საზოგადოება
„ჩვენ ვართ ჩავარდნილი ჭაში, ვისაც ჰგონია, რომ ამერიკა თოკს ჩამოგვიგდებს და აგვიყვანს, ძალიან ცდება, პირიქით, კიდევ უფრო ძირს ჩაგვიშვებს“ -ელიზბარ ჯაველიძე
„ჩვენ ვართ ჩავარდნილი ჭაში, ვისაც ჰგონია, რომ ამერიკა თოკს ჩამოგვიგდებს და აგვიყვანს, ძალიან ცდება, პირიქით, კიდევ უფრო ძირს ჩაგვიშვებს“ -ელიზბარ ჯაველიძე

საქართველოს უბედავენ და კიდევ ერთ ქართველ ვაჟკაცს, არჩილ ტატუნაშვილს სამაჩაბლოს მიწას ხარივით აკლავენ. უკიდეგანოდ გათავხედებული ჯაყო  ლეჩაქდახურულ ხელისუფლებას ცხედრის გადმოცემასაც სახვეწარს უხდის. ქართული მხარე დახმარებას დასავლეთისგან ამაოდ ითხოვს. ამ ფონზე საზოგადოების ნაწილი ექსპერტ ლუკ კოფის შემოთავაზებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშეც არის შესაძლებელი. კულტურისა და საზოგადოების წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ და აცხადებენ, რომ "პროდასავლურმა პოლიტიკამ" და ქართველების სწრაფვამ "ნატოს" სამხედრო ალიანსისკენ გაართულა საქართველოს ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან, რამაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და ქვეყნის განვითარების შეფერხება გამოიწვია. http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=62264

საქართველოში მიმდინარე პროცესებზე Sazogadoeba.ge-აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე ესაუბრება:

-ეს არის ტრაგედია, რომლითაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ჩვენ ვართ უსუსური ერი და უსუსური ქვეყანა. ინდივიდებს ხოცავენ, იმიტომ რომ კონფლიქტი და სახელმწიფოებრივი დაპირისპირებაა. მკვლელობები კიდევ გაგრძელდება, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფო არ არის თავის სიმაღლეზე, ვისაც უნდა შემოდის, ვისაც უნდა გადის.

- არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, რომელიც სეპარატისტების მხრიდან განხორციელდა, აისბერგის წვერია. სად ხედავთ თქვენ ამ ყველაფრის სათავეს?

-სხვაგან ნუ ვეძებთ,  ამ ტრაგედიების სათავე ჩვენშია. საქართველო არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ქართველ ხალხს არავინ არაფერს ეკითხება. როდესაც ამერიკის ელჩს, რომელმაც საქართველოში მოღვაწეობა უკვე დაამთავრა, ეკითხები ყველაფერს, აქ არის სათავე.

-ზედაპირზე რაც  ჩანს, არის ის, რომ რუსეთმა წაგვართვა ტერიტორიები, გვიხოცავს მოქალაქეებს, შეერთებული შტატები კი მხარს გვიჭერს...

-ეს არის აგიტაციის შედეგი. მე ათი წლის წინ ვწერდი, რომ ამერიკა ცხვრის ქურქში გახვეული მგელია, რომელიც ჩვენს მოსასპობად მოდის. ქართველი ხალხი რას იტყვის, ამერიკას სულ არ აინტერესებს. ახლა იქ შეიძლება სხვანაირი კაცი მოვიდა, მაგრამ ისინი მაინც თავის პოლიტიკას ატარებენ, ასევეა რუსეთიც. პუტინი თავისი ხალხის პრეზიდენტია და ქართველი ხალხის აზრი სულ არ აინტერესებს. ბოდიში მომითხოვია და შენს პრეზიდენტს ფეხზე  რომ კიდია შენი ქვეყანა, აი, იმას უნდა მიხედო. უნდა მოიყვანო ისეთი ხალხი, „მეობაზე“ კი არა „ჩვენობზე“ ფიქრობდეს, ქვეყანაზე ზრუნავდეს. თუ ხელისუფლებაში ასეთები  არ მოვიდნენ, დამთავრებულია ჩვენი საქმე.

 -რუსეთთან მოლპარაკებით რამდენად იქნება შესაძლებელი იმის მიღწევა, რომ მსგავსი ფაქტები აღარ ხდებოდეს?

