველობაში გვაქვს სიქსტეს კაპელა და არა ხელოვნების ნიმუში „ქრისტე შარდში“, მხედველობაში გყავს ბეთჰოვენი და არა ბიბერი.

 ჩვენ არ გაინტერესებს, რა მივიღეთ მემკვიდრეობით. დავიწყებული იქნა რეალური მნიშვნელობა ჩვენი მდიდრული კულტურული მემკვიდრეობის. პოპულარული კულტურა იმ სახით, რომლითაც არსებობს დღეს, პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს დასავლური ცივილიზაციისთვის, იმიტომ, რომ ის აძლევს ჩვენს მტრებს მიზეზს, რომელიც მათ მიერ ჩვენი განადგურების სურვილს ამართლებს.

თუ ამას განხორციელების შანს მივცემთ, მიუხედავად იმისა, რამდენად მაღალი მორალური ღირებულებების ადამიანები იყვნენ ჩვენი წინაპრები, ჩვენი ცივილიზაცია განადგურებული იქნება ერთი თაობის სიცოცხლის განმავლობაში. აი, რატომ უნდა ვიყოთ მუდმივად იმ თეზისის წინააღმდეგნი, რომ პოპულარული კულტურა დასავლურ ცივილიზაციას წარმოადგენს - ის მას არ წარმოადგენს.


უნდა უარვყოთ პოპულარი კულტურა და ყველა მისი საშინელი, მახინჯი და არაადამიანური ფორმები. ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ახალი კულტურული რენესანსის წარმოქმნას, რომლის საფუძველში იქნება სილამაზე, ნიჭი, მაღალი ღირებულებები და ადამიანური მიღწევები."-  აცხადებს უოტსონი.