მოქალაქის ტრიბუნა
„ტერიტორიულად პატარა, მაგრამ მამაცი და შეუპოვარი ხალხის სამშობლო“ - ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავი საქართველოშიც აღნიშნეს - Lietuvos Respublika švenčia valstybės atkūrimo šimtmetį.
„ტერიტორიულად პატარა, მაგრამ მამაცი და შეუპოვარი ხალხის სამშობლო“ - ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავი საქართველოშიც აღნიშნეს - Lietuvos Respublika švenčia valstybės atkūrimo šimtmetį.

„პატარა, მაგრამ მამაცი და შეუპოვარი ხალხის სამშობლო“ - ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავი საქართველოშიც აღნიშნეს 

 

Lietuvos Respublika švenčia valstybės atkūrimo šimtmetį.
 

ლიტვა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახელმწიფოა მთელ ევროპაში. ის ტერიტორიულად ძალიან პატარა, თუმცა მამაცი და შეუპოვარი ხალხის სამშობლოა, რომელიც მუდამ იღწვოდა ერთიანობის, თავისუფლებისა და ძლიერებისკენ. დღეს, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული პარტნიორი ქვეყანა -  ლიტვა სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავს აღნიშნავს.

1918 წლის 16 თებერვალს ლიტვამ ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს, რითიც თითოეულ მოქალაქეს მშვიდობიან და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრების საშუალება მისცა. ეს თარიღი მოსახლეობაში „თანამედროვე ლიტვის დაბადებასთან“ ასოცირდება. თანამედროვე ლიტვის რესპუბლიკა ჩამოყალიბდა თანასწორობის, მშვიდობისა და მოსახლეობის კეთილდღეობის საფუძველზე.

დღესდღეობით ლიტვის რესპუბლიკა მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლებით, განათლებისა და მეცნიერების განვითარების მაღალი დონით გამოირჩევა, რითიც სამართლიანად იკავებს ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის ღირსეულის ადგილს. მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, ამ პატარა ქვეყნის შესახებ ბევრმა არ იცის, სწორედ ამიტომ ლიტვის რესპუბლიკა ძალას არ იშურებს მსოფლიოს გააცნოს საკუთარი  ენა, კულტურა და ტრადიციები. ამის ნათელი მაგალითია თანამედროვე ტექნიკითა და სასიამოვნო გარემო პირობებით აღჭურვილი ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრების გახნა მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

ჩვენს ქვეყანაში ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრი 2012 წლის ოქტომბრის თვიდან ფუნქციონირებს და მას ლიტველი პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი ხელმძღვანელობს. ცენტრში 60-მდე ქართველი სტუდენტი სწავლობს, რომლებიც აქტიურად არიან ჩაბმულნი ლიტვასა და საქართველოში გამართულ ღონისძიებებსა და აქტივობებში. ჩვეულებისამებრ მათ დიდი ენთუზიაზმით მიულოცეს ლიტვის რესპუბლიკას დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი .

იხ. ვიდეო 

აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრს სრულიად აფინანსებს ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ამგვარად ლიტვური ენისა და კულტურის გაცნობა ქართველებისთვის სრულიად უფასოა.

ცენტრი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს, საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტიდან, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის გაცვლით პროგრამებში, საზაფხულო და ზამთრის კურსებზე, საზაფხულო ბანაკებში, ოთხთვიან ენის შემსწავლელ კურსებზე, მაგისტრატურაზე და სხვ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ცენტრებს შორის საქართველოში არსებული ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრი თავისი ენთუზიაზმითა და აქტიურობით ყველაზე მეტად გამოირჩევა.

შენც გამოიყენე შანსი და გახდი ამ ცოცხალი ორგანიზმის წევრი!

დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის ფეისბუკ გვერდს:  https://web.facebook.com/lituanistika/

 

Lietuva yra viena iš išskirtinių šalių visoje Europoje. Pagal savo teritoriją ji labai maža, bet ji yra daugelio drąsių ir narsių žmonių tėvynė, kurie visada stengėsi išlaikyti vienybę, laisvę ir jėgą. Šiandien viena iš ištikimiausių Gruzijos partnerių – Lietuva švenčia valstybės atkūrimo šimtmetį.


Vasario 16d. 1918 m. Lietuva pasirašė nepriklausomybės aktą ir taip ji suteikė kiekvienam Lietuvos piliečiui galimybę gyventi taikioje ir nepriklausomoje šalyje. Ši data piliečiams siejasi su “modernios Lietuvos gimimu”. Moderni Lietuvos Respublika buvo kuriama remiantis visų piliečių lygybės, laisvės ir gerovės principais.Šiandien Lietuva išsiskiria savo augančia ekonomine veikla ir aukštu išsivysčiusiu švietimo ir mokslo lygiu, ir todėl ji užima garbingą vietą tarp Baltijos valstybių. nepaisant pasiektos sėkmės, nemažai užsieniečių žino nedaug apie šią mažą šalį, todėl Lietuvos Respublika labai stengiasi pristatyti savo šalį, kalbą, kultūrą ir tradicijas visam pasauliui. To šviesus pavyzdys yra lietuvių kalbos ir kultūros centrų su šiuolaikinėmis technologijomis ir malonia aplinka atidarymas daugelyje pasaulio valstybių, taip pat ir Gruzijoje. mūsų šalyje lietuvių kalbos ir kultūros centras veikia nuo 2012-ų metų spalio mėnesio ir jam vadovauja Profesorius iš Lietuvos Vidas Kavaliauskas. Centre mokosi beveik šešiasdešimt studentų kurie aktyviai dalyvauja įvairiose veiklose ir renginiuose tiek Lietuvoje, tiek Gruzijoje. Kaip ir įprasta, jie su didžiuliu entuziazmu pasveikino Lietuvą jos valstybės atkūrimo šimtmečio proga.

Žr. video 

Taip pat reikia paminėti, kad lietuvių kalbos ir kultūros centras yra finansuojamas švietimo ir mokslo ministerijos, todėl gruzinai gali susipažinti su lietuvių kalba ir kultūra nemokamai. Centras yra gyvas organizmas, kuris suteikia galimybę studentams iš įvairių Gruzijos universitetų dalyvauti įvairių rūšių mainų programose, vasaros ir žiemos kursuose, vasaros stovyklose, baltistikos kursuose, studijuoti magistratūroje ir kt. Verta paminėti, kad Gruzijoje esantis lietuvių kalbos ir kultūros centras iš kitų centrų pasaulyje išsiskiria savo entuziazmu ir veikla.


Ir tu pasinaudok galimybe bei tapk šio gyvo organizmo dalimi!


Jei susidomėjote, kreipkitės į lietuvių kalbos ir kultūros centrą Gruzijoje, apsilankydami pagrindinėje centro anketoje Facebook'e:

https://web.facebook.com/lituanistika/

ავტ. სოფიო ტაბატაძე

 

იხ. ასევე: მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად შესრულებული სახელმწიფო ჰიმნი და დღე, რომელიც ერთმანეთისგან შორს მყოფ ლიტველებს საქართველოშიც აერთიანებს - Lietuvos valstybės diena paminėta Tbilisyje