-ახლა არ ვიცი, მაგრამ თავის დროზე ურთიერთობის მოწესრიგება შესაძლებელი იყო. ის ინტელიგენცია, ვისთანაც მე კავშირი მაქვს, ქართველებისთვის თავგამოდებულნი არიან. რუსეთი როგორადაც არ უნდა იყოს განწყობილი, თუკი სამშობლო გვიყვარს,   ვალდებულები ვართ, დიალოგი დავიწყოთ. რუსეთთან დიდ პოლიტიკაზე უნდა ისაუბრო, რამდენად ხელსაყრელია თუნდაც მისთვის ის, რომ საქართველო კარგავს ტერიტორიებს.. 

ესენი ვერც ამერიკის თანამედროვე პოლიტიკას აბამენ თავს, იმიტომ, რომ ჰილარი კლინტონის მომხრეები იყვნენ, რომელიც არის დედათმავალი. სამშობლოს მოყვარულს აქ მე ვერ ვხედავ, ყველა თავის თავზე ფიქრობს, მითუმეტეს, ეს მოსყიდული არასამთავრობოები. 

-გავრცელდა კულტურისა და საზოგადოების წარმომადგენლების მიმართვა დიპლომატიური კორპუსისადმი, რომელშიც ნათქვამია, რომ "პროდასავლურმა პოლიტიკამ" და ქართველების სწრაფვამ "ნატოს" სამხედრო ალიანსისკენ გაართულა საქართველოს ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან და სწორედ ამან განაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, შექმნა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და შეაფერხა ქვეყნის განვითარება.“  აღნიშნულ მიმართვას საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად თქვენც აწერთ ხელს. ფიქრობთ, რომ ეს პოლიტიკა მიზანმიმართულია?

-ეს მიმართვა ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან არაფერ შუაშია. დიპლომატიურ კორპუსს შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილი ექსპერტის, ლუკ კოფის შემოთავაზებასთან დაკავშირებით მივმართეთ. ლუკ კოფის ანგარიშის მიხედვით,  შესაძლებელია საქართველო "ნატოში" მე-5 და მე-6 მუხლების, ანუ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე გაწევრიანდეს. სამაჩაბლოს და აფხაზეთის გარეშე ნატოში შესვლა არ შეიძლება. ამით გაიზრდება რისკები და სამხედრო კონფლიქტის საფრთხე დაემუქრება ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიებსაც. ეს უკვე ნიშნავს, იმას, რომ დაკარგულ ტერიტორიებს ფიქრადაც ვერასდროს დაიბრუნებ. ეს  არის შეთქმულება, რომელიც  სწორედ ჟურნალისტებისა და არასამთავრობოების მიერ მზადდება.საქართველოს მოძულეებს განადიდებენ, ხოლო ვისაც სამშობლოს მოყვარულებს -ამარგინალებენ.

პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება ატარებს, პროდასავლური არ არის. ისინი „ირყევიან ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“, საითაც დაუბერავს, იქით გადაიხრებიან. მე მომხრე ვარ არა იმ ევროპის, რომლისკენაც ასე ილტვიან, არამედ იმ ევროპის, რომელსაც ესენი არც იცნობენ, არც წაუკითხავთ. მე დანტე მიყვარს, რილკე მიყვარს და ამათ გაუგიათ საერთოდ ეს სახელები? ესენი იმ ინგლისელი ქალის მომხრები არიან, თავის ვაჟს რომ გაყვა ცოლად, ანუ, ადამიანის გაცხოველების...

მიზანმიმართული პოლიტიკა ტარდება, იმისთვის, რომ საქართველოდან რაც შეიძლება მეტი ქართველი გავიდეს და რაც შეიძლება მეტი უცხოელი შემოვიდეს და დასახლდეს. ამ პოლიტიკის შედეგია  ყველაფერი. ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს და არა ქვეყანაზე, სამწუხაროდ, გამოსავალს ვერ ვხედავ. ჩვენ ვართ ჩავარდნილი ჭაში, ამ ჭიდან ამოსვლა ძალიან რთულია. ვისაც ჰგონია, რომ ამერიკა თოკს ჩამოგვიგდებს და აგვიყვანს, ძალიან ცდება, პირიქით, კიდევ უფრო ძირს ჩაგვიშვებს. ისევ და ისევ ქართველი ხალხი უნდა ეცადოს და როგორმე თავი დაიხსნას.