მოქალაქის ტრიბუნა
“რთული იყო, მაგრამ სახალისო“- თბილისში „ჰანბოკის“ დღე აღნიშნეს - 트빌리시에 있는 한국 문화 선터에서 개최한 행사 "한복 날"
“რთული იყო, მაგრამ სახალისო“-  თბილისში „ჰანბოკის“ დღე აღნიშნეს - 트빌리시에 있는 한국 문화 선터에서 개최한 행사 "한복 날"

24 თებერვალი, კორეის კულტურის ცენტრი (GKB Georgian-Korean Bridge)...

„ჰანბოკის“ დღე თბილისში - მათთვის, ვისაც კორეული კულტურა და ტრადიციები აინტერესებს...

ამ დღეს ყველა მსურველს კორეული ტრადიციული სამოსის მორგების საშუალება ეძლევა. ღონისძიების მონაწილეები კორეულ ენაზე მისალმებას სწავლობენ, შესაბამისი ვიდეორგოლებით კორეულ ტრადიციებსაც ეცნობიან, ხოლო დღის განმავლობაში გადაღებული  ფოტოებით ამ დღის მოგონების შემონახვას ცდილობენ. დამსწრეებს საქართველოში მცხოვრებ კორეელებთან გასაუბრებისა და მათ მშობლიურ ქვეყანასა და სხვა საინტერესო თემებზე მეტი ინფორმაციის მიღების  შესაძლებლობა ეძლევათ. აქვეა გარკვეული ცოდნის მიღებისა და გართობის საშუალებებიც. მაგალითად, დამსწრეები, როგორც წესი, მუსიკას უსმენენ, საუბრობენ - ერთმანეთს შთაბეჭდილებებსა და ინტერესებს უზიარებენ, ახალ ნაცნობ-მეგობრებს იძენენ და შინ დაუვიწყარი მოგონებებით ბრუნდებიან. 

ჰანბოკს, ანუ კორეულ ტრადიციულ სამოსს განსხვავებული ფორმა და ვიზუალი აქვს - ის ძალიან ლამაზი ნახატებითა და მოქარგულობებითაა მორთული.

ქალის ჰანბოკი, ძირითადად, ორი ნაწილისგან შედგება: ქვედაბოლო (ჩიმა), რომელიც გრძელი და განიერია და ზედატანი (ჯოგორი). ჯოგორი კაცის ტრადიციული სამოსის შემადგენელი ნაწილიცაა, მაგრამ მას მაინც განსხვავებული ფორმა აქვს,  ქვედა ნაწილი კი  შარვალია, ანუ „ბაჯი“.  ამ სამოსის ჩაცმასაც გარკვეული ცოდნისა და უნარების გამომუშავება  სჭირდება.

„ძალიან სასიამოვნო გარემოა.  ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ ორგანიზატორები ცენტრში შემოსვლის დროს ქართულად მესალმებოდნენ. თავაზიანები იყვნენ,  რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის და ყველგან… ჰანბოკ-ის ჩაცმისა და ტრადიციული მისალმების ცერემონიას რაც შეეხება, სახალისო იყო. ძალიან რთული, მაგრამ სახალისო“- აღნიშნა ჩვენთან საუბარში ერთ-ერთმა მონაწილემ.

კორეული კულტურის ცენტრი  „ჰანბოკის“ დღეს უკვე მე-4 წელია, აღნიშნავს. ადგილები ყოველთვის შეზღუდულია, ამიტომ ღონისძიებაზე დასწრების მსურველები ადმინისტრაციას წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე უთანხმდებიან.  

 

ცნობისთვის

კორეის რესპუბლიკა, სხვაგვარად, სამხრეთ კორეა, აზიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სოციალურ-ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანაა. ბოლო დროს,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის, საქართველოშიც სამხრეთ კორეისადმი დაინტერესებამ მკვეთრად იმატა. ეს ფაქტი გამოწვეულია მთელი რიგი გარემოებებით, როგორებიცაა: კორეული მუსიკა (ე.წ. K-pop-ის), ფილმებისა და სერიალების პოპულარიზაცია, მძლავრი ეკონომიკური და სოციალური მიღწევები და ა.შ. უნდა  აღინიშნოს, რომ წელს ზამთრის ოლიმპიადა სწორედ სამხრეთ კორეის ერთ-ერთ ქალაქში, ფიონჩანგში იმართება.

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2017 წლის 14 დეკემბერს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღინიშნა.

 

ავტ: თამთა ბიბილაშვილი

 


 

트빌리시에 있는 한국 문화 선터에서 개최한 행사 "한복 날"

대한민국은 아시아에 재일 특별하고 사회 경제적으로 강한 나라입니다. 요즘은 대한민국에 관심이 갱긴 분들이 여러 가지 나라말고 조지아에서도 나타났습니다. 이것은 바로 케이팝과 한국 영화와 드라마가 인기 많고 사회 경제적 업적들 때문입니다. 올해에는 겨울 올림픽은 바로 대한민국 평창에 개최하고 있습니다.

조지아와 대한민국에 사이에 관계가 아주 오래된 역사를 갖고 있습니다. 그래서 2017 년 12월 14일에 조지아-대한민국 수교 25주년 기념 리셉션을 개최했습니다.

어제는 GKB 한국 문화 선터에서 특히 한국 문화와 전통을 좋아하는 사람들 위한 행사 "한복 날"을 개최했습니다.

한복은 한국의 특이한 모양으로 만든 전통 옷이고 여러 가지 예쁜 그림과 패턴을 갖고 있습니다. 여자 한복은 넓고 긴 치마와 저고리로 완성되고 남자 한복은 다른 모양 있는 저고리와 바지로 존재합니다.

"한복 날"에는 행사에 오시는 분들은 한복을 입고 전통 인사를 배울 수 있고 많은 사진들을 찍을 수 있고 한국 문화에 대해 좀 더 알아볼 수 있습니다.

행사에 오시는 분들은 조지아에 살고 있는 한국 분들이랑 한국에 대해서 이야기를 할 수 있고 이 나라에 많은 것들을 알 수 있습니다. 그래서 이렇게 큰 경험을 받을 수 있고 케이팝을 듣고 뮤직 비디오를 보시면서 이야기하고 새러운 친구들 만나고 잊을 수 없는 재미있는 시간을 보낼 수 있습니다.

행사에 오시는 한 분에 지적했슴니다: "일단 너무 좋은 분휘기였습니다. 조직자들이 선터에 들어가자마자 조지아말로 인사를 해서 너무 좋아했고 공소한 분들이였습니다. 이것은 저에게 재일 중요한 일입니다. 한복을 입고 전통 인사를 배우는 것은 너무 여렵지만 아주 재미있었습니다. 다들 배려하는 분들이였다고 생각합니다".

이 행사는 한국 문화 센터에서 4년 동안 해마다 개최한 행사입니다. 자라는 원래 많지 않고 원하시는 분들은 먼저 등록해야 됩니다.

GKB 문화 센터는 이런 행사는 자주 하고 한국을 좋아하는 분들을 기쁘게 해집니다. 미래도 이런 재미있는 행사를 많이 할거니까 많은 분들을 한국 문화 선터는 잘 부탁드리겠습니다.

 GKB 행사를 대한 패이스복 패이지입니다.

https://www.facebook.com/groups/1798865103691679/

 

저자: 탐타 비빌라시빌리